სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლომ გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა" - რა განცხადებას ავრცელებს სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით
"სასამართლომ გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა" - რა განცხადებას ავრცელებს სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით

"ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა საქ­მე­ში "სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ შუ­ა­ლე­დუ­რი ზო­მე­ბის მი­თი­თე­ბის შე­სა­ხებ მომ­ჩივ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით"- ამის შე­სა­ხებ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"სა­სა­მარ­თლომ მო­ი­თხო­ვა, რომ მთავ­რო­ბამ აც­ნო­ბოს მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, უზ­რუნ­ველ­ყოს მისი უსაფრ­თხო­ე­ბა ცი­ხე­ში და უზ­რუნ­ველ­ყოს მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­სა­მარ­თლო ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ დრო­ე­ბი­თი (შუ­ა­ლე­დუ­რი) ზო­მე­ბი არის გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­სა­მარ­თლოს კარ­გად დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც არ­სე­ბობს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნის გარ­და­უ­ვა­ლი რის­კი.

"2021 წლის 10 ნო­ემ­ბერს სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის­თვის, სა­სა­მარ­თლოს რეგ­ლა­მენ­ტის 39-ე მუხ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ე­თი­თე­ბი­ნა, სა­სა­მარ­თლოს­თვის განმცხა­დებ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბი­ნა, უზ­რუნ­ვე­ლე­ყო მისი უსაფრ­თხო­ე­ბა ცი­ხე­ში და გა­ე­წია შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა შიმ­ში­ლო­ბის შემ­დგო­მი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პე­რი­ო­დის­თვის. ამა­ვე დროს, სა­სა­მარ­თლომ მო­უ­წო­და განმცხა­დე­ბელს, შე­ე­წყვი­ტა შიმ­ში­ლო­ბა. მან ასე­ვე შეს­თა­ვა­ზა მხა­რე­ებს წარ­მო­ედ­გი­ნათ არ­გუ­მენ­ტე­ბი ამ დრო­ე­ბით ზო­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი კვი­რის ვა­და­ში (2021 წლის 24 ნო­ემ­ბრამ­დე). სა­სა­მარ­თლომ ასე­ვე გა­და­წყვი­ტა საქ­მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა 41-ე წე­სის შე­სა­ბა­მი­სად,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლოს პრეს­რე­ლიზ­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
1

სასამართოლმ აღნიშნა და დააზუსტა, რასაც ითხოვს 24 ნოემბერს... ითხოვს ინფირმაციას არის თუ არა ის დაწესებულება მკურნალობისთვის მისაღები, ასევე ითხოვს ინფორმაციას რა მკურნალობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბე და ასევე ითხოვს ინფრომაციას რა სახის მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს.... ვიცი, რომ კობახიძემ იცის რაც წერია და ისიც ვიცი რასაც გრძნობს... ამიტომ მოუწევს პასუხის გაცემა ადრე თუ გვიან...

გრიგოლი1408
6

სასამართლო არ იძახის კერძო კლინიკაში გადაყვანას. უმკუ4ნალეთ ციხეშიო. გულდასმით წაიკითხეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სასამართლომ გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა" - რა განცხადებას ავრცელებს სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით

"სასამართლომ გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა" - რა განცხადებას ავრცელებს სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილთან დაკავშირებით

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შუალედური ზომების მითითების შესახებ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით"- ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული.

"სასამართლომ მოითხოვა, რომ მთავრობამ აცნობოს მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ დროებითი (შუალედური) ზომები არის გადაუდებელი ზომები, რომლებიც, სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გამოუსწორებელი ზიანის გარდაუვალი რისკი.

"2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის შესაბამისად, მიეთითებინა, სასამართლოსთვის განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება ციხეში და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდისთვის. ამავე დროს, სასამართლომ მოუწოდა განმცხადებელს, შეეწყვიტა შიმშილობა. მან ასევე შესთავაზა მხარეებს წარმოედგინათ არგუმენტები ამ დროებით ზომებთან დაკავშირებით ორი კვირის ვადაში (2021 წლის 24 ნოემბრამდე). სასამართლომ ასევე გადაწყვიტა საქმისთვის პრიორიტეტი მიენიჭებინა 41-ე წესის შესაბამისად,“- აღნიშნულია სასამართლოს პრესრელიზში.