მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ვიდეოჩანაწერებზე საერთოდ არ სურს საუბარი" - მეგის ქარდავამ პატიმრის წამების ეპიზოდზე საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა
"ამ ვიდეოჩანაწერებზე საერთოდ არ სურს საუბარი" - მეგის ქარდავამ პატიმრის წამების ეპიზოდზე საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა

პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ეპი­ზოდ­ზე მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე მე­გის ქარ­და­ვამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის კი­თხვებს პა­სუ­ხი არ გას­ცა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ლაშა კოტ­რი­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კოტ­რი­კა­ძე გან­მარ­ტავს, თუკი მე­გის ქარ­და­ვას რა­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ტენ­ზია აქვს, შე­უძ­ლია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს.

ამას­თან, პრო­კუ­რორ­მა გან­მარ­ტა, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბია ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

"არც ერთ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ გას­ცა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ოთა­ხი და­ტო­ვა და მისი პო­ზი­ცია ად­ვო­კატ­მა გად­მოგ­ვცა. რო­გორც ჩანს, ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მას სა­ერ­თოდ არ სურს სა­უ­ბა­რი და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა. თუ რამე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მას პრე­ტენ­ზია აქვს, შე­უძ­ლია გა­მო­ხა­ტოს მისი პო­ზი­ცია, თუ ში­ნა­არსთან და­კავ­ში­რე­ბით რამე პო­ზი­ცია ჰქონ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, უნდა ეთ­ქვა", - გა­ნა­ცხა­და კოტ­რი­კა­ძემ.

ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის ამო­ღე­ბა არა­კა­ნო­ნი­ე­რად მოხ­და, პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, რომ თუკი, ად­ვო­კა­ტი რამე ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ხე­დავს, შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში იდა­ოს.

„ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი არ არის, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მი­ე­რაა გად­მოგ­ზავ­ნი­ლი. ად­ვო­კა­ტი თუ რამე ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ხე­დავს, შე­უძ­ლია სა­სა­მარ­თლო­ში იდა­ოს, მარ­თა­ლი გი­თხრათ, რა უნდა და რა პრე­ტენ­ზი­ე­ბი აქვს, ვერ ვი­გებ. ავ­თენ­ტუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია, კონ­კრე­ტუ­ლად ექ­სპერ­ტი­ზამ რა შე­დე­გე­ბი დადო, სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბამ­დე წი­ნას­წარ არ მინ­და მოვ­ლე­ნებს გა­ვას­წრო, საქ­მე კი­დევ გა­მო­ძი­ე­ბა­შია, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ გარ­კვე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ე­მა­ტოს და ამან საქ­მე გა­ა­ფუ­ჭოს, ჯობს სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვამ­დე და­ვი­ცა­დოთ", - გა­ნა­ცხა­და კოტ­რი­კა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ მის­თვის მა­სა­ლე­ბი ამ დრომ­დე არ გა­და­უ­ცი­ათ, პრო­კუ­რო­რი პა­სუ­ხობს, რომ „თუ ის მე­გის ქარ­და­ვას ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას სა­სა­მარ­თლო­ში გა­აგ­რძე­ლებს, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი საქ­მე­ზე დარ­თვი­სას მას გა­და­ე­ცე­მა".

ცნო­ბის­თვის, მე­გის ქარ­და­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის 11 საქ­მე­ზეა ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი, მათ­გან ნა­წილ­ზე ის მსჯავ­რდე­ბუ­ლია, ნა­წილ­ზე კი - ბრალ­დე­ბუ­ლი. ორი დღის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს, მე­გის ქარ­და­ვამ და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ მოს­თხო­ვეს არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა, ასე­ვე ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თით­ქოს­და მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებ­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­ე­მუქრნენ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით. ასე­ვე, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ პირს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად ჩა­უ­დეს. აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე მე­გის ქარ­და­ვას საქ­მე სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის ეტაპ­ზე, ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე კი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
3

მეგის ქარდავას ქორწილი ვნახეთ, თითქოს რომ არც იცნობენ ვინ არის. მთელი ნაცმო ქეიფობდა სეფაშვილი და კიკაბიძე სიმღერებს ასრულებდნენ. კიდევ ბოლომდე ხომ არ გვინახავს. ეტყობა სიმღერებში იმდენს უხდიდნენ დღემდე მისტირიან იმ დროს

ნიკოლოზი
1

აზრი არა აქვს რას იტყვის თუ საერთოდ არაფერს იტყვის მიარჭეთ 15 წელი!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამ ვიდეოჩანაწერებზე საერთოდ არ სურს საუბარი" - მეგის ქარდავამ პატიმრის წამების ეპიზოდზე საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა

"ამ ვიდეოჩანაწერებზე საერთოდ არ სურს საუბარი" - მეგის ქარდავამ პატიმრის წამების ეპიზოდზე საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა

პატიმრის წამების ეპიზოდზე მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებზე მეგის ქარდავამ საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი არ გასცა. აღნიშნულის შესახებ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.

როგორც კოტრიკაძე განმარტავს, თუკი მეგის ქარდავას რამესთან დაკავშირებით პრეტენზია აქვს, შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსიროს.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ მოპოვებული ვიდეოკადრების ავთენტურობასთან დაკავშირებით მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული.

"არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა, საგამოძიებო ოთახი დატოვა და მისი პოზიცია ადვოკატმა გადმოგვცა. როგორც ჩანს, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით მას საერთოდ არ სურს საუბარი და პოზიციის დაფიქსირება. თუ რამე საკითხთან დაკავშირებით მას პრეტენზია აქვს, შეუძლია გამოხატოს მისი პოზიცია, თუ შინაარსთან დაკავშირებით რამე პოზიცია ჰქონდა, ბუნებრივია, უნდა ეთქვა", - განაცხადა კოტრიკაძემ.

ადვოკატის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ წამების ამსახველი ვიდეოკადრების ამოღება არაკანონიერად მოხდა, პროკურორი აცხადებს, რომ თუკი, ადვოკატი რამე ნორმების დარღვევას ხედავს, შეუძლია სასამართლოში იდაოს.

„ქართული მხარის მიერ მოპოვებული მასალები არ არის, უკრაინული მხარის მიერაა გადმოგზავნილი. ადვოკატი თუ რამე ნორმების დარღვევას ხედავს, შეუძლია სასამართლოში იდაოს, მართალი გითხრათ, რა უნდა და რა პრეტენზიები აქვს, ვერ ვიგებ. ავთენტურობასთან დაკავშირებით გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია, კონკრეტულად ექსპერტიზამ რა შედეგები დადო, სასამართლო განხილვებამდე წინასწარ არ მინდა მოვლენებს გავასწრო, საქმე კიდევ გამოძიებაშია, შეიძლება კიდევ გარკვეული მტკიცებულებები დაემატოს და ამან საქმე გააფუჭოს, ჯობს სასამართლო განხილვამდე დავიცადოთ", - განაცხადა კოტრიკაძემ.

რაც შეეხება ადვოკატის განცხადებას, რომ მისთვის მასალები ამ დრომდე არ გადაუციათ, პროკურორი პასუხობს, რომ „თუ ის მეგის ქარდავას ინტერესების დაცვას სასამართლოში გააგრძელებს, მტკიცებულებები საქმეზე დართვისას მას გადაეცემა".

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. ორი დღის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს. აღნიშნულ ეპიზოდზე მეგის ქარდავას საქმე სასამართლო განხილვის ეტაპზე, ალექსანდრე მუხაძე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.