სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე და მამას ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ეგ მაძლებინებს დღემდე. დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი
"მე და მამას ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ეგ მაძლებინებს დღემდე. დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი

თორ­ნი­კე და­ვი­თაშ­ვი­ლი უკვე ხუთი წე­ლია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს. Ambebi.ge-სთან იხ­სე­ნებს მა­მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რას და ამ­ბობს, რომ იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც მის­მა ოჯახ­მა გა­და­ი­ტა­ნა, დედა მის­თვის გმი­რია.

- თორ­ნი­კე, პირ­ველ რიგ­ში თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით, რას საქ­მი­ა­ნობთ...

- დიდი მად­ლო­ბა, რომ დროს მით­მობთ. უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, რაც DAAD-ს სტი­პენ­დი­ით ვიმ­ყო­ფე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰა­ი­დელ­ბერ­გში და ვსწავ­ლობ სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვმუ­შა­ობ მეც­ნი­ერ-ასის­ტენ­ტად რო­ბო­ტი­კი­სა და მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ვა­ზი­უ­რი ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში

- რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არ გა­გი­ჭირ­დათ მანდ ყოფ­ნა?

- ძა­ლი­ან, წინა წელს ზუს­ტად პან­დე­მი­ის ერთ-ერთი მწვა­ვე ტალ­ღის დროს გარ­და­მეც­ვა­ლა მამა და ვერც პა­ნაშ­ვი­დებს და ვერც დაკ­რძალ­ვას ვერ და­ვეს­წა­რი. ძა­ლი­ან მძი­მედ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩემ­თვის ჩემი საქ­მე ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და გვი­წევს ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, გერ­მა­ნი­ა­ში ახლა მო­სახ­ლე­ო­ბის 70% უკვე აც­რი­ლია, რის გა­მოც ძა­ლი­ან ბევ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბით ვსარ­გებ­ლობთ. დღე­საც დი­ლის 8-დან სა­ღა­მოს 16 სა­ა­თამ­დე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვი­ყა­ვი.

ძმე­ბი და­ვი­თაშ­ვი­ლე­ბი

- ახლა სწო­რედ მა­მა­ზე უნდა მე­კი­თხა. რო­გო­რი მამა იყო ბა­ტო­ნი კობა?

- 2007 წლამ­დე ძა­ლი­ან თბი­ლი და მზრუნ­ვე­ლი მამა იყო, შვი­ლე­ბი სულ კი­ნო­ში და McDonald´s-ში დავ­ყავ­დით, ჩვენ­თან ბევრ დროს ატა­რებ­და დატ­ვირ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. 2007 წლის მერე მამა ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ამან მთელს ოჯახს ძა­ლი­ან დიდი კვა­ლი და­ა­ტყო.

- ეს იყო უმ­ძი­მე­სი წლე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა გახ­სოვთ იმ მძი­მე წლე­ბი­დან?

- არ მსურს პი­რა­დულ­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ბევ­რი სირ­თუ­ლე იყო, რისი გად­მო­ცე­მაც სი­ტყვე­ბით, უბ­რა­ლოდ, რე­ა­ლო­ბას ვერ აღ­წერს.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ დე­დას­თან, ქალ­ბა­ტონ ინ­გას­თან ჩავ­წე­რეთ ინ­ტერ­ვიუ. მი­უ­ხე­და­ვად უამ­რა­ვი სირ­თუ­ლი­სა, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ქა­ლია...

- ნამ­დვი­ლად, დე­და­ჩემ­მა რა­საც გა­უძ­ლო და რაც იტ­ვირ­თა, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა მსგავ­სი რამ შეძ­ლოს. 5 შვი­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტომ აღგვზარ­და და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ მა­მა­საც სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით უვ­ლი­და. დე­და­ჩე­მი ჩემ­თვის გმი­რია.

- თქვენს დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­ზე რას გვე­ტყვით, ისი­ნი თბი­ლის­ში ცხოვ­რო­ბენ, თქვენ უფ­რო­სი ხართ?

- მე მე­ო­რე ვარ. ჩემი ოთხი ძმი­დან სამი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. უფ­რო­სი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზეა გე­ოგ­რა­ფი­ის გან­ხრით, შუ­ა­თა­ნა - ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ას სწავ­ლობს, მე­ო­თხე კი - ტუ­რიზმს. ძმებ­ში ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში და­დის.

- წე­რილ­ში, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით გა­ავ­რცე­ლეთ, თა­ვა­დაც ახ­სე­ნეთ, რომ ის თქვე­ნი ნათ­ლი­აა, მარ­თლა არ გახ­სოვთ მას­თან არ­ცერ­თი შეხ­ვედ­რა? - კი­დევ ვინ არი­ან თქვე­ნი ნათ­ლი­ე­ბი?

- რა თქმა უნდა, მახ­სოვს მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი, მაგ­რამ ბუნ­დოვ­ნად. და­მერ­წმუ­ნეთ, ოჯა­ხის მა­ტე­რო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­მახ­სოვ­რე­ბა არა­ვის არ უნდა. სა­ა­კაშ­ვი­ლი ბო­ლოს, მახ­სოვს, ბე­შუმ­ში ვნა­ხე, მა­შინ სულ რა­ღაც 6 წლის ვი­ყა­ვი. მე­ო­რე ნათ­ლი­ით უფრო ვა­მა­ყობ, ნონა წო­წო­რი­აა, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში მრა­ვა­ლი წელი იყო მო­სა­მარ­თლედ გამ­წე­სე­ბუ­ლი.

- ქალ­ბა­ტონ ნო­ნას­თან თუ გაქვთ ახლა ურ­თი­ერ­თო­ბა?

- ძა­ლი­ან ბევ­რი წელი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქო­ნია. დიდი ხა­ნია პი­რა­დად არ მი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად შორს არ ვი­ყა­ვით, ვიდ­რე სტრას­ბურგს და­ტო­ვებ­და. სა­მა­გი­ე­როდ, თბი­ლის­ში დე­დას ეს­ტუმ­რა და მი­უ­სამ­ძიმ­რა. ეს ჩემ­თვის ბევ­რს ნიშ­ნავს.

- თქვენს წე­რილ­თან ერ­თად გავ­რცელ­და ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­დეო, ამ ორმა ფაქ­ტმა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნა გა­და­ფა­რა. იც­ნობთ ედუ­არდს?

- ედუ­არდს პი­რა­დად არ ვიც­ნობ და დიახ, გა­ვე­ცა­ნი მის მი­მარ­თვას.

- ელო­დით, რომ თქვენს წე­რილს ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, ხომ არ ინა­ნეთ მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?

- არა, პა­ტა­რა­ო­ბი­დან არ მიყ­ვარ­და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, როცა მა­მას წერ­დნენ, მუდ­მი­ვად ცუდი რამე ხდე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, გარ­შე­მო ყვე­ლა და­ნევ­რო­ზე­ბუ­ლია ამ ამ­ბით და ხში­რად გვა­ვი­წყდე­ბა, რომ ემო­ცი­ებ­ზე მაღ­ლაც კი კა­ნო­ნი დგას. მა­მა­ჩე­მიც სწო­რედ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის იბ­რძო­და. ამი­ტომ არ მი­ნა­ნია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მამა ია­მა­ყებ­და ჩე­მით და კარგ რჩე­ვებ­საც მომ­ცემ­და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

- მა­მას­თან ბოლო შეხ­ვედ­რას რო­გორ გა­იხ­სე­ნებ­დით?

- ძა­ლი­ან თბი­ლად. მე და მამა სულ ვჩხუ­ბობ­დით და ვკა­მა­თობ­დით, ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ში ცდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ რაც უფრო გარ­თულ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, უფრო და­ვახ­ლოვ­დით. ბო­ლოს ძა­ლი­ან თბი­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და, ალ­ბათ ეგ მაძ­ლე­ბი­ნებს დღემ­დე ემო­ცი­უ­რად.

- თქვენ ან თქვენს დედ­მა­მიშ­ვი­ლებს პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ?

- ჩემი ძმე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რაც შე­მე­ხე­ბა მე, მო­მა­ვა­ლი 5-10 წელი ჯერ გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და მერე თუ დავ­ჭირ­დე­ბი ქვე­ყა­ნას, სა­კუ­თარ თავს მხო­ლოდ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე ვხე­დავ. სხვა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კის­თვის უბ­რა­ლოდ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი არ ვიქ­ნე­ბი.

- მამა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში იყო, მაგ­რამ თქვე­ნი ოჯა­ხი ყო­ველ­თვის ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რობ­და, გი­ჭირ­დათ ეკო­ნო­მი­უ­რად, ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი არ იყო ხოლ­მე თუნ­დაც თქვე­ნი მე­გობ­რე­ბის­თვის?

- ჩემი მე­გობ­რე­ბი ჩემს ოჯახ­საც კარ­გად იც­ნობ­დნენ და ნამ­დვი­ლად არ იყო და­უ­ჯე­რე­ბე­ლი. ახ­ლაც მახ­სოვს, ერთხელ დამ­რი­გე­ბელ­მა რო­გორ მომ­ცა 50 თეთ­რი ფუნ­თუ­შის­თვის, რად­გან საჭ­მლის შე­სა­ძე­ნი თან­ხა არ მქო­ნია. მშობ­ლე­ბი რა­ი­მე თან­ხას თუ აგ­რო­ვებ­დნენ, იმით ცდი­ლობ­დნენ ჩვენ­თვის გა­ნათ­ლე­ბა მო­ე­ცათ. როცა მე­გობ­რებ­თან ერ­თად რეს­ტო­რან­ში ფუ­ლის უქონ­ლო­ბის გამო ვერ მი­დი­ხარ, მე­გობ­რე­ბიც ხე­და­ვენ ამას და იჯე­რე­ბენ.

- რამ­დე­ნი ხანი აპი­რებთ გერ­მა­ნი­ა­ში დარ­ჩე­ნას და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- სულ მცი­რე მომ­დევ­ნო 10 წელი გერ­მა­ნი­ა­ში ან და­სავ­ლეთ­ში ვა­პი­რებ ყოფ­ნას. მინ­და სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა და რე­ზი­დენ­ტუ­რა ბო­ლომ­დე აქ გა­ვი­ა­რო. ახლა ვარ ზუს­ტად გა­მორ­კვე­ვის პრო­ცეს­ში, თუ რა მი­მარ­თუ­ლე­ბის ექი­მი გავ­ხდე­ბი. ჩემ­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სოა ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი.

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს რო­გორ ხე­დავთ და ზო­გა­დად რამ­დე­ნად მძი­მეა უცხო ქვეყ­ნი­დან იმის ყუ­რე­ბა, რომ ჩვენ­თან მუდ­მი­ვად და­ძა­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა?

- ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია, მუდ­მი­ვად ცალი ყური სა­ქარ­თვე­ლოს­კენ მაქვს. ჩემი მთე­ლი ოჯა­ხი, ნა­თე­სა­ო­ბა, მე­გობ­რე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პა­ტივს ვცემ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რო­ბენ და გული მტკი­ვა, როცა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას შევ­ყუ­რებ. მო­მა­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა, მუდ­მი­ვად ოპ­ტი­მის­ტი ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასე ვარ, ნელ-ნელა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

მანანა-ს რით ვერ გაიგეთ?! სააკაშვილმა კი არა, თანდაყოლილმა ბეხტერევის დაავადებამ მოკლა კობა დავითაშვილი! გაიგეთ! რაფალიანცის ბავშვის ამბავისა არ იყოს... 11:42 / 17-11-2021 >>>>>>>>>>>>>>>იდიოტი!>>>>>>>>>>>>>ჩემი სოლიდარობა დავითაშვილებს. ოფიციალურმა სამსახურმა სრულიად დეტალებში გაშიფრა ბურჯანაძე-ჟვანიას ტანდემი საქპოლიტიკაში, ხოლო ტურა საკაშვილი ამას მთავრობის სხდომებზე ეცნობა. რას გააკეთებს ტურა, თუ არა სურათების სცენარის მოწყობას, მაგრამ იმ სხდომაზე სადაც 250 მილიონით გაზრდილ სახ ბიუჯეტის შესრულებაზე უარის განაცხადდში გადადგება მიშა მაჭავარიანი, ტურა ხმას არ ამოიღებს. ამას მოყვა დავითაშვილის გამოთქმა თუ დაიჭერ ერთ კაცს შევარდნაძის მხრიდან სამართლიანობა მოითხოვს მინიმუმ ერთი კაცი დაჭერილ იქნას ჟვანიას მხრიდანო, რასაც შეეწირა ის. ეს სურათი(დავითაშვილების) აჩვენებს იმას, რომ მიშა გარეწარია და ასეთი პოლიტიკაში სააქრთველოს არც კი ყოლია ოდესმე. ასეთი კაცის გაგება სააქრთველოს ტახტზე არ მჯდარა არასოდეს და ეს მტუაციაა ქვეყნისა და ერისა, რაც საშინელებას წარმოადგენს. გიხაროდეთ, მაგრამ დაფიქრებისათვის!>>>>>>>>>>>>>>>კიდევ ერთი საშინელი ფაქტორი არსებობს ამ ქვეყანაზე და მას საქმედია ქვია, მას არ უნდა ამ საკითხებზე განხილვა და ანოტაციები შექმნას. რატომ!? ასე აწყობს. ამიტომ ესეც უნდა მოშორდეს ქვეყანას, თუ არა ქვეყანას არასოდეს მიეცემა სიმშვიდე ტუხიაშვილ-გრიგოლიას ჟურნალისტიკაში. ერთი სტუდია ვერ უნდა შექმნას სააქრთველომ, ერთი სადისკუსიო ოთახი, რომ ეს მედია მოაშოროს ამ ქვეყანას!? გიხაროდეთ!

ნანული ჯანანაშვილი
3

აფერუმ შენს ვაჟკაცობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მე და მამას ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ეგ მაძლებინებს დღემდე. დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი

"მე და მამას ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ეგ მაძლებინებს დღემდე. დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი

თორნიკე დავითაშვილი უკვე ხუთი წელია გერმანიაში ცხოვრობს. Ambebi.ge-სთან იხსენებს მამასთან ბოლო შეხვედრას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა, დედა მისთვის გმირია.

- თორნიკე, პირველ რიგში თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ...

- დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ. უკვე მეხუთე წელია, რაც DAAD-ს სტიპენდიით ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში და ვსწავლობ სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად ვმუშაობ მეცნიერ-ასისტენტად რობოტიკისა და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის განყოფილებაში

- როგორია ცხოვრება გერმანიაში, პანდემიის პერიოდში არ გაგიჭირდათ მანდ ყოფნა?

- ძალიან, წინა წელს ზუსტად პანდემიის ერთ-ერთი მწვავე ტალღის დროს გარდამეცვალა მამა და ვერც პანაშვიდებს და ვერც დაკრძალვას ვერ დავესწარი. ძალიან მძიმედ იმოქმედა ამან ჩემზე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ჩემი საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია და გვიწევს ცხოვრების გაგრძელება. რაც მთავარია, გერმანიაში ახლა მოსახლეობის 70% უკვე აცრილია, რის გამოც ძალიან ბევრი თავისუფლებით ვსარგებლობთ. დღესაც დილის 8-დან საღამოს 16 საათამდე უნივერსიტეტში ვიყავი.

ძმები დავითაშვილები

- ახლა სწორედ მამაზე უნდა მეკითხა. როგორი მამა იყო ბატონი კობა?

- 2007 წლამდე ძალიან თბილი და მზრუნველი მამა იყო, შვილები სულ კინოში და McDonald´s-ში დავყავდით, ჩვენთან ბევრ დროს ატარებდა დატვირთული პოლიტიკური ყოველდღიურობის მიუხედავად. 2007 წლის მერე მამა ფიზიკურად და ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამან მთელს ოჯახს ძალიან დიდი კვალი დაატყო.

- ეს იყო უმძიმესი წლები თქვენს ცხოვრებაში, რა გახსოვთ იმ მძიმე წლებიდან?

- არ მსურს პირადულზე დეტალურად საუბარი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, რისი გადმოცემაც სიტყვებით, უბრალოდ, რეალობას ვერ აღწერს.

- რამდენიმე თვის წინ დედასთან, ქალბატონ ინგასთან ჩავწერეთ ინტერვიუ. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ძალიან ძლიერი ქალია...

- ნამდვილად, დედაჩემმა რასაც გაუძლო და რაც იტვირთა, მეორე ადამიანი არ მეგულება მსგავსი რამ შეძლოს. 5 შვილი, ფაქტობრივად, მარტომ აღგვზარდა და ლოგინად ჩავარდნილ მამასაც საკუთარი შესაძლებლობებით უვლიდა. დედაჩემი ჩემთვის გმირია.

- თქვენს დედმამიშვილებზე რას გვეტყვით, ისინი თბილისში ცხოვრობენ, თქვენ უფროსი ხართ?

- მე მეორე ვარ. ჩემი ოთხი ძმიდან სამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. უფროსი მაგისტრატურაზეა გეოგრაფიის განხრით, შუათანა - ბიოტექნოლოგიას სწავლობს, მეოთხე კი - ტურიზმს. ძმებში ყველაზე პატარა ჯერ კიდევ სკოლაში დადის.

- წერილში, რომელიც ექსპრეზიდენტის მისამართით გაავრცელეთ, თავადაც ახსენეთ, რომ ის თქვენი ნათლიაა, მართლა არ გახსოვთ მასთან არცერთი შეხვედრა? - კიდევ ვინ არიან თქვენი ნათლიები?

- რა თქმა უნდა, მახსოვს მასთან შეხვედრები, მაგრამ ბუნდოვნად. დამერწმუნეთ, ოჯახის მატერორებელი ადამიანის დამახსოვრება არავის არ უნდა. სააკაშვილი ბოლოს, მახსოვს, ბეშუმში ვნახე, მაშინ სულ რაღაც 6 წლის ვიყავი. მეორე ნათლიით უფრო ვამაყობ, ნონა წოწორიაა, სტრასბურგის სასამართლოში მრავალი წელი იყო მოსამართლედ გამწესებული.

- ქალბატონ ნონასთან თუ გაქვთ ახლა ურთიერთობა?

- ძალიან ბევრი წელი ურთიერთობა არ გვქონია. დიდი ხანია პირადად არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად შორს არ ვიყავით, ვიდრე სტრასბურგს დატოვებდა. სამაგიეროდ, თბილისში დედას ესტუმრა და მიუსამძიმრა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- თქვენს წერილთან ერთად გავრცელდა ედუარდ სააკაშვილის ვიდეო, ამ ორმა ფაქტმა ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. იცნობთ ედუარდს?

- ედუარდს პირადად არ ვიცნობ და დიახ, გავეცანი მის მიმართვას.

- ელოდით, რომ თქვენს წერილს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ხომ არ ინანეთ მისი გამოქვეყნება?

- არა, პატარაობიდან არ მიყვარდა ჟურნალისტები, როცა მამას წერდნენ, მუდმივად ცუდი რამე ხდებოდა. უბრალოდ, გარშემო ყველა დანევროზებულია ამ ამბით და ხშირად გვავიწყდება, რომ ემოციებზე მაღლაც კი კანონი დგას. მამაჩემიც სწორედ კანონის უზენაესობისთვის იბრძოდა. ამიტომ არ მინანია გამოქვეყნება, დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით და კარგ რჩევებსაც მომცემდა ასეთ სიტუაციაში.

- მამასთან ბოლო შეხვედრას როგორ გაიხსენებდით?

- ძალიან თბილად. მე და მამა სულ ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ჩვენი შეხედულებები ძალიან ბევრ რამეში ცდებოდა ერთმანეთს, მაგრამ რაც უფრო გართულდა მისი მდგომარეობა, უფრო დავახლოვდით. ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ალბათ ეგ მაძლებინებს დღემდე ემოციურად.

- თქვენ ან თქვენს დედმამიშვილებს პოლიტიკაში წასვლაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- ჩემი ძმები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ შესაძლებლობას, რაც შემეხება მე, მომავალი 5-10 წელი ჯერ განათლების მიღებაზე ვარ ორიენტირებული და მერე თუ დავჭირდები ქვეყანას, საკუთარ თავს მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ვხედავ. სხვანაირი პოლიტიკისთვის უბრალოდ კვალიფიციური არ ვიქნები.

- მამა მთელი ცხოვრება პოლიტიკაში იყო, მაგრამ თქვენი ოჯახი ყოველთვის ჩვეულებრივ ცხოვრობდა, გიჭირდათ ეკონომიურად, ეს დაუჯერებელი არ იყო ხოლმე თუნდაც თქვენი მეგობრებისთვის?

- ჩემი მეგობრები ჩემს ოჯახსაც კარგად იცნობდნენ და ნამდვილად არ იყო დაუჯერებელი. ახლაც მახსოვს, ერთხელ დამრიგებელმა როგორ მომცა 50 თეთრი ფუნთუშისთვის, რადგან საჭმლის შესაძენი თანხა არ მქონია. მშობლები რაიმე თანხას თუ აგროვებდნენ, იმით ცდილობდნენ ჩვენთვის განათლება მოეცათ. როცა მეგობრებთან ერთად რესტორანში ფულის უქონლობის გამო ვერ მიდიხარ, მეგობრებიც ხედავენ ამას და იჯერებენ.

- რამდენი ხანი აპირებთ გერმანიაში დარჩენას და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- სულ მცირე მომდევნო 10 წელი გერმანიაში ან დასავლეთში ვაპირებ ყოფნას. მინდა სამედიცინო განათლება და რეზიდენტურა ბოლომდე აქ გავიარო. ახლა ვარ ზუსტად გამორკვევის პროცესში, თუ რა მიმართულების ექიმი გავხდები. ჩემთვისაც საინტერესოა ჯერჯერობით ჩემი სამომავლო გეგმები.

- საქართველოს მომავალს როგორ ხედავთ და ზოგადად რამდენად მძიმეა უცხო ქვეყნიდან იმის ყურება, რომ ჩვენთან მუდმივად დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა?

- ძალიან დამღლელია, მუდმივად ცალი ყური საქართველოსკენ მაქვს. ჩემი მთელი ოჯახი, ნათესაობა, მეგობრები და ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ, საქართველოში ცხოვრობენ და გული მტკივა, როცა ასეთ სიტუაციას შევყურებ. მომავალს რაც შეეხება, მუდმივად ოპტიმისტი ვიყავი და ახლაც ასე ვარ, ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება!