სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკვლელობა თბილისში, დაკავებული ერთი პირი - რას აცხადებს შსს?
მკვლელობა თბილისში, დაკავებული ერთი პირი - რას აცხადებს შსს?

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ლ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 23 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.მ. და ბრალ­დე­ბუ­ლი გ.ლ. მე­გობ­რებ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში, მათ­სა­ვე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის მიმ­დე­ბა­რე ქუ­ჩა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონ­ფლიქ­ტი მო­უხ­დათ და ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რა დრო­საც გ.ლ.-მ მე­გო­ბა­რი - დ.მ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლით გულ­მკერ­დის არე­ში დაჭ­რა.

დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო გ.ლ. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სამ­ძებ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად გ.ლ. სა­გა­რე­ჯო­ში და­ა­კა­ვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიო
10

სასჯელის გამკაცრებას არანაირი შედეგი არცერთ ქვეყანაში არ მოუტანია. იმ ქვეყნებში სადაც ლიბერალურია სასჯელი (სკანდინავია, ნიდერლანდები, ბელგია) ყველაზე დაბალი დანაშაულია, სადაც მაღალია სასჯელი, მაღალია კრიმინალიც (აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი). დაანებეთ ამ ოცნებობანას თავი, ლინჩობანას, თუ ხელი მოვაჭრათ, ფეხი მოვაჭრათ. ალბათ საჭიროა მეტი სოციალური აქტივობა, ჩართულობა, დიალოგი მოსახლეობასთან, ახალგაზრდეობასთან, ბავშვებიც უნდა ატარონ ციხეებში, ანახონ როგორია სინამდვილე, ბევრი დღესაც კრიმინალის რომანტიკაში ცხოვრობს. ამის მაგივრად ასეთ დროს, ჩვენი საზოგადოების ნახევარი შურისძიების მოთხოვნით იცუცქება, ნახევარი კი იწყევლება ამ დროს. 

aleksandre
2

გასამკაცრებელია ეს მუხლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

მკვლელობა თბილისში, დაკავებული ერთი პირი - რას აცხადებს შსს?

მკვლელობა თბილისში, დაკავებული ერთი პირი - რას აცხადებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი - დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ლ. საგარეჯოში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.