სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას... ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი
"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას... ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი

ახალ­გაზ­რდა, ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი ლელა მო­წყო­ბი­ლი მე­სა­მე წე­ლია ჩი­ნეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს... იგი ჩი­ნე­თი­დან გვე­სა­უბ­რა და გვი­ამ­ბო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში რა­ტომ გრძნობ­და და გრძნობს ყვე­ლა­ზე და­ცუ­ლად თავს იქ, სა­ი­და­ნაც ვირუ­სი მთელს მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და.

- ჩი­ნეთ­ში 2 წლის წინ, 2019 წლის სექ­ტემ­ბერ­ში წა­მო­ვე­დი და პან­დე­მი­აც მა­ლე­ვე და­ი­წყო... სა­ქარ­თვე­ლო­დან უფრო ადრე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ხომ მშვი­დო­ბაა მანდ, ვირუ­სის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბე­ნო, მაგ­რამ ჩემს ქა­ლაქ­ში 2020 წლის, 21 იან­ვრამ­დე არა­ფე­რი მიგ­რძვნია. 21 იან­ვარს, როცა უკვე ჩემი პრო­ვინ­ცი­ის რე­გი­ონ­ში ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, მე­ო­რე დღეს ყვე­ლას ნიღ­ბე­ბი გვე­კე­თა...

წა­მოს­ვლა­ზე არ მი­ფიქ­რია, რად­გან ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მშვი­დად იყ­ვნენ და მარ­წმუ­ნებ­დნენ რომ უსაფრ­თხოდ ვი­ყა­ვით, ჩვე­ნი ქა­ლა­ქი - ია­ნა­ნი კარ­გად კონ­ტროლ­დე­ბაო... პა­ტა­რა ქა­ლა­ქია, 3 მი­ლი­ო­ნი მო­სახ­ლეა სულ. სა­ბედ­ნი­ე­როდ მე ვირუ­სი არ შემ­ხვედ­რია. ამ დროს უზარ­მა­ზარ სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობ­დი და უამ­რავ მას­წავ­ლე­ბელს რომ ვკი­თხე, არც მათ და არც მათ ახ­ლობ­ლებს არ შეხ­ვედ­რი­ათ. ასე ამ­ბობ­დნენ, ვირუ­სი აქ კი არა, ვუ­ჰან­ში­აო, თით­ქოს ვუ­ჰა­ნი მარსზე ყო­ფი­ლი­ყო და არა ჩი­ნეთ­ში. 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში მხო­ლოდ 6 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და მას შემ­დეგ იქ ვირუ­სის შემ­თხვე­ვა არ გვქო­ნია...

თუმ­ცა, მთელს ჩი­ნეთ­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მუ­შა­ო­ბა პირ­ველ ივ­ნი­სამ­დე შე­ა­ჩე­რეს. სა­შუ­ა­ლო და და­წყე­ბი­თი სკო­ლე­ბი, ასე­ვე ტრე­ნინგ ცენ­ტრე­ბი ონ­ლა­ინ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე გა­და­ვე­დით. მხო­ლოდ ბა­ღებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე, რად­გან ბა­ღე­ბი ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე არ გა­და­სუ­ლან ბავ­შვე­ბის ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე... ახლა ვცხოვ­რობ სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ - ჩონ­ჩინ­ში და ბა­ღის პე­და­გო­გად ვმუ­შა­ობ. იმ უბან­ში, სა­დაც ახლა ვარ, ერთი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და და მა­შინ­ვე მა­ღა­ლი რის­კის ტე­რი­ტო­რი­ად გა­მო­ცხად­და.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც კი აქ ვცხოვ­რობთ და ვმუ­შა­ობთ, ტეს­ტი­რე­ბა ჩაგ­ვი­ტარ­და და ბაღი 2 კვი­რის მან­ძილ­ზე და­კე­ტი­ლი იყო.... ჩი­ნე­ლებს მა­ღა­ლი ნდო­ბა აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და მშვი­დად არი­ან. როცა პან­დე­მია და­ი­წყო, ჩი­ნურ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­ჩატ­ში (ფე­ის­ბუ­ქის მსგავ­სია) მხო­ლოდ აქ და­საქ­მე­ბუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი წერ­დნენ და ლო­ცუ­ლობ­დნენ პან­დე­მი­ის­გან ჩი­ნე­თის გა­დარ­ჩე­ნა­ზე, თო­რემ თა­ვად ჩი­ნე­ლე­ბი კობი ბრა­ი­ან­ტის თავს დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე პოს­ტავ­დნენ მხო­ლოდ. ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქა­ლა­ქი ჩონ­ჩი­ნი (მო­სახ­ლე­ო­ბა 15 მლნ) გა­მო­ცხად­და მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცველ ქა­ლა­ქად 1 ნო­ემ­ბერს და როცა ვი­კი­თხე, რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა გვქონ­და ვირუ­სის, აღ­მოჩ­ნდა რომ აქაც 6 შემ­თხვე­ვა იყო მხო­ლოდ. 6 შემ­თხვე­ვა აქ მა­ღალ ციფრს ნიშ­ნავს, როცა კო­ვიდ­ზეა სა­უ­ბა­რი.

- ანუ ძა­ლი­ან წეს­რი­გია?

- დიახ, აქ წეს­რი­გია, თავს მშვი­დად ვგრძნობ და ფაქ­ტობ­რი­ვად, მე­სა­მე წე­ლია ვირუ­სის გა­რე­შე ვცხოვ­რობ. ალ­ბათ, სა­ინ­ფორ­მა­ციო ვა­კუ­უმ­ში რომ ვიყო და არ ვი­ცო­დე, რა ხდე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში, ვირუ­სის არ­სე­ბო­ბა და­მა­ვი­წყდე­ბო­და. როცა ჩი­ნეთ­მა პან­დე­მია და­ა­მარ­ცხა და სკო­ლე­ბი გა­იხ­სნა, ჩემ­მა ერთ-ერ­თმა ჩი­ნელ­მა კო­ლე­გამ ნა­წყე­ნი ტო­ნით მკი­თხა, თუ რა­ტომ წერ­და და­სავ­ლუ­რი პრე­სა ცუდ სტა­ტი­ებს ჩი­ნე­ლებ­სა და ჩი­ნეთ­ზე... ეს ის დრო იყო, როცა ვირუ­სი უკვე ამე­რი­კა­ში და ევ­რო­პა­ში გავ­რცელ­და. იუ­მო­რით გე­ტყვით, და­მაბ­ნია მის­მა გუ­ლუბ­რყვი­ლო შე­კი­თხვამ... ჩი­ნე­ლე­ბი, მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზად იმას თვლი­ან, რომ და­სავ­ლელ ხალ­ხს გვიყ­ვარს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და არ ვართ ისე­თი კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბი, რო­გორც თვი­თონ... რო­დე­საც სამ­სა­ხუ­რებ­ში სამ­თვი­ა­ნი პა­უ­ზა გვქონ­და, ეს მათ­თვის არ გამ­ხდა­რა შფოთვის მი­ზე­ზი, პი­რი­ქით, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ 3 თვე ოჯახ­თან გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი სკო­ლა­ში დი­ლით 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე უნდა გა­მო­ცხად­დნენ და უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მუ­შაო დღეს ღა­მის 10 სა­ათ­ზე ას­რუ­ლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ არ იყო გა­საკ­ვი­რი მათი სი­ხა­რუ­ლი.

- რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა აც­რებ­ზე?

- ვინც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შია, ყვე­ლას მოგვ­თხო­ვეს აც­რის ჩა­ტა­რე­ბა. ახლა რო­გორ არის არ ვიცი, მაგ­რამ ერთი თვის წინ რომ ვი­კი­თხე, ჩი­ნეთ­ში შე­მოს­ვლა რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნით აც­რილს შე­ეძ­ლო, აღ­მოჩ­ნდა რომ მხო­ლოდ ჩი­ნუ­რით და არა ფა­ი­ზე­რით ან მო­დერ­ნა­თი... როცა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კი­თხი წა­მო­იჭ­რა, ჩემი ჩი­ნე­ლი კო­ლე­გე­ბი არ უყუ­რებ­დნენ ამ სა­კითხს და­დე­ბი­თად, მი­თხრეს, არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, რად­გან უსაფრ­თხო ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­თო, მაგ­რამ შემ­დეგ, როცა მთელს ჩი­ნეთ­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, აიცრ­ნენ.... მე ვფიქ­რობ აქა­უ­რი მე­დია კარ­გად მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თო­რემ ჩი­ნე­ლე­ბი ისე­თი ხალ­ხია, ინექ­ცია კი არა, წა­მალს არ სვა­მენ და ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი რა არის, ის ვერ გა­ვა­გე­ბი­ნეთ პე­კი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბულ პე­და­გოგს. ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მას ერ­თა­დერ­თი წა­მა­ლი აქვს - ცხე­ლი წყა­ლი... თუკი ეტყვი, არ მიშ­ვე­ლა ცხელ­მა წყალ­მაო, გე­ტყვი­ან, მა­შინ უფრო მეტი ცხე­ლი წყა­ლი და­ლი­ეო...

- გვი­ამ­ბეთ თქვენს შე­სა­ხებ...

- ქო­ბუ­ლე­თი­დან ვარ, და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის წინ გა­დავ­წყვი­ტე ჩი­ნეთ­ში წა­მოს­ვლა, რად­გან ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ამ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა. ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად ვმუ­შა­ობ... 2 წელი ვი­მუ­შა­ვე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, მე-7 და მე-8 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ვას­წავ­ლი­დი. აქ ერთ კლას­ში 50 და მეტი მოს­წავ­ლე ზის. არის სკო­ლე­ბი, სა­დაც მას­წავ­ლე­ბელს ერთ კლას­ში 80 მოს­წავ­ლე უზის. პი­რა­დად მე მყავ­და და­ახ­ლო­ე­ბით 1200 მოს­წავ­ლე, კვი­რა­ში 22-25 გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ­დი. ბავ­შვებს ძა­ლი­ან უყ­ვართ უცხო­ე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი, როცა გხე­და­ვენ, უკვე უყ­ვარ­ხარ. რად­გან ჩვენ არ ვი­ყე­ნებთ იმ ჩი­ნურ სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, რა­საც ჩი­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყე­ნე­ბენ - სა­ხა­ზა­ვით ცემა, აუ­რა­ცხე­ლი სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი, უამ­რა­ვი ტეს­ტი­რე­ბა...

ჩი­ნე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი და თბი­ლე­ბი, ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ. როცა გაკ­ვე­თილ­ზე შე­დი­ხარ, ტა­შით გხვდე­ბი­ან, გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს მად­ლო­ბას გიხ­დი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის­თვის. აქვთ სა­შინ­ლად სტრე­სუ­ლი რე­ჟი­მი - დი­ლით უნდა გა­იღ­ვი­ძონ 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე, შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად უნდა ირ­ბი­ნონ სტა­დი­ონ­ზე 20 წუ­თის მან­ძილ­ზე, შემ­დეგ ეწყე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი და ღა­მის 10-ის ნა­ხე­ვარ­ზე სრულ­დე­ბა მათი სას­წავ­ლო დღე. ღა­მის 10-ზე უკვე უნდა და­ი­ძი­ნონ.

სკო­ლა­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი, ბავ­შვე­ბი ღა­მით, სკო­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ­ში რჩე­ბოდ­ნენ. მხო­ლოდ თვე­ში ერთხელ მი­დი­ოდ­ნენ სახ­ლებ­ში. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, რომ ეს სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ფი­ნან­სუ­რად ნაკ­ლე­ბად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ბავ­შვე­ბის გა­ნათ­ლე­ბას, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა სა­პი­რის­პი­რო - სკო­ლა­ში ყვე­ლა ბავ­შვი იყო ძა­ლი­ან მდი­და­რი ოჯა­ხე­ბი­დან და მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის სკო­ლა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მიყ­ვა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ერთ მი­ზანს, რომ ბავ­შვებს მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად ეს­წავ­ლათ კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში, რად­გან სახ­ლში, ტე­ლე­ფო­ნის და კომ­პი­უ­ტე­რის გამო ისი­ნი კარ­გად ვერ იმე­ცა­დი­ნებ­დნენ. პან­დე­მი­ამ­დე, ჩემი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლას მიჰ­ყავ­და ექ­სკურ­სი­ებ­ზე ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ახალ ზე­ლან­დი­ა­სა და ტო­კი­ო­ში. მშობ­ლე­ბი აფი­ნან­სებ­დნენ ამ მოგ­ზა­უ­რო­ბას.

სკო­ლებს აქვთ სტან­დარ­ტუ­ლი, უზარ­მა­ზა­რი სტა­დი­ო­ნე­ბი. სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მის სა­კა­ლათ­ბურ­თო მო­ედ­ნე­ბი, სპორ­ტს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ. ფი­ზკულ­ტუ­რის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გარ­და, ბავ­შვებ­მა უნდა ირ­ბი­ნონ დღე­ში 2-ჯერ 20-20 წუთი - დი­ლით და შუ­ა­დღეს. სკო­ლა­ში არის უამ­რა­ვი კლუ­ბი, 50-ზე მეტი... ის­ტო­რი­ის, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, მზა­რე­უ­ლის, ინ­გლი­სუ­რის, ფი­ზი­კის, ბად­მინ­ტო­ნის და ა.შ. მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში ნა­წილ­დე­ბი­ან. ბავ­შვე­ბი ფი­ზაქ­ტი­ვო­ბას ისე არი­ან შეჩ­ვე­უ­ლე­ბი, გაკ­ვე­თი­ლებს შო­რის შეს­ვე­ნე­ბის დროს (10 წუთი) ყვე­ლა კა­ლათ­ბურთს, ჩი­ნურ ჭად­რაკს თა­მა­შობს...

მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი და­დე­ბი­თი­სა, დიდი მი­ნუ­სი არის ის, რომ სკო­ლა­ში ასე­თი აუ­რა­ცხე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის, სტრე­სის და ზე­წო­ლის გამო თი­ნე­ი­ჯერ მოს­წავ­ლე­ებ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არც ისე იშ­ვი­ა­თია თვით­მკვლე­ლო­ბა. რო­გორც მი­თხრეს, მოს­წავ­ლე­ე­ბის მხო­ლოდ 50% შეძ­ლებს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლოს სწავ­ლა, და­ნარ­ჩე­ნი ბავ­შვე­ბი პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბი­ან. ყვე­ლა მშო­ბელს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სურს შვი­ლი იხი­ლოს, ამი­ტომ ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ, მათ შვი­ლებს მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი ჰქონ­დეთ. თუ ქუ­ლე­ბი არ გეყო დიდი ქა­ლა­ქის უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის და მის ნაც­ვლად რო­მე­ლი­მე პა­ტა­რა ქა­ლა­ქის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვდი, სხვა ქა­ლაქ­ში ვე­რას­დროს იმუ­შა­ვებ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ხალხო ინფორმაციულ ვაკუუმში კი არა სწორად მიდგომას აღნიშნავს საკითხის მიმართ...დამღალა იმ ხალხის წივილ კივილმა კორონაზე, რომლებიც ელემენტალურ წესებს არ იცავს გეგონება კივილით და ჭორაობით დააფრთხობს ვირუსს... 

ნო შპა
6

წარმატებები

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას... ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი

"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას... ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი

ახალგაზრდა, ქართველი პედაგოგი ლელა მოწყობილი მესამე წელია ჩინეთში მოღვაწეობს... იგი ჩინეთიდან გვესაუბრა და გვიამბო პანდემიის პირობებში რატომ გრძნობდა და გრძნობს ყველაზე დაცულად თავს იქ, საიდანაც ვირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

- ჩინეთში 2 წლის წინ, 2019 წლის სექტემბერში წამოვედი და პანდემიაც მალევე დაიწყო... საქართველოდან უფრო ადრე მეკითხებოდნენ, ხომ მშვიდობაა მანდ, ვირუსის შესახებ საუბრობენო, მაგრამ ჩემს ქალაქში 2020 წლის, 21 იანვრამდე არაფერი მიგრძვნია. 21 იანვარს, როცა უკვე ჩემი პროვინციის რეგიონში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე დღეს ყველას ნიღბები გვეკეთა...

წამოსვლაზე არ მიფიქრია, რადგან ჩემი თანამშრომლები და კომპანიის ხელმძღვანელები აბსოლუტურად მშვიდად იყვნენ და მარწმუნებდნენ რომ უსაფრთხოდ ვიყავით, ჩვენი ქალაქი - იანანი კარგად კონტროლდებაო... პატარა ქალაქია, 3 მილიონი მოსახლეა სულ. საბედნიეროდ მე ვირუსი არ შემხვედრია. ამ დროს უზარმაზარ სკოლაში ვმუშაობდი და უამრავ მასწავლებელს რომ ვკითხე, არც მათ და არც მათ ახლობლებს არ შეხვედრიათ. ასე ამბობდნენ, ვირუსი აქ კი არა, ვუჰანშიაო, თითქოს ვუჰანი მარსზე ყოფილიყო და არა ჩინეთში. 2020 წლის თებერვალში მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირდა და მას შემდეგ იქ ვირუსის შემთხვევა არ გვქონია...

თუმცა, მთელს ჩინეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუშაობა პირველ ივნისამდე შეაჩერეს. საშუალო და დაწყებითი სკოლები, ასევე ტრენინგ ცენტრები ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადავედით. მხოლოდ ბაღებში დასაქმებული უცხოელი მასწავლებლები აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, რადგან ბაღები ონლაინ გაკვეთილებზე არ გადასულან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე... ახლა ვცხოვრობ სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ - ჩონჩინში და ბაღის პედაგოგად ვმუშაობ. იმ უბანში, სადაც ახლა ვარ, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინვე მაღალი რისკის ტერიტორიად გამოცხადდა.

აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც კი აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ტესტირება ჩაგვიტარდა და ბაღი 2 კვირის მანძილზე დაკეტილი იყო.... ჩინელებს მაღალი ნდობა აქვთ ხელისუფლების მიმართ და მშვიდად არიან. როცა პანდემია დაიწყო, ჩინურ სოციალურ ქსელში ვიჩატში (ფეისბუქის მსგავსია) მხოლოდ აქ დასაქმებული უცხოელები წერდნენ და ლოცულობდნენ პანდემიისგან ჩინეთის გადარჩენაზე, თორემ თავად ჩინელები კობი ბრაიანტის თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე პოსტავდნენ მხოლოდ. ჩემი ამჟამინდელი ქალაქი ჩონჩინი (მოსახლეობა 15 მლნ) გამოცხადდა მაღალი რისკის შემცველ ქალაქად 1 ნოემბერს და როცა ვიკითხე, რამდენი შემთხვევა გვქონდა ვირუსის, აღმოჩნდა რომ აქაც 6 შემთხვევა იყო მხოლოდ. 6 შემთხვევა აქ მაღალ ციფრს ნიშნავს, როცა კოვიდზეა საუბარი.

- ანუ ძალიან წესრიგია?

- დიახ, აქ წესრიგია, თავს მშვიდად ვგრძნობ და ფაქტობრივად, მესამე წელია ვირუსის გარეშე ვცხოვრობ. ალბათ, საინფორმაციო ვაკუუმში რომ ვიყო და არ ვიცოდე, რა ხდება ჩემს ქვეყანასა და ზოგადად მსოფლიოში, ვირუსის არსებობა დამავიწყდებოდა. როცა ჩინეთმა პანდემია დაამარცხა და სკოლები გაიხსნა, ჩემმა ერთ-ერთმა ჩინელმა კოლეგამ ნაწყენი ტონით მკითხა, თუ რატომ წერდა დასავლური პრესა ცუდ სტატიებს ჩინელებსა და ჩინეთზე... ეს ის დრო იყო, როცა ვირუსი უკვე ამერიკაში და ევროპაში გავრცელდა. იუმორით გეტყვით, დამაბნია მისმა გულუბრყვილო შეკითხვამ... ჩინელები, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მიზეზად იმას თვლიან, რომ დასავლელ ხალხს გვიყვარს თავისუფლება და არ ვართ ისეთი კანონმორჩილები, როგორც თვითონ... როდესაც სამსახურებში სამთვიანი პაუზა გვქონდა, ეს მათთვის არ გამხდარა შფოთვის მიზეზი, პირიქით, ბედნიერები იყვნენ, რომ საშუალება მიეცათ 3 თვე ოჯახთან გაეტარებინათ. საშუალო სკოლის მასწავლებლები სკოლაში დილით 7-ის ნახევარზე უნდა გამოცხადდნენ და უმრავლესობა სამუშაო დღეს ღამის 10 საათზე ასრულებს. აქედან გამომდინარე, ალბათ არ იყო გასაკვირი მათი სიხარული.

- როგორი ვითარებაა აცრებზე?

- ვინც საგანმანათლებლო დაწესებულებებშია, ყველას მოგვთხოვეს აცრის ჩატარება. ახლა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ერთი თვის წინ რომ ვიკითხე, ჩინეთში შემოსვლა რომელი ვაქცინით აცრილს შეეძლო, აღმოჩნდა რომ მხოლოდ ჩინურით და არა ფაიზერით ან მოდერნათი... როცა ვაქცინაციის საკითხი წამოიჭრა, ჩემი ჩინელი კოლეგები არ უყურებდნენ ამ საკითხს დადებითად, მითხრეს, არ იქნება საჭირო, რადგან უსაფრთხო ქალაქში ვცხოვრობთო, მაგრამ შემდეგ, როცა მთელს ჩინეთში სავალდებულო გახდა, აიცრნენ.... მე ვფიქრობ აქაური მედია კარგად მუშაობს ამ მიმართულებით, თორემ ჩინელები ისეთი ხალხია, ინექცია კი არა, წამალს არ სვამენ და ტკივილგამაყუჩებელი რა არის, ის ვერ გავაგებინეთ პეკინის უნივერსიტეტდამთავრებულ პედაგოგს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას ერთადერთი წამალი აქვს - ცხელი წყალი... თუკი ეტყვი, არ მიშველა ცხელმა წყალმაო, გეტყვიან, მაშინ უფრო მეტი ცხელი წყალი დალიეო...

- გვიამბეთ თქვენს შესახებ...

- ქობულეთიდან ვარ, დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე ჩინეთში წამოსვლა, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ქვეყნის კულტურა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობ... 2 წელი ვიმუშავე საშუალო სკოლაში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი. აქ ერთ კლასში 50 და მეტი მოსწავლე ზის. არის სკოლები, სადაც მასწავლებელს ერთ კლასში 80 მოსწავლე უზის. პირადად მე მყავდა დაახლოებით 1200 მოსწავლე, კვირაში 22-25 გაკვეთილს ვატარებდი. ბავშვებს ძალიან უყვართ უცხოელი მასწავლებლები, როცა გხედავენ, უკვე უყვარხარ. რადგან ჩვენ არ ვიყენებთ იმ ჩინურ სწავლების მეთოდებს, რასაც ჩინელი მასწავლებლები იყენებენ - სახაზავით ცემა, აურაცხელი საშინაო დავალებები, უამრავი ტესტირება...

ჩინელი მოსწავლეები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და თბილები, ყოველთვის სიყვარულს გამოხატავენ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, ტაშით გხვდებიან, გაკვეთილის ბოლოს მადლობას გიხდიან საინტერესო გაკვეთილისთვის. აქვთ საშინლად სტრესული რეჟიმი - დილით უნდა გაიღვიძონ 6-ის ნახევარზე, შემდეგ მასწავლებლებთან ერთად უნდა ირბინონ სტადიონზე 20 წუთის მანძილზე, შემდეგ ეწყებათ გაკვეთილები და ღამის 10-ის ნახევარზე სრულდება მათი სასწავლო დღე. ღამის 10-ზე უკვე უნდა დაიძინონ.

სკოლაში, სადაც ვმუშაობდი, ბავშვები ღამით, სკოლის საცხოვრებელში რჩებოდნენ. მხოლოდ თვეში ერთხელ მიდიოდნენ სახლებში. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს სკოლა უზრუნველყოფდა ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ბავშვების განათლებას, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა საპირისპირო - სკოლაში ყველა ბავშვი იყო ძალიან მდიდარი ოჯახებიდან და მშობლების მიერ შვილების სკოლაში საცხოვრებლად მიყვანა ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ ბავშვებს მაქსიმალურად კარგად ესწავლათ კონტროლის პირობებში, რადგან სახლში, ტელეფონის და კომპიუტერის გამო ისინი კარგად ვერ იმეცადინებდნენ. პანდემიამდე, ჩემი სკოლის მოსწავლეები სკოლას მიჰყავდა ექსკურსიებზე ლოს-ანჯელესში, ახალ ზელანდიასა და ტოკიოში. მშობლები აფინანსებდნენ ამ მოგზაურობას.

სკოლებს აქვთ სტანდარტული, უზარმაზარი სტადიონები. სტანდარტული ზომის საკალათბურთო მოედნები, სპორტს დიდ ყურადღებას აქცევენ. ფიზკულტურის გაკვეთილების გარდა, ბავშვებმა უნდა ირბინონ დღეში 2-ჯერ 20-20 წუთი - დილით და შუადღეს. სკოლაში არის უამრავი კლუბი, 50-ზე მეტი... ისტორიის, თანამედროვე ტექნოლოგიების, მზარეულის, ინგლისურის, ფიზიკის, ბადმინტონის და ა.შ. მოსწავლეები სხვადასხვა კლუბებში ნაწილდებიან. ბავშვები ფიზაქტივობას ისე არიან შეჩვეულები, გაკვეთილებს შორის შესვენების დროს (10 წუთი) ყველა კალათბურთს, ჩინურ ჭადრაკს თამაშობს...

მიუხედავად მრავალი დადებითისა, დიდი მინუსი არის ის, რომ სკოლაში ასეთი აურაცხელი დავალებების, სტრესის და ზეწოლის გამო თინეიჯერ მოსწავლეებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია თვითმკვლელობა. როგორც მითხრეს, მოსწავლეების მხოლოდ 50% შეძლებს უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, დანარჩენი ბავშვები პროფესიულ სასწავლებლებში გადანაწილდებიან. ყველა მშობელს უნივერსიტეტში სურს შვილი იხილოს, ამიტომ ისინი მოითხოვენ, მათ შვილებს მაღალი ქულები ჰქონდეთ. თუ ქულები არ გეყო დიდი ქალაქის უნივერსიტეტისთვის და მის ნაცვლად რომელიმე პატარა ქალაქის უნივერსიტეტში მოხვდი, სხვა ქალაქში ვერასდროს იმუშავებ.