პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები... საკვებს იღებს სქემის მიხედვით" - ექიმი ნინო შარაშენიძე
"სააკაშვილს აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები... საკვებს იღებს სქემის მიხედვით" - ექიმი ნინო შარაშენიძე

პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა უკე­თე­სია, შე­საძ­ლე­ბე­ლია გან­ხორ­ცი­ელ­დეს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი, კვე­ბი­თი რე­ჟი­მი მკაც­რად არის გა­წე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის კუ­თხით შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა, ექიმ­მა ნინო შა­რა­შე­ნი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ნინო შა­რა­შე­ნი­ძემ გო­რის სამ­ხედ­რო ჰო­პი­ტალ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, პა­ცი­ენტს ამ ეტაპ­ზე გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი აქვს.

"ჩვენ ჩა­მო­ვე­დით, რათა შეგ­ვე­ფა­სე­ბი­ნა პა­ცი­ენ­ტის კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მდგო­მა­რე­ო­ბა დი­ნა­მი­კა­ში ნამ­დვი­ლად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, სტა­ბი­ლუ­რია. უტარ­დე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რი თე­რა­პია, ძა­ლი­ან მომ­ზა­დე­ბუ­ლი და კარ­გი გუნ­დის მიერ. ვნა­ხეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, შე­ვა­ფა­სეთ პა­ცი­ენ­ტის თე­რა­პი­უ­ლი სტა­ტუ­სი, და­ვუ­სა­ხეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შემ­დგო­მი სქე­მა, შე­ვი­მუ­შა­ვეთ მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კა, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იყო არამ­ხო­ლოდ ჩვე­ნი კონ­სი­ლი­უ­მის გუნ­დი, არა­მედ აქა­უ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბის გუნ­დი.

პა­რა­ლე­ლუ­რად რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­და­ნაც იყო ექი­მი, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი, გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ინგა გვარ­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხვა­ლინ­დელ დღეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში,რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ. ელე­ნე გი­ორ­გა­ძემ და­სა­ხა მკურ­ნა­ლო­ბის, ანუ კვე­ბი­თი რე­ჟი­მის ახა­ლი ტაქ­ტი­კა. სან­დრო ცის­კა­რი­ძემ შე­ა­ფა­სა მისი ნევ­რო­ლო­გი­უ­რი სტა­ტუ­სი. შე­ვეც­დე­ბით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ეტა­პობ­რი­ვად მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია. აქვს გარ­კვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ადეკ­ვა­ტუ­რია. ამ დრო­ის­თვის აქვს თა­ვის ტკი­ვი­ლი და რა­ღაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ნელ-ნელა, იმე­დი მაქვს, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად კო­რე­გირ­დე­ბა. საკ­ვებს იღებს სქე­მის მი­ხედ­ვით, იმი­ტომ,რომ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კვე­ბა­ში უკან დაბ­რუ­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო რთუ­ლია და სა­ჭი­რო­ებს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნი­ტო­რინგს. სწო­რედ ამი­ტომ დე­ტა­ლუ­რად და­ი­წე­რა კვე­ბის რე­ჟი­მი, რო­მელ­საც ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლე­ბენ“,- გა­ნა­ცხა­და ნინო შა­რა­შე­ნი­ძემ.

ექი­მის გან­მარ­ტე­ბით, კვლე­ვის შე­დე­გე­ბი არის ნორ­მა­ლუ­რი, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი.

"ჩვენ რომ ვე­ლო­დე­ბო­დით, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და დამ­ძი­მე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში. იმე­დი მაქვს, რომ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გა­ვუმკლავ­დე­ბით ამ პრობ­ლე­მას და ეტა­პობ­რი­ვად, სა­თა­ნა­დო მოვ­ლის პი­რო­ბებ­ში კლი­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სრუ­ლად კო­რე­გირ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე სრუ­ლი­ად კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დია მისი ჯან­მრთე­ლო­ბა და იმე­დი მაქვს,რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!-ს
9

სააკაშვილი მგონი 1 ოქტომბერს ჩამოვიდა, მანამდე თქვენი მთავრობა 10 წელია ხელისუფლებაშია. თავი მანამდე არ გაწუხებდათ, ჯანდაცვებს და ეკონომიკებს რო თავი დავანებოთ?! 

Tsiko
28

მთავარს რატომ უვლით გვერდს? სქემით კვება რომ ოპერაციის შემდეგ ჭირდება, საიდუმლოა? 

არავის დაგვჭირდეს ექიმი, მაგრამ რა ამათთან მისულა კაცი და მეგისასთან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილს აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები... საკვებს იღებს სქემის მიხედვით" - ექიმი ნინო შარაშენიძე

"სააკაშვილს აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები... საკვებს იღებს სქემის მიხედვით" - ექიმი ნინო შარაშენიძე

პაციენტის მდგომარეობა უკეთესია, შესაძლებელია განხორციელდეს ლაბორატორიული მონიტორინგი, კვებითი რეჟიმი მკაცრად არის გაწერილი, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ნინო შარაშენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნინო შარაშენიძემ გორის სამხედრო ჰოპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, პაციენტს ამ ეტაპზე გარკვეული ჩივილები აქვს.

"ჩვენ ჩამოვედით, რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. მდგომარეობა დინამიკაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება აბსოლუტურად ადეკვატური თერაპია, ძალიან მომზადებული და კარგი გუნდის მიერ. ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი, დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევების შემდგომი სქემა, შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა, მედიკამენტები. ამ პროცესში ჩართული იყო არამხოლოდ ჩვენი კონსილიუმის გუნდი, არამედ აქაური არაჩვეულებრივი ექიმების გუნდი.

პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოდანაც იყო ექიმი, ნუტრიციოლოგი, გასტროენტეროლოგი ინგა გვარმიანი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან მიმართებაში,როგორ უნდა მოვიქცეთ. ელენე გიორგაძემ დასახა მკურნალობის, ანუ კვებითი რეჟიმის ახალი ტაქტიკა. სანდრო ცისკარიძემ შეაფასა მისი ნევროლოგიური სტატუსი. შევეცდებით, რომ ყოველდღიურად ეტაპობრივად მოგაწოდოთ ინფორმაცია. აქვს გარკვეული ჩივილები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია. ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც ნელ-ნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად კორეგირდება. საკვებს იღებს სქემის მიხედვით, იმიტომ,რომ მოგეხსენებათ, კვებაში უკან დაბრუნება გაცილებით უფრო რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს. სწორედ ამიტომ დეტალურად დაიწერა კვების რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ“,- განაცხადა ნინო შარაშენიძემ.

ექიმის განმარტებით, კვლევის შედეგები არის ნორმალური, გაუმჯობესებული.

"ჩვენ რომ ველოდებოდით, შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება, სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში. იმედი მაქვს, რომ შეძლებისდაგვარად გავუმკლავდებით ამ პრობლემას და ეტაპობრივად, სათანადო მოვლის პირობებში კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები სრულად კორეგირდება. ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს,რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა შარაშენიძემ.