მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა
“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა

2021 წლის 9 ნო­ემ­ბრი­დან 11 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით “GM Pharma” მო­ნა­წი­ლე­ობ­და უდი­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტულ გა­მო­ფე­ნა­ზე - CPhI WorldWide 2021, რო­მელ­საც წელს ქ. მი­ლა­ნი (იტა­ლია) მას­პინ­ძლობ­და.

“GM Pharma”-მ სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თუ­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რის ლი­დე­რის სტა­ტუ­სით წა­რად­გი­ნა. კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და კონ­ტრაქ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა და ასე­ვე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებ­თან უკვე და­წყე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა გახ­ლდათ, რაც თა­ვის მხრივ კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი მიზ­ნის­თვის - ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლის­თვის - მომ­ზა­დე­ბის წი­ნა­პი­რო­ბას წარ­მო­ად­გენს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნა CPhI Worldwide გლო­ბა­ლუ­რი პლატ­ფორ­მაა. იგი ფარ­მა­ცევ­ტულ ინ­დუსტრი­ა­ში ჩარ­თულ ათა­სო­ბით პრო­ფე­სი­ო­ნალს, მწარ­მო­ე­ბელს, მომ­წო­დე­ბელ­სა თუ შემ­სყიდ­ველ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით და მათ­თვის კო­ო­პე­რა­ცი­ის ერ­თი­ა­ნი სივ­რცის შექ­მნას უზ­რუნ­ველ­ყოფს. 170-ზე მეტი მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნი­სა და 1400-ზე მეტი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით CPhI WorldWide წარ­მო­ად­გენს ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის უდი­დეს პრეს­ტი­ჟულ გა­მო­ფე­ნას მსოფ­ლი­ო­ში.

ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია “GM Pharma”-სთვის გა­მო­ფე­ნა CPhI Worldwide 2021-ზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­დგე­ნა უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას­თან ერ­თად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გახ­ლდათ, რად­გან კომ­პა­ნია მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერ­თა­დერ­თი ეგ­ზი­ბი­ტო­რი (ექ­სპო­ნენ­ტი) იყო სა­ქარ­თვე­ლო­დან.

ამ­ჟა­მად “GM Pharma” აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე შეს­ვლის­თვის; შე­სა­ბა­მი­სად, ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ფე­ნა­ზე კომ­პა­ნი­ამ გარ­კვე­უ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში “GM Pharma”-ს გუნ­დმა გა­მარ­თა უამ­რა­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მოღ­ვა­წე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტთან - გან­ხი­ლულ იქნა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ტრანსფე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გე­გე­მე­ბი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში, Out-licesning და in-licensing პრო­ექ­ტე­ბი, ევ­რო­პულ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი “GM Pharma”-ს კვლე­ვა-გან­ვი­თა­რე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში (ე.წ R&D co-development), აგ­რეთ­ვე ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის კონ­ტრაქ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბა “GM Pharma”-ს ფარ­მა­ცევ­ტულ ქარ­ხა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში.

„შე­დე­გად, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ “GM Pharma“ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯით ახ­ლო­საა კომ­პა­ნი­ის მთა­ვარ სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან მი­ზან­თან, რომ 2023-2024 წლის­თვის შე­ვი­დეს ევ­რო­კავ­ში­რის ბა­ზარ­ზე; 2021 წლის გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და კომ­პა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბა­დო­ბა, “GM Pharma”-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სურ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე ბევ­რმა კომ­პა­ნი­ამ გა­მო­ხა­ტა, ასე­ვე უფრო მა­ღალ ხა­რისხში ავი­და არ­სე­ბულ პარტნი­ო­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბაც, რაც სა­მო­მავ­ლო დიდი მიღ­წე­ვე­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს.“ - გა­ნა­ცხა­და “GM Pharma”-ს გან­ვი­თა­რე­ბის და მარ­კე­ტინ­გის დი­რექ­ტორ­მა, ბა­ტონ­მა ლე­ვან ვარ­დუ­აშ­ვილ­მა.

“GM Pharma” 100%-ით ქარ­თუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი 2000 წელს და­არ­სდა და მას შემ­დეგ სტა­ბი­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. დღე­ი­სათ­ვის, “GM Pharma”-ს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი (ბად-ები) იწარ­მო­ე­ბა და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­სა (გერ­მა­ნია, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, იტა­ლია, შვე­დე­თი, პორ­ტუ­გა­ლია და სხვ.) და სა­ქარ­თვე­ლოს GMP-სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში. “GM Pharma”-ს პორ­ტფე­ლი აერ­თი­ა­ნებს 150 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენტს გა­მოშ­ვე­ბის 260 ფორ­მით.

“GM Pharma”-ს სა­წარ­მო თბი­ლის­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი წარ­მო­ე­ბაა კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, სა­დაც უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მყა­რი ფორ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის სრუ­ლი ციკ­ლი - ნედ­ლე­უ­ლის მო­ძი­ე­ბი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის გა­მოშ­ვე­ბამ­დე.

დღე­ი­სათ­ვის “GM Pharma” ახორ­ცი­ე­ლებს 100-ზე მეტი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტს მსოფ­ლი­ოს 10 ქვე­ყა­ნა­ში (უზ­ბე­კე­თი, სომ­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ყირ­გი­ზე­თი, ტა­ჯი­კე­თი, მოლ­დო­ვა, ბე­ლა­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, თურ­ქმე­ნე­თი, უკ­რა­ი­ნა), ამას­თან აქვს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოფი­სე­ბი დსთ-ს 5 ქვე­ყა­ნა­ში. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, “GM Pharma” გეგ­მავს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ოფი­სე­ბის გახ­სნას ბე­ლა­რუს­ში, უკ­რა­ი­ნა­სა და ყა­ზა­ხეთ­ში. 2023-2024 წ.წ. იგეგ­მე­ბა ოპე­რი­რე­ბის და­წყე­ბა უკვე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

“GM Pharma” - ემ­სა­ხუ­რე­ბა მათ, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა!

R

ალექსანდრე ჯანაშია
0

არ მოკვირს ეს შედეგები როცა იმხელა კომპანიისაა ეს წარმოება, როგორიც პსპ-ფარმაა

ავტორი:

“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა

“GM Pharma”-მ საქართველო საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენა CPhI WorldWide 2021-ზე წარადგინა

2021 წლის 9 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით “GM Pharma” მონაწილეობდა უდიდეს საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენაზე - CPhI WorldWide 2021, რომელსაც წელს ქ. მილანი (იტალია) მასპინძლობდა.

“GM Pharma”-მ საქართველო ქართული ფარმაცევტული სექტორის ლიდერის სტატუსით წარადგინა. კომპანიის მთავარი ამოცანა ახალი კონტაქტებისა და კონტრაქტების მოძიება და ასევე მსოფლიოში ცნობილ ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე დაწყებული თანამშრომლობის გაღრმავება გახლდათ, რაც თავის მხრივ კომპანიის მთავარი მიზნისთვის - ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის - მომზადების წინაპირობას წარმოადგენს.

საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPhI Worldwide გლობალური პლატფორმაა. იგი ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ჩართულ ათასობით პროფესიონალს, მწარმოებელს, მომწოდებელსა თუ შემსყიდველ კომპანიას აერთიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათთვის კოოპერაციის ერთიანი სივრცის შექმნას უზრუნველყოფს. 170-ზე მეტი მონაწილე ქვეყნისა და 1400-ზე მეტი ფარმაცევტული კომპანიის მონაწილეობით CPhI WorldWide წარმოადგენს ფარმაცევტული პროდუქტების უდიდეს პრესტიჟულ გამოფენას მსოფლიოში.

ფარმაცევტული კომპანია “GM Pharma”-სთვის გამოფენა CPhI Worldwide 2021-ზე საქართველოს წარდგენა უდიდეს წარმატებასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც გახლდათ, რადგან კომპანია მედიკამენტების მწარმოებელი ერთადერთი ეგზიბიტორი (ექსპონენტი) იყო საქართველოდან.

ამჟამად “GM Pharma” აქტიურად ემზადება ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის; შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად აღნიშნულ გამოფენაზე კომპანიამ გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა. ღონისძიების ფარგლებში “GM Pharma”-ს გუნდმა გამართა უამრავი წარმატებული სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე ფარმაცევტული კომპანიების მენეჯმენტთან - განხილულ იქნა ტექნოლოგიური ტრანსფერის განხორციელების გეგემები ევროპული ქვეყნებიდან საქართველოში, Out-licesning და in-licensing პროექტები, ევროპულ კომპანიებთან ერთად მედიკამენტების ერთობლივი განვითარების შესაძლებლობები “GM Pharma”-ს კვლევა-განვითარების ლაბორატორიაში (ე.წ R&D co-development), აგრეთვე ევროპული კომპანიებისთვის კონტრაქტული წარმოება “GM Pharma”-ს ფარმაცევტულ ქარხანაში საქართველოში.

„შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “GM Pharma“ კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოსაა კომპანიის მთავარ საშუალოვადიან მიზანთან, რომ 2023-2024 წლისთვის შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე; 2021 წლის გამოფენაზე წარმატებული მონაწილეობით კიდევ უფრო გაიზარდა კომპანიის საერთაშორისო ცნობადობა, “GM Pharma”-სთან თანამშრომლობის სურვილი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე ბევრმა კომპანიამ გამოხატა, ასევე უფრო მაღალ ხარისხში ავიდა არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობაც, რაც სამომავლო დიდი მიღწევების საფუძველს წარმოადგენს.“ - განაცხადა “GM Pharma”-ს განვითარების და მარკეტინგის დირექტორმა, ბატონმა ლევან ვარდუაშვილმა.

“GM Pharma” 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული პირველი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა საქართველოში. იგი 2000 წელს დაარსდა და მას შემდეგ სტაბილურად ვითარდება. დღეისათვის, “GM Pharma”-ს მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია და სხვ.) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. “GM Pharma”-ს პორტფელი აერთიანებს 150 დასახელების მედიკამენტს გამოშვების 260 ფორმით.

“GM Pharma”-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

დღეისათვის “GM Pharma” ახორციელებს 100-ზე მეტი პროდუქციის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქმენეთი, უკრაინა), ამასთან აქვს წარმომადგენლობითი ოფისები დსთ-ს 5 ქვეყანაში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, “GM Pharma” გეგმავს წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას ბელარუსში, უკრაინასა და ყაზახეთში. 2023-2024 წ.წ. იგეგმება ოპერირების დაწყება უკვე ევროკავშირის ქვეყნებში.

“GM Pharma” - ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება!

R