პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფუტკარაძეს, რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ" - რას პასუხობს ბრალდებას თორნიკე რიჟვაძე
"რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფუტკარაძეს,  რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ" - რას პასუხობს ბრალდებას თორნიკე რიჟვაძე

ბა­თუ­მის ახა­ლი მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მა­მის, და­ვით რიჟ­ვა­ძის და­ვა­ლე­ბით, მოს­ყიდ­ვის სა­ნაც­ვლოდ 100 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს. რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რი გი­ორ­გი კირ­თა­ძე აცხა­დებს, მათ შე­სა­ბა­მის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი აქვთ.

"ყვე­ლამ კარ­გად იცით, რა შე­დე­გე­ბით დას­რულ­და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ბა­თუმ­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და, 19 წევ­რი ოპო­ზი­ცი­ამ და 16 კი "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­იყ­ვა­ნა. ამის შემ­დეგ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და კო­ბა­ხი­ძის ვი­ზი­ტი იყო ბა­თუმ­ში და დაგ­ვი­ა­ნონ­სეს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა ექ­ნე­ბო­და. გა­ცხა­დე­ბუ­ლად პირ­და­პირ ნიშ­ნავ­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რებ­ზე არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბის ზე­წო­ლა იწყე­ბო­და. პირ­ვე­ლი შეძ­ლეს გა­ხა­რი­ას წევ­რებ­ზე ზე­წო­ლა და ამის შემ­დეგ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ი­დან ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დაყ­ვა­ნა მათ­თან და უმ­რავ­ლე­სო­ბით ყო­ფი­ლიყ­ვნენ, წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში. ჩვე­ნი ფრაქ­ცი­ის წევ­რებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ზე­წო­ლა და ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვის­ზეც ზე­წო­ლა და მოს­ყიდ­ვა და­ი­წყეს, იყო ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. კი­დევ ერთხელ სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ ოჯახს. ბა­ტონ ნუგ­ზარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მა­მის და­ვით რიჟ­ვა­ძის და­ვა­ლე­ბით სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა, ას­ლან აბა­ში­ძის მმარ­თვე­ლო­ბის დრო­ინ­დე­ლი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ძა­ლო­ვა­ნი, ვაჟა თა­ბა­გი­ძე და ბად­რი ბა­კუ­რი­ძე. ვაჟა თა­ბა­გი­ძე ას­ლან აბა­ში­ძის დროს სამ­ძებ­როს უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და და ბად­რი ბა­კუ­რი­ძე კი უშიშ­რო­ე­ბის უფ­რო­სი იყო. ორი­ვე მათ­განს რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ აჭა­რი­დან წას­ვლა მო­უ­წია და ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ ჩვენს ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­დნენ.

მათ ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძეს­თან არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს, ჩვენ ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ვი­ყა­ვით. როცა ეს გა­უ­საძ­ლის ამ­ბავს და ხა­სი­ათს იძენ­და, ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ­მა თვი­თონ­ვე გა­ა­კე­თა ჩა­ნა­წე­რე­ბი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მე­ო­რე მხა­რეც ამ ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებ­და. ბა­ტონ ნუგ­ზარ­მა ეს ჩა­ნა­წე­რი პი­რა­დად მე მო­მა­წო­და, ჩა­ნა­წე­რი აუ­დიო სა­ხის არის და მას წარ­მო­გიდ­გენთ. ვაჟა თა­ბა­გი­ძე, ამავდრო­უ­ლად არის ხელ­ვა­ჩა­უ­რის ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი მე­რის, ზაზა დი­ა­სა­მი­ძის ბიძა, მისი სა­ხე­ლი­თაც არი­ან მი­სუ­ლი ბა­ტონ ნუგ­ზარ­თან. ვაჟა თა­ბა­გი­ძე და ბად­რი ბა­კუ­რი­ძე ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძეს 100 ათას დო­ლარს სთა­ვა­ზობ­დნენ",- აცხა­დებს გი­ორ­გი კირ­თა­ძე.

ზე­წო­ლა­სა და მოს­ყიდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დიო ჩა­ნა­წერს გა­მო­ეხ­მა­უ­რა აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, თუ ჩა­ნა­წერ­ში მისი ოჯა­ხის წევ­რი არ ფი­გუ­რი­რებს, ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვს. მი­სი­ვე თქმით, ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძის ხსოვ­ნას თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა პა­ტი­ვი უნდა სცენ და მის სა­ხელს მო­უფრ­თხილ­დნენ.

"კი­დევ ერთხელ მინ­და მი­უ­სამ­ძიმ­რო გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს. ამ ადა­მი­ა­ნის ხსოვ­ნა და მისი სა­ხე­ლის მოფრ­თხი­ლე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ მე­ტად ღირ­სე­უ­ლად მო­ექ­ცნენ მა­თი­ვე თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი. წი­ნას­წარ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის ში­ნარსზე მე ვერ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს. მერ­წუ­ნეთ, რომ თუ ჩემი ოჯა­ხის წევ­რი რო­მე­ლი­მე ჩა­ნა­წერ­ში არ ფი­გუ­რი­რებს, ყვე­ლას მოვ­თხოვ ბო­დი­შის მოხ­დას",- აცხა­დებს თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" არ­ჩე­უ­ლი დე­პუ­ტა­ტი, ნუგ­ზარ ფუტ­კა­რა­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ამათი-ნაცების გასაღები ფულია, თუ დაუშვებ რომ ფულია ყველაფერი მათთვის და პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ საშუალებაა, ბურუსი გაქრება და შიშვლად დაინახავ ძალიან საცოდავ, მარტივ, უტიფარ, მშიშარა პატარა ადამიანებს, რომლების ოსტატურად იტყუებიან, დემაგოგობენ, იცავენ თავს , ძალიან საშიშები და შეიარაღებულები არიან. მათ წინააღმდეგ არსებობს ერთი იარაღი-მხილება, პიარის და პოლიტიკური მოღვაწის მანტიის მოხსნა, მის შიგნით ჭვრეტა, დაგროვილი ქონების აღნუსხვა, მათი წარმოშობის გამოკვლევა და დაუსაბუთებელი სიმდიდრის ჩამორთმევა სასამართლოს ძალით, იმ კანონის ძალით , რომელიც თავად შექმნეს წინამორბედთა და საზოგადოებრივი გარემოცვის ქონების მისათვისებლად, უკანონოდ აქვთ ნაშოვნი და ქურდის ქურდი ცხონდაო .. უნდა მიყვე მათ ნაკვალევს, მაგალითად საპარლამენტო და ზოგადად ლეგალურ სამართლებრივ სეგმენტში მათ "ნამოღვაწარს", მათი თითოეული ახალი რეგულაცია, ან პოლიტიკური აქცია, გადაწყვეტილება, ირიბად, ან სულაც პირდაპირ ხილულ თვალსაწიერში რომელიღაც ფულის ნაკადთანაა დაკავშირებული, შესაძლოა რამოდენიმე შრის იქით ამოყოს თავი, გაიაროს ბიუჯეტი, ან რომელიღაც ბიზნესმენის ჯიბე, ბოლოს მაინც იქ მივა , სადაც მიდის ყველა ფინანსური ნაკადი-საააკაშვილთან და მის გარემოცვასთან. ამ გარემოცვის განკარგულებაში მოხვედრილი სიმდიდრის კვალს უნდა გაყვე, ის მიგიყვანთ ცრუ პირთა გავლით ფულის წყაროსთან-ბიუჯეტთან, ფონდებთან, ბიზნესთან, საიდანაც იკვებებიან.

ალექს
0

ნაცმო კლასიკური ფაშიოა, ის პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, კრიმინალურია , დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდა - ეს მას რომელიმე სახის პოლიტიკურ ეკონომიკური ფორმაციის და სახელმწიფო სოციალური სისტემის უპირატესი წარმოჩენისათვის, კი არა, სახელმწიფოსა და ხალხის ძარცვის სისტემის სადავეების და ინსტრუმენტების ხელში ჩაგდება სურს პირადი გამდიდრების მიზნით ! დაუთვალეთ ფულები და ქონება ლიდერებსაც და წვრილფეხობასაც -ეს ცალკალოშიანებია ! ახლა დადიან რეზინის ჩექმებსა და რუსულ ვალინკებში ! ეს ორგანიზაცა ასკრძალია !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფუტკარაძეს, რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ" - რას პასუხობს ბრალდებას თორნიკე რიჟვაძე

"რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფუტკარაძეს,  რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ" - რას პასუხობს ბრალდებას თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განაცხადეს. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

"ყველამ კარგად იცით, რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში. "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავიდა, 19 წევრი ოპოზიციამ და 16 კი "ქართულმა ოცნებამ" გაიყვანა. ამის შემდეგ ღარიბაშვილისა და კობახიძის ვიზიტი იყო ბათუმში და დაგვიანონსეს, რომ "ქართულ ოცნებას" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდა. გაცხადებულად პირდაპირ ნიშნავდა, რომ საკრებულოს წევრებზე არნახული მასშტაბის ზეწოლა იწყებოდა. პირველი შეძლეს გახარიას წევრებზე ზეწოლა და ამის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა მათთან და უმრავლესობით ყოფილიყვნენ, წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. ჩვენი ფრაქციის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ერთ-ერთი პირველი, ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა დაიწყეს, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ბატონ ნუგზართან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა, ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს სამძებროს უფროსის პოზიციას იკავებდა და ბადრი ბაკურიძე კი უშიშროების უფროსი იყო. ორივე მათგანს რევოლუციის შემდეგ აჭარიდან წასვლა მოუწია და ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენს ქალაქში დაბრუნდნენ.

მათ ნუგზარ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით. როცა ეს გაუსაძლის ამბავს და ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა. ბატონ ნუგზარმა ეს ჩანაწერი პირადად მე მომაწოდა, ჩანაწერი აუდიო სახის არის და მას წარმოგიდგენთ. ვაჟა თაბაგიძე, ამავდროულად არის ხელვაჩაურის ახლად არჩეული მერის, ზაზა დიასამიძის ბიძა, მისი სახელითაც არიან მისული ბატონ ნუგზართან. ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ზეწოლასა და მოსყიდვასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისივე თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას თანაგუნდელებმა პატივი უნდა სცენ და მის სახელს მოუფრთხილდნენ.

"კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამ ადამიანის ხსოვნა და მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანაგუნდელები. წინასწარ დაანონსებული ჩანაწერების შინარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მერწუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას",- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.