სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ, როგორიცაა ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა მათი სიმბოლო" - გია ვოლსკი "ვარდების რევოლუციაზე"
"ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ, როგორიცაა ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა მათი სიმბოლო" - გია ვოლსკი "ვარდების რევოლუციაზე"

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას", მაგ­რამ ვარ­დე­ბი შეც­ვა­ლა ისეთ­მა სიმ­ბო­ლომ რო­გო­რიც არის ცო­ცხი, ყა­ვარ­ჯნი­ა­ნი მწა­მე­ბე­ლი გახ­და ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის სიმ­ბო­ლო", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე- სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლე­ბი თვალ­სა­ჩი­ნოა და ის სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს იყო, 30 წელი მი­ეს­ჯე­ბო­და.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შე­მოქ­მე­დი იყო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც იმ რე­ა­ლო­ბით და­ი­ღა­ლა, რაც შე­იქ­მნა 2004 წლამ­დე, პრაქ­ტი­კუ­ლად, ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ყოვ­ნდა და ისეთ­მა სის­ტე­მამ და­ი­სად­გუ­რა, როცა ადა­მი­ანს არა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და, სა­კუ­თა­რი თავი გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმე­დი ჰქო­ნო­და, რომ ქვე­ყა­ნა წინ წა­ვი­დო­და.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ და მათ სა­თა­ვე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა და ამ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს და ცვლი­ლე­ბებს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს­მა ნა­წილ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" და ზო­გა­დად ვარ­დე­ბი შე­იც­ვა­ლა ისე­თი პო­ზი­ცი­ით, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად და­უ­პი­რის­პირ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს და ვარ­დი შე­იც­ვა­ლა პო­ლი­ცი­ის ხელ­ჯო­ხით თუ არა, ისე­თი სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მით, რა­საც ჰქვია ცო­ცხი და ყა­ვარ­ჯნი­ა­ნი კაცი, მწა­მე­ბე­ლი გახ­და სიმ­ბო­ლო ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვია, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის ფაქ­ტი,"- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოლსკო,
0

კი, ვარდი შეიცვალა ცოცხით, მაგრამ თქვენ ცოცხი შეცვალეთ ქვეყნის დაღუპვით. ზადნი ხოდით მივდივართ დაღმართზე ისიც. მუხრუჭიც რომ არ იჭერს ისე. 

სოსო
0

სწორია ბატონი გია როგორც ყოველთვის. მთელ ერს ახსოვს ნაცების სიმბოლო და სრულიად ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ერთხმად შეახსენა მათ როცა დასავეთ საქართველოდან ვიდრე თბუილისამდ გზებზე ცოცხებით შეიარაღებული გამწკრივდდა ნაცების ბოროტების გასაპროტესტებლად

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ, როგორიცაა ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა მათი სიმბოლო" - გია ვოლსკი "ვარდების რევოლუციაზე"

"ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ, როგორიცაა ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა მათი სიმბოლო" - გია ვოლსკი "ვარდების რევოლუციაზე"

"საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა "ვარდების რევოლუციას", მაგრამ ვარდები შეცვალა ისეთმა სიმბოლომ როგორიც არის ცოცხი, ყავარჯნიანი მწამებელი გახდა ამ პოლიტიკური ძალის სიმბოლო", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები თვალსაჩინოა და ის სისხლის სამართლის კანონმდებლობა რომ ყოფილიყო, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო, 30 წელი მიესჯებოდა.

"ვარდების რევოლუციის" შემოქმედი იყო ქართული საზოგადოება, რომელიც იმ რეალობით დაიღალა, რაც შეიქმნა 2004 წლამდე, პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარება შეყოვნდა და ისეთმა სისტემამ დაისადგურა, როცა ადამიანს არანაირი საშუალება არ ჰქონდა, საკუთარი თავი განევითარებინა და საზოგადოებას იმედი ჰქონოდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა.

ამ ვითარებაში, გარკვეული პოლიტიკური ძალები გაერთიანდნენ და მათ სათავეში სააკაშვილი აღმოჩნდა და ამ პოლიტიკურ ძალებს და ცვლილებებს, "ვარდების რევოლუციას" საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, მაგრამ ძალიან მალე, "ვარდების რევოლუცია" და ზოგადად ვარდები შეიცვალა ისეთი პოზიციით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ადამიანის უფლებებს და ვარდი შეიცვალა პოლიციის ხელჯოხით თუ არა, ისეთი სიმბოლური გამონათქვამით, რასაც ჰქვია ცოცხი და ყავარჯნიანი კაცი, მწამებელი გახდა სიმბოლო ამ პოლიტიკური ძალის. სამწუხარო ამბავია, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი,"- განაცხადა ვოლსკიმ.