სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, ამ დროს კი ამბობს, - ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო!" - რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში?
"ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, ამ დროს კი ამბობს, - ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო!" - რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში?

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და­ა­ვა­ლა, რომ პა­ტი­მარ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს და 24 ნო­ემ­ბრამ­დე ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს მომ­ჩივ­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია. ამა­სო­ბა­ში, ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძიმ­დე­ბა, ოპო­ზი­ცია და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვს მის გა­დაყ­ვა­ნას მე-18 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში, ვი­ნა­ი­დან თვლის, რომ მისი სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ მოხ­დე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ოპო­ზი­ცია პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბა, გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თა­ვის მხრივ, მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა­ზე უარს იმით ხსნის, რომ ამა­ში რა­ღაც უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი არ­სე­ბობს. არა­და, ვი­თა­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად რთულ­დე­ბა - პერ­მა­ნენ­ტუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, დე­პუ­ტა­ტე­ბის შიმ­ში­ლო­ბა, მწვა­ვე კრი­ტი­კა და­სა­ვა­ლე­თი­დან - პრო­ცე­სე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბო­და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­დაყ­ვა­ნა კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, თუმ­ცა გა­ჯი­უ­ტე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამა­ზე ისევ კა­ტე­გო­რი­ულ უარს ამ­ბობს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ მრა­ვალ­ნა­ი­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ ჩვენ ახლა ვლა­პა­რა­კობთ იმა­ზე, რაც არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ანა­ბა­ნა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ადა­მი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვეა თუ არა, არის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უნდა და­იც­ვას. მე არ მო­მის­მე­ნია ლო­გი­კუ­რი ახ­სნა იმი­სა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მისი გა­დაყ­ვა­ნა სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მა­შინ, როცა ასე­თი პრე­ცე­დენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, ისე­ვე, რო­გორც არ მეს­მის და არ ეს­მით არც ჩვენს და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­დეს თა­ვის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს? ძა­ლი­ან მარ­ტივ რა­ღა­ცებ­ზე ვლა­პა­რა­კობთ. არ­გუ­მენ­ტი, რომ იქ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მოხ­დეს, გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია. ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ სა­ხელ­მწი­ფო­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც აკის­რია ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, და­იც­ვას ქვე­ყა­ნა, დაგ­ვიც­ვას ჩვენ და ამ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, ერთი პა­ტიმ­რის დაც­ვას ვერ ვა­ხერ­ხე­ბო! ისე­თი ალო­გი­კუ­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ ძა­ლი­ან ძნე­ლია რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა.ისევ და ისევ ვამ­ბობ, რომ ჩვენ ახლა ვლა­პა­რა­კობთ ყვე­ლა­ფერ­ზე, მაგ­რამ არა - სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებ­ზე. თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი დრო­უ­ლად არ გა­ვიხ­სე­ნეთ, მა­შინ კო­ლაფ­სის, კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დავ­დგე­ბით. რით გან­სხვავ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლის­გან? რო­დე­საც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი დამ­თავ­რდა, კა­ცობ­რი­ო­ბამ გა­ა­სა­მარ­თლა ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი - ფა­შიზ­მი. ის, რომ ჩა­ტარ­და ნი­ურნ­ბერ­გის პრო­ცე­სი, იყო და­სავ­ლე­თის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მარ­ჯვე­ბა და სწო­რედ იმ სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა, რომ მტერ­საც კი, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, ისე არ უნდა მო­ექ­ცე, რო­გორც ის იქ­ცე­ო­და ან იმა­ზე უა­რე­სად", - ამ­ბობს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან"ექ­სპერ­ტი თენ­გიზ ფხა­ლა­ძე.

"აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ოპო­ზი­ცი­აც და ელექ­ტო­რა­ტიც თვლის არა რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტად", - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე. მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა არ არის ოპო­ზი­ცი­ის ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა, იქ არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი­სა და მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნაც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ დათ­მო­ბა­ზე არ წავა.

"რა­ღაც პუნ­ქტებს ცალ­კე თუ ავი­ღებთ, მა­შინ სა­ა­კაშ­ვი­ლის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში არ­გა­დაყ­ვა­ნა გა­უ­გე­ბა­რია, მაგ­რამ კომ­პლექ­სუ­რად თუ შევ­ხე­დავთ, ნა­ხეთ, რა ხდე­ბა: სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა ისე­ვე, რო­გორც მისი სა­სა­მარ­თლო­ზე მიყ­ვა­ნა და ა.შ. არ არის მხო­ლოდ კერ­ძო, და­ნარ­ჩენ პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მო­ზე მო­წყვე­ტი­ლი თემა. აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც, ოპო­ზი­ცი­აც და ელექ­ტო­რა­ტიც მი­იჩ­ნევს არა რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ პი­რო­ბად, არა­მედ პო­ლი­ტი­კურ აქ­ტად. რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ნა­ბიჯს გა­დად­გამს, ოპო­ზი­ცია თა­ვის მომ­ხრე­ებს და ნე­იტ­რა­ლუ­რად გან­წყო­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც და­უ­წყებს იმა­ზე ლა­პა­რაკს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩვენ "მი­ვა­წე­ქით“, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკან და­ი­ხია და პირ­ვე­ლი რა­უნ­დი მო­ვი­გეთ, ახლა მთა­ვა­რია უფრო ძლი­ე­რად "მი­ვაწ­ვეთ“, რათა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მი­ვი­ღო­თო.

აი, სად მივ­დი­ვართ სა­ბო­ლოო ჯამ­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ, თა­ვის მომ­ხრე­ებს და ნე­იტ­რა­ლურ ამომ­რჩე­ველს ვერ აუხ­სნის და და­ა­ჯე­რებს, რომ ეს სხვაგ­ვა­რად იყო, აქ ეს პრობ­ლე­მაა. ამით პრო­ცე­სი კი არ ჩა­წყნარ­დე­ბა, უფრო რა­დი­კა­ლუ­რი გახ­დე­ბა, ამი­ტო­მაც ოპო­ზი­ცი­ის ამ მო­თხოვ­ნა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ წავა. მე­ო­რე მხა­რეა ის, რომ სტრას­ბურ­გმა არ მო­ი­თხო­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა, არა­მედ, მო­ი­თხო­ვა შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­იჩ­ნევს, რომ იქ არის შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა, ოპო­ზი­ცია ამ­ბობს, რომ "რეზ­ბალ­ნი­ცა­ში“ არ არის შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო აჭურ­ვი­ლო­ბა. ამას­თა­ნა­ვე, სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა პირ­და­პირ არის მიბ­მუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ღმერ­თმა და­ი­ფა­როს და, მას თუ რამე მო­უ­ვი­და, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იქ­ნე­ბა ეს, თუ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. იმის კვლე­ვას აღა­რა­ვინ და­ი­წყებს, არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის გამო მოხ­და ეს, კლი­ნი­კის ბრა­ლი იყო, თუ სხვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რო­გორც ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ისე მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში ექ­სპრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე.

ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ კლი­ნი­კა­ში თუ გა­და­იყ­ვანთ, ჩვენ აქ­ცი­ებს აღარ მო­ვა­წყობთ, შე­იძ­ლე­ბა ამას გულ­წრფე­ლად ამ­ბობ­დნენ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი, მაგ­რამ რამ­დე­ნად გა­ა­კონ­ტრო­ლე­ბენ იმ მა­სას, ვინც საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს? განა ყვე­ლა მათ და­უ­ჯე­რებს და უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სხვა ვი­ღა­ცე­ე­ბი არ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამა­ში? ამი­ტო­მაც ურ­ჩევ­ნია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჰყავ­დეს. თუ ვინ­მეა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით, პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა".

ირ­ღვე­ვა თუ არა ბრალ­დე­ბუ­ლის უფ­ლე­ბე­ბი მა­შინ, როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, პო­ლი­ტო­ლო­გი ამ­ბობს, რომ ესეც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ოპო­ზი­ცი­ის შეც­დო­მებ­ზე ლა­პა­რა­კობს და მი­აჩ­ნია, რომ ის იმე­ო­რებს იმა­ვეს, რაც ამ 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვი­ნა­ხავს და რა­საც შე­დე­გი არას­დროს მო­უ­ტა­ნია.

იგი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ ბრძო­ლა­ში ორი­ვე მხა­რე - ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და ოპო­ზი­ცი­აც რა­ღაც ეტა­პამ­დე და­სუს­ტდე­ბა და მერე გა­მოგ­ვე­ცხა­დე­ბა ვი­ღაც სა­ა­კაშ­ვი­ლის­ნა­ი­რი, ან ივა­ნიშ­ვი­ლის­ნა­ი­რი, რო­მე­ლიც გამ­ზა­დე­ბულ ნი­ა­დაგ­ზე მოვა და აი­ღებს ძა­ლა­უფ­ლე­ბას, სხვის ნა­ოფ­ლარს ჩა­ი­დებს ჯი­ბე­ში.

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, ისევ ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ მან­კი­ერ წრე­ზე ვტრი­ა­ლებთ. რაც მთა­ვა­რია, ამ და­პი­რის­პი­რე­ბის გრა­დუ­სი ყო­ველ შემ­დეგ ციკლში უფრო იზ­რდე­ბა და რის­კე­ბიც, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ტად საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ხდე­ბა.

"მგე­ლი მო­დის! - სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­გვა­რად და­ში­ნე­ბის პრინ­ცი­პი შე­იც­ვა­ლა და სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე ფი­ზი­კუ­რად დაბ­რუნ­და ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ბა­ზარ­ზე და ახლა ყვე­ლა­ფე­რი ვი­თარ­დე­ბა მის გარ­შე­მო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ დღეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, 2 პა­ტი­მა­რი გან­სა­ზღვრავს დღის წეს­რიგს: ერთი - გი­სო­სებს მიღ­მი­დან, მე­ო­რე - შუ­შის სა­სახ­ლი­დან. ამ დროს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მე­ბი უყუ­რა­დღე­ბოდ არის დარ­ჩე­ნი­ლი. ამა­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს, არა­ვის აინ­ტე­რე­სებს. ყო­ველ­დღი­უ­რად 50-ზე მეტი კაცი გვე­ღუ­პე­ბა "კო­ვი­დის­გან", რო­მელ­თაც შე­ეძ­ლოთ ეცო­ცხლათ, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა თით­ქოს არც არ­სე­ბობს, თით­ქოს არც ის არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა, თუ რო­გორ იზ­რდე­ბა ტა­რი­ფე­ბი და ძვირ­დე­ბა სა­მომ­ხმა­რებ­ლო კა­ლა­თა... აღა­რა­ვინ ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო იყო აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი და, ბუ­ნებ­რი­ვია, ამა­ში ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას თა­ვი­სი ფა­სის გა­დახ­და მო­უ­წევს კრი­მი­ნალ­თა ყელ­ყე­ლა­ო­ბის შე­დე­გად მო­ტა­ნი­ლი ზი­ა­ნით... ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კის ნაც­ვლად, ჩვე­ნი დღე იწყე­ბა ერთი პა­ტიმ­რის გან­ცხა­დე­ბით და სრულ­დე­ბა მისი ად­ვო­კა­ტე­ბი­სა თუ ექი­მის კო­მენ­ტა­რე­ბით. ეს არის ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც დიდ­წი­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აწყობს, რად­გან მი­იჩ­ნევს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ კი­თხვებ­ზე მას აქვს პა­სუ­ხე­ბი და ეს პო­ლე­მი­კა მის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია. მათ­თვის გა­ცი­ლე­ბით არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იქ­ნე­ბო­და იმ პრობ­ლე­მებ­ზე კი­თხვე­ბის დას­მა, რომ­ლე­ბიც რე­ა­ლუ­რად აწუ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს. მა­გა­ლი­თად, პან­დე­მი­ის შე­სა­ხებ, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი კეთ­დე­ბა, მხო­ლოდ კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­მენ­ტა­ტო­რად იქცა და ჩვენც შე­ვეჩ­ვი­ეთ ამ ფაქ­ტობ­რივ გე­ნო­ციდს...

დღეს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი დღის წეს­რი­გით კი არ ცხოვ­რობს, არა­მედ წმინ­დად პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით, რის უკა­ნაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ერ­თოდ არ ჩანს. ორ­მხრივ შუ­ლე­რულ თა­მაშს ვა­დევ­ნებთ თვალს, რო­მელ­შიც ყვე­ლა სა­კუ­თარ გა­მორ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობს. ვინ მო­ი­გებს, აზრი დი­დად არა აქვს. ასე თუ გაგ­რძელ­და, სა­ხელ­მწი­ფო ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში წა­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა. მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი ამ ვი­თა­რე­ბი­დან არ ჩანს. ერთი მხა­რე სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სის ინი­ცი­რე­ბას ცდი­ლობს, მე­ო­რე მხა­რე კი ელო­დე­ბა, რომ მისი ოპო­ნენ­ტე­ბი და­უშ­ვე­ბენ შეც­დო­მებს, რის მე­რეც გა­უს­წორ­დე­ბა მათ", - აცხა­დებს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მედეა
1

30 წელია სიმშვიდე არ გვეღირსა. რუსები არ გვეშვებიან,მაშინ კიტოვანის ხელით, ახლა თემურ ალასანიას ხელით გვაყურყუმალავებენ ჭაობში. ამერიკა გაყუჩებულია! რა გინდა რომ ქნა?! არ გვიწერია დამოუკიდებლობა, 1801 წლიდან მოყოლებული დღეის ჩათვლით! სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია 3+3 ძალით დაგვათანხმებენ, ამას ვერ ეწინააღმდეგებიან ვერც ევროპა და ვერც ამერიკა. ყველას თავისი გასაჭირი აქვს. მაშინ ესენგეში შესვლას რომ დათანხმებულიყო ზვიად გამსახურდია--იმდენი უბედურება არ დაგვემართებოდა. ახლა 3+3-ში დაუთანხმებლობა იწვევს ამ არეულობას.ვაი, ვაი, საითაც გავიქეცი, იქეთ წავიქეცი!

Nana
13

ასე მგონია ექსპერიმენტს ატარებენ, აბა რამდენხანს გაᲫლებს უᲭმელი. ეს მანიაკების მᲗავრობაა.

ავტორი:

"ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, ამ დროს კი ამბობს, - ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო!" - რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში?

"ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, ამ დროს კი ამბობს, - ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო!" - რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში?

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილ წერილში საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობა უზრუნველყოს და 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე მიაწოდოს ინფორმაცია. ამასობაში, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს მის გადაყვანას მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან მულტიპროფილურ კლინიკაში, ვინაიდან თვლის, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ციხის საავადმყოფოში ვერ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია პერმანენტული აქციებით იმუქრება, გაჯიუტებული ხელისუფლება, თავის მხრივ, მულტიპროფილურ კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანაზე უარს იმით ხსნის, რომ ამაში რაღაც უსაფრთხოების რისკები არსებობს. არადა, ვითარება ყოველდღიურად რთულდება - პერმანენტული საპროტესტო აქციები, დეპუტატების შიმშილობა, მწვავე კრიტიკა დასავალეთიდან - პროცესების დეესკალაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ექსპრეზიდენტის გადაყვანა კერძო კლინიკაში, თუმცა გაჯიუტებული ხელისუფლება ამაზე ისევ კატეგორიულ უარს ამბობს.

"სააკაშვილის მიმართ მრავალნაირი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანა. მიუხედავად იმისა, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, არის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფომ მასთან დაკავშირებით უნდა დაიცვას. მე არ მომისმენია ლოგიკური ახსნა იმისა, რატომ არ შეიძლება მისი გადაყვანა სხვა საავადმყოფოში, მაშინ, როცა ასეთი პრეცედენტები არსებობს, ისევე, როგორც არ მესმის და არ ესმით არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ესწრებოდეს თავის სასამართლო პროცესებს? ძალიან მარტივ რაღაცებზე ვლაპარაკობთ. არგუმენტი, რომ იქ შეიძლება რაღაც მოხდეს, გაუგებარი და მიუღებელია. ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, დაგვიცვას ჩვენ და ამ დროს ხელისუფლება ამბობს, ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო! ისეთი ალოგიკურია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ძნელია რაციონალური კომენტარის გაკეთება.ისევ და ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ყველაფერზე, მაგრამ არა - სახელმწიფოს ინტერესებზე. თუ სახელმწიფო ინტერესები დროულად არ გავიხსენეთ, მაშინ კოლაფსის, კატასტროფის წინაშე დავდგებით. რით განსხვავდება დემოკრატიული ქვეყანა ავტორიტარულისგან? როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, კაცობრიობამ გაასამართლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რეჟიმი - ფაშიზმი. ის, რომ ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი, იყო დასავლეთის ყველაზე დიდი გამარჯვება და სწორედ იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ მტერსაც კი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ისე არ უნდა მოექცე, როგორც ის იქცეოდა ან იმაზე უარესად", - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი თენგიზ ფხალაძე.

"აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილის გადაყვანას ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ელექტორატიც თვლის არა როგორც სააკაშვილისთვის აუცილებელ პირობად, არამედ პოლიტიკურ აქტად", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე თქმით, სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა არ არის ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა, იქ არის რიგგარეშე არჩევნებისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც და ხელისუფლება ამ დათმობაზე არ წავა.

"რაღაც პუნქტებს ცალკე თუ ავიღებთ, მაშინ სააკაშვილის კერძო კლინიკაში არგადაყვანა გაუგებარია, მაგრამ კომპლექსურად თუ შევხედავთ, ნახეთ, რა ხდება: სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ისევე, როგორც მისი სასამართლოზე მიყვანა და ა.შ. არ არის მხოლოდ კერძო, დანარჩენ პოლიტიკურ გარემოზე მოწყვეტილი თემა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილის გადაყვანას ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ელექტორატიც მიიჩნევს არა როგორც სააკაშვილისთვის აუცილებელ პირობად, არამედ პოლიტიკურ აქტად. როგორც კი ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ოპოზიცია თავის მომხრეებს და ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებასაც დაუწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ ხელისუფლებას ჩვენ "მივაწექით“, საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო, ხელისუფლებამ უკან დაიხია და პირველი რაუნდი მოვიგეთ, ახლა მთავარია უფრო ძლიერად "მივაწვეთ“, რათა რიგგარეშე არჩევნები მივიღოთო.

აი, სად მივდივართ საბოლოო ჯამში. ხელისუფლება კიდევ, თავის მომხრეებს და ნეიტრალურ ამომრჩეველს ვერ აუხსნის და დააჯერებს, რომ ეს სხვაგვარად იყო, აქ ეს პრობლემაა. ამით პროცესი კი არ ჩაწყნარდება, უფრო რადიკალური გახდება, ამიტომაც ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე ხელისუფლება არ წავა. მეორე მხარეა ის, რომ სტრასბურგმა არ მოითხოვა სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა, არამედ, მოითხოვა შესაბამისი მკურნალობა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ იქ არის შესაბამისი მკურნალობა, ოპოზიცია ამბობს, რომ "რეზბალნიცაში“ არ არის შესაბამისი სამედიცინო აჭურვილობა. ამასთანავე, სააკაშვილის ჯანმრთელობა პირდაპირ არის მიბმული ხელისუფლებაზე. ღმერთმა დაიფაროს და, მას თუ რამე მოუვიდა, ციხის საავადმყოფოში იქნება ეს, თუ კერძო კლინიკაში, ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. იმის კვლევას აღარავინ დაიწყებს, არასწორი მკურნალობის გამო მოხდა ეს, კლინიკის ბრალი იყო, თუ სხვა. ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, როგორც ციხის საავადმყოფოში, ისე მულტიპროფილურ კლინიკაში ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზე.

ლაპარაკი იმაზე, რომ კლინიკაში თუ გადაიყვანთ, ჩვენ აქციებს აღარ მოვაწყობთ, შეიძლება ამას გულწრფელად ამბობდნენ ოპოზიციის ლიდერები, მაგრამ რამდენად გააკონტროლებენ იმ მასას, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს? განა ყველა მათ დაუჯერებს და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვა ვიღაცეები არ ჩაერთვებიან ამაში? ამიტომაც ურჩევნია ხელისუფლებას, რომ ციხის საავადმყოფოში ჰყავდეს. თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფით, პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლება".

ირღვევა თუ არა ბრალდებულის უფლებები მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ესეც ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შეცდომებზე ლაპარაკობს და მიაჩნია, რომ ის იმეორებს იმავეს, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვინახავს და რასაც შედეგი არასდროს მოუტანია.

იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ბრძოლაში ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რაღაც ეტაპამდე დასუსტდება და მერე გამოგვეცხადება ვიღაც სააკაშვილისნაირი, ან ივანიშვილისნაირი, რომელიც გამზადებულ ნიადაგზე მოვა და აიღებს ძალაუფლებას, სხვის ნაოფლარს ჩაიდებს ჯიბეში.

ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, ისევ ტრადიციად ქცეულ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. რაც მთავარია, ამ დაპირისპირების გრადუსი ყოველ შემდეგ ციკლში უფრო იზრდება და რისკებიც, შესაბამისად, მეტად საფრთხის შემცველი ხდება.

"მგელი მოდის! - საზოგადოების ამგვარად დაშინების პრინციპი შეიცვალა და სააკაშვილი უკვე ფიზიკურად დაბრუნდა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე და ახლა ყველაფერი ვითარდება მის გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ფაქტობრივად, 2 პატიმარი განსაზღვრავს დღის წესრიგს: ერთი - გისოსებს მიღმიდან, მეორე - შუშის სასახლიდან. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის პრობლემები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არავის აინტერესებს. ყოველდღიურად 50-ზე მეტი კაცი გვეღუპება "კოვიდისგან", რომელთაც შეეძლოთ ეცოცხლათ, მაგრამ ეს პრობლემა თითქოს არც არსებობს, თითქოს არც ის არის ჩვენი პრობლემა, თუ როგორ იზრდება ტარიფები და ძვირდება სამომხმარებლო კალათა... აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ არჩევნებში ქურდული სამყარო იყო აქტიურად ჩართული და, ბუნებრივია, ამაში ქართველ საზოგადოებას თავისი ფასის გადახდა მოუწევს კრიმინალთა ყელყელაობის შედეგად მოტანილი ზიანით... ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენი დღე იწყება ერთი პატიმრის განცხადებით და სრულდება მისი ადვოკატებისა თუ ექიმის კომენტარებით. ეს არის ვითარება, რომელიც დიდწილად ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შესახებ კითხვებზე მას აქვს პასუხები და ეს პოლემიკა მისთვის მომგებიანია. მათთვის გაცილებით არაკომფორტული იქნებოდა იმ პრობლემებზე კითხვების დასმა, რომლებიც რეალურად აწუხებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. მაგალითად, პანდემიის შესახებ, რომლის საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, მხოლოდ კომენტარებს აკეთებენ, ხელისუფლება კომენტატორად იქცა და ჩვენც შევეჩვიეთ ამ ფაქტობრივ გენოციდს...

დღეს პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით კი არ ცხოვრობს, არამედ წმინდად პოლიტიკური ინტერესებით, რის უკანაც სახელმწიფო საერთოდ არ ჩანს. ორმხრივ შულერულ თამაშს ვადევნებთ თვალს, რომელშიც ყველა საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობს. ვინ მოიგებს, აზრი დიდად არა აქვს. ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩება. მარტივი გამოსავალი ამ ვითარებიდან არ ჩანს. ერთი მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებით რევოლუციური პროცესის ინიცირებას ცდილობს, მეორე მხარე კი ელოდება, რომ მისი ოპონენტები დაუშვებენ შეცდომებს, რის მერეც გაუსწორდება მათ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.