სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც გეგიმ ფეხი იტკინა, ასე ერთად ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ... გვიცავდნენ" - მოლაშქრეებისა და სამცხე-ჯავახელი ძაღლების მეგობრობის ისტორია
"როდესაც გეგიმ ფეხი იტკინა, ასე ერთად ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ... გვიცავდნენ" - მოლაშქრეებისა და სამცხე-ჯავახელი ძაღლების მეგობრობის ისტორია

"ფე­ის­ბუქ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი" ზაალ წე­რე­თე­ლი სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში ლაშ­ქრო­ბი­სა და იქა­ურ მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებ­თან და­მე­გობ­რე­ბის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც ზა­ა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ყვე­ბა, ის და მისი მე­გო­ბა­რი რე­გი­ონ­ში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებს გა­და­ა­წყდნენ. შემ­დეგ მათ მთე­ლი დღე ერ­თად გა­ა­ტა­რეს და სა­ღა­მოს, რო­დე­საც ერთ-ერ­თმა მო­ლაშ­ქრემ ფეხი იტ­კი­ნა, ძაღ­ლე­ბი ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მყოფ ახალ­გაც­ნო­ბილ მე­გო­ბარს გვერ­დი­დან არ მო­შო­რე­ბი­ან.

"მე და ჩემი მე­გო­ბა­რი გეგი აქ­ტი­უ­რად ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი მოგ­ზა­უ­რო­ბა - ვი­დე­ოგ­რა­ფო­ბა­ში. გუ­შინ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ფა­რავ­ნის ტბის მახ­ლობ­ლად პა­ტა­რა ლაშ­ქრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ფა­რავ­ნის ტბა­ზე, სო­ფელ ტამ­ბოვ­კის ბო­ლო­დან და­ვი­წყეთ ლაშ­ქრო­ბა. მან­ქა­ნი­დან გად­მოვ­დგით თუ არა ფეხი, იმ წამ­ვე მო­მახ­ტა ეს ორი ვაჟ­ბა­ტო­ნი და ისე გა­უ­ხარ­დათ ჩემი ნახ­ვა, თით­ქოს მა­გა­თი პატ­რო­ნი ვი­ყა­ვი. 15 წუ­თი­ა­ნი ფე­რე­ბის და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ვი­ძა­რით ყვე­ლა­ნი ერ­თად შა­ო­რის ცი­ხის­კენ. მთე­ლი გზის მან­ძილ­ზე ერთი წა­მით არ მოგ­ვშო­რე­ბი­ან. სულ დარ­ბოდ­ნენ, თა­მა­შობ­დნენ ჩვენ ირ­გვლივ და რო­დე­საც და­სას­ვე­ნებ­ლად ვსხდე­ბო­დით, მო­დი­ოდ­ნენ და და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­დნენ მო­ფე­რე­ბას. რა­მო­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი სი­ა­რუ­ლის შემ­დეგ მი­ვაღ­წი­ეთ მი­ზანს და ყვე­ლა­ნი მშვი­დო­ბით ავე­დით შა­ო­რის ცი­ხე­ზე, ცოტა წა­ვი­ხემ­სეთ და და­ვი­წყეთ დაშ­ვე­ბა.

5 წუ­თიც არ იქ­ნე­ბო­და გა­სუ­ლი რო­დე­საც გე­გის გა­და­უბ­რუნ­და ფეხი და წა­იქ­ცა, რო­გორც კი და­ი­ნა­ხეს ცუ­გებ­მა ეს, იმ წამ­სვე მიც­ვივ­დნენ და და­უ­წყეს თა­მა­ში. ეგო­ნათ, რომ სა­თა­მა­შოდ წა­მოწ­ვა ) მოკ­ლედ, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით წა­მო­ვა­ყე­ნეთ გეგი, დავ­რე­კეთ სა­მაშ­ვე­ლო­ში და და­ვი­წყეთ ყვე­ლამ ერ­თად ფრთხი­ლად დაშ­ვე­ბა. უკვე ბინ­დდე­ბო­და და ტემ­პე­რა­ტუ­რაც ეცე­მო­და, თუმ­ცა ცუ­გე­ბი თა­მა­მად მიგ­ვი­ძღოდ­ნენ წინ და რო­დე­საც ვჩერ­დე­ბო­დით, გვი­ცავ­დნენ თით­ქოს ირ­გვლივ რა­ი­მე საფრ­თხე ყო­ფი­ლი­ყო. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ნი ჩა­მო­ვე­დით მთი­დან და რო­გორც კი და­აწ­ვი­ნეს გეგი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა­ში, ცუ­გებ­მა ერთხე­ლაც ჩა­ხე­დეს ახ­ლად გა­ჩე­ნილ მე­გო­ბარს თვა­ლებ­ში, არ მო­შო­რე­ბი­ან ბო­ლომ­დე, შემ­დეგ და­ემ­შვი­დობ­ნენ და წა­ვიდ­ნენ"- უყ­ვე­ბა ambebi.ge - ს ზაალ წე­რე­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
sd
0

უსაყვარლესი არსებები, სამწუხაროდ მთელი ქვეყანა სავსეა ასეთი მიუსაფარებით, დაუდევარი უგულო ხალხის გამოისობით, და ისევ კეთილი ადამიანი თუ გამოხატავს და დაანახებს ასეთ თვინიერ არსებებს სიყვარულს.. 

ილო
1

ძაღლი მართლა მეგობარია რა. ყოველთვის რო უხარიათ შენი დანახვა. ყოველთვის რო გამოგყვებიან ყველგან, დაგიცავენ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"როდესაც გეგიმ ფეხი იტკინა, ასე ერთად ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ... გვიცავდნენ" - მოლაშქრეებისა და სამცხე-ჯავახელი ძაღლების მეგობრობის ისტორია

"როდესაც გეგიმ ფეხი იტკინა, ასე ერთად ისხდნენ და თვალს არ აშორებდნენ... გვიცავდნენ" - მოლაშქრეებისა და სამცხე-ჯავახელი ძაღლების მეგობრობის ისტორია

"ფეისბუქმომხმარებელი" ზაალ წერეთელი სამცხე-ჯავახეთში ლაშქრობისა და იქაურ მიუსაფარ ძაღლებთან დამეგობრების შესახებ წერს. როგორც ზაალი სოციალური ქსელის მეშვეობით ყვება, ის და მისი მეგობარი რეგიონში ჩასვლისთანავე მიუსაფარ ძაღლებს გადააწყდნენ. შემდეგ მათ მთელი დღე ერთად გაატარეს და საღამოს, როდესაც ერთ-ერთმა მოლაშქრემ ფეხი იტკინა, ძაღლები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ახალგაცნობილ მეგობარს გვერდიდან არ მოშორებიან.

"მე და ჩემი მეგობარი გეგი აქტიურად ვართ ჩართულები მოგზაურობა - ვიდეოგრაფობაში. გუშინ, გადავწყვიტეთ, ფარავნის ტბის მახლობლად პატარა ლაშქრობის ორგანიზება. ფარავნის ტბაზე, სოფელ ტამბოვკის ბოლოდან დავიწყეთ ლაშქრობა. მანქანიდან გადმოვდგით თუ არა ფეხი, იმ წამვე მომახტა ეს ორი ვაჟბატონი და ისე გაუხარდათ ჩემი ნახვა, თითქოს მაგათი პატრონი ვიყავი. 15 წუთიანი ფერების და მოსიყვარულების შემდეგ დავიძარით ყველანი ერთად შაორის ციხისკენ. მთელი გზის მანძილზე ერთი წამით არ მოგვშორებიან. სულ დარბოდნენ, თამაშობდნენ ჩვენ ირგვლივ და როდესაც დასასვენებლად ვსხდებოდით, მოდიოდნენ და დაჟინებით ითხოვდნენ მოფერებას. რამოდენიმესაათიანი სიარულის შემდეგ მივაღწიეთ მიზანს და ყველანი მშვიდობით ავედით შაორის ციხეზე, ცოტა წავიხემსეთ და დავიწყეთ დაშვება.

5 წუთიც არ იქნებოდა გასული როდესაც გეგის გადაუბრუნდა ფეხი და წაიქცა, როგორც კი დაინახეს ცუგებმა ეს, იმ წამსვე მიცვივდნენ და დაუწყეს თამაში. ეგონათ, რომ სათამაშოდ წამოწვა ) მოკლედ, ერთობლივი ძალებით წამოვაყენეთ გეგი, დავრეკეთ სამაშველოში და დავიწყეთ ყველამ ერთად ფრთხილად დაშვება. უკვე ბინდდებოდა და ტემპერატურაც ეცემოდა, თუმცა ცუგები თამამად მიგვიძღოდნენ წინ და როდესაც ვჩერდებოდით, გვიცავდნენ თითქოს ირგვლივ რაიმე საფრთხე ყოფილიყო. საბოლოოდ, ყველანი ჩამოვედით მთიდან და როგორც კი დააწვინეს გეგი სასწრაფო დახმარების მანქანაში, ცუგებმა ერთხელაც ჩახედეს ახლად გაჩენილ მეგობარს თვალებში, არ მოშორებიან ბოლომდე, შემდეგ დაემშვიდობნენ და წავიდნენ"- უყვება ambebi.ge - ს ზაალ წერეთელი.