მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"Land Casino-ებს არ ვეხებით - ახალგაზრდა 2-3 ლარით და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და პრობლემა არ არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"Land Casino-ებს არ ვეხებით - ახალგაზრდა 2-3 ლარით და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და პრობლემა არ არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ორ­შა­ბათს ჩემი და­ვა­ლე­ბით ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი წარ­მო­ად­გენს კონ­კრე­ტულ ხედ­ვას, ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შემ­დეგ უკვე პარ­ლა­მენტს მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით, რომ მათ მო­ახ­დი­ნონ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ინი­ცი­ა­ტი­ვა მო­ი­ცავს სამ კომ­პო­ნენტს - ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის აწე­ვას 25 წლამ­დე, რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვას და გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდას ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბის­თვის.

"გუ­შინ გავ­რცელ­და არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს 1,5 მი­ლი­არ­დი და­აკ­ლდე­ბა ბი­უ­ჯეტს. და­ახ­ლო­ე­ბით 300 მი­ლი­ო­ნია შე­მო­სა­ვა­ლი ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ე­ბი­დან, ამი­ტომ, ეს უნდა გა­ი­ზარ­დოს. პირ­ვე­ლი ეტა­პი იქ­ნე­ბა ის, რომ ჩვენ გა­ვუზ­რდით გა­და­სა­ხა­დებს ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებს. 25 წლამ­დე უნდა ავ­წი­ოთ ბა­რი­ე­რი. 14-16 წლის ბავ­შვე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ამ სა­ში­ნე­ლე­ბა­ში. ჩვენ თა­ო­ბებს ვღუ­პავთ და ამი­ტომ, ჩვენ თუ არ ვი­მოქ­მე­დეთ მათ მშობ­ლებ­თან ერ­თად, ჩვენ დავ­კარ­გავთ თა­ო­ბებს. იყო გვერ­დის ავ­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ჩავ­დებთ და­მა­ტე­ბით დამ­ცავ მე­ქა­ნიზ­მებს და გა­ვამ­კაც­რებთ რე­გის­ტრა­ცი­ას. რეკ­ლა­მა უნდა აიკ­რძა­ლოს ყვე­ლა სა­ხის, ვი­ნა­ი­დან, ეს არის ძა­ლი­ან და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი და და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის. ეს არ ეხე­ბა სპორ­ტულ ბე­თებს. რო­გორ არის ევ­რო­პა­ში, ჩვენ ისე უნდა გა­ვა­კე­თოთ. ეს არის ძარ­ცვა ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის. ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­ე­დი­ნე­ბა ქვეყ­ნი­დან. მთავ­რო­ბამ ამა­ზე თუ რე­ა­გი­რე­ბა არ მო­ახ­დი­ნა, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი. ორ­შა­ბათს ჩემი და­ვა­ლე­ბით ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი წარ­მო­ად­გენს კონ­კრე­ტულ ხედ­ვას, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე. შემ­დეგ უკვე პარ­ლა­მენტს მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით, რომ მათ მო­ახ­დი­ნონ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვებთ. სამი კომ­პო­ნენ­ტია - ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რის აწე­ვა 25 წლამ­დე, რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გაზ­რდა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვას, იგეგ­მე­ბა თუ არა ფი­ზი­კუ­რი კა­ზი­ნო­ე­ბის გა­ტა­ნა ან ერთ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე ლო­კა­ლი­ზე­ბა, პრე­მი­ერ­მა უპა­სუ­ხა, რომ მთავ­რო­ბას ამ­გვა­რი გეგ­მა არ აქვს.

"მთავ­რო­ბა არ გეგ­მავს ე.წ Land Casino-ების გა­ტა­ნას ან რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი ამ­კრძა­ლა­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მო­ტა­ნას. ამ ეტაპ­ზე ჩვენს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ ონ­ლა­ინ-კა­ზი­ნო­ებს. ფი­ზი­კურ კა­ზი­ნო­ებ­ში ძი­რი­თა­დად თა­მა­შო­ბენ უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ტუ­რის­ტე­ბი, ვი­ზი­ტო­რე­ბი და ამი­ტომ რა­ი­მე შე­ზღუდ­ვას არ ვგეგ­მავთ. Land Casino-ებს არ ვე­ხე­ბით, ეს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ზეა, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ეს არის. 2-3 ლა­რით ახალ­გაზ­რდა და მით უმე­ტეს სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი კა­ზი­ნო­ში ვერ შევა და ეს პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, "პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია "არ ითა­მა­შო! იცხოვ­რე!" 2016 წელს და­ი­წყო, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მა­ზე უარი ვთქვით და მას შემ­დეგ პო­ტენ­ცი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის წყა­როს რეკ­ლა­მი­რე­ბა ჩვენს არ­ცერთ პლატ­ფორ­მა­ზე არ მომ­ხდა­რა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და დი­დი­წი­ლად არც სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დრო­დად­რო აკე­თებ­დნენ გან­ცხა­დე­ბებს, რომ­ლი­თაც თით­ქოს გეგ­მავ­დნენ ამ ბიზ­ნე­სის შე­ზღუდ­ვას, თუმ­ცა ლა­პა­რა­კი ლა­პა­რა­კად რჩე­ბო­და.
მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეა-ს
1

ბიუჯეტზე ნუ ჯავრობს,ეკონომიკა დუღს ,მილიარდიანი ინვესტიციები (შემოდის) ,ასე,რომ {}{}{

თეა
7

საუკეთესო გადაწყვეტილებაა! თუნდაც ბიუჯეტში შემცირდეს ონლაინ კაზინოებიდან მიღებული შემოსავლები! ახალგაზრდები იღუპებიან! სიცოცხლისთვის და ჯანსაღი ფსიქიკის საპირწონედ არანაირი ბიუჯეტის მაღალი შემოსავლები განხილვადაც კი არ ღირს! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"Land Casino-ებს არ ვეხებით - ახალგაზრდა 2-3 ლარით და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და პრობლემა არ არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"Land Casino-ებს არ ვეხებით - ახალგაზრდა 2-3 ლარით და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და პრობლემა არ არსებობს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ინიციატივა მოიცავს სამ კომპონენტს - ასაკობრივი ზღვარის აწევას 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვას და გადასახადების გაზრდას ონლაინ-კაზინოებისთვის.

"გუშინ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს 1,5 მილიარდი დააკლდება ბიუჯეტს. დაახლოებით 300 მილიონია შემოსავალი ონლაინ-კაზინოებიდან, ამიტომ, ეს უნდა გაიზარდოს. პირველი ეტაპი იქნება ის, რომ ჩვენ გავუზრდით გადასახადებს ონლაინ-კაზინოებს. 25 წლამდე უნდა ავწიოთ ბარიერი. 14-16 წლის ბავშვები არიან ჩართულები ამ საშინელებაში. ჩვენ თაობებს ვღუპავთ და ამიტომ, ჩვენ თუ არ ვიმოქმედეთ მათ მშობლებთან ერთად, ჩვენ დავკარგავთ თაობებს. იყო გვერდის ავლის მექანიზმები და ჩავდებთ დამატებით დამცავ მექანიზმებს და გავამკაცრებთ რეგისტრაციას. რეკლამა უნდა აიკრძალოს ყველა სახის, ვინაიდან, ეს არის ძალიან დამაბრკოლებელი და დამაზიანებელი ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ეს არ ეხება სპორტულ ბეთებს. როგორ არის ევროპაში, ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ. ეს არის ძარცვა ჩვენი მოსახლეობის. ასეულობით მილიონი დოლარი გაედინება ქვეყნიდან. მთავრობამ ამაზე თუ რეაგირება არ მოახდინა, ეს არის დანაშაული. ორშაბათს ჩემი დავალებით ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს კონკრეტულ ხედვას, მთავრობის სხდომაზე. შემდეგ უკვე პარლამენტს მივმართავთ თხოვნით, რომ მათ მოახდინონ კანონპროექტის ინიცირება, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. სამი კომპონენტია - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა ფიზიკური კაზინოების გატანა ან ერთ კონკრეტულ ადგილზე ლოკალიზება, პრემიერმა უპასუხა, რომ მთავრობას ამგვარი გეგმა არ აქვს.

"მთავრობა არ გეგმავს ე.წ Land Casino-ების გატანას ან რაიმე დამატებითი ამკრძალავი რეგულაციების შემოტანას. ამ ეტაპზე ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ ონლაინ-კაზინოებს. ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოეთის მოქალაქეები, ტურისტები, ვიზიტორები და ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვგეგმავთ. Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინკაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა პრემიერმა.

  • შეგახსენებთ, "პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!" 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში ონლაინკაზინოების რეკლამაზე უარი ვთქვით და მას შემდეგ პოტენციური უბედურების წყაროს რეკლამირება ჩვენს არცერთ პლატფორმაზე არ მომხდარა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სოციალური პასუხისმგებლობა არ გამოუჩენიათ არც ხელისუფლებას და დიდიწილად არც სხვა მედიასაშუალებებს. ხელისუფლების წარმომადგენლები დროდადრო აკეთებდნენ განცხადებებს, რომლითაც თითქოს გეგმავდნენ ამ ბიზნესის შეზღუდვას, თუმცა ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა.