პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარაცხელია, ესპანელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს" - რას წერს ესპანური Marca ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
"კვარაცხელია, ესპანელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს" - რას წერს ესპანური Marca ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

მსოფ­ლიო სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შე­სარ­ჩე­ვი ეტა­პის შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სა და შვე­დეთს შო­რის, ჩვე­ნი გუნ­დის­თვის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. მატ­ჩი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თა, სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბით, ან­გა­რი­შით - 2 - 0 დას­რულ­და. ორი­ვე გოლი მე­ო­რე ტა­იმ­ში გა­ვი­და და ორი­ვეს ავ­ტო­რი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ყა­ზა­ნის "რუ­ბინ­ში." თა­მა­შობს.

ქარ­თვე­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა შვე­დებ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით ეს­პა­ნეთ­ში გა­უ­ხარ­დათ, რად­გა­ნაც შვე­დე­ბის ამ მარ­ცხის წყა­ლო­ბით, მათ ჯგუფ­ში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტა­პის ჯგუფ­ში პირ­ველ ად­გილს 16 ქუ­ლით ეს­პა­ნე­თი იკა­ვებს, მე­ო­რე­ზე 15 ქუ­ლით შვე­დე­ბი არი­ან, მე­სა­მე ად­გი­ლო­სან სა­ბერ­ძნეთს 9 ქულა აქვს, მე­ო­თხე­ზე სა­ქარ­თვე­ლოა, 7 ქუ­ლით, ხოლო ბოლო ად­გილს 4 ქუ­ლით კო­სო­ვო იკა­ვებს (შე­ნიშ­ვნა: სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს გა­მარ­ჯვე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლის კუ­თხით, არა­ფერს ცვლის).

სწო­რედ ამის გამო, ეს­პა­ნუ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მა Marca ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ეს­პა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს უწო­დებს და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით -"კვა­რა­ცხე­ლია, ეს­პა­ნე­თის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მად­რი­დის "რე­ალ­ზე" ოც­ნე­ბობს."

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ეს­პა­ნე­თის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გახ­და, რად­გა­ნაც შვე­დეთ­თან გა­ტა­ნი­ლი ორი გო­ლით ის ეს­პა­ნეთს ჯგუფ­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ტო­ვებს.

"მარ­კას" ცნო­ბით, ზე­დი­ზედ ორი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის ლი­გის სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი კვა­რა­ცხე­ლია ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის უდი­დე­სი ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვია და ერთ-ერ­თია იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პულ გრან­დში გა­დას­ვლა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ.

  • "მჯე­რა, რომ ის მად­რი­დის "რე­ალ­ში", ან "ბა­ი­ერნ­ში" ითა­მა­შებს“, - აცხა­დებს ფეხ­ბურ­თე­ლის აგენ­ტი.

"რე­ა­ლი" შემ­თხვე­ვი­თი არ­ჩე­ვა­ნი არ არის. ჩემი შვი­ლე­ბი და მათ შო­რის ხვი­ჩა, "რე­ა­ლის" გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლის მამა, ბად­რი კა­ვარ­ცხე­ლია.

გა­მო­ცე­მა წერს, რომ transfermarkt.com-ზე კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 18 მი­ლი­ო­ნი ევ­როა, თუმ­ცა შვე­დეთ­თან მის­მა "აფეთ­ქე­ბამ“ შე­საძ­ლოა, 20 წლის მო­თა­მა­შის ფასი გა­ზარ­დოს. რო­გორც "მარ­კა" აღ­ნიშ­ნავს, რუ­სეთ­ში მო­თა­მა­შე ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის ხვი­ჩა­ზე უფრო მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა "ზე­ნი­ტის" მო­თა­მა­შე­ებს, აზ­მუნ­სა და მალ­კო­მს აქვთ.

რო­გორც ჩანს, ეს­პა­ნე­ლებს კარ­გად ახ­სოვთ მათ კარ­ში გა­ტა­ნი­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას გოლი. გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნულ მატჩსაც იხ­სე­ნებს - "კვა­რა­ცხე­ლი­ამ უკვე გა­უ­ტა­ნა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს. თა­მა­შის გა­დარ­ჩე­ნა კი დანი ოლ­მომ 92-ე წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლით შეძ­ლო", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში, სა­დაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი იმე­დი აქვთ, რომ ხვი­ჩა "უძ­ვე­ლე­სი კონ­ტი­ნენ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გუნ­დის მა­ი­სურს მო­ირ­გებს."

  • "ის ჩემს თავს მახ­სე­ნებს, უდი­დე­სი პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს, აქვს სის­წრა­ფე, ინ­ტუ­ი­ცია, ტაქ­ტი­კუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობს. იღ­ვი­ძებს და იძი­ნებს ბურ­თით“, - ცი­ტი­რებს "მარ­კა" ვლა­დი­მერ გუ­ცა­ე­ვის სი­ტყვებს.

"კვა­რა­ცხე­ლი­ას ორმა გოლ­მა ეს­პა­ნეთს მის­ცა უპი­რა­ტე­სო­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე, ხოლო ფეხ­ბურ­თე­ლის სა­ხე­ლი, თა­ვი­სი თან­ხმოვ­ნე­ბით, უფრო რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­ხა­და", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ამ დრო­ის­თვის "ტრანსფერ­მარ­კეტ­ზე" ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ყვე­ლა­ზე ხში­რად ნახ­ვად ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს და შვე­დეთ­თან მატ­ჩის შემ­დეგ, მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გაზ­რდი­ლია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათკა
1

გულით ვგრძნობ რომ ჩვენი ფეხბურთელები ისე გააქტიურდნენ რომ მალე მსფოფლიო ჩემპიონატსაც მოვიგებთ, ვისაც ჩემი სჯერა დაალაიქოს. მართლა მოვიგებთ, მარტო ხვიჩა კი არა გუშინ 21 წლამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი გოლი გაუტანა ინგლისს. კარგი თაობა გვერზრდება ხვიჩას გარდა სხვებიც კარგები გვყავს. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას

გიორგი
0

ვენაცვალე ქართულ გენს! მაგარი, ჟილკიანი ბიჭია.

ავტორი:

"კვარაცხელია, ესპანელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს" - რას წერს ესპანური Marca ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"კვარაცხელია, ესპანელების საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს" - რას წერს ესპანური Marca ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა საქართველოსა და შვედეთს შორის, ჩვენი გუნდისთვის, წარმატებული გამოდგა. მატჩი, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით - 2 - 0 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივეს ავტორი ხვიჩა კვარაცხელიაა, 20 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად ყაზანის "რუბინში." თამაშობს.

ქართველების გამარჯვება შვედებთან განსაკუთრებით ესპანეთში გაუხარდათ, რადგანაც შვედების ამ მარცხის წყალობით, მათ ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნეს. საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში პირველ ადგილს 16 ქულით ესპანეთი იკავებს, მეორეზე 15 ქულით შვედები არიან, მესამე ადგილოსან საბერძნეთს 9 ქულა აქვს, მეოთხეზე საქართველოა, 7 ქულით, ხოლო ბოლო ადგილს 4 ქულით კოსოვო იკავებს (შენიშვნა: საქართველოსთვის ეს გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის კუთხით, არაფერს ცვლის).

სწორედ ამის გამო, ესპანურენოვანი გამოცემა Marca ხვიჩა კვარაცხელიას ესპანეთის საუკეთესო მეგობარს უწოდებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით -"კვარაცხელია, ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის "რეალზე" ოცნებობს."

როგორც გამოცემა წერს, ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა, რადგანაც შვედეთთან გატანილი ორი გოლით ის ესპანეთს ჯგუფში პირველ ადგილზე ტოვებს.

"მარკას" ცნობით, ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული კვარაცხელია ქართული ფეხბურთის უდიდესი ამომავალი ვარსკვლავია და ერთ-ერთია იმ ადამიანებიდან, რომლებიც ევროპულ გრანდში გადასვლაზე ოცნებობენ.

  • "მჯერა, რომ ის მადრიდის "რეალში", ან "ბაიერნში" ითამაშებს“, - აცხადებს ფეხბურთელის აგენტი.

"რეალი" შემთხვევითი არჩევანი არ არის. ჩემი შვილები და მათ შორის ხვიჩა, "რეალის" გულშემატკივრები არიან“, - ამბობს ფეხბურთელის მამა, ბადრი კავარცხელია.

გამოცემა წერს, რომ transfermarkt.com-ზე კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა, თუმცა შვედეთთან მისმა "აფეთქებამ“ შესაძლოა, 20 წლის მოთამაშის ფასი გაზარდოს. როგორც "მარკა" აღნიშნავს, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ხვიჩაზე უფრო მაღალი ღირებულება "ზენიტის" მოთამაშეებს, აზმუნსა და მალკომს აქვთ.

როგორც ჩანს, ესპანელებს კარგად ახსოვთ მათ კარში გატანილი კვარაცხელიას გოლი. გამოცემა აღნიშნულ მატჩსაც იხსენებს - "კვარაცხელიამ უკვე გაუტანა ესპანეთის ნაკრებს. თამაშის გადარჩენა კი დანი ოლმომ 92-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლო", - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში დიდი იმედი აქვთ, რომ ხვიჩა "უძველესი კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გუნდის მაისურს მოირგებს."

  • "ის ჩემს თავს მახსენებს, უდიდესი პოტენციალი აქვს, აქვს სისწრაფე, ინტუიცია, ტაქტიკური ინტელექტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ფეხბურთით ცხოვრობს. იღვიძებს და იძინებს ბურთით“, - ციტირებს "მარკა" ვლადიმერ გუცაევის სიტყვებს.

"კვარაცხელიას ორმა გოლმა ესპანეთს მისცა უპირატესობა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო ფეხბურთელის სახელი, თავისი თანხმოვნებით, უფრო რეზონანსული გახადა", - ნათქვამია სტატიაში.

ცნობისთვის, ამ დროისთვის "ტრანსფერმარკეტზე" ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ხშირად ნახვად ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილს იკავებს და შვედეთთან მატჩის შემდეგ, მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილია.