პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როდესაც კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, კლინიკაში არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა სასწრაფო წესით მიტანილ აპარატურასთან მუშაობა" - ადვოკატი
"როდესაც კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, კლინიკაში არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა სასწრაფო წესით მიტანილ აპარატურასთან მუშაობა" - ადვოკატი

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის შოთა თუთ­ბე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლებ­მა კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე დაბ­ლა და­ი­წია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გან­მარ­ტა, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ პერ­სო­ნალ­მა “კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო წე­სით მი­ტა­ნი­ლი” აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არ იცო­და და რო­დე­საც გუ­შინ კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებ­მა ითხო­ვეს, რომ დი­აგ­ნოს­ტი­კა მო­ეხ­დი­ნათ, არ აღ­მოჩ­ნდა პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­საც ამ აპა­რა­ტუ­რას­თან მუ­შა­ო­ბა ეცო­დი­ნე­ბო­და.

"რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, უფრო ზუს­ტად კა­ლი­უ­მის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გუ­შინ იყო კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე დაბ­ლა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ. პრე­ზი­დენ­ტი მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს კონ­სი­ლი­უ­მის მი­მართ, რო­მელ­მაც გუ­შინ ეს­ტუმ­რა და შე­ის­წავ­ლა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნავს, მისი გა­ო­ცე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ პერ­სო­ნალ­მა არ იცო­და აპა­რა­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო წე­სით არის მი­ტა­ნი­ლი. რო­დე­საც კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რებ­მა ითხო­ვეს, რომ დი­აგ­ნოს­ტი­კა მო­ეხ­დი­ნათ, არ აღ­მოჩ­ნდა პერ­სო­ნა­ლი, რო­მელ­საც ეცო­დი­ნე­ბო­და ამ აპა­რა­ტუ­რას­თან რო­გორ ემუ­შა­ვა.

ამას­თან, სა­ა­კაშ­ვი­ლი მად­ლი­ე­რე­ბას გა­მოვ­ხა­ტავს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­მართ, რო­მელ­მაც პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე მაღ­ლა და­ა­ყე­ნა პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა და და­ა­ფიქ­სი­რა სა­კუ­თა­რი გულ­წრფე­ლი რე­აქ­ცია, მათ შო­რის ვგუ­ლის­ხმობთ გამ­ყრე­ლი­ძეს და სერ­გე­ენ­კოს, რომ­ლებ­მაც გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ავ­რცე­ლეს ამ თე­მა­ზე”, - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე დღეა სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მი მის მო­ნა­ხუ­ლე­ბას ვერ ახერ­ხებს, ექი­მის ჩა­რე­ვის გა­რე­შე კი მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"რამ­დე­ნი­მე დღეა ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძე ვერ ახერ­ხებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, პი­რა­დი ექი­მის ჩა­რე­ვის გა­რე­შე კი მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ან რა­ი­მე ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ, მო­ვუ­წო­დებ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს, უზ­რუნ­ველ­ყონ პი­რა­დი ექი­მის დაშ­ვე­ბა, რო­გორც ეს დაშ­ვე­ბუ­ლი იყო მა­ნამ­დე და და­ი­ვი­წყონ ეს ბრა­ზი, რო­მე­ლიც აქვთ პი­რა­დი ექი­მის მი­მართ. რაც ჩემ­თვის შე­სამ­ჩნე­ვია, სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო სუს­ტდე­ბა. ამ ეტაპ­ზე წამ­ლებ­საც არ იღებს. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა როცა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა­ზე იფიქ­როს არის თუ ამა­ზე და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა მისი ექი­მი. ამი­ტომ მო­ვუ­წო­დებთ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს უზ­რუნ­ველ­ყონ ექი­მის დაშ­ვე­ბა სა­ა­კაშ­ვილ­თან, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მე­დი­კა­მე­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბა, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის მყი­სი­ერ გა­დარ­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბა”, - აღ­ნიშ­ნა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
0

სპეციალისტებს მიიწვევენ რა პრობლემაა

სიმართლე
0

ვინმეს თუ გონია, სადაც გადაყვანას ითხოვენ, იქ ტვინი უსკდებათ აპარატურის ცოდნით, ძალიან ცდება. უცოდინარობის გამო მწყობრიდან გამოსული უცხოური სამედიცინო აპარატურით სავსეა ე. წ. მაღალი დონის კლინიკები, განსაკუთრებით რეგიონებში. შეამოწმა ვინმემ?!

ავტორი:

"როდესაც კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, კლინიკაში არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა სასწრაფო წესით მიტანილ აპარატურასთან მუშაობა" - ადვოკატი

"როდესაც კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, დიაგნოსტიკა მოეხდინათ, კლინიკაში არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა სასწრაფო წესით მიტანილ აპარატურასთან მუშაობა" - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, გუშინ მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებმა კრიტიკულ ზღვარზე დაბლა დაიწია, რამაც შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.

როგორც ადვოკატმა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განმარტა, მესამე პრეზიდენტის გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა “კლინიკაში სასწრაფო წესით მიტანილი” აპარატურის გამოყენება არ იცოდა და როდესაც გუშინ კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, რომ დიაგნოსტიკა მოეხდინათ, არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ამ აპარატურასთან მუშაობა ეცოდინებოდა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, მესამე პრეზიდენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები, უფრო ზუსტად კალიუმის მაჩვენებელი გუშინ იყო კრიტიკულ ზღვარზე დაბლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი, შესაძლებელია ამ შემთხვევაში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. პრეზიდენტი მადლიერებას გამოხატავს კონსილიუმის მიმართ, რომელმაც გუშინ ესტუმრა და შეისწავლა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მისი გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პერსონალმა არ იცოდა აპარატურის გამოყენება, რომელიც ამ კლინიკაში სასწრაფო წესით არის მიტანილი. როდესაც კონსილიუმის წევრებმა ითხოვეს, რომ დიაგნოსტიკა მოეხდინათ, არ აღმოჩნდა პერსონალი, რომელსაც ეცოდინებოდა ამ აპარატურასთან როგორ ემუშავა.

ამასთან, სააკაშვილი მადლიერებას გამოვხატავს ყველა ადამიანის მიმართ, რომელმაც პოლიტიკურ შეხედულებებზე მაღლა დააყენა პროფესიული ეთიკა და დააფიქსირა საკუთარი გულწრფელი რეაქცია, მათ შორის ვგულისხმობთ გამყრელიძეს და სერგეენკოს, რომლებმაც განცხადებები გაავრცელეს ამ თემაზე”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეა სააკაშვილის პირადი ექიმი მის მონახულებას ვერ ახერხებს, ექიმის ჩარევის გარეშე კი მკურნალობის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

"რამდენიმე დღეა ნიკოლოზ ყიფშიძე ვერ ახერხებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებას, პირადი ექიმის ჩარევის გარეშე კი მკურნალობის გაგრძელება ან რაიმე ტიპის სამედიცინო ზედამხედველობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყონ პირადი ექიმის დაშვება, როგორც ეს დაშვებული იყო მანამდე და დაივიწყონ ეს ბრაზი, რომელიც აქვთ პირადი ექიმის მიმართ. რაც ჩემთვის შესამჩნევია, სააკაშვილი ყოველდღიურად უფრო სუსტდება. ამ ეტაპზე წამლებსაც არ იღებს. ერთადერთი შემთხვევა როცა შეიძლება გარკვეული ტიპის მედიკამენტის მიღებაზე იფიქროს არის თუ ამაზე დაელაპარაკება მისი ექიმი. ამიტომ მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს უზრუნველყონ ექიმის დაშვება სააკაშვილთან, რათა შესაძლებელი გახდეს სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამეტოზური მკურნალობის მიღება, რაც სააკაშვილის სიცოცხლის მყისიერ გადარჩენას ემსახურება”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.