მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვიდა კადიროვი, პუტინის აბსურდის თეატრის თოჯინა და ყველაფერი აურია" - რატომ აღვივებს კრემლი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის "მიძინებულ" კონფლიქტს
"მოვიდა კადიროვი, პუტინის აბსურდის თეატრის თოჯინა და ყველაფერი აურია" - რატომ აღვივებს კრემლი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის "მიძინებულ" კონფლიქტს

ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გამო დავა გრძელ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ინ­გუშ­მა მომ­ხმა­რებ­ლებ­მა თა­ვი­ან­თი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურს, მაჰ­მუდ-ალი კა­ლი­მა­ტოვს მის­წე­რეს, რომ მან "ჩეჩ­ნე­თის ლი­ე­დერ­თან, რამ­ზან კა­დი­როვ­თან ომი წა­ა­გო."

ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შეთს შო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა 1991 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან ერ­თად, ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კაც და­ი­შა­ლა. მა­შინ ჩეჩ­ნე­თი­სა და ინ­გუ­შე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლებს შო­რის გამ­ყო­ფი სა­ზღვრის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ზე­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ნი­სა­ზღვრა და მას შემ­დეგ, "უსა­მარ­თლოდ გა­ყო­ფას­თან და­კა­ში­რე­ბით", დავა არა­ერ­თხელ და­ი­წყო.

  • ახ­ლა­ხანს გა­და­წყდა, რომ გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩეჩ­ნეთს გა­და­ე­ცე­მა, ოღონდ რო­გორც ინ­გუ­შე­ბი ამ­ბო­ბენ, იმი­ტომ კი არა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნია, უბ­რა­ლოდ, ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რი უფრო მეტი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს, რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში, ასე­ვე მთელ რუ­სეთ­ში.

მა­თი­ვე თქმით, სი­ნამ­დვი­ლე­ში, ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ახლა ჩეჩ­ნეთს გა­და­ე­ცე­მა, ის­ტო­რი­უ­ლად ინ­გუ­შე­ბიც ცხოვ­რობ­დნენ და ჩეჩ­ნე­ბიც. ისი­ნი ახლო მო­ნა­თე­სა­ვე ვა­ი­ნა­ხი ხალ­ხია, მაგ­რამ "რა­ტომ­ღაც ინ­გუ­შე­ბის­გან მო­ი­თხო­ვენ დათ­მო­ბას."

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, კომ­პა­ნია Чеченавтодор-მა მი­წის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მდი­ნა­რე ფორ­ტან­გის ნა­პირ­თან და­ი­წყო - მდი­ნა­რე ინ­გუ­შეთს ესა­ზღვრე­ბა. ჩეჩ­ნუ­რი კომ­პა­ნი­ის გა­მო­ჩე­ნამ კი­დევ ერთხელ გა­მო­იწ­ვია ინ­გუ­შე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. რამ­ზან კა­დი­რო­ვის თქმით, "უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ ერ­თმა მუჭა პრო­ვო­კა­ტო­რებ­მა გა­მო­ხა­ტეს, რომ­ლე­ბიც ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი რუ­კის გა­თა­მა­შე­ბას ცდი­ლო­ბენ."

  • მი­სი­ვე თქმით, ის არ დათ­მობს მი­წას, რო­მე­ლიც ინ­გუ­შეთ­მა ჯო­ხარ დუ­და­ე­ვის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მი­ით­ვი­სა. ამ გან­ცხა­დე­ბამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ინ­გუ­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი აღაშ­ფო­თა, რად­გა­ნაც მათი მო­საზ­რე­ბით, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ პო­ზი­ცი­ის უკან კრემ­ლი დგას.

ინ­გუ­ში ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, კრემ­ლი მდი­ნა­რე ფორ­ტან­გეს ნა­პირ­ზე და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, ჩეჩ­ნებ­სა და ინ­გუ­შებს შო­რის კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ას არ და­უშ­ვებს, მაგ­რამ აწყობს "მი­ძი­ნე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის" პე­რი­ო­დუ­ლი გაღ­ვი­ძე­ბა, რათა ორი­ვე რეს­პუბ­ლი­კამ იგ­რძნოს, რომ "უფ­რო­სის გა­რე­შე მშვი­დად დიდ­ხანს ვერ იქ­ნე­ბი­ან."

kavkaz-uzel.eu-სთან სა­უბ­რი­სას, კონ­ფლიქ­ტო­ლო­გი, ეკა­ტე­რი­ნა სო­კი­რი­ანსკა­ია ვა­რა­უ­დობს, რომ მო­რიგ საპრტო­ტეს­ტო ტალ­ღას შე­საძ­ლოა, ახალ­გაზ­რდა ინ­გუ­ში აქ­ტი­ვის­ტე­ბის და­კა­ვე­ბე­ბი მოჰ­ყვეს. მისი თქმით, 2018 წლის შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც წინ უძღო­და ინ­გუ­ში ხალ­ხის მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი, დრო­ე­ბი­თი იყო. მა­შინ ინ­გუ­შე­ბის იმ­დრო­ინ­დელ მე­თა­ურს, იუ­ნუს-ბეკ ევ­კუ­როვს მი­წის მე­ზო­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კის­თვის გა­და­ცე­მას ედა­ვე­ბოდ­ნენ.

მსგავს სა­კი­თხზე პრო­ტეს­ტის გამო, შარ­შან 10-მდე ახალ­გაზ­რდა ინ­გუ­ში აქ­ტი­ვის­ტი, სტავ­რო­პო­ლის სა­სა­მარ­თლომ "ექ­სტრეზ­მის მუხ­ლით" გა­ა­სა­მარ­თლა და კო­ლო­ნი­ა­ში 9-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. პრო­ტეს­ტის შემ­დეგ, სა­სა­მარ­თლომ სას­ჯე­ლი 7,5 წლამ­დე შე­ამ­ცი­რა.

განა კა­დი­როვს მიწა აინ­ტე­რე­სებს, უბ­რა­ლოდ, ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბას გვიმ­ტკი­ცებს, გვე­უბ­ნე­ბა, რომ ინ­გუ­შეთ­შიც ისე მო­იქ­ცე­ვა, რო­გორც მო­ი­სურ­ვებს, რო­გორც ამას ჩე­ჩენთში აკე­თებს. მე რო­გორც ვი­ტყვი, ისე იქ­ნე­ბაო, ამ­ბობს პუ­ტი­ნის ჯი­ბის პრე­ზი­დენ­ტი და ფაქ­ტია, გას­დის კი­დეც. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ მიწა-წყალს იცავ­დნენ, ექ­სტრე­მიზ­მის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლა. ამათ ჩა­მო­უვ­ლი­ან ღამე "კა­დი­როვ­ცე­ბი" და გა­აქ­რო­ბენ, ან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დგ გა­ვი­გებთ, რომ სა­დღაც სარ­დაფ­ში ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლი ჰქონ­დათ "შე­ნა­ხუ­ლი" და "ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმას აწყობ­დნენ". სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა მახ­რჩოს ამ სა­დის­ტის ქმე­დე­ბებ­ზე, - წერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსელ­ში ინ­ტერ­ტეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი მუსა ინ­გუ­ში.

"კა­დი­რო­ვის მოს­ვლამ­დე ჩე­ჩენ­სა და ინ­გუ­შებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა. მო­ვი­და პუ­ტი­ნის აბ­სურ­დის თე­ატ­რის თო­ჯი­ნა და ყვე­ლა­ფე­რი აუ­რია, მოძ­მე, ერთი წარ­სუ­ლის მქო­ნე ხალ­ხე­ბი დაჰ­ყო და ერ­თმა­ნეთს გა­დაჰ­კი­და, თქვე­ნი და ჩემი რამ გა­ყოო, თუ რამ გაყო, მა­შინ რას გვე­და­ვე­ბა, რას გვარ­თმევს?!" - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ზა­რი­ფა ქო­ულ­დი.

"პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს, მო­გო­ნი­ლი არ არის. მაგ­რამ ახლა უფრო გამ­წვავ­და, რად­გან კა­დი­რო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ზე­ნი­ტშია და კა­ლი­მა­ტოვს არაფ­რად აგ­დებს, ამას ინ­გუ­შე­ბის მე­თა­უ­რიც გრძნობს. კა­დი­როვ­მა ბრძა­ნა და კა­ლი­მა­ტო­ვი გა­ჩუმ­და. ან რა უნდა თქვას?! მათი პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­რის­ხე­ბი ხომ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია", - აცხა­დებს პო­ლი­ტო­ლო­გი ევ­გე­ნი მინ­ჩენ­კო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სტალინი
9

ერთხელ და სამუდამოდ, მთელი მსოფლიოს საზღვრები უნდა მოიხსნას, გაერთიანდეს და დაისვენებს კაცობრიობა

izi
27

ნაცები კარგად თუ დააკვირდებიან მიხვდებიან როგორ გავს მათი აზრები კადიროვისას გარეჯთან დაკავშირებით. აქედან დასკვნასაც იოლად გააკეთებენ კრემლის აგენტი ვინც არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მოვიდა კადიროვი, პუტინის აბსურდის თეატრის თოჯინა და ყველაფერი აურია" - რატომ აღვივებს კრემლი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის "მიძინებულ" კონფლიქტს

"მოვიდა კადიროვი, პუტინის აბსურდის თეატრის თოჯინა და ყველაფერი აურია" - რატომ აღვივებს კრემლი ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის "მიძინებულ" კონფლიქტს

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ტერიტორიების გამო დავა გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის ინგუშმა მომხმარებლებმა თავიანთი რესპუბლიკის მეთაურს, მაჰმუდ-ალი კალიმატოვს მისწერეს, რომ მან "ჩეჩნეთის ლიედერთან, რამზან კადიროვთან ომი წააგო."

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავშირებული პრობლემა 1991 წელს დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირთან ერთად, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკაც დაიშალა. მაშინ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელმძღვანელებს შორის გამყოფი საზღვრის შესახებ შეთანხმება, ფაქტობრივად, ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე განისაზღვრა და მას შემდეგ, "უსამართლოდ გაყოფასთან დაკაშირებით", დავა არაერთხელ დაიწყო.

  • ახლახანს გადაწყდა, რომ გარკვეული ნაწილი ჩეჩნეთს გადაეცემა, ოღონდ როგორც ინგუშები ამბობენ, იმიტომ კი არა, რომ სამართლიანია, უბრალოდ, ჩეჩნეთის მეთაური უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე მთელ რუსეთში.

მათივე თქმით, სინამდვილეში, ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ჩეჩნეთს გადაეცემა, ისტორიულად ინგუშებიც ცხოვრობდნენ და ჩეჩნებიც. ისინი ახლო მონათესავე ვაინახი ხალხია, მაგრამ "რატომღაც ინგუშებისგან მოითხოვენ დათმობას."

რამდენიმე დღის წინ, კომპანია Чеченавтодор-მა მიწის სამუშაოები მდინარე ფორტანგის ნაპირთან დაიწყო - მდინარე ინგუშეთს ესაზღვრება. ჩეჩნური კომპანიის გამოჩენამ კიდევ ერთხელ გამოიწვია ინგუშების უკმაყოფილება. რამზან კადიროვის თქმით, "უკმაყოფილება მხოლოდ ერთმა მუჭა პროვოკატორებმა გამოხატეს, რომლებიც ნაციონალისტური რუკის გათამაშებას ცდილობენ."

  • მისივე თქმით, ის არ დათმობს მიწას, რომელიც ინგუშეთმა ჯოხარ დუდაევის მმართველობის დროს მიითვისა. ამ განცხადებამ სოციალური ქსელის ინგუში მომხმარებელი აღაშფოთა, რადგანაც მათი მოსაზრებით, სინამდვილეში ამ პოზიციის უკან კრემლი დგას.

ინგუში ანალიტიკოსების მოსაზრებით, კრემლი მდინარე ფორტანგეს ნაპირზე დაწყებული სამუშაოების გამო, ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის კონფლიქტის ესკალაციას არ დაუშვებს, მაგრამ აწყობს "მიძინებული პროტესტის" პერიოდული გაღვიძება, რათა ორივე რესპუბლიკამ იგრძნოს, რომ "უფროსის გარეშე მშვიდად დიდხანს ვერ იქნებიან."

kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას, კონფლიქტოლოგი, ეკატერინა სოკირიანსკაია ვარაუდობს, რომ მორიგ საპრტოტესტო ტალღას შესაძლოა, ახალგაზრდა ინგუში აქტივისტების დაკავებები მოჰყვეს. მისი თქმით, 2018 წლის შეთანხმება, რომელსაც წინ უძღოდა ინგუში ხალხის მასობრივი პროტესტი, დროებითი იყო. მაშინ ინგუშების იმდროინდელ მეთაურს, იუნუს-ბეკ ევკუროვს მიწის მეზობელი რესპუბლიკისთვის გადაცემას ედავებოდნენ.

მსგავს საკითხზე პროტესტის გამო, შარშან 10-მდე ახალგაზრდა ინგუში აქტივისტი, სტავროპოლის სასამართლომ "ექსტრეზმის მუხლით" გაასამართლა და კოლონიაში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პროტესტის შემდეგ, სასამართლომ სასჯელი 7,5 წლამდე შეამცირა.

განა კადიროვს მიწა აინტერესებს, უბრალოდ, ასეთი ქმედებებით თავის უპირატესობას გვიმტკიცებს, გვეუბნება, რომ ინგუშეთშიც ისე მოიქცევა, როგორც მოისურვებს, როგორც ამას ჩეჩენთში აკეთებს. მე როგორც ვიტყვი, ისე იქნებაო, ამბობს პუტინის ჯიბის პრეზიდენტი და ფაქტია, გასდის კიდეც. ჩვენი ბიჭები, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალს იცავდნენ, ექსტრემიზმის ბრალდებით გაასამართლა. ამათ ჩამოუვლიან ღამე "კადიროვცები" და გააქრობენ, ან რამდენიმე დღის შემდგ გავიგებთ, რომ სადღაც სარდაფში იარაღის არსენალი ჰქონდათ "შენახული" და "ვინმეზე თავდასხმას აწყობდნენ". საკუთარი უსუსურობა მახრჩოს ამ სადისტის ქმედებებზე, - წერს სოციალური ქსელში ინტერტეტმომხარებელი მუსა ინგუში.

"კადიროვის მოსვლამდე ჩეჩენსა და ინგუშებს შორის დაპირისპირება არასდროს ყოფილა. მოვიდა პუტინის აბსურდის თეატრის თოჯინა და ყველაფერი აურია, მოძმე, ერთი წარსულის მქონე ხალხები დაჰყო და ერთმანეთს გადაჰკიდა, თქვენი და ჩემი რამ გაყოო, თუ რამ გაყო, მაშინ რას გვედავება, რას გვართმევს?!" - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხარებელი ზარიფა ქოულდი.

"პრობლემა ნამდვილად არსებობს, მოგონილი არ არის. მაგრამ ახლა უფრო გამწვავდა, რადგან კადიროვი მიიჩნევს, რომ ზენიტშია და კალიმატოვს არაფრად აგდებს, ამას ინგუშების მეთაურიც გრძნობს. კადიროვმა ბრძანა და კალიმატოვი გაჩუმდა. ან რა უნდა თქვას?! მათი პოლიტიკური ხარისხები ხომ სრულიად განსხვავებულია", - აცხადებს პოლიტოლოგი ევგენი მინჩენკო.