კონფლიქტები
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ბესტსელერი „Post კორონა“, ანუ როგორ გადარჩეს ბიზნესი კორონას დროს
მსოფლიო ბესტსელერი „Post კორონა“, ანუ როგორ გადარჩეს ბიზნესი კორონას დროს

მა­შინ, როცა სამ­სა­ხუ­რებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში, სკო­ლებ­სა თუ ტრე­ნინ­გებ­ზე ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში დავ­დი­ო­დით, სა­ღა­მო­ო­ბით ხალ­ხმრა­ვალ წვე­უ­ლე­ბებს ვუ­ერ­თდე­ბო­დით და კვი­რა­ში ორ­ჯერ სპორტდარ­ბაზ­შიც ვხარ­ჯავ­დით ზედ­მეტ კა­ლო­რი­ებს, ჩი­ნე­თის ერთ-ერთ ქა­ლაქ­ში უც­ნო­ბი ვირუ­სი გაჩ­ნდა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­ე­ბი იუ­წყე­ბოდ­ნენ.

ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, რომ ასე შორს, ერთ ქა­ლაქ­ში გა­ჩე­ნი­ლი ვირუ­სი ჩვენს ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნას და­არ­ღვევ­და. კრი­ზის­ში აღ­მოჩ­ნდა არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, არა­მედ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ეკო­ნო­მი­კე­ბიც, მათ შო­რის აშშ და და­სავ­ლე­თი ევ­რო­პა. პან­დე­მი­ამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში ბევ­რი მწერ­ლი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის ინ­სპი­რა­ცია გახ­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბია „Post კო­რო­ნა“ , რო­მელ­შიც სკოტ გე­ლო­უ­ეი COVID-19-ის ბიზ­ნეს­ზე გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა შე­საძ­ლებ­ლო­ბად კო­ვიდ პან­დე­მია ოთხმა მსოფ­ლიო გი­გან­ტმა Amazon-მა, Google-მა, Apple-მა და Facebook-მა. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი მათს პრო­დუქ­ტებ­სა და სერ­ვი­სებ­ზე კი­დევ უფრო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი გახ­დნენ, რა­მაც კომ­პა­ნი­ე­ბი უფრო და უფრო გა­აძ­ლი­ე­რა.

„Post კო­რო­ნა“ მა­ლე­ვე იქცა ბესტსე­ლე­რად, რად­გან ავ­ტორ­მა აღ­წე­რა ის გზე­ბი, რა­მაც ამ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გი­გან­ტე­ბი­სა და უმ­სხვი­ლეს რი­თე­ი­ლე­რე­ბის მიერ შექ­მნილ პრო­დუქტზე კი­დევ უფრო მა­ღალ მო­თხოვ­ნას და­უ­დო და­სა­ბა­მი.

წიგ­ნი თა­ნაბ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორც გა­მოც­დი­ლი ბიზ­ნე­სის­თვის, ისე დამ­წყე­ბი მე­წარ­მე­ე­ბის­თვის. ავ­ტორ­მა, ასე­ვე, გა­ნი­ხი­ლა დარ­გის დო­მი­ნან­ტი ოთხე­უ­ლის სექ­ტორს მიღ­მა არ­სე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც და ფორ­მე­ბიც, რო­მელ­თაც წარ­მა­ტე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ, ისა­უბ­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის გზე­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა­ზე და მო­მა­ვალ­ზე, რო­მე­ლიც სულ სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა.

“Post კო­რო­ნა“ ქარ­თულ ენა­ზე პრო­ექ­ტმა „ლურ­ჯმა ოკე­ა­ნემ“ თარ­გმნა და მკი­თხველ­თა ფარ­თო წრის­თვის გა­ყიდ­ვა­ში უკვე ჩა­უშ­ვა. წიგ­ნის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა ეკუთ­ვნის „კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ბიზ­ნეს სკო­ლის დე­კანს ელე­ნე ჯღარ­კა­ვას, რო­მე­ლიც ნა­მუ­შე­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბას გვი­ზი­ა­რებს:

„სა­ინ­ტე­რე­სოა ის გა­რე­მო­ე­ბა, რომ წიგ­ნის წე­რი­სას ჯერ კი­დევ უც­ნო­ბი იყო, თუ რო­დის შეძ­ლებ­და მსოფ­ლიო დაბ­რუ­ნე­ბო­და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და რო­გორ გა­და­ლა­ხავ­და ბიზ­ნეს სექ­ტო­რი კრი­ზისს. მსხვი­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის მა­გა­ლით­ზე ავ­ტორს აღ­წე­რი­ლი აქვს, თუ რო­გორ უნდა გა­და­ლა­ხო პან­დე­მი­ის­გან შექ­მნი­ლი კრი­ზი­სი და აქ­ციო ის შე­საძ­ლებ­ლო­ბად. პრო­ფე­სო­რი გე­ლო­უ­ეი წიგნ­ში გვთა­ვა­ზობს ორ მთა­ვარ თე­ზისს: პირ­ვე­ლი, პან­დე­მი­ის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი ეფექ­ტი მისი კა­ტა­ლი­ზა­ტო­რის როლი იქ­ნე­ბა; მე­ო­რე, ნე­ბის­მი­ერ კრი­ზის­ში არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რაც უფრო მას­შტა­ბუ­რი და და­მან­გრე­ვე­ლია კრი­ზი­სი, მით მე­ტია შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც“, - აღ­ნიშ­ნა მან.

მი­სი­ვე თქმით, წიგ­ნი ბიზ­ნეს სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რე­ბა უფრო გლო­ბა­ლუ­რად და­ი­ნა­ხონ, რა მოხ­დე­ბა პოს­ტკო­ვი­დურ სამ­ყა­რო­ში, ვინ გა­დარ­ჩე­ბა, ვინ რე­პო­ზი­ცი­ო­ნირ­დე­ბა და ვინ გა­და­ნად­გურ­დე­ბა.

„რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სიც დგას პან­დე­მი­ის მიერ შექ­მნი­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. წიგნ­ში, ცხა­დია ვერ იქ­ნე­ბა ზუს­ტად მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტე­ბი, თუმ­ცა დიდი სუ­რა­თის და­ნახ­ვის მიზ­ნით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან კრი­ზი­სის და ამავდრო­უ­ლად შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მარ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მა­გა­ლი­თე­ბია“, - გან­მარ­ტა ელე­ნე ჯღარ­კა­ვამ.

ვინ გა­დარ­ჩე­ბა პოსტ კო­ვი­დურ ეპო­ქა­ში? რო­გორ ვი­ცხოვ­რებთ 2030 წლის­თვის? რა მო­თხოვ­ნე­ბი მექ­ნე­ბა მე, რო­გორც მომ­ხმა­რე­ბელს და რო­გორ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს მათ ბიზ­ნე­სი? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას სკოტ გე­ლო­უ­ეი „Post კო­რო­ნა­ში“ სხვა­დას­ხვა მა­გა­ლი­თის, არ­გუ­მენ­ტი­სა და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მოყ­ვა­ნის გზით ეცა­და, თუმ­ცა იმის ფონ­ზე, რომ მსოფ­ლი­ოს COVID-19 ჯერ კი­დევ არ და­უ­მარ­ცხე­ბია, შე­საძ­ლოა, დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა ჯერ კი­დევ ნა­ად­რე­ვი იყოს.

წიგ­ნის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­იტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მსოფლიო ბესტსელერი „Post კორონა“, ანუ როგორ გადარჩეს ბიზნესი კორონას დროს

მსოფლიო ბესტსელერი „Post კორონა“, ანუ როგორ გადარჩეს ბიზნესი კორონას დროს

მაშინ, როცა სამსახურებში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა თუ ტრენინგებზე ჩვეულ რეჟიმში დავდიოდით, საღამოობით ხალხმრავალ წვეულებებს ვუერთდებოდით და კვირაში ორჯერ სპორტდარბაზშიც ვხარჯავდით ზედმეტ კალორიებს, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში უცნობი ვირუსი გაჩნდა, რომლის შესახებაც საინფორმაციოები იუწყებოდნენ.

ვერ წარმოგვედგინა, რომ ასე შორს, ერთ ქალაქში გაჩენილი ვირუსი ჩვენს ყოველდღიურ რუტინას დაარღვევდა. კრიზისში აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებიც, მათ შორის აშშ და დასავლეთი ევროპა. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ქცევა.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდი ეკონომიკურ ჭრილში ბევრი მწერლისა და პუბლიცისტის ინსპირაცია გახდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია „Post კორონა“ , რომელშიც სკოტ გელოუეი COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის შესახებ საუბრობს. ავტორი გვიამბობს, როგორ გამოიყენა შესაძლებლობად კოვიდ პანდემია ოთხმა მსოფლიო გიგანტმა Amazon-მა, Google-მა, Apple-მა და Facebook-მა. მომხმარებლები მათს პროდუქტებსა და სერვისებზე კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდნენ, რამაც კომპანიები უფრო და უფრო გააძლიერა.

„Post კორონა“ მალევე იქცა ბესტსელერად, რადგან ავტორმა აღწერა ის გზები, რამაც ამ ტექნოლოგიური გიგანტებისა და უმსხვილეს რითეილერების მიერ შექმნილ პროდუქტზე კიდევ უფრო მაღალ მოთხოვნას დაუდო დასაბამი.

წიგნი თანაბრად საინტერესოა, როგორც გამოცდილი ბიზნესისთვის, ისე დამწყები მეწარმეებისთვის. ავტორმა, ასევე, განიხილა დარგის დომინანტი ოთხეულის სექტორს მიღმა არსებული ინოვაციური შესაძლებლობებიც და ფორმებიც, რომელთაც წარმატების პერსპექტივა აქვთ, ისაუბრა განათლების მიღების გზების ცვალებადობაზე და მომავალზე, რომელიც სულ სხვანაირი იქნება.

“Post კორონა“ ქართულ ენაზე პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ თარგმნა და მკითხველთა ფართო წრისთვის გაყიდვაში უკვე ჩაუშვა. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის „კავკასიის უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანს ელენე ჯღარკავას, რომელიც ნამუშევართან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებას გვიზიარებს:

„საინტერესოა ის გარემოება, რომ წიგნის წერისას ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ როდის შეძლებდა მსოფლიო დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას და როგორ გადალახავდა ბიზნეს სექტორი კრიზისს. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მაგალითზე ავტორს აღწერილი აქვს, თუ როგორ უნდა გადალახო პანდემიისგან შექმნილი კრიზისი და აქციო ის შესაძლებლობად. პროფესორი გელოუეი წიგნში გვთავაზობს ორ მთავარ თეზისს: პირველი, პანდემიის ყველაზე ხანგრძლივი ეფექტი მისი კატალიზატორის როლი იქნება; მეორე, ნებისმიერ კრიზისში არსებობს შესაძლებლობაც, რაც უფრო მასშტაბური და დამანგრეველია კრიზისი, მით მეტია შესაძლებლობებიც“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, წიგნი ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანს დაეხმარება უფრო გლობალურად დაინახონ, რა მოხდება პოსტკოვიდურ სამყაროში, ვინ გადარჩება, ვინ რეპოზიციონირდება და ვინ გადანადგურდება.

„როგორც მსოფლიოში, ადგილობრივი ბიზნესიც დგას პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. წიგნში, ცხადია ვერ იქნება ზუსტად მათზე მორგებული გადაწყვეტები, თუმცა დიდი სურათის დანახვის მიზნით მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისის და ამავდროულად შესაძლებლობების მართვის საინტერესო მაგალითებია“, - განმარტა ელენე ჯღარკავამ.

ვინ გადარჩება პოსტ კოვიდურ ეპოქაში? როგორ ვიცხოვრებთ 2030 წლისთვის? რა მოთხოვნები მექნება მე, როგორც მომხმარებელს და როგორ დააკმაყოფილებს მათ ბიზნესი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სკოტ გელოუეი „Post კორონაში“ სხვადასხვა მაგალითის, არგუმენტისა და სტატისტიკური მონაცემების მოყვანის გზით ეცადა, თუმცა იმის ფონზე, რომ მსოფლიოს COVID-19 ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია, შესაძლოა, დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევი იყოს.

წიგნის შეძენა შესაძლებელია საიტზე