ყოველი წლის ნოემბრის თვეში, მადლიერების დღის მომდევნო პარასკევს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ქალაქის ქუჩები ხალხით ივსება, რომელთაც საახალწლო საჩუქრების ყიდვა სურთ. ამის მიზეზი კი „შავი პარასკევია“, რომლითაც წინასადღესასწაულო პერიოდში, შოპინგისა და საჩუქრების ყიდვის სეზონი იხსნება!
ამერიკაში „შავი პარასკევისთვის“ ბევრი ადამიანი Day Off-საც იღებს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად საყიდლებზე წავიდეს.
„შავი პარასკევი“ საქართველოშიც არანაკლებ პოპულარულია. ამ დღესთან დაკავშირებით, ბევრი მაღაზია ფასდაკლების კვირეულსაც კი აცხადებს.
წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, „ბიბლუსი“, „შავ პარასკევს“ სხვადასხვა პროდუქციაზე ფასდაკლებებს გთავაზობთ, რაც 22 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
„ბიბლუსის“ ფილიალებში უკვე გელოდებათ ლამაზი და მრავალფეროვანი საახალწლო პროდუქცია, რომელზეც 20%იანი ფასდაკლება იმოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო ნივთები როგორც სახლისთვის, ასევე საჩუქრად.
„შავი პარასკევის“ ფასდაკლება გავრცელდება წინასწარ შერჩეულ წიგნებზეც, რომელთა შეძენასაც 20-დან 50%-იანი ფასდაკლებით შეძლებთ.
„ბიბლუსის“ ფილიალებში შეგიძლიათ ასევე შეიძინოთ ელექტრო და წიგნის აქსესუარები, 30%-იანი ფასდაკლებით.
ასევე, 30%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი დეკორის ნივთები, რომლებიც ასევე ძალიან კარგი საჩუქარია სადღესასწაულოდ.
„ბიბლუსში“ ბავშვებისთვისაც შეძლებთ საჩუქრის არჩევას. სათამაშოების კატეგორიაზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.
სრული ასორტიმენტის დათვალიერებას კი „ბიბლუსის“ საიტზე შეძლებთ.
სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!
'შავი პარასკევი' ტერმინი მოდის ფილადელფიიდან. მადლიერების დღის შემდეგ ფილადელფიაში იმართებოდა ორი ამერიკული საფეხბურთო გუნდის შეხვედრა
Army Black Knights და Navy Midshipmen შეხვედრის დროს მთელი ფილადალეფია ხალხით იტენებოდა და რადგან ამ ორი გუნდის პაექრობა ხშირად არეულობას იწვევდა ქალაქში პოლიციელებს,მეხანძრეებს და სამედიცინო პერსონალს უწევდათ ღამის გათენება, ამიტომ დაერქვა შავი პარასკევი. მადლიერების დღე აღინიშნება ნოემბრის ყოველ ხუთშაბათს შესაბამისად შეხვედრა ხდებოდა შემდეგ დღეს ანუ პარასკევს. ესაა და ეს არაფერი მასონური.
"შავი პარასკევი" კიარად ყვითელი! საიდან მოგაქვთ და საიდან აკოპირებთ ხოლმე ასე გაუაზრებლად ამ სახელწოდებებს. დაწერეთ რომ ცხადდება დიდი ფასდაკლება და პროცენტიც მიუწერეთ თუ გსურთ! ბოლოსდაბოლოს როდის უნდა შევეშვათ ამგვარ უაზრობებს?! ვერ ხვდებით რატომ დაარქვეს ზუსტად ასე და არა სხვაგვარად?!