სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი არის ისევ ისე სუსტად, როგორც აქამდე იყო... დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა" - ადვოკატი
"სააკაშვილი არის ისევ ისე სუსტად, როგორც აქამდე იყო... დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა" - ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის, დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბას აგ­რძე­ლებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ რუს­თა­ვის #12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში უკე­თე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი ჰქონ­და, ვიდ­რე ახლა აქვს.

რო­გორც სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რუს­თა­ვის #12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, გლ­და­ნის ცი­ხის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გად­მოყ­ვა­ნის მი­ზე­ზი არა მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა იყო, არა­მედ ის, რომ “მო­ეხ­დი­ნათ მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი და ყო­ფი­ლი­ყო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, არაჰუ­მა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი”. ამას­თან, სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სუს­ტად არის, მას დღეს შეს­თა­ვა­ზეს გა­დას­ხმის გა­კე­თე­ბა, მაგ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აგ­რძე­ლებს შიმ­ში­ლო­ბას. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­გან და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის­გან არ მოგ­ვის­მე­ნია ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი, თუ რას აპი­რე­ბენ. აპი­რე­ბენ თუ არა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნას #18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც პრინ­ციპ­ში სუ­ლაც არ არის სა­ა­ვად­მყო­ფო. თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ მას უკე­თე­სი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი ჰქონ­და რუს­თა­ვის #12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც კი.

ეს შე­ნო­ბა არის ორ ნა­წი­ლად გა­ყო­ფი­ლი, ერთ ნა­წილ­ში არის იზო­ლი­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, მაგ­რამ ამ ნა­წილ­ში სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია იმი­ტომ, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს მე­ო­რე ნა­წი­ლი არის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის გა­სა­წე­ვად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩვენ შეგ­ვიძ­ლია და­ვას­კვნათ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მო­უყ­ვა­ნი­ათ მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის მო­ტი­ვე­ბით, ის მო­იყ­ვა­ნეს იმის­თვის, რომ მო­ეხ­დი­ნათ მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რი და ყო­ფი­ლი­ყო არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი, რისი ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც გუ­შინ ვი­ხი­ლეთ, რო­დე­საც ვნა­ხეთ თუ რო­გორ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ვა სის­ტე­მა ადა­მი­ანს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის ისევ ისე­თი, რო­გო­რიც აქამ­დე იყო, ის არის სუს­ტად. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ის, რომ შიმ­ში­ლო­ბის ამ ფა­ზა­ში უკვე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი სი­ტუ­ა­ცი­ის წი­ნა­შე ვდგე­ბით, არ ვი­ცით რო­დის მოხ­დე­ბა დრა­მა­ტუ­ლი გა­უ­ა­რე­სე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის. მას დღეს შეს­თა­ვა­ზეს გა­დას­ხმე­ბის გა­კე­თე­ბა, რა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და", - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია და ეს ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გა­რე­შეც აშ­კა­რაა. "იმ­დე­ნად აშ­კა­რა კვა­ლი ეტყო­ბა მონ­ტა­ჟის, რომ არ არის სა­ჭი­რო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც კი აღ­საქ­მე­ლია მონ­ტა­ჟის კვა­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა ის ნა­წი­ლე­ბი, რო­მე­ლიც მათი აზ­რით, იყო მათ­თვის სა­სარ­გებ­ლო და ამოჭ­რა შე­სა­ბა­მი­სი ნა­წი­ლე­ბი, რო­მელ­თა გა­სა­ჯა­რო­ე­ბაც მათ არ სურ­დათ", - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
0

ვინაა სუსტად, შენ ხო არ გაჟრიალებს, 5 კაცი ძლივს მიათრევდა, მოზვერივითაა ეს ნაშიმშილარი და ნაჭამი რომ ყოფილიყო, ხო დაიფრენდა 5-ვეს

 

ამბაკო
0

გადაეცი ეგრე გააგრძელოს, ,,მშრალ შიმშილობაზე,, აჯიბებს გადასვლა, უპირობოდ გადაეცი, ჩვენ ხომ ვიცით, როგორი ,,სატყვის კაცია,,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სააკაშვილი არის ისევ ისე სუსტად, როგორც აქამდე იყო... დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა" - ადვოკატი

"სააკაშვილი არის ისევ ისე სუსტად, როგორც აქამდე იყო... დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა" - ადვოკატი

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს და აღნიშნავს, რომ რუსთავის #12 დაწესებულებაში უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა, ვიდრე ახლა აქვს.

როგორც საძაგლიშვილმა მიხეილ სააკშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან, გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადმოყვანის მიზეზი არა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო, არამედ ის, რომ “მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის მსხვერპლი”. ამასთან, საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მას დღეს შესთავაზეს გადასხმის გაკეთება, მაგრამ უარი განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის აგრძელებს შიმშილობას. იუსტიციის სამინისტროსგან და პენიტენციური სამსახურისგან არ მოგვისმენია ოფიციალური პასუხი, თუ რას აპირებენ. აპირებენ თუ არა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას #18 დაწესებულებიდან, რომელიც პრინციპში სულაც არ არის საავადმყოფო. თავად მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ მას უკეთესი სამედიცინო სერვისი ჰქონდა რუსთავის #12 დაწესებულებაშიც კი.

ეს შენობა არის ორ ნაწილად გაყოფილი, ერთ ნაწილში არის იზოლირებული მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ამ ნაწილში სამედიცინო სერვისის მიწოდება თითქმის შეუძლებელია იმიტომ, რომ საავადმყოფოს მეორე ნაწილი არის სამედიცინო სერვისების გასაწევად მობილიზებული. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მოუყვანიათ მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივებით, ის მოიყვანეს იმისთვის, რომ მოეხდინათ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი და ყოფილიყო არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რისი ვიდეო მტკიცებულებაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც ვნახეთ თუ როგორ არაადამიანურად ექცევა სისტემა ადამიანს. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ისევ ისეთი, როგორიც აქამდე იყო, ის არის სუსტად. გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არაპროგნოზირებადი სიტუაციის წინაშე ვდგებით, არ ვიცით როდის მოხდება დრამატული გაუარესება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მას დღეს შესთავაზეს გადასხმების გაკეთება, რაზეც უარი განაცხადა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ამასთან, საძაგლიშვილის თქმით, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია და ეს ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც აშკარაა. "იმდენად აშკარა კვალი ეტყობა მონტაჟის, რომ არ არის საჭირო ექსპერტიზის ჩატარება, ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც კი აღსაქმელია მონტაჟის კვალი. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ის ნაწილები, რომელიც მათი აზრით, იყო მათთვის სასარგებლო და ამოჭრა შესაბამისი ნაწილები, რომელთა გასაჯაროებაც მათ არ სურდათ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.