სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ფრაქ­ცია "ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კოტს წყვეტს და პლე­ნა­რულ სხდო­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უბ­რუნ­დე­ბა.

რო­გორც ფრაქ­ცი­ის წევ­რმა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, "ლე­ლოს“ ბო­ი­კო­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ადეკ­ვა­ტურ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბამ­დე ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ, რაც ეს თემა დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ჩვე­ულ სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბას დაბ­რუ­ნე­ბოდ­ნენ.

"ფრაქ­ცია "ლე­ლოს“ ბო­ი­კო­ტი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. იმ­თა­ვით­ვე, რო­დე­საც ბო­ი­კო­ტი გა­მო­ვა­ცხა­დეთ პი­რო­ბა იყო, რომ უნდა მოხ­სნი­ლი­ყო კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან. ეს სა­კი­თხი იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­თავ­სე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ადეკ­ვა­ტურ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თუ ეს თემა მო­იხ­სნე­ბო­და დღის წეს­რი­გი­დან მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დით ჩვე­ულ სა­პარ­ლა­მენ­ტო ცხოვ­რე­ბას. პარ­ტია გა­აგ­რძე­ლებს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რაც მდგო­მა­რე­ობს ბევ­რი აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მის ირ­გვლივ მუ­შა­ო­ბა­ში. მათ შო­რის, პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მიღ­წე­ვის სა­კი­თხი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გზით, რაც არა­საკ­მა­რი­სი, მაგ­რამ უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­დეთ სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნე­ბამ­დე“, - აღ­ნიშ­ნა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე მო­უ­წო­დებს თუ არა ნაც­ვლიშ­ვი­ლი სხვა პარ­ტი­ებს სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბის აღ­დგე­ნის­კენ მისი გან­ცხა­დე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის­თვის ფუნ­ქცი­ის და­კარ­გვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია, რა­ზეც ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მმარ­თველ გუნდს არ უნდა დაყვნენ.

"ყვე­ლა პარ­ტია თა­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მე მგო­ნია, რომ ყვე­ლა რე­სურ­სი, მათ შო­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნა ბო­ლომ­დე არის გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­შია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა­ში პარ­ლა­მენ­ტმა და­კარ­გოს თა­ვი­სი ფუნ­ქცია, ვფიქ­რობ ეს კარ­გად არის ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან და­სა­ნა­ხი. მგო­ნია, მო­ცე­მულ ეტაპ­ზე მათ არ უნდა დავ­ყვეთ და სა­პარ­ლა­მენ­ტო პლატ­ფორ­მა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ“, - აღ­ნიშ­ნა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი პარ­ტი­ის თვით­მი­ზა­ნი არ არის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს წარ­მო­ა­ჩი­ნოს თით­ქოს ოპო­ზი­ცი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო დღის წეს­რი­გი არ გა­აჩ­ნია, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

"ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი ჩვენ­თვის თვით­მი­ზა­ნი არ არის, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ეფექ­ტი­ა­ნი, სა­ჭი­რო და ადეკ­ვა­ტუ­რი იქ­ნე­ბა ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი, ესეც არის ლე­გი­ტი­მუ­რი კა­ნო­ნი­ე­რი ფორ­მა პო­ლი­ტი­კურ მუ­შა­ო­ბა­ში, თუმ­ცა არა ერ­თა­დერ­თი. ჩვე­ნი მხრი­დან გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი, იმის მი­ხედ­ვით რო­მე­ლი იქ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი. არის მცდე­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან აჩ­ვე­ნონ, თით­ქოს ოპო­ზი­ცი­ას დღის წეს­რი­გი არ აქვს და ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის დესტრუქ­ცი­უ­ლო­ბა, მინ­და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი იყოს, რომ ჩვენს დღის წეს­რიგს პარ­ლა­მენ­ტში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უწყობს სა­ბო­ტაჟს. "ლე­ლომ“ პარ­ლა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ა­ი­ნი­ცი­რა, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მურ ცვლი­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად და რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­დო პარ­ლა­მენ­ტმა, გან­ხილ­ვა­საც კი არ იწყებს ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბის. ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­იყ­ვა­ნონ ილუ­ზი­ა­ში თით­ქოს დღის წეს­რი­გი არ გვაქვს პარ­ლა­მენ­ტში“, - აღ­ნიშ­ნა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფრაქ­ცი­ამ "ლელო - პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა 2 ნო­ემ­ბერს შე­წყვი­ტა. მათი გან­მარ­ტე­ბით, ფრაქ­ცი­ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბო­და და იქამ­დე არ აღად­გენ­დნენ სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბას, სა­ნამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად არ იქ­ნე­ბო­და და­ცუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
1

წყვეტთ ეხლა თქვენც ვითომ რამეს აკეთებდით როცა იყავით

Z
2

შეესპირისა არ იყოს "to be or not to be" რა შეიცვლება? რისი მაქნისები ხართ? )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება.

როგორც ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, "ლელოს“ ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ.

"ფრაქცია "ლელოს“ ბოიკოტი გამოცხადებული ჰქონდა კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე. იმთავითვე, როდესაც ბოიკოტი გამოვაცხადეთ პირობა იყო, რომ უნდა მოხსნილიყო კონკრეტული საკითხი დღის წესრიგიდან. ეს საკითხი იყო მიხეილ სააკაშვილის მოთავსება მისი ჯანმრთელობისთვის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში, თუ ეს თემა მოიხსნებოდა დღის წესრიგიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავუბრუნდებოდით ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას. პარტია გააგრძელებს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც მდგომარეობს ბევრი აქტუალური თემის ირგვლივ მუშაობაში. მათ შორის, პროპორციული არჩევნების მიღწევის საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, რაც არასაკმარისი, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოოდ მივიდეთ სამართლიან არჩევნებამდე“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კითხვაზე მოუწოდებს თუ არა ნაცვლიშვილი სხვა პარტიებს საპარლამენტო მუშაობის აღდგენისკენ მისი განცხადებით, პარლამენტისთვის ფუნქციის დაკარგვა ხელისუფლების ინტერესებშია, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს არ უნდა დაყვნენ.

,,ყველა პარტია თავად იღებს გადაწყვეტილებას, მე მგონია, რომ ყველა რესურსი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლომდე არის გამოსაყენებელი. ხელისუფლების ინტერესშია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტმა დაკარგოს თავისი ფუნქცია, ვფიქრობ ეს კარგად არის ოპოზიციის მხრიდან დასანახი. მგონია, მოცემულ ეტაპზე მათ არ უნდა დავყვეთ და საპარლამენტო პლატფორმა უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი პარტიის თვითმიზანი არ არის და ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს თითქოს ოპოზიციას საპარლამენტო დღის წესრიგი არ გააჩნია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

,,ქუჩის პროტესტი ჩვენთვის თვითმიზანი არ არის, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის უზრუნველყოფისთვის ეფექტიანი, საჭირო და ადეკვატური იქნება ქუჩის პროტესტი, ესეც არის ლეგიტიმური კანონიერი ფორმა პოლიტიკურ მუშაობაში, თუმცა არა ერთადერთი. ჩვენი მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა ინსტრუმენტი, იმის მიხედვით რომელი იქნება ადეკვატური და ეფექტიანი. არის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან აჩვენონ, თითქოს ოპოზიციას დღის წესრიგი არ აქვს და ერთადერთი მიზანი არის დესტრუქციულობა, მინდა მოქალაქეებისთვის ნათელი იყოს, რომ ჩვენს დღის წესრიგს პარლამენტში ხელისუფლება ყოველდღიურად უწყობს საბოტაჟს. "ლელომ“ პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი დააინიცირა, რომლებიც სისტემურ ცვლილებას ისახავს მიზნად და რამდენჯერმე გადადო პარლამენტმა, განხილვასაც კი არ იწყებს ამ კანონპროექტების. ცდილობენ საზოგადოება შეიყვანონ ილუზიაში თითქოს დღის წესრიგი არ გვაქვს პარლამენტში“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ფრაქციამ "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის პლენარული სხდომების მუშაობაში მონაწილეობა 2 ნოემბერს შეწყვიტა. მათი განმარტებით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდებოდა და იქამდე არ აღადგენდნენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნებოდა დაცული.