ცნობილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 34.9 მილიონ დოლარად გაიყიდა და ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კი ფერმწერის ნამუშევარში ოდესმე გადახდილა.
ფრიდას ფერწერული ტილო - Diego y Yo, მისი ერთ-ერთი ბოლო ავტოპორტრეტია. ნამუშევარზე აცრემლებულ ფრიდას ვხედავთ.
ადამიანი, ვინც ფრიდა კალოს პორტრეტი შეიძინა, არგენტინაში მუზეუმის მფლობელი, ედუარტო კოსანტინია.
ფრიდა კალო მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრადაა აღიარებული და ცნობილია ავტოპორტრეტებით, რომლებშიც მისი მძიმე ცხოვრების განმავლობაში განცდილი ემოციები და ტკივილი უბადლოდაა გადმოცემული.
მოამზადა ანა სიბოშვილმა
ვიყიდი ერთ პოლლიტრას, საღამოზე ჩავუჯდები და ისეთ სურათებს დაგიხატავ, რო შენი მოწონებული!!!
არ დაიჯეროთ,ბიძინამ იყიდა და გვიმალავს