სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი უნდა იყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება?
როგორი უნდა იყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება?

სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის და­ნერგვა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხი. ზო­გა­დად, ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­ცი­ნა ბევ­რი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა − აერ­თი­ა­ნებს რო­გორც, ერთი შე­ხედ­ვით წვრილ­მა­ნებს, ისე საკ­მა­ოდ დიდ და მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს.

მე­დი­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბის გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზეა, რაც დიდ­წი­ლად სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბის ხა­რის­ხით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ამ პრო­ცეს­ში პრო­ტო­კო­ლე­ბის და­ნერგვა და შეს­რუ­ლე­ბა დიდ როლს ას­რუ­ლებს. ქარ­თულ ბა­ზარ­ზე ახა­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბის და­ნერგვით ერთ–ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი კლი­ნი­კა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სია“, რომ­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კორ­ძა­ხია სწო­რედ სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ხა­რისხსა და ახა­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა კომ­პო­ნენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი?

ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­ცი­ნა არა­ერ­თი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა. უმ­თავ­რე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­წე­რა და მათი პრო­ტო­კო­ლი­ზა­ცი­აა. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­შია ჩარ­თუ­ლი, ერ­თნა­ირ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უნდა იღებ­დეს ერ­თსა და იმა­ვე შემ­თხვე­ვა­ში და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ნი­ვე­ლი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს. ზო­გა­დად, სუ­ბი­ექ­ტი­ვიზ­მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ ვარ, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ზო­მი­ე­რი და სა­ერ­თო წე­სე­ბით რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბის პრო­ტო­კო­ლი­ზა­ცია – სწო­რედ ეს სა­კი­თხია ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­ცი­ნის ერთ–ერთი ძი­რი­თა­დი ბერ­კე­ტი და მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი.

რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას კლი­ნი­კა, რო­დე­საც ხა­რის­ხი­ან სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სებ­ზე ვსა­უბ­რობთ?

ქარ­თულ მე­დი­ცი­ნას ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვა აქვს. ჩვენ ჯერ კი­დევ გარ­და­მა­ვალ მო­დელ­ზე ვართ, რო­დე­საც აღარ არ­სე­ბობს საბ­ჭო­თა მე­დი­ცი­ნა, თუმ­ცა ჯერ არც ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სა­მე­დი­ცი­ნო ოჯა­ხის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი ვართ. ამ პრო­ცეს­ში, ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის და მათ შო­რის, ჩვე­ნი კლი­ნი­კის, ერთ–ერთი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა სა­კად­რო დე­ფი­ცი­ტია. ეს პრობ­ლე­მა აქ­ტუ­ა­ლუ­რია ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­შიც. კი­დევ ერთი გა­მოწ­ვე­ვა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის დე­ფი­ცი­ტია. ფი­ნან­სუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ხა­რის­ხის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლია.

ასე­ვე, დიდი გა­მოწ­ვე­ვაა სა­ერ­თა­შო­რი­სო და და­სავ­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლე­ბის ადაპ­ტი­რე­ბა და და­ნერგვა. სა­ჭი­როა, რომ უფრო მეტი ასე­თი პრო­ცე­დუ­რა იყოს შე­მო­სუ­ლი და და­ნერ­გი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. პრო­ტო­კო­ლებ­ში ჩა­მორ­ჩე­ნის ერთ–ერთი მი­ზე­ზი კი კვლავ სა­კად­რო პრობ­ლე­მაა. ამავდრო­უ­ლად, პრო­ტო­კო­ლი­ზა­ცია მე­დი­ცი­ნას აძ­ვი­რებს. თი­თო­ე­უ­ლი ეს გა­მოწ­ვე­ვა ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია.

ჩვენ ვცდი­ლობთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­ვუმკლავ­დეთ ამ გა­მოწ­ვე­ვებს. რო­გორც კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს ხში­რად ვგზავ­ნით სა­ზღვარ­გა­რეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლებ­ლად და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ. მსგავ­სი ინ­ვეს­ტი­ცია ნამ­დვი­ლად გა­მარ­თლე­ბუ­ლია.

პრო­ტო­კო­ლე­ბის და­ნერგვა ხა­რის­ხი­ა­ნი მე­დი­ცი­ნის ერთ–ერთ მთა­ვარ კომ­პო­ნენ­ტად და­ა­სა­ხე­ლეთ. რო­გო­რია მათი შექ­მნის პრო­ცე­სი?

ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია. უცხო­ურ კლი­ნი­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­რე­შე პრო­ტო­კო­ლი­ზა­ცი­ას არ მივ­მარ­თავთ, თუმ­ცა რო­მე­ლი­მე კლი­ნი­კის პრო­ტო­კო­ლე­ბის პირ­და­პირ გად­მო­ღე­ბა არ ხდე­ბა. პრო­ტო­კო­ლი­ზა­ცია არის გა­წე­რი­ლი პრო­ცე­სი, რა­საც ჩვენ ვიც­ნობთ, დე­ტა­ლუ­რად ვიკ­ვლევთ, მო­ვი­ძი­ებთ ლი­ტე­რა­ტუ­რას, მო­ვარ­გებთ ჩვენს რე­ა­ლო­ბას და მხო­ლოდ მას შემ­დეგ ხდე­ბა მათი და­ნერგვა და იმპლე­მენ­ტა­ცია. ლო­კა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ზე მორ­გე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ერთი მხრივ არ უნდა მოხ­დეს დე­და­აზ­რის დარ­ღვე­ვა და, მე­ო­რე მხრივ, უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს კონ­კრე­ტულ რე­ა­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე პრო­ტო­კო­ლის პირ­და­პირ გად­მო­ტა­ნით, ის არ მო­ერ­გოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რას. სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო მათი მორ­გე­ბა.

კლი­ნი­კებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად სჭირ­დე­ბათ ახა­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბის და­ნერგვა და სწო­რედ ამ პრო­ცე­სის შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა ახა­ლი პრო­ტო­კო­ლე­ბის და­ნერგვა თუ არ­სე­ბუ­ლე­ბის გა­და­ხედ­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი, სა­ბო­ლო­ოდ, სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას გა­ნა­პი­რო­ბებს. ამის­თვის ჩვენს კლი­ნი­კა­ში არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­დუ­რა და­ი­ნერ­გა და გა­ნი­სა­ზღვრა პრო­ტო­კო­ლით.

მოგ­ვი­ყე­ვით „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ ახ­ლა­ხან და­ნერ­გი­ლი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ხებ.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბი­სა და პა­ცი­ენ­ტთა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სი­ცო­ცხლის გა­დამ­რჩე­ნი სამი პრო­ცე­დუ­რა და­ი­ნერ­გა, ესე­ნია: ლურ­ჯი კოდი, პა­ცი­ენ­ტთა იდენ­ტი­ფი­კა­ცია და უსაფრ­თხო ქი­რურ­გია. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს როლს ას­რუ­ლებს პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მათს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის პრო­ცეს­ში.

გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვის მარ­თვის პრო­ტო­კო­ლის, „ლურ­ჯი კო­დის“, მი­ზა­ნია კლი­ნი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის­თვის (პა­ცი­ენ­ტი, ვი­ზი­ტო­რი, სხვ.) გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო სი­ტუ­ა­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი მარ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ურ სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბრი­გა­დას­თან მყი­სი­ე­რი და­კავ­ში­რე­ბის სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბა, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მათი და­უ­ყოვ­ნე­ბე­ლი მოს­ვლა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

რე­ა­ნი­მა­ცი­ულ ბრი­გა­დას­თან სწრა­ფი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის კლი­ნი­კის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­ლა­კე­ბი, რო­მელ­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბი­სას რე­ა­ნი­მა­ცი­ულ ბრი­გა­დას სპე­ცი­ა­ლურ პე­ი­ჯერ­ზე მყი­სი­ე­რად მის­დის ინ­ფორ­მა­ცია გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის ზუს­ტი ლო­კა­ცი­ის შე­სა­ხებ. გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­გო­რიც არის დე­ფიბ­რი­ლა­ტო­რი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, ასე­ვე გან­ლა­გე­ბუ­ლია ყვე­ლა სარ­თულ­ზე, რაც სა­რე­ა­ნი­მა­ციო ბრი­გა­დას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს დრო­უ­ლად და სრულ­ყო­ფი­ლად აღ­მო­უ­ჩი­ნოს ადა­მი­ანს დახ­მა­რე­ბა. „ლურ­ჯი კო­დის“ არ­სე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის სა­რე­ა­ნი­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ პრო­ცე­დუ­რის და­ნერგვა, მან თუნ­დაც ერთი სი­ცო­ცხლე რომ გა­და­არ­ჩი­ნოს.

რას ნიშ­ნავს პა­ცი­ენ­ტთა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლი?

პა­ცი­ენ­ტთა უსაფრ­თხო­ე­ბა კლი­ნი­კის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია. პა­ცი­ენ­ტის არას­წო­რი იდენ­ტი­ფი­კა­ცია აღი­ა­რე­ბუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ პრობ­ლე­მად სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ მიზ­ნე­ბის­თვის „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ და­ნერ­გი­ლია პა­ცი­ენ­ტთა იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ტო­კო­ლი, რომ­ლის ერთ-ერთ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­მა­ჯუ­რის აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მუდ­მი­ვი ტა­რე­ბა კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­მა­ჯუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის მი­ზა­ნი არის პა­ცი­ენ­ტის მუდ­მი­ვი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ რო­გო­რია პა­ცი­ენ­ტის ცნო­ბი­ე­რე­ბის დონე თუ დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ის ხა­რის­ხი.

მოგ­ვი­ყე­ვით უსაფრ­თხო ქი­რურ­გი­ის პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ხებ.

ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვე­ბის და ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს პა­ცი­ენ­ტთა უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ და­ნერ­გი­ლია უსაფრ­თხო ქი­რურ­გი­ის პროგ­რა­მა. პროგ­რა­მის ძი­რი­თად კომ­პო­ნენ­ტებს წარ­მო­ად­გენს სა­ო­პე­რა­ციო არის წი­ნას­წა­რი მარ­კი­რე­ბის პრო­ცე­სი და სამ­ჯე­რა­დი პა­უ­ზის გა­კე­თე­ბა წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი კი­თხვა­რის შევ­სე­ბის მიზ­ნით.

პირ­ვე­ლი პა­უ­ზა კეთ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ ანეს­თე­ზი­ის და­წყე­ბის წინ, მე­ო­რე - უშუ­ა­ლოდ ქი­რურ­გი­უ­ლი ან ინ­ვა­ზი­უ­რი პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის წინ, ხოლო მე­სა­მე - ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ნამ, სა­ნამ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი და­ტო­ვებს სა­ო­პე­რა­ციო ბლოკს. თი­თო­ე­ულ პა­უ­ზის დროს ქი­რურ­გი­უ­ლი ბრი­გა­დის ერთ-ერთი წევ­რი კი­თხუ­ლობს შე­სა­ბა­მის კი­თხვარს და ქი­რურ­გი, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი და ქი­რურ­გი­უ­ლი მედ­და პა­სუ­ხო­ბენ შე­სა­ბა­მის შე­კი­თხვებს.

პრო­ცე­სის მსვლე­ლო­ბი­სას უშუ­ა­ლოდ ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე სა­ბო­ლო­ოდ მოწ­მდე­ბა და დას­ტურ­დე­ბა: პა­ცი­ენ­ტის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბი, ოპე­რა­ცი­ის სახე და სა­ო­პე­რა­ციო არე, სა­ა­ნეს­თე­ზიო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, აპა­რა­ტუ­რის გა­მარ­თუ­ლო­ბა, კა­თე­ტე­რე­ბის გა­მავ­ლო­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლი რის­კე­ბი (მაგ. სის­ხლის და­ნა­კარ­გი, ალერ­გია), იმპლან­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა ად­გილ­ზე და სხვ.

ამა თუ იმ შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე ჩერ­დე­ბა პრო­ცე­დუ­რა, სა­ნამ არ მოხ­დე­ბა შე­უ­სა­ბა­მო­ბის გა­მოს­წო­რე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს პრობ­ლე­მის აღ­მო­ფხვრას ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება?

როგორი უნდა იყოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება?

სხვადასხვა სამედიცინო სერვისის დანერგვასა და განვითარებასთან ერთად, არანაკლებად მნიშვნელოვანია მათი მიწოდების ხარისხი. ზოგადად, ხარისხიანი მედიცინა ბევრი კომპონენტისგან შედგება − აერთიანებს როგორც, ერთი შეხედვით წვრილმანებს, ისე საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან საკითხებს.

მედიცინა საქართველოში განვითარების გარდამავალ ეტაპზეა, რაც დიდწილად სამედიცინო სერვისების მიწოდების ხარისხით გამოიხატება. ამ პროცესში პროტოკოლების დანერგვა და შესრულება დიდ როლს ასრულებს. ქართულ ბაზარზე ახალი პროტოკოლების დანერგვით ერთ–ერთი გამორჩეული კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსია“, რომლის სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია სწორედ სამედიცინო სერვისების ხარისხსა და ახალი პროტოკოლების მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

რა კომპონენტებისგან შედგება ხარისხიანი სამედიცინო სერვისი?

ხარისხიანი მედიცინა არაერთი კომპონენტისგან შედგება. უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კი პროცედურების გაწერა და მათი პროტოკოლიზაციაა. ეს ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც პაციენტის მკურნალობის პროცესშია ჩართული, ერთნაირ გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს ერთსა და იმავე შემთხვევაში და სუბიექტური მოვლენები ნიველირებული უნდა იყოს. ზოგადად, სუბიექტივიზმის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ზომიერი და საერთო წესებით რეგულირებული. გაწერილი პროცედურები და პროცედურების პროტოკოლიზაცია – სწორედ ეს საკითხია ხარისხიანი მედიცინის ერთ–ერთი ძირითადი ბერკეტი და მთავარი კომპონენტი.

რა გამოწვევების წინაშე დგას კლინიკა, როდესაც ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ვსაუბრობთ?

ქართულ მედიცინას ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს. ჩვენ ჯერ კიდევ გარდამავალ მოდელზე ვართ, როდესაც აღარ არსებობს საბჭოთა მედიცინა, თუმცა ჯერ არც ევროპისა და ამერიკის სამედიცინო ოჯახის სრულუფლებიანი წევრი ვართ. ამ პროცესში, ზოგადად ქართული მედიცინის და მათ შორის, ჩვენი კლინიკის, ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა საკადრო დეფიციტია. ეს პრობლემა აქტუალურია ევროპის ქვეყნებშიც. კიდევ ერთი გამოწვევა ფინანსური რესურსის დეფიციტია. ფინანსური ინვესტიცია სამედიცინო სერვისების ხარისხის პირდაპირპროპორციულია.

ასევე, დიდი გამოწვევაა საერთაშორისო და დასავლური წარმომავლობის პროტოკოლების ადაპტირება და დანერგვა. საჭიროა, რომ უფრო მეტი ასეთი პროცედურა იყოს შემოსული და დანერგილი საქართველოში. პროტოკოლებში ჩამორჩენის ერთ–ერთი მიზეზი კი კვლავ საკადრო პრობლემაა. ამავდროულად, პროტოკოლიზაცია მედიცინას აძვირებს. თითოეული ეს გამოწვევა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ეფექტურად გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები, ჩვენს სამედიცინო პერსონალს ხშირად ვგზავნით საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ამ მიმართულებით კმაყოფილები ვართ. მსგავსი ინვესტიცია ნამდვილად გამართლებულია.

პროტოკოლების დანერგვა ხარისხიანი მედიცინის ერთ–ერთ მთავარ კომპონენტად დაასახელეთ. როგორია მათი შექმნის პროცესი?

ეს საკმაოდ რთული პროცესია. უცხოურ კლინიკებთან თანამშრომლობის გარეშე პროტოკოლიზაციას არ მივმართავთ, თუმცა რომელიმე კლინიკის პროტოკოლების პირდაპირ გადმოღება არ ხდება. პროტოკოლიზაცია არის გაწერილი პროცესი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, დეტალურად ვიკვლევთ, მოვიძიებთ ლიტერატურას, მოვარგებთ ჩვენს რეალობას და მხოლოდ მას შემდეგ ხდება მათი დანერგვა და იმპლემენტაცია. ლოკალურ რეალობაზე მორგება საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ერთი მხრივ არ უნდა მოხდეს დედააზრის დარღვევა და, მეორე მხრივ, უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტულ რეალობას. მაგალითად, შეიძლება რომელიმე პროტოკოლის პირდაპირ გადმოტანით, ის არ მოერგოს ინფრასტრუქტურას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი მორგება.

კლინიკებს საერთაშორისო სტანდარტების მოსაპოვებლად სჭირდებათ ახალი პროტოკოლების დანერგვა და სწორედ ამ პროცესის შესაბამისად ხდება ახალი პროტოკოლების დანერგვა თუ არსებულების გადახედვა. ეს ყველაფერი, საბოლოოდ, სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას და პაციენტის უსაფრთხოების მაქსიმალურ უზრუნველყოფას განაპირობებს. ამისთვის ჩვენს კლინიკაში არაერთი მნიშვნელოვანი პროცედურა დაინერგა და განისაზღვრა პროტოკოლით.

მოგვიყევით „ნიუ ჰოსპიტალსში“ ახლახან დანერგილი გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების მართვის პროტოკოლის შესახებ.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და პაციენტთა უსაფრთხოების მიზნით, სიცოცხლის გადამრჩენი სამი პროცედურა დაინერგა, ესენია: ლურჯი კოდი, პაციენტთა იდენტიფიკაცია და უსაფრთხო ქირურგია. თითოეული მათგანი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პაციენტების უსაფრთხოებისა და მათს ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში.

გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევის მართვის პროტოკოლის, „ლურჯი კოდის“, მიზანია კლინიკის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადამიანისთვის (პაციენტი, ვიზიტორი, სხვ.) გადაუდებელი სამედიცინო სიტუაციის ოპერატიული და ეფექტური მართვის უზრუნველყოფა. ოპერატიულობასა და ეფექტურობაში იგულისხმება კვალიფიციურ სარეანიმაციო ბრიგადასთან მყისიერი დაკავშირების სისტემის არსებობა, შემთხვევის ადგილზე მათი დაუყოვნებელი მოსვლა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.

რეანიმაციულ ბრიგადასთან სწრაფი კომუნიკაციისთვის კლინიკის მთელ ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალური ღილაკები, რომელთა გააქტიურებისას რეანიმაციულ ბრიგადას სპეციალურ პეიჯერზე მყისიერად მისდის ინფორმაცია გადაუდებელი შემთხვევის ზუსტი ლოკაციის შესახებ. გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო აღჭურვილობა, როგორიც არის დეფიბრილატორი და მედიკამენტები, ასევე განლაგებულია ყველა სართულზე, რაც სარეანიმაციო ბრიგადას საშუალებას აძლევს დროულად და სრულყოფილად აღმოუჩინოს ადამიანს დახმარება. „ლურჯი კოდის“ არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის სარეანიმაციო ღონისძიებების ეფექტურობას.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცედურის დანერგვა, მან თუნდაც ერთი სიცოცხლე რომ გადაარჩინოს.

რას ნიშნავს პაციენტთა იდენტიფიკაციის პროტოკოლი?

პაციენტთა უსაფრთხოება კლინიკის მთავარი პრიორიტეტია. პაციენტის არასწორი იდენტიფიკაცია აღიარებულია გავრცელებულ პრობლემად სამედიცინო დაწესებულებებში, რამაც შესაძლებელია პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების სერიოზული რისკი გამოიწვიოს. ამ მიზნებისთვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია პაციენტთა იდენტიფიკაციის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროტოკოლი, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის საიდენტიფიკაციო სამაჯურის აუცილებელი და მუდმივი ტარება კლინიკაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. საიდენტიფიკაციო სამაჯურის გამოყენების მიზანი არის პაციენტის მუდმივი იდენტიფიცირების საშუალება იმის მიუხედავად, თუ როგორია პაციენტის ცნობიერების დონე თუ დეზორიენტაციის ხარისხი.

მოგვიყევით უსაფრთხო ქირურგიის პროტოკოლის შესახებ.

ქირურგიული ჩარევების და ინვაზიური პროცედურების დროს პაციენტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია უსაფრთხო ქირურგიის პროგრამა. პროგრამის ძირითად კომპონენტებს წარმოადგენს საოპერაციო არის წინასწარი მარკირების პროცესი და სამჯერადი პაუზის გაკეთება წინასწარ განსაზღვრული კითხვარის შევსების მიზნით.

პირველი პაუზა კეთდება უშუალოდ ანესთეზიის დაწყების წინ, მეორე - უშუალოდ ქირურგიული ან ინვაზიური პროცედურის დაწყების წინ, ხოლო მესამე - ოპერაციის დასრულების შემდეგ მანამ, სანამ სამედიცინო პერსონალი დატოვებს საოპერაციო ბლოკს. თითოეულ პაუზის დროს ქირურგიული ბრიგადის ერთ-ერთი წევრი კითხულობს შესაბამის კითხვარს და ქირურგი, ანესთეზიოლოგი და ქირურგიული მედდა პასუხობენ შესაბამის შეკითხვებს.

პროცესის მსვლელობისას უშუალოდ ოპერაციის დაწყებამდე საბოლოოდ მოწმდება და დასტურდება: პაციენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ოპერაციის სახე და საოპერაციო არე, საანესთეზიო აღჭურვილობა და მედიკამენტები, აპარატურის გამართულობა, კათეტერების გამავლობა, მოსალოდნელი რისკები (მაგ. სისხლის დანაკარგი, ალერგია), იმპლანტების არსებობა ადგილზე და სხვ.

ამა თუ იმ შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში ნებისმიერ ეტაპზე ჩერდება პროცედურა, სანამ არ მოხდება შეუსაბამობის გამოსწორება, რაც უზრუნველყოფს პრობლემის აღმოფხვრას ოპერაციის დაწყებამდე.