მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება შევაჩერებ" - ელენე ხოშტარია
"ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება შევაჩერებ" - ელენე ხოშტარია

"ამ ეტაპ­ზე დავ­თან­ხმდი გა­დას­ხმებს. რო­დე­საც თირკმლის გა­ჩე­რე­ბის რის­კი მო­იხ­სნე­ბა, შე­ვა­ჩე­რებ გა­დას­ხმებს - თავს ვგრძნობ კარ­გად, ვარ ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით“, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია „დრო­ას“ ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ორ­გა­ნიზ­მში ინ­ტოქ­სი­კა­ცია და­ი­წყო. ამას­თან, ის უარს ამ­ბობს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე.

„გუ­შინ ექიმ­მა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ჩემს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რომ ცოტა დამ­ძიმ­და.

მოკ­ლედ, ექიმ­მა მი­თხრა, რომ ორ­გა­ნიზ­მში და­ი­წყო ინ­ტოქ­სი­კა­ცია და თუ ამ ეტაპ­ზე რე­გუ­ლა­რულ გა­დას­ხმებს (მე­დი­კა­მენ­ტო­ზურს და არა საკ­ვე­ბი, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია) არ გა­ვი­კე­თებ, თირკმე­ლი ვერ გა­უძ­ლებს. შე­მომ­თა­ვა­ზა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია, ამა­ზე უარს ვამ­ბობ.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დავ­თან­ხმდი ამ ეტაპ­ზე გა­დას­ხმებს. რო­დე­საც თირკმლის გა­ჩე­რე­ბის რის­კი მო­იხ­სნე­ბა, შე­ვა­ჩე­რებ გა­დას­ხმებს. თავს ვგრძნობ კარ­გად. ვარ ძა­ლი­ან შე­მარ­თე­ბით, წამი არ ყო­ფი­ლა, რომ ვი­ტან­ჯე­ბო­დე. დღეს წარ­მა­ტე­ბა ჩემ მე­გობ­რებს აქ­ცი­ა­ზე!

გა­და­იყ­ვა­ნეთ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში! მე გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ!“,- წერს ხოშ­ტა­რია.

შე­გახ­სე­ნებთ, „დრო­ას“ ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია პარ­ლა­მენ­ტში უკვე მე-13 დღეა შიმ­ში­ლობს.

პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა გუ­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა: და­ვით კირ­კი­ტა­ძემ, აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა, თე­მურ ჯა­ნა­ში­ამ, ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვამ, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძემ, სულ­ხან სი­ბაშ­ვილ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა, აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვ­მა. გარ­და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა, შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ოფის­ში შიმ­ში­ლობს.

ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dudu
0

გინდ დაიჯერეთ გინდ არა, ნაცები სერიოზული სექტაა!!!

მადონა
0

აბა თანამდებობა ისე არ მოდის

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება შევაჩერებ" - ელენე ხოშტარია

"ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება შევაჩერებ" - ელენე ხოშტარია

"ამ ეტაპზე დავთანხმდი გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს - თავს ვგრძნობ კარგად, ვარ ძალიან შემართებით“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო. ამასთან, ის უარს ამბობს ჰოსპიტალიზაციაზე.

„გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა.

მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.

აქედან გამომდინარე, დავთანხმდი ამ ეტაპზე გადასხმებს. როდესაც თირკმლის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს. თავს ვგრძნობ კარგად. ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე. დღეს წარმატება ჩემ მეგობრებს აქციაზე!

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!“,- წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.

პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.