პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა" - რას ამბობს ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ
"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა" - რას ამბობს ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

სა­ხელ­მწი­ფო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა ექი­მებ­მა, ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ და ინე­ზა სუ­ლა­მა­ნი­ძემ გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

რო­გორც ექიმ­მა ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია და ამ ეტაპ­ზე რა­ი­მე სა­ხის გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

"რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბას წყვეტს, პირ­ვე­ლი 3 დღე კრი­ტი­კუ­ლად ით­ვლე­ბა, მერე 2 დღე არის სა­ყუ­რა­დღე­ბო. დღეს ჩვენ გვაქვს მე­ო­რე დღე. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე და ქალ­ბა­ტო­ნი იზოლ­და მთე­ლი დღე აქ ვი­ყა­ვით. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ხვალ დი­ლი­დან ისევ აქ ვიქ­ნე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ გუ­შინ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წნე­ვა აღე­ნიშ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია.

"დღეს წნე­ვა სტა­ბი­ლუ­რი ჰქონ­და, არც ერთხელ არ დაგ­ვჭირ­და არა­ნა­ი­რი პრე­პა­რა­ტის და­მა­ტე­ბა. დღეს აქ მო­დის მისი პი­რა­დი ექი­მი, მას აქვს გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტი უფ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მის თვალ­საზ­რი­სით. ვი­ნა­ი­დან, ჩვენ ვართ ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, არ შეგ­ვიძ­ლია დაწ­ვრი­ლე­ბით ვი­სა­უბ­როთ მის ანა­ლი­ზებ­ზე. ამის უფ­ლე­ბა მარ­ტო პი­რად ექიმს აქვს“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ში­ში პირ­ვე­ლი 3 დღე იყო.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად პირ­ვე­ლი 3 დღის გვე­ში­ნო­და, ახლა გარ­თუ­ლე­ბე­ბი ნამ­დვი­ლად არ აქვს“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

ექიმ­მა აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ექი­მე­ბის მი­თი­თე­ბებს ას­რუ­ლებს.

"პირ­ვე­ლი დღი­დან ექი­მე­ბის მი­მართ პა­ცი­ენტს აქვს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა და მას­თან არც ერთხელ არ გამ­ჭირ­ვე­ბია შეხ­ვედ­რა. მთა­ვა­რია, ამ ადა­მი­ანს აუხ­სნა, რა­ტომ და რის­თვის კეთ­დე­ბა, მერე რომ არ მოს­წონ­დეს რა­საც აკე­თებ, მა­ინც მოგ­ყვე­ბა, ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gia
0

მსოფლიო მასშტაბის სიმულანტი

..
1

მე უფრო ამ ორი დღის მეშინოდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა" - რას ამბობს ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა" - რას ამბობს ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, ელენე გიორგაძემ და ინეზა სულამანიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც ექიმმა ელენე გიორგაძემ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულებები არ აღენიშნება.

"როდესაც ადამიანი შიმშილობას წყვეტს, პირველი 3 დღე კრიტიკულად ითვლება, მერე 2 დღე არის საყურადღებო. დღეს ჩვენ გვაქვს მეორე დღე. მოგეხსენებათ, მე და ქალბატონი იზოლდა მთელი დღე აქ ვიყავით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხვალ დილიდან ისევ აქ ვიქნებით“,- განაცხადა გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს წნევა აღენიშნებოდა, რომელიც ამჟამად დარეგულირებულია.

"დღეს წნევა სტაბილური ჰქონდა, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. დღეს აქ მოდის მისი პირადი ექიმი, მას აქვს გაცილებით უფრო მეტი უფლება ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. ვინაიდან, ჩვენ ვართ ექიმები, რომლებიც მის მკურნალობაში ვმონაწილეობთ, არ შეგვიძლია დაწვრილებით ვისაუბროთ მის ანალიზებზე. ამის უფლება მარტო პირად ექიმს აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად საშიში პირველი 3 დღე იყო.

"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა, ახლა გართულებები ნამდვილად არ აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

ექიმმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ასრულებს.

"პირველი დღიდან ექიმების მიმართ პაციენტს აქვს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, ძალიან დიდი პატივისცემა და მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია შეხვედრა. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომ არ მოსწონდეს რასაც აკეთებ, მაინც მოგყვება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.