საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს გამოცემა "ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ
რას წერს გამოცემა "ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

გა­მო­ცე­მა "ბლუმ­ბერ­გი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­სა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის პა­ტიმ­რო­ბის სა­კითხს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა იმ დროს, რო­დე­საც ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში და­ძა­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა.

"ჯა­რე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბებს მოჰ­ყვა აშშ-სგან გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ კრემ­ლმა, შე­საძ­ლოა, უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა და­გეგ­მოს. პო­ლო­ნე­თი-ბე­ლა­რუ­სის სა­ზღვარ­ზე კი საბ­რძო­ლოდ გან­წყო­ბი­ლი ლი­დე­რი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო მიგ­რან­ტებს ევ­რო­კა­ში­რის­კენ აგ­ზავ­ნის,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, გა­მო­ცე­მა წერს, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კას უყუ­რა­დღე­ბოდ ტო­ვებს.

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ ტო­ვებს და­სავ­ლე­თის კრი­ტი­კას და ამ­ტკი­ცებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო უნდა გაჰ­ყვეს სა­კუ­თარ კულ­ტუ­რას და გზას. თუმ­ცა, ის კვლავ მხარს უჭერს სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბი­ცი­ებს შე­უ­ერ­თდეს ევ­რო­პულ ინ­სტი­ტუ­ტებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

"ბლუმ­ბერ­გი“ წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

"უცხო­ელ­მა ინ­ვეს­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ოდეს­ღაც შე­და­რე­ბით არა­კო­რუმ­პი­რე­ბულ­მა ბიზ­ნეს­გა­რე­მომ მი­ი­ზი­და, და­ი­წყეს თა­ვის არი­დე­ბა. პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი იყო ბოლო ათწლე­ულ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მღელ­ვა­რე­ბის სა­ბა­ბი უნდა იყოს.

"მთავ­რო­ბას შეშ­ფო­თე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი აქვს; რე­გუ­ლა­რუ­ლად იმარ­თე­ბა ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ა­ში.

"კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ მის­მა მხარ­დამ­ჭე­რებ­მა 2003 წელი უნდა გა­ი­მე­ო­რონ, სა­ა­კაშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­შინ­ლად ეში­ნია ჩემი სა­ჯა­რო გა­მო­ჩე­ნის, რად­გან ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მუხტს გა­ა­ჩენს,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდაა
0

ბლუმბერგ, და როდის გაიზარდა ინვესტიციები? ომის დროს?

რატი
0

უცხოურ ინვესტიციებს დიდი ხანია ემიგრანტების გადმოგზავნილი თანხა აწარბებს და ,,ცრუ-მბერგი'' რომელ ინვესტიციებზე საუბრობს? :) 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რას წერს გამოცემა "ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

რას წერს გამოცემა "ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ

გამოცემა "ბლუმბერგი“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის საკითხს ეხმიანება.

გამოცემა წერს, რომ სააკაშვილი პატიმრობაში იმყოფება იმ დროს, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში დაძაბული მდგომარეობაა.

"ჯარების კონცენტრაციის შესახებ ცნობებს მოჰყვა აშშ-სგან გაფრთხილება, რომ კრემლმა, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა დაგეგმოს. პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე კი საბრძოლოდ განწყობილი ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო მიგრანტებს ევროკაშირისკენ აგზავნის,“ - აღნიშნულია სტატიაში.

რაც შეეხება საქართველოს, გამოცემა წერს, რომ ქვეყნის მთავრობა დასავლეთის კრიტიკას უყურადღებოდ ტოვებს.

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა უყურადღებოდ ტოვებს დასავლეთის კრიტიკას და ამტკიცებს, რომ საქართველო უნდა გაჰყვეს საკუთარ კულტურას და გზას. თუმცა, ის კვლავ მხარს უჭერს საქართველოს ამბიციებს შეუერთდეს ევროპულ ინსტიტუტებს,“ - აღნიშნულია სტატიაში.

"ბლუმბერგი“ წერს, რომ საქართველოში არსებული სიტუაცია უარყოფით ზეგავლენას ახდენს უცხოური ინვესტიციების განხორციელებაზე.

"უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებიც ოდესღაც შედარებით არაკორუმპირებულმა ბიზნესგარემომ მიიზიდა, დაიწყეს თავის არიდება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იყო ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,“ - აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები ხელისუფლებისთვის მღელვარების საბაბი უნდა იყოს.

"მთავრობას შეშფოთების საფუძველი აქვს; რეგულარულად იმართება ქუჩის საპროტესტო აქციები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით,“ - აღნიშნულია სტატიაში.

"კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ მისმა მხარდამჭერებმა 2003 წელი უნდა გაიმეორონ, სააკაშვილმა უპასუხა: ხელისუფლებას საშინლად ეშინია ჩემი საჯარო გამოჩენის, რადგან ეს საზოგადოებაში მუხტს გააჩენს,“ - წერს გამოცემა.