პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის... აქ კაპიკებში იყიდიან უძრავ ქონებას და ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით" - აფხაზების მწვავე რეაქციები ბჟანიას ინიციატივაზე
"ეს კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის... აქ კაპიკებში იყიდიან უძრავ ქონებას და ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით" - აფხაზების მწვავე რეაქციები ბჟანიას ინიციატივაზე

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბამ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მძაფ­რი კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. მათი თქმით, ბოლო ხა­ნებ­ში ას­ლან ბჟა­ნი­ას მოს­კოვ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრო­ცე­სე­ბი ისე ვი­თარ­დე­ბო­და, რომ ეს შე­დე­გი გარ­და­უ­ვა­ლი იყო, მაგ­რამ იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მისი გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა, მისი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია.

Эхо Кавказа -სთან სა­უ­ბარ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი პუბ­ლი­ცის­ტი, ნა­ი­რა ამა­ლია ამ­ბობს, რომ ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბას, რომ აფხა­ზეთს უნდა მი­ე­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა შე­ის­ყი­დონ და ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცია და­ა­ბან­დონ, უარ­ყო­ფი­თი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, რე­გი­ო­ნი ისევ 2016 წელ­ში ბრუნ­დე­ბა, რო­დე­საც რაულ ხა­ჯიმ­ბას გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბო­და.

"არა­ერ­თხელ ვი­სა­უბ­რეთ ამა­ზე - აფხა­ზე­თი პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა, მცი­რე მო­სახ­ლე­ო­ბით და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მი­ყიდ­ვის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბით, ჩვენ თან­და­თან დავ­კარ­გავთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. ვინ იყი­დის უძ­რავ ქო­ნე­ბას აფხა­ზეთ­ში? გა­სა­გე­ბია, რომ ამას ვერ შეძ­ლებს რუ­სე­თის უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ხელ­ფას­ზე ცხოვ­რო­ბენ და ზედ­მე­ტი ფული არ აქვთ, კრე­დი­ტებს იხ­დი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა რუსი ოლი­გარ­ქე­ბის­თვის, მათ ყვე­ლა­ნა­ირ წი­ნა­პი­რო­ბას უქ­მნი­ან აქ შე­მოს­ვლის­თვის. ალ­ბათ აღად­გე­ნენ იმ დიდ ქარ­ხნებ­სა და ფაბ­რი­კებს, რო­მე­ლიც ომის შემ­დეგ და­ინ­გრა. ამა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, ტყვარ­ჩელ­ში, შახ­ტებ­ში ნახ­ში­რის მო­პო­ვე­ბა­ზე, რო­მელ­საც თურ­მე უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რის გა­რე­შე ვერ აღად­გე­ნენ...

თავ­ზე გვენგრე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა 240 ათა­სიც არ არის, ორი ევ­რო­პუ­ლი ქარ­ხნის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაა და რის შეც­ვლას შევ­ძლებთ რა­ი­მე საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში? რას ვა­კე­თებთ, ეკო­ნო­მი­კის ვი­თომ გან­ვი­თა­რე­ბის სა­პირ­წო­ნედ სამ­შობ­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვდებთ სას­წორ­ზე?! ჯერ ახლა ვართ მიბ­მუ­ლი რუ­სეთ­ზე ენერ­გო­რე­სურ­სე­ბით და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა მოხ­დე­ბა, რო­დე­საც ოლი­გარ­ქე­ბი კა­პი­კებ­ში იყი­დი­ან ჩვენს უძ­რავ ქო­ნე­ბას, ხელ­ში ჩა­იგ­დე­ბენ ჩვენს ბიზ­ნესს... მშვი­დო­ბით, სამ­შობ­ლო! ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ვიქ­ნე­ბით, რო­გორც ეს და­ბა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც იქ კა­პი­ტა­ლიზ­მი შე­დის. ისე, რო­გორც ეს მოხ­და ინ­დო­ე­თის გარ­კვე­ულ პრო­ვინ­ცი­ებ­ში, მათ მი­წე­ბი დათ­მეს შუ­ში­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სე­ბის სა­ნაც­ვლოდ. არ გვინ­და, მათი ბე­დის გა­ზი­ა­რე­ბა..." - მი­აჩ­ნია ამა­ლი­ას.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა ის, რომ "ომის შემ­დეგ, მათი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ, აფხა­ზეთ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­სა­ბან­დებ­ლად, მაგ­რამ ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მის­ცეს.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ბალ დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ტუ­რიზ­მის გარ­და, ვერ შეძ­ლეს ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა, შიდა ეკო­ნო­მი­კის­თვის.

"ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ნა­წი­ლობ­რივ ან მთლი­ა­ნად და­კარ­გვა მოჰ­ყვე­ბა. რუსი ოლი­გარ­ქე­ბის შე­მოს­ვლას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ ჰყავს მომ­ხრე­ე­ბიც. მათი მო­საზ­რე­ბით, აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს არ აქვთ საკ­მა­რი­სი თან­ხა, არ არ­სე­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ანუ არ არის საკ­მა­რი­სი ფული უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ასათ­ვი­სებ­ლად...

რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ რუსი ოლი­გარ­ქე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ოლი­გარ­ქე­ბიც გვყავს, რომ­ლე­ბიც კრი­მი­ნა­ლებ­თან არი­ან ალი­ან­სში და ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლე­ვენ. ამი­ტომ, იქ­ნე­ბა შვე­ბაც იყოს" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი თა­მარ გო­ლან­ძია.

"გვინ­და თუ არა, ეს მა­ინც მოხ­დე­ბა - ოლი­გარ­ქე­ბი კი არა, სულ დამ­პყრობ­ლე­ბი რომ ვე­ძა­ხოთ, აფხა­ზურ ბიზ­ნეს­ში მათი შე­მოს­ვლა მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია. ასე ვერ გა­ვაგ­რძე­ლებთ, 30 წე­ლია უკუს­ვლა გვაქვს... შე­საძ­ლოა, ბჟა­ნი­ას თა­ვა­დაც არ უნ­დო­დეს კვი­რა­ში ერთხელ მოს­კოვ­ში სირ­ბი­ლი და პუ­ტი­ნის კა­რებ­ზე კა­კუ­ნი, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა სფე­რო­ში კრი­ზი­სია, მას ემა­ტე­ბა ენერ­გოკ­რი­ზი­სი. წაგ­ვლე­კა მა­ი­ნინ­გის ბიზ­ნეს­მა; ზამ­თა­რი მო­დის და ვხე­დავთ, რომ დღე-ღა­მე­ში 6-8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ნი­სა და წყლის გა­რე­შე ვართ, ფი­ზი­კუ­რი გა­დარ­ჩე­ნის საშ­ვე­ლი კი, სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ მოს­კო­ვი­დან ჩანს..." - წერს ერნა გუ­ლია.

"ის, რომ ბჟა­ნია ამ­დენს გვი­ბე­დავს, არის ჩვე­ნი და ოპო­ზი­ცი­ის ბრა­ლი, ვე­ტე­რა­ნებ­მა ისე გა­ი­ფუ­ჭეს სა­ხე­ლი, რომ სპეც­რაზმმა ცხვირ-პირი და­უმტვრია, მაგ­რამ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მოჰ­ყვნენ აქ­ცი­ა­ზე. ამი­ტო­მაც, ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დი იმას აკე­თებს, რა­საც სა­ჭი­როდ თვლის" - მი­აჩ­ნია რო­მან წვიჟ­ბას.

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mzirali
3

მოდით ამას შევხედოთ სხვა კუთხით. თუ რუსებმა შეძლეს რომ აიძულონ აფხაზები მიაღებინონ ეს კანონი მაშინ ის ქართველები რომლებსაც აქვთ საკმაო ფული და ასეთი ქართველი აფხაზეტელი ბევრია რუსეთში რომლებსაც აქვთ რუსული პასპორტები შეძლებენ იქ ქონების ყიდვას და ნებსით თუ უნებლიედ ირიბად ჩვენც შევძლებთ ამით აფხაზეტში ეკონომიური გზით შეღწევას. დარწმუნებული იყავით რომ როგორც კი ფულს ნახავენ აფხაზები პანტაპუნტით გაყიდიან ბევრ რამეს (ისევე როგორც ჩვენ მოგვივიდა აქ) რომ მიიღონ ფინანასური სარგებელი. მათი დევიზი ხომ ასეთია ,არაფერი აკეთო და იცხოვრო. სხვის ხარჯზე.....

ჩემი შვილი
36

მიშას მშობლებს ეშინიათ მის დროს კაპიკებში ნაყიდი საკუთრება არ წაართვან ამიტონ წუხან ასე.

 

 

მიშას მშობლებს ეშინიათ მიშას დროს კაპიკებში ნაყიდი 

ავტორი:

"ეს კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის... აქ კაპიკებში იყიდიან უძრავ ქონებას და ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით" - აფხაზების მწვავე რეაქციები ბჟანიას ინიციატივაზე

"ეს კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის... აქ კაპიკებში იყიდიან უძრავ ქონებას და ჩვენ მომსახურე პერსონალი ვიქნებით" - აფხაზების მწვავე რეაქციები ბჟანიას ინიციატივაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის განცხადებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. მათი თქმით, ბოლო ხანებში ასლან ბჟანიას მოსკოვში გახშირებული ვიზიტების გათვალისწინებით, პროცესები ისე ვითარდებოდა, რომ ეს შედეგი გარდაუვალი იყო, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც მისი გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება, მისი თავდაჯერებულობა კიდევ უფრო გამაღიზიანებელია.

Эхо Кавказа -სთან საუბარში, ადგილობრივი პუბლიცისტი, ნაირა ამალია ამბობს, რომ ბჟანიას განცხადებას, რომ აფხაზეთს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უძრავი ქონება შეისყიდონ და ქვეყანაში ინვესტიცია დააბანდონ, უარყოფითი რეაქციები მოჰყვა. მისივე თქმით, რეგიონი ისევ 2016 წელში ბრუნდება, როდესაც რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართებოდა.

"არაერთხელ ვისაუბრეთ ამაზე - აფხაზეთი პატარა ქვეყანაა, მცირე მოსახლეობით და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის უფლების მინიჭებით, ჩვენ თანდათან დავკარგავთ დამოუკიდებლობას. ვინ იყიდის უძრავ ქონებას აფხაზეთში? გასაგებია, რომ ამას ვერ შეძლებს რუსეთის უბრალო მოქალაქე, ვინაიდან ისინი ხელფასზე ცხოვრობენ და ზედმეტი ფული არ აქვთ, კრედიტებს იხდიან. ეს ყველაფერი კეთდება რუსი ოლიგარქებისთვის, მათ ყველანაირ წინაპირობას უქმნიან აქ შემოსვლისთვის. ალბათ აღადგენენ იმ დიდ ქარხნებსა და ფაბრიკებს, რომელიც ომის შემდეგ დაინგრა. ამაზე საუბრობდნენ, ტყვარჩელში, შახტებში ნახშირის მოპოვებაზე, რომელსაც თურმე უცხოელი ინვესტორის გარეშე ვერ აღადგენენ...

თავზე გვენგრევა ყველაფერი. ჩვენი მოსახლეობა 240 ათასიც არ არის, ორი ევროპული ქარხნის თანამშრომლების რაოდენობაა და რის შეცვლას შევძლებთ რაიმე საფრთხის შემთხვევაში? რას ვაკეთებთ, ეკონომიკის ვითომ განვითარების საპირწონედ სამშობლოს თავისუფლებას ვდებთ სასწორზე?! ჯერ ახლა ვართ მიბმული რუსეთზე ენერგორესურსებით და წარმოიდგინეთ, რა მოხდება, როდესაც ოლიგარქები კაპიკებში იყიდიან ჩვენს უძრავ ქონებას, ხელში ჩაიგდებენ ჩვენს ბიზნესს... მშვიდობით, სამშობლო! ჩვენს ქვეყანაში მომსახურე პერსონალი ვიქნებით, როგორც ეს დაბალი განვითარების ქვეყნებში ხდება, როდესაც იქ კაპიტალიზმი შედის. ისე, როგორც ეს მოხდა ინდოეთის გარკვეულ პროვინციებში, მათ მიწები დათმეს შუშიანი ავტობუსების სანაცვლოდ. არ გვინდა, მათი ბედის გაზიარება..." - მიაჩნია ამალიას.

ადგილობრივების თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რომ "ომის შემდეგ, მათი თანამემამულეები თურქეთიდან ჩამოვიდნენ, აფხაზეთში ინვესტიციების დასაბანდებლად, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ამდენი წლის განმავლობაში, დაბალ დონეზე განვითარებული ტურიზმის გარდა, ვერ შეძლეს ექსპორტ-იმპორტის განვითარება, შიდა ეკონომიკისთვის.

"ასეთ დამოკიდებულებას კი, დამოუკიდებლობის ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგვა მოჰყვება. რუსი ოლიგარქების შემოსვლას მოწინააღმდეგეების კვალდაკვალ ჰყავს მომხრეებიც. მათი მოსაზრებით, აფხაზეთის მოქალაქეებს არ აქვთ საკმარისი თანხა, არ არსებობენ ადგილობრივი ინვესტორები, ანუ არ არის საკმარისი ფული უძრავი ქონების ასათვისებლად...

როდესაც ვამბობთ, რომ რუსი ოლიგარქები არ გვჭირდება, გავიხსენოთ, რომ ადგილობრივი ოლიგარქებიც გვყავს, რომლებიც კრიმინალებთან არიან ალიანსში და ქვეყნის ეკონომიკას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ. ამიტომ, იქნება შვებაც იყოს" - წერს ადგილობრივი თამარ გოლანძია.

"გვინდა თუ არა, ეს მაინც მოხდება - ოლიგარქები კი არა, სულ დამპყრობლები რომ ვეძახოთ, აფხაზურ ბიზნესში მათი შემოსვლა მაინც გარდაუვალია. ასე ვერ გავაგრძელებთ, 30 წელია უკუსვლა გვაქვს... შესაძლოა, ბჟანიას თავადაც არ უნდოდეს კვირაში ერთხელ მოსკოვში სირბილი და პუტინის კარებზე კაკუნი, მაგრამ ქვეყანაში ყველა სფეროში კრიზისია, მას ემატება ენერგოკრიზისი. წაგვლეკა მაინინგის ბიზნესმა; ზამთარი მოდის და ვხედავთ, რომ დღე-ღამეში 6-8 საათის განმავლობაში დენისა და წყლის გარეშე ვართ, ფიზიკური გადარჩენის საშველი კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ მოსკოვიდან ჩანს..." - წერს ერნა გულია.

"ის, რომ ბჟანია ამდენს გვიბედავს, არის ჩვენი და ოპოზიციის ბრალი, ვეტერანებმა ისე გაიფუჭეს სახელი, რომ სპეცრაზმმა ცხვირ-პირი დაუმტვრია, მაგრამ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოჰყვნენ აქციაზე. ამიტომაც, ბჟანია-ანქვაბის გუნდი იმას აკეთებს, რასაც საჭიროდ თვლის" - მიაჩნია რომან წვიჟბას.