საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ავადმყოფ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა" - ამბები პოლიტიკოსზე, რომელიც სხვებისთვის მაგალითად იქცა
"დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ავადმყოფ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა" - ამბები პოლიტიკოსზე, რომელიც სხვებისთვის მაგალითად იქცა

18 ნო­ემ­ბერს, "დრო­ას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, დე­პუ­ტა­ტი ელე­ნე ხოშ­ტა­რია იუ­ბი­ლა­რი გახ­ლდათ. პო­ლი­ტი­კო­სის და­ბა­დე­ბის დღე, შიმ­ში­ლო­ბის მე -16 დღეს და­ემ­თხვა. ის უკვე ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც პარ­ლა­მენ­ტში ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­კაშ­ვი­ლის მრა­ვალპრო­ფი­ულ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლობს. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ხში­რად წე­რენ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­სა­კე­თე­ბელს, ოთხი შვი­ლის დედა, ელე­ნე ხოშ­ტა­რია აკე­თებს. ის მარ­თლაც პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც ამ მო­თხოვ­ნით შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო და ნელ-ნელა შე­ურთდნენ სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

მო­შიმ­ში­ლე ელე­ნეს და­ბა­დე­ბის დღე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მი­უ­ლო­ცეს

42 წლის დე­პუ­ტატ­მა სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბა 2004 წელს და­ი­წყო.

"მე ჩემი თავი ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რი მახ­სოვს. სკო­ლა­შიც, უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც. საქ­მის კე­თე­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა ხელს არ მიშ­ლი­და ინ­ტენ­სი­ურ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. 2004 წელს, როცა მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ, ზუს­ტად იგი­ვე რე­ჟი­მი მქონ­და, რო­გორც ახლა. შე­საძ­ლოა ახლა უფრო ვჩან­ვარ, მაგ­რამ ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა საქ­მი­სად­მი, ჩემი რე­ჟი­მი ყო­ველ­თვის ერთი და იგი­ვე იყო. მა­შინ ერთი შვი­ლი მყავ­და. 2012-ში გა­ვა­ჩი­ნე მე­ო­რე და 2014-ში კი­დევ ორი.

არა­სო­დეს მქო­ნია ის დი­ლე­მა, რომ, აი, ახლა თუ ბავ­შვს გა­ვა­ჩენ, საქ­მეს ვერ გა­ვაკ­თებ ან ბევრ საქ­მეს თუ გა­ვა­კე­თებ, ბავ­შვს ვერ გა­ვა­ჩენ. მა­გა­ლი­თად, მე­ო­რე ბავ­შვი რომ გა­ვა­ჩი­ნე, ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ვე­ცი ინ­ტერ­ვიუ. პა­რას­კევს რომ გა­ვა­ჩი­ნე, ორ­შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში ვი­ყა­ვი...“ - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ის ცნო­ბი­ლი ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის (1990-1991 წლებ­ში) გოგი ხოშ­ტა­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია. ბა­ტო­ნი გოგი ასე­ვე გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის პირ­ვე­ლი მოწ­ვე­ვის უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს წევ­რი და ხელი აქვს მო­წე­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე (1991 წლის 9 აპ­რი­ლი).

დედა ირი­ნა გუნ­ცა­ძეც ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა, ის შვი­ლის ბავ­შვო­ბა­ზე "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და:

"გოგი ჰელ­სინ­კის ჯგუფ­ში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად იყო. ზვი­ად­თან მე­გობ­რობ­და და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოს­ტიც ეკა­ვა. მა­შინ 12 წლის ელე­ნე აპ­რო­ტეს­ტებ­და, რომ მა­მა­მისს მან­ქა­ნა ჰყავ­და გა­მო­ყო­ფი­ლი. ერთხელ მე­ზო­ბე­ლი მო­ვი­და და გვი­თხრა, თქვენ ხომ არ გი­ჭირ­თო? თურ­მე, დი­ლა­ად­რი­ან დგე­ბო­და და სა­დარ­ბა­ზო­ებს ალა­გებ­და, მე კი სა­წოლ­ში მხვდე­ბო­და, როცა სკო­ლა­ში წა­სას­ვლე­ლად ვაღ­ვი­ძებ­დი. ჩემი ჭკუ­ით, ვაღ­ვი­ძებ­დი...“

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას რუსი ძიძა ჰყავ­და, რო­მელ­მაც გო­გო­ნა გა­ზარ­და. წლე­ბის შემ­დეგ კი რო­დე­საც ქალი ცუ­დად გახ­და და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, დე­დამ შემ­თხვე­ვით მე­ზობ­ლე­ბის­გან გა­ი­გო, რომ ქალს 14 წლის ელე­ნე უვ­ლი­და.

ცნო­ბილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ია ან­თა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელე­ნეს ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა წარ­წე­რით:"შევ­ნატ­რი იმ დროს, როცა შენ­თვის ნე­ბის­მი­ე­რი რამ შე­მეძ­ლო მე­თხოვ­ნა და ვი­ცო­დი, რომ უსიკ­ვდი­ლოდ შე­მის­რუ­ლებ­დი. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ".

რო­გორც ირ­კვე­ვა, ია ელე­ნეს სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ას­წავ­ლი­და.

ჟურ­ნა­ლის­ტი ნიკა სა­ჯა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელე­ნე­ზე კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას წერს:

"ბავ­შვთა სამ­ყა­რო" რომ და­იწ­ვა, ხომ გახ­სოვთ? - მანდ ერთი ქალი მუ­შა­ობ­და და იქვე ერთ გა­მო­ყო­ფილ ოთახ­ში ცხოვ­რობ­და - მარ­ტო­ხე­ლა, აფხა­ზე­თი­დან იყო დევ­ნი­ლი... ამ ქალს, უკვე ხან­ში შე­სულს, ისევ თა­ვი­დან უნდა და­ე­წყო ყვე­ლა­ფე­რი. მისი სა­ცო­და­ო­ბით, სხვა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი იმ­დე­ნად წუხ­დნენ, რომ მე­დი­ას ჯერ იმ ქა­ლის ჩა­წე­რას სთხოვ­დნენ, შემ­დეგ კი თა­ვი­ანთ პრობ­ლე­მა­ზე იწყებ­დნენ სა­უ­ბარს.

მა­შინ ამ ქალ­ზე ცალ­კე სი­უ­ჟე­ტი გა­ვა­კე­თე - ვი­დე­ოს ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა.

მე­ო­რე დღეს უცხო ნო­მე­რი მი­რე­კავს, არ მახ­სოვს ვინ იყო - მი­თხრა, რომ ერთ პო­ლი­ტი­კოსს ამ ქა­ლის დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და. "სახ­ლში უნდა წა­იყ­ვა­ნოს, და რი­თაც შეძ­ლებს და­ეხ­მა­რე­ბა - უბ­რა­ლოდ არ აქვს სა­კონ­ტაქ­ტო და იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როო".

თან სას­ტი­კად გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ეს არა­ვის უნდა გა­ე­გო, გა­და­ღე­ბა­ზე და ცალ­კე "ამ­ბა­ვის" გა­კე­თე­ბა­ზე ზედ­მე­ტი იყო ლა­პა­რა­კი... არა და რამ­დე­ნია, არ­გა­კე­თე­ბუ­ლი­თაც რომ თავს იპი­ა­რებს.

ამ დღის მერე სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დე ამ ახალ­ბე­და პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი­დან მახ­სოვ­და. ბევ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი მო­მენ­ტი და­ვი­ნა­ხე მას­ში - მისი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა კი ყო­ველ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყო ჩემ­თვის... აი იმ "თვალ­სახ­ვე­ვის" მუდ­მი­ვი ტა­რე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე შეხ­ტო­მით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი და რა­ღა­ცე­ებ­ზე თვა­ლის არ­და­ხუჭ­ვით დამ­თავ­რე­ბუ­ლი...“

ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან უფ­რო­სი შვი­ლი გი­ორ­გი გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც 2002 წელს მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და.

ელე­ნე მე­ო­რედ არ­ქი­ტექ­ტორ ირაკ­ლი ბე­რი­ძე­ზე და­ო­ჯახ­და. წყვილს სამი სა­ერ­თო შვი­ლი, ნა­ტა­ლია და ტყუ­პი ვაჟი - კონ­სტან­ტი­ნე და რატი ჰყავთ.

პო­ლი­ტი­კო­სის დედა ამ­ბობს, რომ მის შვილს ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი ჰყავს. ელე­ნე იდე­ა­ლუ­რი დი­ა­სახ­ლი­სია და ოჯა­ხის­თვის ყო­ველ­თვის გემ­რი­ელ კერ­ძებს ამ­ზა­დებს, რო­მელ­საც თა­ვად იგო­ნებს.

ელე­ნე მე­უღ­ლე­ზე ამ­ბობს, რომ პო­ლი­ტი­კა­ში არ ერე­ვა და აქ­ცი­ებ­ზეც არა­სო­დეს და­დის, გარ­და ერთი შემ­თხვე­ვი­სა.

"ერ­თა­დერ­თხელ იყო, როცა ნაგ­ვის მან­ქა­ნა­ზე შევ­ხტი და ხელი გა­ვი­ჭე­რი, მა­შინ დარ­ჩა დი­ლამ­დე ჩემ­თან ერ­თად. მას პო­ლი­ტი­კას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვს, თუმ­ცა მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ და მგულ­შე­მატ­კივ­რობს...“

წყვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად წყნეთ­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობს. 2020 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მისი მე­უღ­ლე ირაკ­ლი ბე­რი­ძე შპს სი­ემ­სი-ში სა­ო­პე­რა­ციო დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს.

"შე­თან­ხმე­ბის­კენ უნდა ვი­ა­როთ, ეს ჩემი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და თუ გნე­ბავთ, იდე­აა", - წერს ელე­ნე ერთ - ერთ "ფე­ის­ბუქკო­მენ­ტარ­ში" იმათ სა­პა­სუ­ხოდ, ვინც მას მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს. რთუ­ლია არ და­ე­თან­ხმო მას, დღეს პო­ლა­რი­ზე­ბულ ქვე­ყა­ნას სწო­რედ შე­თან­ხმე­ბის­კენ სვლა სჭირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალო
9

კაით რა ეს კრეტინი ესა კაცქალა

ნინო მელია
1

არაჩვეულებრივი ქალბატონია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ავადმყოფ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა" - ამბები პოლიტიკოსზე, რომელიც სხვებისთვის მაგალითად იქცა

"დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ავადმყოფ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა" - ამბები პოლიტიკოსზე, რომელიც სხვებისთვის მაგალითად იქცა

18 ნოემბერს, "დროას" დამფუძნებელი, დეპუტატი ელენე ხოშტარია იუბილარი გახლდათ. პოლიტიკოსის დაბადების დღე, შიმშილობის მე -16 დღეს დაემთხვა. ის უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც პარლამენტში ექსპრეზიდენტ მიხეილ საკაშვილის მრავალპროფიულ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს. სოციალურ მედიაში ხშირად წერენ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსების გასაკეთებელს, ოთხი შვილის დედა, ელენე ხოშტარია აკეთებს. ის მართლაც პირველი იყო, რომელმაც ამ მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო და ნელ-ნელა შეურთდნენ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები.

მოშიმშილე ელენეს დაბადების დღე ჟურნალისტებმა მიულოცეს

42 წლის დეპუტატმა საჯარო ცხოვრება 2004 წელს დაიწყო.

"მე ჩემი თავი ყოველთვის აქტიური მახსოვს. სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. საქმის კეთება ყოველთვის იყო ჩემთვის პრიორიტეტი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აქტიური ცხოვრება ხელს არ მიშლიდა ინტენსიურ პირად ცხოვრებაში. 2004 წელს, როცა მუშაობა დავიწყე, როგორც საჯარო მოხელემ, ზუსტად იგივე რეჟიმი მქონდა, როგორც ახლა. შესაძლოა ახლა უფრო ვჩანვარ, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა საქმისადმი, ჩემი რეჟიმი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. მაშინ ერთი შვილი მყავდა. 2012-ში გავაჩინე მეორე და 2014-ში კიდევ ორი.

არასოდეს მქონია ის დილემა, რომ, აი, ახლა თუ ბავშვს გავაჩენ, საქმეს ვერ გავაკთებ ან ბევრ საქმეს თუ გავაკეთებ, ბავშვს ვერ გავაჩენ. მაგალითად, მეორე ბავშვი რომ გავაჩინე, ნახევარ საათში მივეცი ინტერვიუ. პარასკევს რომ გავაჩინე, ორშაბათს სამსახურში ვიყავი...“ - ამბობდა წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში.

ის ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის (1990-1991 წლებში) გოგი ხოშტარიას ქალიშვილია. ბატონი გოგი ასევე გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

დედა ირინა გუნცაძეც ხელოვნებათმცოდნეა, ის შვილის ბავშვობაზე "კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ჰყვებოდა:

"გოგი ჰელსინკის ჯგუფში ზვიად გამსახურდიასთან ერთად იყო. ზვიადთან მეგობრობდა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიც ეკავა. მაშინ 12 წლის ელენე აპროტესტებდა, რომ მამამისს მანქანა ჰყავდა გამოყოფილი. ერთხელ მეზობელი მოვიდა და გვითხრა, თქვენ ხომ არ გიჭირთო? თურმე, დილაადრიან დგებოდა და სადარბაზოებს ალაგებდა, მე კი საწოლში მხვდებოდა, როცა სკოლაში წასასვლელად ვაღვიძებდი. ჩემი ჭკუით, ვაღვიძებდი...“

ელენე ხოშტარიას რუსი ძიძა ჰყავდა, რომელმაც გოგონა გაზარდა. წლების შემდეგ კი როდესაც ქალი ცუდად გახდა და ლოგინად ჩავარდა, დედამ შემთხვევით მეზობლებისგან გაიგო, რომ ქალს 14 წლის ელენე უვლიდა.

ცნობილმა ჟურნალისტმა ია ანთაძემ სოციალურ ქსელში ელენეს ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:"შევნატრი იმ დროს, როცა შენთვის ნებისმიერი რამ შემეძლო მეთხოვნა და ვიცოდი, რომ უსიკვდილოდ შემისრულებდი. ძალიან ვნერვიულობ".

როგორც ირკვევა, ია ელენეს სკოლის პერიოდში ასწავლიდა.

ჟურნალისტი ნიკა საჯაია სოციალურ ქსელში ელენეზე კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას წერს:

"ბავშვთა სამყარო" რომ დაიწვა, ხომ გახსოვთ? - მანდ ერთი ქალი მუშაობდა და იქვე ერთ გამოყოფილ ოთახში ცხოვრობდა - მარტოხელა, აფხაზეთიდან იყო დევნილი... ამ ქალს, უკვე ხანში შესულს, ისევ თავიდან უნდა დაეწყო ყველაფერი. მისი საცოდაობით, სხვა დაზარალებულები იმდენად წუხდნენ, რომ მედიას ჯერ იმ ქალის ჩაწერას სთხოვდნენ, შემდეგ კი თავიანთ პრობლემაზე იწყებდნენ საუბარს.

მაშინ ამ ქალზე ცალკე სიუჟეტი გავაკეთე - ვიდეოს ბევრი გამოხმაურება მოყვა.

მეორე დღეს უცხო ნომერი მირეკავს, არ მახსოვს ვინ იყო - მითხრა, რომ ერთ პოლიტიკოსს ამ ქალის დახმარება უნდოდა. "სახლში უნდა წაიყვანოს, და რითაც შეძლებს დაეხმარება - უბრალოდ არ აქვს საკონტაქტო და იქნებ დაგვეხმაროო".

თან სასტიკად გამაფრთხილა, რომ ეს არავის უნდა გაეგო, გადაღებაზე და ცალკე "ამბავის" გაკეთებაზე ზედმეტი იყო ლაპარაკი... არა და რამდენია, არგაკეთებულითაც რომ თავს იპიარებს.

ამ დღის მერე სხვანაირად შევხედე ამ ახალბედა პოლიტიკოსს, რომელიც არასამთავრობოებიდან მახსოვდა. ბევრი ადამიანური მომენტი დავინახე მასში - მისი პრინციპულობა კი ყოველთვის სამაგალითო იყო ჩემთვის... აი იმ "თვალსახვევის" მუდმივი ტარებიდან დაწყებული, ნაგვის მანქანაზე შეხტომით გაგრძელებული და რაღაცეებზე თვალის არდახუჭვით დამთავრებული...“

ელენე ხოშტარიას პირველი ქორწინებიდან უფროსი შვილი გიორგი გაფრინდაშვილი ჰყავს, რომელიც 2002 წელს მოსკოვში დაიბადა.

ელენე მეორედ არქიტექტორ ირაკლი ბერიძეზე დაოჯახდა. წყვილს სამი საერთო შვილი, ნატალია და ტყუპი ვაჟი - კონსტანტინე და რატი ჰყავთ.

პოლიტიკოსის დედა ამბობს, რომ მის შვილს ძალიან კარგი ქმარი ჰყავს. ელენე იდეალური დიასახლისია და ოჯახისთვის ყოველთვის გემრიელ კერძებს ამზადებს, რომელსაც თავად იგონებს.

ელენე მეუღლეზე ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ერევა და აქციებზეც არასოდეს დადის, გარდა ერთი შემთხვევისა.

"ერთადერთხელ იყო, როცა ნაგვის მანქანაზე შევხტი და ხელი გავიჭერი, მაშინ დარჩა დილამდე ჩემთან ერთად. მას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს, თუმცა მოსწონს, რასაც ვაკეთებ და მგულშემატკივრობს...“

წყვილი შვილებთან ერთად წყნეთში, საკუთარ სახლში ცხოვრობს. 2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მისი მეუღლე ირაკლი ბერიძე შპს სიემსი-ში საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

"შეთანხმებისკენ უნდა ვიაროთ, ეს ჩემი მთავარი ამოცანა და თუ გნებავთ, იდეაა", - წერს ელენე ერთ - ერთ "ფეისბუქკომენტარში" იმათ საპასუხოდ, ვინც მას მწვავედ აკრიტიკებს. რთულია არ დაეთანხმო მას, დღეს პოლარიზებულ ქვეყანას სწორედ შეთანხმებისკენ სვლა სჭირდება.