საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ, აბსოლუტურად არასერიოზულია" - ბადრი ჯაფარიძე პრემიერის განცხადებაზე
"საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ, აბსოლუტურად არასერიოზულია" - ბადრი ჯაფარიძე პრემიერის განცხადებაზე

"ახლა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თურ­მე სა­ჭი­როა გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა, რად­გან ისი­ნი ზარ­მა­ცო­ბენ და არა ის, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ე­ფექ­ტუ­რი და მავ­ნებ­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა" - ამის შე­სა­ხებ " ლელო-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მმარ­თვე­ლი პარ­ტია სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის ნაც­ვლად შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბას გეგ­მავს.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, მთავ­რო­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას გუ­ლის­ხმობს.

"ეს არის მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ღა­ტა­კე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი. დღეს, რა­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­ბობ­და, ეს არის სწო­რედ მათი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­დე­გი. ახლა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ თურ­მე სა­ჭი­როა გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბა, რად­გან ისი­ნი ზარ­მა­ცო­ბენ და არა ის, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ე­ფექ­ტუ­რი და მავ­ნებ­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კაა ამ ქვე­ყა­ნა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა. ჩვენ გვქონ­და ინი­ცი­ა­ტი­ვა შარ­შან, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, რომ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წე­ო­ბის და­კარ­გვის ში­შით ვერ ბე­და­ვენ სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბას, თუმ­ცა, მათ უნდა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეთ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ეს სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბა, მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ და მერე მო­ეხ­სნათ, როცა მათი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. დღეს ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბაა და არა ის, რომ ვინ­მეს მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა ეზა­რე­ბო­დეს", - გან­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კი­დევ ერთ ინი­ცი­ა­ტი­ვას ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის მუ­შა­ო­ბის გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჯა­ფა­რი­ძე ამ­ბობს, რომ კა­ზი­ნო­ებ­მა ძა­ლი­ან დიდი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს და "გან­სა­კუთ­რე­ბით, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის შე­უ­ზღუ­დავ­მა წვდო­მამ”.

"კა­ზი­ნო­ე­ბის შე­მო­სავ­ლე­ბი­დან ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლი შე­მო­დის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში, რაც ზღვა­ში წვე­თია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც უნდა შე­მო­დი­ო­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის მარ­თვის არ­სე­ბო­ბამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი და­ზა­რალ­და, გა­ნად­გურ­და, გა­ღა­ტაკ­და. ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­დან ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სა­ტა­ნი თან­ხა უნდა გა­ი­ზარ­დოს და ის მთლი­ა­ნად გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მის­კენ და მისი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კენ მი­ე­მარ­თოს", - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანა
0

გლეხი უნდა დაბრუნდეს სოფელშო.ჯერ კერობიათ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყის სოფლის მეუტნეობის გაძლიერებას რათა გლეხი მომჯობინდეს მდიდარი გლეხი ქვეყნის ეკონომიურად გაძლიერებას უწყობს ხელს ძლიერ სახელმწიფოდ ძლიერი სოფელი აქვს

ნონა
0

მთელ ევროპაში მასეა დასაწყიში გიხდიან მერე პოულობენ სამუშაოს ან იმუშავებ ან შეგიჩერდება დახვარება უარის შემთხვევაში თუ გატიშული ავადმყოფი არ ხარ ,ეტლიდ მომხმარებელსაც იძულებენ მუშაობას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ, აბსოლუტურად არასერიოზულია" - ბადრი ჯაფარიძე პრემიერის განცხადებაზე

"საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ, აბსოლუტურად არასერიოზულია" - ბადრი ჯაფარიძე პრემიერის განცხადებაზე

"ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა" - ამის შესახებ " ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სოციალურ შემწეობას დამოკიდებული, გაღატაკებული ადამიანების რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს.

"ეს არის მოსახლეობის გაღატაკების გაგრძელების ბიუჯეტი. დღეს, რასაც პრემიერ-მინისტრი ამბობდა, ეს არის სწორედ მათი მოღვაწეობის შედეგი. ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა. ჩვენ გვქონდა ინიციატივა შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ადამიანები სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით ვერ ბედავენ სამუშაოს დაწყებას, თუმცა, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდით ეს სოციალური დახმარება, მუშაობის დაწყების შემდეგ და მერე მოეხსნათ, როცა მათი მდგომარეობა დასტაბილურდება. დღეს ქვეყანაში სამუშაო ადგილების არარსებობაა და არა ის, რომ ვინმეს მუშაობის დაწყება ეზარებოდეს", - განცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივას ონლაინ კაზინოების მუშაობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, ჯაფარიძე ამბობს, რომ კაზინოებმა ძალიან დიდი უბედურება მოუტანა მოსახლეობის დიდ ნაწილს და "განსაკუთრებით, ონლაინკაზინოების შეუზღუდავმა წვდომამ”.

"კაზინოების შემოსავლებიდან ძალიან მცირე ნაწილი შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა შემოდიოდეს. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოების მართვის არსებობამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაზარალდა, განადგურდა, გაღატაკდა. ონლაინკაზინოებიდან ბიუჯეტში შემოსატანი თანხა უნდა გაიზარდოს და ის მთლიანად განათლების სისტემის რეფორმისკენ და მისი გაუმჯობესებისკენ მიემართოს", - განაცხადა ჯაფარიძემ.