მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან - რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები
პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან - რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები

პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ გა­მოც­და­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხეს, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ.

აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მოც­და ვერ ჩა­ა­ბა­რეს, 2022 წლის იან­ვრი­დან სამ­სა­ხურს და­კარ­გა­ვენ.

"აქ­ცია იმარ­თე­ბა "პე­და­გოგ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის" ორ­გა­ნი­ზე­ბით იმ პე­და­გო­გე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც დევ­ნის მსხვერ­პლი გახ­დნენ პრე­მი­ე­რის დად­გე­ნი­ლე­ბით და ამის სა­ფუძ­ველ­ზე მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ვერ აი­მაღ­ლეს სტა­ტუ­სი და ვერ გა­და­ლა­ხეს ზღვა­რი, იან­ვრი­დან სტა­ტუ­სის მიღ­მა რჩე­ბი­ან არამ­ხო­ლოდ სკო­ლის მიღ­მა, არა­მედ სა­ერ­თოდ პე­და­გო­გო­ბის უფ­ლე­ბა ერ­თმე­ვათ. ეს არის ნონ­სენ­სი, რად­გან სკო­ლამ შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოს, თუ რო­გო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ურ­ჩევ­ნია მას. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ითხო­ვენ, რომ სტა­ტუ­სი არ შე­უ­ჩერ­დეთ და ისი­ნი შუა ზამ­თარ­ში სკო­ლე­ბი­დან არ გა­ყა­რონ.

ჩვენ ვი­თხოვთ გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან, მი­ხე­ილ ჩხენ­კელ­თან შეხ­ვედ­რას. ისი­ნი დი­ა­ლოგ­ზე ვერ მო­დი­ან. მე­ტიც, წინა აქ­ცი­ის დროს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ 10 მას­წავ­ლებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ძა­ხა პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფი, რის გა­მოც მისი გა­დად­გო­მაც მო­ვი­თხო­ვეთ.

თუ მი­ნის­ტრი რამ­დე­ნი­მე წუთ­ში არ შეგ­ვხვდე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მის კო­მი­ტეტ­თან გა­და­ვი­ნაც­ვლებთ. იქაც გვქონ­და შეხ­ვედ­რა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­თან, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს. გა­ნათ­ლე­ბა­ზე მე მის­გან სი­ტყვა არ გა­მი­გია, რად­გან ის ამ საქ­მე­ში ვერ ერ­კვე­ვა, ახლა კი ვი­თხოვთ, რომ გა­ერ­კვეს", - აცხა­დებს აქ­ცი­ის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, „პე­და­გოგ­თა სა­კო­ორ­დი­ნა­ციო ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით ფე­რა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაფერი არ გვეშველება
0

ესეთი პედაგოგების დამსახურებაა კაი ექიმები, მშენებლები და ზოგადად კაი ადამიანები რომ გვყავს ერში

კომენტატორებს
0

ჩახედეთ ტესტებს, ხშირად ისინი არაპროფესიულად არის შედგენილი. მასწავლებლის შეფასება მაგ ტესტებით ჭირს. ძალიან ბევრი კარგი პედაგოგია, რომელიც საგანსაც კარგად ფლობს, კარგადაც ასწავლის, მაგრამ ტესტირება უჭირს. რატომ უნდა იყოს ვიღაცის მიერ შედგენილი ტესტი მასწავლებლის საზომი? ხშირად იმ ვიღაცას ერთი გაკვეთილიც არ ჩაუტარებია. მაგას ის სჯობს, თქვენი შვილების სახელმძღვსნელოებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას ჩახედოთ. ყველა ყველაფრის ექსპერტი როგორ არის ამ ქვეყანაში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან - რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები

პედაგოგების პროტესტი განათლების სამინისტროსთან - რას ითხოვენ აქციაზე შეკრებილები

პედაგოგები, რომლებმაც მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს, განათლების სამინისტროსთან აქციას მართავენ და განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციაზე შეკრებილები ასევე აცხადებენ, რომ პედაგოგები, რომლებმაც გამოცდა ვერ ჩააბარეს, 2022 წლის იანვრიდან სამსახურს დაკარგავენ.

"აქცია იმართება "პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ორგანიზებით იმ პედაგოგების დასახმარებლად, რომლებიც დევნის მსხვერპლი გახდნენ პრემიერის დადგენილებით და ამის საფუძველზე მასწავლებლები, რომლებმაც ვერ აიმაღლეს სტატუსი და ვერ გადალახეს ზღვარი, იანვრიდან სტატუსის მიღმა რჩებიან არამხოლოდ სკოლის მიღმა, არამედ საერთოდ პედაგოგობის უფლება ერთმევათ. ეს არის ნონსენსი, რადგან სკოლამ შეიძლება გადაწყვიტოს, თუ როგორი მასწავლებელი ურჩევნია მას. მასწავლებლები ითხოვენ, რომ სტატუსი არ შეუჩერდეთ და ისინი შუა ზამთარში სკოლებიდან არ გაყარონ.

ჩვენ ვითხოვთ განათლების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან შეხვედრას. ისინი დიალოგზე ვერ მოდიან. მეტიც, წინა აქციის დროს მინისტრის მოადგილემ 10 მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიძახა პოლიციის დანაყოფი, რის გამოც მისი გადადგომაც მოვითხოვეთ.

თუ მინისტრი რამდენიმე წუთში არ შეგვხვდება, პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან გადავინაცვლებთ. იქაც გვქონდა შეხვედრა შალვა პაპუაშვილთან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ადამიანი მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. განათლებაზე მე მისგან სიტყვა არ გამიგია, რადგან ის ამ საქმეში ვერ ერკვევა, ახლა კი ვითხოვთ, რომ გაერკვეს", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, დავით ფერაძე.