სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვმართოთ ატოპიური დერმატიტი? – რჩევები თოდუას კლინიკის ექიმისგან
როგორ ვმართოთ ატოპიური დერმატიტი? – რჩევები თოდუას კლინიკის ექიმისგან

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი ქა­ვი­ლით მიმ­დი­ნა­რე კა­ნის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად 5 წლამ­დე ასაკ­ში ვლინ­დე­ბა. ეს დი­აგ­ნო­ზი ბავ­შვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 10-15%-ს, ხოლო მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 4%-ს აწუ­ხებს. ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მას პე­რი­ო­დუ­ლი გამ­წვა­ვე­ბა ახა­სი­ა­თებს.

მას­ზე უფრო მე­ტის თო­დუ­ას კლი­ნი­კის დერ­მა­ტო­ლოგს ნა­თია თო­დუ­ას და­ვუ­კავ­შირ­დით – ის მის სიმპტო­მებ­ზე, გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­სა და მარ­თვის გზებ­ზე გვე­სა­უბ­რა.

რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტიტს და რო­დის ვლინ­დე­ბა ის ყვე­ლა­ზე ხში­რად?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მთა­ვა­რი სიმპტო­მე­ბია: ქა­ვი­ლი, მშრა­ლი, დამსკდა­რი და აქერცლი­ლი კანი. ძი­რი­თად სიმპტომს მა­ინც ქა­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ძლი­ერ­დე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და სტრე­სის დროს. ასე­ვე, ქა­ვი­ლი უმე­ტეს­წი­ლად ძლი­ერ­დე­ბა ღა­მით და შე­იძ­ლე­ბა იყოს ისე­თი მწვა­ვე, რომ პა­ცი­ენ­ტებს და­ერ­ღვე­ვათ ძილი. ინ­ტენ­სი­უ­რი ფხა­ნი­სა­სას კი კა­ნის ზე­და­პი­რი ზი­ან­დე­ბა და ხში­რად ჩნდე­ბა ექ­სკო­რი­ა­ცი­ე­ბი ანუ ნა­კაწ­რე­ბი. ასე­თი ტი­პის კა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­თულ­დეს მე­ო­რა­დი ინ­ფექ­ცი­ით, ამი­ტომ სა­ჭი­როა სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მივ­მარ­თოთ ექიმს და ჩა­ვი­ტა­როთ ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ასე­ვე, ამ და­ა­ვა­დე­ბას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ახა­სი­ა­თებს ლი­ქე­ნი­ფი­კა­ცია ანუ კა­ნის გა­ს­ქე­ლე­ბა იმ უბ­ნებ­ში, სა­დაც ქა­ვი­ლი ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი.

ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტს შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბიც, რო­გო­რე­ბი­ცაა ას­თმა და ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი. პა­ცი­ენ­ტებს ხში­რად აქვთ სა­სუნ­თქი გზე­ბის პრობ­ლე­მე­ბი და მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა ალერ­გე­ნე­ბის მი­მართ.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის შემ­თხვე­ვა­თა 60% ვლინ­დე­ბა ერთ წლამ­დე ასაკ­ში, ხოლო 85% ხუთ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში. სიმპტო­მე­ბი, რო­გორც წესი, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იკ­ლებს და შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლე­ბი­თაც ალაგ­დეს, თუმ­ცა, არა ყო­ველ­თვის და ამის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სხე­უ­ლის რა ად­გი­ლებ­ზე ჩნდე­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის ნიშ­ნე­ბი?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის ნიშ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, მაგ­რამ ზოგ­ჯერ პა­ცი­ენ­ტის ასა­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გხვდვ­დე­ბა მე­ტად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ უბ­ნებ­ზე. ატო­პი­ურ დერ­მა­ტი­ტში გა­ნას­ხვა­ვე­ბენ სამ ძი­რი­თად ჯგუფს/სტა­დი­ას:

  1. ატო­პია ჩვი­ლებ­ში, რო­მე­ლიც ვლინ­დე­ბა 6 თვის ასა­კამ­დე და ყვე­ლა სა­ერ­თო სიმპტო­მა­ტი­კას­თან ერ­თად ახა­სი­ა­თებს უმე­ტეს­წი­ლად გა­მოვ­ლი­ნე­ბა ლო­ყებ­ზე, შუბ­ლზე, თა­ვის კან­ზე და ნი­კაპ­ზე. შე­იძ­ლე­ბა იყოს გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლიც სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა უბ­ნებ­ში მშრა­ლი სი­მეტ­რი­უ­ლი ლა­ქე­ბის სა­ხით. ატო­პია ამ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს სე­ბო­რე­ულ დერ­მა­ტიტ­თან ერ­თა­დაც.
  2. ატო­პია ბავ­შვებ­ში ვლინ­დე­ბა 2 წლი­დან მომ­წი­ფე­ბის ასა­კამ­დე და ძლი­ერ ქა­ვილ­თან ერ­თად ახა­სი­ა­თებს დის­ტრი­ბუ­ცია ძი­რი­თა­დად ყე­ლის მი­და­მო­ში, მა­ჯებ­სა და კო­ჭებ­ზე, ხე­ლი­სა და ფე­ხის კი­დუ­რე­ბის რო­გორც მომ­ხრელ ზე­და­პი­რებ­ზე ასე­ვე გამ­შლე­ლებ­ზეც. კანი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქა­ვი­ლის­გან გა­უ­ხე­შე­ბუ­ლი და გა­ს­ქე­ლე­ბუ­ლი. ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის ელე­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეგ­ვხვდეს სა­ხე­ზეც. ამ პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბობს მა­ღა­ლი რის­კი იმი­სა, რომ გან­ვი­თარ­დეს ას­თმა და ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი.
  3. ატო­პია მოზ­რდი­ლებ­ში იწყე­ბა უფრო ბავ­შვო­ბის გვი­ან წლებ­ში, ახა­სი­ა­თებს უფრო გე­ნე­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მა და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ლინ­დეს.

რა არის ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გა­მომ­წვე­ვი მთა­ვა­რი მი­ზე­ზე­ბი?

ის მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა რო­მე­ლიც მო­ი­ცავს კა­ნის ბა­რი­ე­რულ პა­თო­ლო­გი­ას და დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მოშ­ლას, გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას და იმუ­ნუ­ქი პა­სუ­ხის დე­ფექტს. აღ­ნიშ­ნულ­თა­გან მთა­ვა­რი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი მა­ინც კა­ნის ბა­რი­ე­რუ­ლი ფუნ­ქცი­ის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი ცილა ფი­ლაგ­რი­ნის დე­ფექ­ტი და უკ­მა­რი­სო­ბაა, რო­მელ­საც თა­ვის მხრივ მივ­ყა­ვართ კა­ნის დამ­ცვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ის მოშ­ლამ­დე. ამ დროს კანს მარ­ტი­ვად ვნებს სხვა­დას­ხვა ალერ­გე­ნე­ბი და გა­მა­ღი­ზი­ა­ნებ­ლე­ბი, რაც ან­თე­ბის ხში­რი მი­ზე­ზი ხდე­ბა.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის რის­კფაქ­ტორს ასე­ვე წარ­მო­ად­გენს გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბა. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, მისი გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა 50-60%-ით მა­ტუ­ლობს, თუკი პა­ცი­ენ­ტის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ნა­თე­სავს ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი აქვს.

რო­გორ ხდე­ბა ამ და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სას ექ­ვსი მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მით ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ. სა­ხე­ზე უნდა გვქონ­დეს რამ­დე­ნი­მე ნი­შა­ნი:

  1. ქა­ვი­ლი;
  2. ტი­პუ­რი გავ­რცე­ლე­ბა და და­ზი­ა­ნე­ბის მორ­ფო­ლო­გია;
  3. ლი­ქე­ნი­ფი­კა­ცია ანუ კა­ნის გა­ს­ქე­ლე­ბა მოზ­რდი­ლებ­ში;
  4. და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი სა­ხე­ზე და კი­დუ­რე­ბის გამ­შლელ ზე­და­პი­რებ­ზე ჩვი­ლებ­სა და ბავ­შვებ­ში;
  5. ქრო­ნი­კუ­ლი ან ქრო­ნი­კუ­ლად მო­რე­ცი­დი­ვე დერ­მა­ტი­ტე­ბი;
  6. ატო­პი­ის პი­რა­დი ან ოჯა­ხის ის­ტო­რია (ას­თმა, ალერ­გი­უ­ლი რი­ნი­ტი, ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტი).

იმი­სათ­ვის, რომ ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დი­აგ­ნო­ზი დავ­სვათ, პა­ცი­ენ­ტი, ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან სულ მცი­რე სამ კრი­ტე­რი­უმს მა­ინც უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა­ში შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ კვლე­ვებ­საც ვი­ყე­ნებთ, თუმ­ცა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ინც კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბია.

რო­გორ ხდე­ბა ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბა და რო­გორ უნდა მარ­თოს ის თა­ვად პა­ცი­ენ­ტმა?

ამ და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვა­სა და მოვ­ლა­ში უმ­თავ­რე­სი და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი სა­ცხის სის­ტე­მა­ტუ­რი ხმა­რე­ბაა. სა­სურ­ვე­ლია, რომ პა­ცი­ენ­ტმა ის დღე­ში 2-ჯერ მა­ინც გა­მო­ი­ყე­ნოს. მათი გა­მო­ყე­ნე­ბა ხელს უწყობს ბა­რი­ე­რუ­ლი ფუნ­ქცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ და­მა­ტე­ნი­ა­ნე­ბე­ლი უნდა წა­ვის­ვათ არა მხო­ლოდ და­ზი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებ­ზე, არა­მედ მთლი­ან სხე­ულ­ზე.

NS

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის გამ­წვა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს საკ­ვე­ბის ალერ­გე­ნებ­მა. ამი­ტომ, პა­ცი­ენ­ტე­ბი უნდა და­აკ­ვირ­დნენ კონ­კრე­ტუ­ლად რა პრო­დუქ­ტი იწ­ვევს და­ა­ვა­დე­ბის გამ­წვა­ვე­ბას და მათი ჭამა შე­ზღუ­დონ ან შე­წყვი­ტონ.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შხა­პის ხან­გრძლი­ვო­ბას და წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რას - წყა­ლი არ უნდა იყოს ცხე­ლი, შხა­პის მი­ღე­ბის დრო კი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვამ­ცი­როთ, რად­გან ამ დროს სხე­უ­ლი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყალს კარ­გავს და მის გა­მოშ­რო­ბას უწყობს ხელს, ამი­ტომ მის შემ­დეგ აუ­ცი­ლე­ბე­ლია კა­ნის სა­თა­ნა­დო და­ტე­ნი­ა­ნე­ბა. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას PH ნე­იტ­რა­ლუ­რი (PH 5.5) სა­პო­ნი თუ და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დროს კანს არ უნდა ეხე­ბო­დეს შალი ან ხე­ლოვ­ნუ­რი ქსო­ვი­ლი, რად­გან ის კი­დევ უფრო მე­ტად გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს კანს.

სა­სურ­ვე­ლია, სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში ვა­კონ­ტრო­ლოთ ტემ­პე­რა­ტუ­რაც – ის არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 19-20 გრა­დუსს. ასე­ვე უმ­ჯო­ბე­სია, რომ ოთახ­ში ტე­ნი­ა­ნო­ბაც და­რე­გუ­ლირ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ატო­პი­ურ დერ­მა­ტიტს ტემ­პე­რა­ტუ­რის მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბიც აღი­ზი­ა­ნებს – ცი­ვი­დან თბილ გა­რე­მო­ში მოხ­ვედ­რა და პი­რი­ქით. ამი­ტომ ზამ­თრის მოს­ვლას­თან ერ­თად, როცა ჰა­ე­რიც საკ­მა­ოდ მშრა­ლია, კი­დევ უფრო მეტი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს და კანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უნდა მო­ვუ­ა­როთ.

ატო­პი­უ­რი დერ­მა­ტი­ტის დროს მივ­მარ­თავთ რო­გორ ად­გი­ლობ­რივ, ასე­ვე სის­ტე­მურ მკურ­ნა­ლო­ბას და გავ­ცემთ რე­კო­მენ­და­ცი­ებს თუ რო­გორ მოხ­დეს კა­ნის სწო­რი მოვ­ლა.

ავტორი:

როგორ ვმართოთ ატოპიური დერმატიტი? – რჩევები თოდუას კლინიკის ექიმისგან

როგორ ვმართოთ ატოპიური დერმატიტი? – რჩევები თოდუას კლინიკის ექიმისგან

ატოპიური დერმატიტი ქავილით მიმდინარე კანის ანთებითი დაავადებაა, რომელიც უმეტესად 5 წლამდე ასაკში ვლინდება. ეს დიაგნოზი ბავშვების დაახლოებით 10-15%-ს, ხოლო მოზრდილი ადამიანების 4%-ს აწუხებს. ატოპიური დერმატიტი ქრონიკული დაავადებაა და მას პერიოდული გამწვავება ახასიათებს.

მასზე უფრო მეტის თოდუას კლინიკის დერმატოლოგს ნათია თოდუას დავუკავშირდით – ის მის სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებზე, დიაგნოსტირებასა და მართვის გზებზე გვესაუბრა.

რა სიმპტომები ახასიათებს ატოპიური დერმატიტს და როდის ვლინდება ის ყველაზე ხშირად?

ატოპიური დერმატიტის მთავარი სიმპტომებია: ქავილი, მშრალი, დამსკდარი და აქერცლილი კანი. ძირითად სიმპტომს მაინც ქავილი წარმოადგენს, რომელიც ძლიერდება ტემპერატურის ცვლილებებისა და სტრესის დროს. ასევე, ქავილი უმეტესწილად ძლიერდება ღამით და შეიძლება იყოს ისეთი მწვავე, რომ პაციენტებს დაერღვევათ ძილი. ინტენსიური ფხანისასას კი კანის ზედაპირი ზიანდება და ხშირად ჩნდება ექსკორიაციები ანუ ნაკაწრები. ასეთი ტიპის კანის დაზიანება შეიძლება გართულდეს მეორადი ინფექციით, ამიტომ საჭიროა სიმპტომების გამოვლენისთანავე მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ ადეკვატური მკურნალობა. ასევე, ამ დაავადებას დროთა განმავლობაში ახასიათებს ლიქენიფიკაცია ანუ კანის გასქელება იმ უბნებში, სადაც ქავილი ყველაზე ინტენსიურად არის გამოხატული.

ატოპიურ დერმატიტს შეიძლება ახლდეს სხვა დაავადებებიც, როგორებიცაა ასთმა და ალერგიული რინიტი. პაციენტებს ხშირად აქვთ სასუნთქი გზების პრობლემები და მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა ალერგენების მიმართ.

ატოპიური დერმატიტის შემთხვევათა 60% ვლინდება ერთ წლამდე ასაკში, ხოლო 85% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. სიმპტომები, როგორც წესი, ასაკის მატებასთან ერთად იკლებს და შეიძლება სრულებითაც ალაგდეს, თუმცა, არა ყოველთვის და ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

სხეულის რა ადგილებზე ჩნდება ყველაზე ხშირად ატოპიური დერმატიტის ნიშნები?

ატოპიური დერმატიტის ნიშნები შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, მაგრამ ზოგჯერ პაციენტის ასაკის გათვალისწინებით გხვდვდება მეტად დამახასიათებელ უბნებზე. ატოპიურ დერმატიტში განასხვავებენ სამ ძირითად ჯგუფს/სტადიას:

  1. ატოპია ჩვილებში, რომელიც ვლინდება 6 თვის ასაკამდე და ყველა საერთო სიმპტომატიკასთან ერთად ახასიათებს უმეტესწილად გამოვლინება ლოყებზე, შუბლზე, თავის კანზე და ნიკაპზე. შეიძლება იყოს გენერალიზებულიც სხეულის სხვადასხვა უბნებში მშრალი სიმეტრიული ლაქების სახით. ატოპია ამ ასაკში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სებორეულ დერმატიტთან ერთადაც.
  2. ატოპია ბავშვებში ვლინდება 2 წლიდან მომწიფების ასაკამდე და ძლიერ ქავილთან ერთად ახასიათებს დისტრიბუცია ძირითადად ყელის მიდამოში, მაჯებსა და კოჭებზე, ხელისა და ფეხის კიდურების როგორც მომხრელ ზედაპირებზე ასევე გამშლელებზეც. კანი შეიძლება იყოს ქავილისგან გაუხეშებული და გასქელებული. ატოპიური დერმატიტის ელემენტები შეიძლება შეგვხვდეს სახეზეც. ამ პერიოდში არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ განვითარდეს ასთმა და ალერგიული რინიტი.
  3. ატოპია მოზრდილებში იწყება უფრო ბავშვობის გვიან წლებში, ახასიათებს უფრო გენერალიზებული ფორმა და სხვადასხვა ადგილას შეიძლება გამოვლინდეს.

რა არის ატოპიური დერმატიტის გამომწვევი მთავარი მიზეზები?

ის მულტიფაქტორული დაავადებაა რომელიც მოიცავს კანის ბარიერულ პათოლოგიას და დამცველობითი ფუნქციის მოშლას, გარემო ფაქტორების ზემოქმედებას და იმუნუქი პასუხის დეფექტს. აღნიშნულთაგან მთავარი გამომწვევი მიზეზი მაინც კანის ბარიერული ფუნქციის შემანარჩუნებელი ცილა ფილაგრინის დეფექტი და უკმარისობაა, რომელსაც თავის მხრივ მივყავართ კანის დამცველობითი ფუნქციის მოშლამდე. ამ დროს კანს მარტივად ვნებს სხვადასხვა ალერგენები და გამაღიზიანებლები, რაც ანთების ხშირი მიზეზი ხდება.

ატოპიური დერმატიტის რისკფაქტორს ასევე წარმოადგენს გენეტიკური წინასწარგანწყობა. კვლევების მიხედვით, მისი განვითარების ალბათობა 50-60%-ით მატულობს, თუკი პაციენტის პირველი ხარისხის ნათესავს ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი აქვს.

როგორ ხდება ამ დაავადების დიაგნოსტირება?

ატოპიური დერმატიტის დიაგნოსტირებისას ექვსი მთავარი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობთ. სახეზე უნდა გვქონდეს რამდენიმე ნიშანი:

  1. ქავილი;
  2. ტიპური გავრცელება და დაზიანების მორფოლოგია;
  3. ლიქენიფიკაცია ანუ კანის გასქელება მოზრდილებში;
  4. დაავადების ნიშნები სახეზე და კიდურების გამშლელ ზედაპირებზე ჩვილებსა და ბავშვებში;
  5. ქრონიკული ან ქრონიკულად მორეციდივე დერმატიტები;
  6. ატოპიის პირადი ან ოჯახის ისტორია (ასთმა, ალერგიული რინიტი, ატოპიური დერმატიტი).

იმისათვის, რომ ატოპიური დერმატიტის დიაგნოზი დავსვათ, პაციენტი, ჩამოთვლილთაგან სულ მცირე სამ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. დიაგნოსტირებაში შედარებით იშვიათად ლაბორატორიულ კვლევებსაც ვიყენებთ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კლინიკური ნიშნებია.

როგორ ხდება ატოპიური დერმატიტის მკურნალობა და როგორ უნდა მართოს ის თავად პაციენტმა?

ამ დაავადების მართვასა და მოვლაში უმთავრესი დამატენიანებელი საცხის სისტემატური ხმარებაა. სასურველია, რომ პაციენტმა ის დღეში 2-ჯერ მაინც გამოიყენოს. მათი გამოყენება ხელს უწყობს ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესებას. გასათვალისწინებელია, რომ დამატენიანებელი უნდა წავისვათ არა მხოლოდ დაზიანებულ ადგილებზე, არამედ მთლიან სხეულზე.

NS

ატოპიური დერმატიტის გამწვავება შეიძლება გამოიწვიოს საკვების ალერგენებმა. ამიტომ, პაციენტები უნდა დააკვირდნენ კონკრეტულად რა პროდუქტი იწვევს დაავადების გამწვავებას და მათი ჭამა შეზღუდონ ან შეწყვიტონ.

ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებში მნიშვნელობა აქვს შხაპის ხანგრძლივობას და წყლის ტემპერატურას - წყალი არ უნდა იყოს ცხელი, შხაპის მიღების დრო კი მაქსიმალურად უნდა შევამციროთ, რადგან ამ დროს სხეული დიდი რაოდენობით წყალს კარგავს და მის გამოშრობას უწყობს ხელს, ამიტომ მის შემდეგ აუცილებელია კანის სათანადო დატენიანება. ასევე, სასურველია გამოყენებულ იქნას PH ნეიტრალური (PH 5.5) საპონი თუ დასაბანი საშუალება.

ატოპიური დერმატიტის დროს კანს არ უნდა ეხებოდეს შალი ან ხელოვნური ქსოვილი, რადგან ის კიდევ უფრო მეტად გააღიზიანებს კანს.

სასურველია, საძინებელ ოთახში ვაკონტროლოთ ტემპერატურაც – ის არ უნდა აღემატებოდეს 19-20 გრადუსს. ასევე უმჯობესია, რომ ოთახში ტენიანობაც დარეგულირდეს სპეციალური აპარატის გამოყენებით.

ატოპიურ დერმატიტს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებიც აღიზიანებს – ცივიდან თბილ გარემოში მოხვედრა და პირიქით. ამიტომ ზამთრის მოსვლასთან ერთად, როცა ჰაერიც საკმაოდ მშრალია, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს და კანს განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ.

ატოპიური დერმატიტის დროს მივმართავთ როგორ ადგილობრივ, ასევე სისტემურ მკურნალობას და გავცემთ რეკომენდაციებს თუ როგორ მოხდეს კანის სწორი მოვლა.