მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეც შემიძლია აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მგონია, რომ უცხოეთიდან უფრო მეტ ყურადღებას შიმშილობით მივიქცევ" - პაატა ბურჭულაძე
"მეც შემიძლია აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მგონია, რომ უცხოეთიდან უფრო მეტ ყურადღებას შიმშილობით მივიქცევ" - პაატა ბურჭულაძე

მსოფ­ლიო ბა­ნის, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ზე გა­დის. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ბურ­ჭუ­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ის მე­ო­რე დღეა შიმ­ში­ლობს.

რო­გორც სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი აცხა­დებს, მისი შიმ­ში­ლო­ბის მი­ზა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნაა.

ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით, მან შიმ­ში­ლო­ბა მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნის კად­რე­ბი იხი­ლა.

"ერთი კვი­რის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყა­ვი, იმე­დი მქონ­და, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცოტა ჭკუ­ა­ზე მო­ვი­დო­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვან­და. სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვე­დი, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე, მაგ­რამ როცა ვნა­ხე ცი­ხის კად­რე­ბი, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ვე­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის სი­ა­ში ჩაგ­ვა­ყე­ნა - თუ რო­გორ ვათ­რი­ეთ ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი და რა ამა­ყად ვა­ნა­ხეთ ეს მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ თურ­მე, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის ასე მო­პყრო­ბა, ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე აქ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ისე­თი პრო­ტეს­ტის­თვის მი­მე­მარ­თა, რო­მე­ლიც მე შე­მე­ფე­რე­ბო­და. მეც შე­მიძ­ლია ჩა­მო­ვი­დე, აქ­ცი­ებ­ზე ვი­ა­რო და სი­ტყვით გა­მო­ვი­დე, მაგ­რამ მე მგო­ნი, ამა­ზე მეტ ყუ­რა­დღე­ბას მი­ვიქ­ცევ - სა­ზღვარ­გა­რე­თის ყუ­რა­დღე­ბა მაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში, იმით, რომ აქ შიმ­შილს გა­მო­ვა­ცხა­დებ. პირ­ვე­ლი­ვე დღეს, როცა დავ­წე­რე, რომ შიმ­შილს და­ვი­წყებ­დი, უკვე გა­მოგ­ვეხ­მა­ურ­ნენ ლონ­დო­ნი­დან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, იქი­დან კო­რეს­პონ­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვალ ჩა­მო­ვა...

მე მე­გო­ნა, რომ ცოტა გონ­ზე მა­ინც იქ­ნე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ კად­რებ­მა გვა­ნა­ხა, რომ "ოც­ნე­ბა“ გა­სუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან, სა­ერ­თოდ ვე­ღარ აზ­როვ­ნე­ბენ, რას აკე­თე­ბენ“, - აცხა­დებს ბურ­ჭუ­ლა­ძე.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, პრო­ტეს­ტის მსგავ­სი ფორ­მა არას­დროს გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, მა­ში­ნაც კი, როცა მას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. ბურ­ჭუ­ლა­ძის თქმით­ვე, მან სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა გა­ა­გე­ბი­ნოს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმას, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა.

"ჩემი შიმ­ში­ლო­ბა უფრო სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზის­თვი­საა გათ­ვლი­ლი. მე­ო­რე მხა­რეც აქვს ჩემ შიმ­ში­ლო­ბას და ჩემ პრო­ტესტს - ამით მე ვა­ცხა­დებ, რომ მე არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­მარ­ცხვი­ნო ის­ტო­რი­ა­ში, რაც დღეს იწე­რე­ბა. მე არ მინ­და ვიყო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტის სიკ­ვდი­ლის, მე ხელს ვა­წერ, რომ ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ ვი­ღებ, ეს არის ჩემი მი­ზა­ნი. ეს მინ­და ზუს­ტად გა­ვაც­ნო მთელ მსოფ­ლი­ოს, რომ ქარ­თვე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამის წი­ნა­აღ­მდე­გი ვართ, რაც ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბა“, - აცხა­დებს ბურ­ჭუ­ლა­ძე.

კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად ელო­დე­ბა, რომ შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­სე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას, ბურ­ჭუ­ლა­ძე აცხა­დებს, რომ "ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი“.

"ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი, მი­თუ­მე­ტეს, როცა სა­მარ­თლი­ა­ნია. მე ნუ ჩა­მა­ხე­დებთ იმ ავად­მყო­ფი ხალ­ხის გო­ნე­ბა­ში, თუ რას ფიქ­რო­ბენ ისი­ნი, "ენას ძვა­ლი არ აქვს“, იძა­ხი­ან, რომ მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი აქ­ცი­ე­ბია, მე მგო­ნია, რომ ეს ასე არ არის, ამ კო­ვი­დის დროს ეს არის ძა­ლი­ან მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, ხალ­ხი სულ ემა­ტე­ბა და ემა­ტე­ბა. ჩემი აზ­რით, დღეს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ აგო­ნი­ა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, თვით­გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში არი­ან და ფიქ­რო­ბენ, რომ ასე­თი გზით შე­იძ­ლე­ბა თვით­გა­დარ­ჩე­ნა. ჩემი აზ­რით, მათ რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დრო­ზე გა­და­ეყ­ვა­ნათ მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ასე­თი რამ არ მოხ­დე­ბო­და, ბევ­რად უფრო წყნა­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - აცხა­დებს ბურ­ჭუ­ლა­ძე.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში პი­რა­დი შუ­რის­ძი­ე­ბის გამო არ გა­დაჰ­ყავთ.

"ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა და­დეს პი­რო­ბა, რომ კლი­ნი­კას არ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან, მე ამის მჯე­რა, რად­გან მათი სი­ტყვა და­ი­ჯე­რე­ბა. არ გა­დაჰ­ყავთ, რად­გან ეს არის პი­როვ­ნუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვილს ასი­ა­მოვ­ნონ. მე ამა­ში ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ის ადა­მი­ა­ნი ახლა ზის და ხა­რობს - ნახე, მიშა, მიშა, რა გი­ქე­ნი - ეს არის პი­როვ­ნუ­ლი. მე ვიც­ნობ იმ ადა­მი­ანს, ეს ნამ­დვი­ლად ასეა. ვე­რა­ვინ ბე­დავს, თო­რემ ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან ცუდ დღე­შია. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამე რომ მო­უ­ვი­დეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ჩვენ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის პი­რას ვდგა­ვართ, აქ სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა, აქ იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუდი რამ - არც მინ­და ვი­ფიქ­რო, რა შე­იძ­ლე­ბა ამას მოჰ­ყვე­ბა.

ისი­ნი რა­საც ამ­ბო­ბენ, ერთი სი­ტყვა და­ი­ჯე­რე­ბა? სა­ერ­თოდ, რა პროგ­ნო­ზებს აკე­თე­ბენ, და­ი­ჯე­რე­ბა? ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ნუ ერე­ვი­ან ჩვენ საქ­მე­ებ­ში, თვი­თონ მი­ხე­დონ თა­ვი­ანთ ქვე­ყა­ნა­სო, ამის თქმა შე­იძ­ლე­ბა? ჩვენ უკვე მე­გობ­რებს ვკარ­გავთ, უკ­რა­ი­ნა უკვე თით­ქმის დავ­კარ­გეთ, მე­გობ­რებს ვკარ­გავთ და­სავ­ლეთ­ში, სა­ით­კენ მივ­დი­ვართ, საით მი­ვე­ქა­ნე­ბით, ვინ არის ჩვე­ნი პატ­რო­ნი? მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა იმ რე­გი­ონ­ში, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობთ? ჩაგ­ვყლა­პა­ვენ! ვის აინ­ტე­რე­სებს? მე მგო­ნი, არც არა­ვის!“, - გა­ნა­ცხა­და ბურ­ჭუ­ლა­ძემ.

კი­თხვა­ზე, ეთან­ხმე­ბა თუ არა ის ოპო­ზი­ცი­ის სა­მი­ვე მო­თხოვ­ნას - გა­და­იყ­ვა­ნონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ასე­ვე, გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და და­ი­ნიშ­ნოს ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ბურ­ჭუ­ლა­ძე პა­სუ­ხობს, რომ ეთან­ხმე­ბა.

"ჩემი შიმ­ში­ლო­ბა არის იმის­თვის, რომ ის მულ­ტი­ფუნ­ქცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნონ და საფრ­თხე არ შე­ექ­მნას მის სი­ცო­ცხლეს. მე იმა­ვე წუ­თას შევ­წყვეტ შიმ­ში­ლო­ბას და გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემ საქ­მეს, და­ნარ­ჩენ­ში ვე­თან­ხმე­ბი. მი­შას სი­ცო­ცხლე უნდა გა­დარ­ჩეს, მი­შა­ზე გა­დის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი, მი­შას ვკარ­გავთ - ვკარ­გავთ სა­ქარ­თვე­ლოს, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“, - აცხა­დებს ბურ­ჭუ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბურჭულაძეს!
0

რასაც ამბობდენ თქვენზე არ მჯეროდა, თურმე ყველაცერი სიმართლე ყოფილა და უარესიც, მართლა ძალიან ურცხვი ყოფილხართ.

ნოე
0

ლაპარაკი შენი და უგულავას ძლიერი მხარე არაა, ჯობია ისევ იშიმშილო

ავტორი:

"მეც შემიძლია აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მგონია, რომ უცხოეთიდან უფრო მეტ ყურადღებას შიმშილობით მივიქცევ" - პაატა ბურჭულაძე

"მეც შემიძლია აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მგონია, რომ უცხოეთიდან უფრო მეტ ყურადღებას შიმშილობით მივიქცევ" - პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, საქართველოს მომავალი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე გადის. აღნიშნულის შესახებ ბურჭულაძემ "ინტერპრესნიუსს“ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში განუცხადა, სადაც ის მეორე დღეა შიმშილობს.

როგორც საოპერო მომღერალი აცხადებს, მისი შიმშილობის მიზანი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა და მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ბურჭულაძის თქმით, მან შიმშილობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები იხილა.

"ერთი კვირის წინ საქართველოში ვიყავი, იმედი მქონდა, რომ "ქართული ოცნება“ ცოტა ჭკუაზე მოვიდოდა და მიხეილ სააკაშვილს მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანდა. საზღვარგარეთ წავედი, ჩემი საქმიანობა გავაგრძელე, მაგრამ როცა ვნახე ციხის კადრები, რომელმაც მთელი საქართველო ველური ქვეყნების სიაში ჩაგვაყენა - თუ როგორ ვათრიეთ ჩვენი პრეზიდენტი და რა ამაყად ვანახეთ ეს მთელ მსოფლიოს, რომ თურმე, ჩვენ შეგვიძლია ადამიანების ასე მოპყრობა, ამის შემდეგ გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი და ისეთი პროტესტისთვის მიმემართა, რომელიც მე შემეფერებოდა. მეც შემიძლია ჩამოვიდე, აქციებზე ვიარო და სიტყვით გამოვიდე, მაგრამ მე მგონი, ამაზე მეტ ყურადღებას მივიქცევ - საზღვარგარეთის ყურადღება მაქვს მხედველობაში, იმით, რომ აქ შიმშილს გამოვაცხადებ. პირველივე დღეს, როცა დავწერე, რომ შიმშილს დავიწყებდი, უკვე გამოგვეხმაურნენ ლონდონიდან ჟურნალისტები, იქიდან კორესპონდენტი საქართველოში ხვალ ჩამოვა...

მე მეგონა, რომ ცოტა გონზე მაინც იქნებოდნენ, მაგრამ კადრებმა გვანახა, რომ "ოცნება“ გასულია მომსახურების ზონიდან, საერთოდ ვეღარ აზროვნებენ, რას აკეთებენ“, - აცხადებს ბურჭულაძე.

როგორც ის განმარტავს, პროტესტის მსგავსი ფორმა არასდროს გამოუყენებია, მაშინაც კი, როცა მას ბრალი წაუყენეს. ბურჭულაძის თქმითვე, მან საერთაშორისო საზოგადოებას უნდა გააგებინოს, რომ ქართველების უმეტესობა ეწინააღმდეგება იმას, რაც ქვეყანაში ხდება.

"ჩემი შიმშილობა უფრო საერთაშორისო ასპარეზისთვისაა გათვლილი. მეორე მხარეც აქვს ჩემ შიმშილობას და ჩემ პროტესტს - ამით მე ვაცხადებ, რომ მე არ ვმონაწილეობ ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ისტორიაში, რაც დღეს იწერება. მე არ მინდა ვიყო თანამონაწილე ჩვენი პრეზიდენტის სიკვდილის, მე ხელს ვაწერ, რომ ამაში მონაწილეობას არ ვიღებ, ეს არის ჩემი მიზანი. ეს მინდა ზუსტად გავაცნო მთელ მსოფლიოს, რომ ქართველების უმეტესობა ამის წინააღმდეგი ვართ, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება“, - აცხადებს ბურჭულაძე.

კითხვაზე, რამდენად ელოდება, რომ შიმშილობის აქციით საქართველოს ხელისუფლების არსებულ პოზიციაზე მოახდენს გავლენას, ბურჭულაძე აცხადებს, რომ "ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მითუმეტეს, როცა სამართლიანია. მე ნუ ჩამახედებთ იმ ავადმყოფი ხალხის გონებაში, თუ რას ფიქრობენ ისინი, "ენას ძვალი არ აქვს“, იძახიან, რომ მცირერიცხოვანი აქციებია, მე მგონია, რომ ეს ასე არ არის, ამ კოვიდის დროს ეს არის ძალიან მრავალრიცხოვანი, ხალხი სულ ემატება და ემატება. ჩემი აზრით, დღეს, "ქართული ოცნება“ აგონიაშია ჩავარდნილი, თვითგადარჩენის პროცესში არიან და ფიქრობენ, რომ ასეთი გზით შეიძლება თვითგადარჩენა. ჩემი აზრით, მათ რომ მიხეილ სააკაშვილი დროზე გადაეყვანათ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ასეთი რამ არ მოხდებოდა, ბევრად უფრო წყნარი სიტუაცია იქნებოდა საქართველოში“, - აცხადებს ბურჭულაძე.

მისივე შეფასებით, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში პირადი შურისძიების გამო არ გადაჰყავთ.

"ოპოზიციურმა პარტიებმა დადეს პირობა, რომ კლინიკას არ მიუახლოვდებიან, მე ამის მჯერა, რადგან მათი სიტყვა დაიჯერება. არ გადაჰყავთ, რადგან ეს არის პიროვნული შურისძიება, რომ ივანიშვილს ასიამოვნონ. მე ამაში ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ადამიანი ახლა ზის და ხარობს - ნახე, მიშა, მიშა, რა გიქენი - ეს არის პიროვნული. მე ვიცნობ იმ ადამიანს, ეს ნამდვილად ასეა. ვერავინ ბედავს, თორემ ყველა ხვდება, რომ ქვეყანა ძალიან ცუდ დღეშია. თქვენ წარმოიდგინეთ, რამე რომ მოუვიდეს მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ სამოქალაქო ომის პირას ვდგავართ, აქ სისხლი დაიღვრება, აქ იქნება ძალიან ცუდი რამ - არც მინდა ვიფიქრო, რა შეიძლება ამას მოჰყვება.

ისინი რასაც ამბობენ, ერთი სიტყვა დაიჯერება? საერთოდ, რა პროგნოზებს აკეთებენ, დაიჯერება? ისინი ამბობენ, ევროპარლამენტარები ნუ ერევიან ჩვენ საქმეებში, თვითონ მიხედონ თავიანთ ქვეყანასო, ამის თქმა შეიძლება? ჩვენ უკვე მეგობრებს ვკარგავთ, უკრაინა უკვე თითქმის დავკარგეთ, მეგობრებს ვკარგავთ დასავლეთში, საითკენ მივდივართ, საით მივექანებით, ვინ არის ჩვენი პატრონი? მეგობრების გარეშე როგორ შეიძლება ცხოვრება იმ რეგიონში, რომელშიც ვცხოვრობთ? ჩაგვყლაპავენ! ვის აინტერესებს? მე მგონი, არც არავის!“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ის ოპოზიციის სამივე მოთხოვნას - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ასევე, გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ბურჭულაძე პასუხობს, რომ ეთანხმება.

"ჩემი შიმშილობა არის იმისთვის, რომ ის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაიყვანონ და საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს. მე იმავე წუთას შევწყვეტ შიმშილობას და გავაგრძელებ ჩემ საქმეს, დანარჩენში ვეთანხმები. მიშას სიცოცხლე უნდა გადარჩეს, მიშაზე გადის დღეს საქართველოს მომავალი, მიშას ვკარგავთ - ვკარგავთ საქართველოს, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აცხადებს ბურჭულაძე.