პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ზაიონი ვიღაა... ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა?" - იმ დღეს ზაიონმა ტურნირი მოიგო, გამარჯვება კი დედას მიუძღვნა
"ეს ზაიონი ვიღაა... ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა?" - იმ დღეს ზაიონმა ტურნირი მოიგო, გამარჯვება კი დედას მიუძღვნა
  • პრო­ლო­გი

მას­სილ­ლო­ნის (ოჰა­ი­ოს შტა­ტი) სპორ­ტულ კომ­პლექსში, სა­დაც ჭი­და­ო­ბის ტურ­ნი­რი იმარ­თე­ბო­და, ტრი­ბუ­ნა­ზე მოქ­ნი­ლად ავი­და ქალი და თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. და­ძა­ბუ­ლი ჩან­და, თვა­ლებს აქეთ-იქით აცე­ცებ­და და თა­ვის­თვის რა­ღა­ცას ბუტ­ბუ­ტებ­და.

- ეს ზა­ი­ო­ნი ვი­ღაა, ცალი თვა­ლით მა­ინც შე­მა­ხე­და. ტიპს ფე­ხე­ბი არ აქვს და რა ჭი­და­ო­ბა მო­უნ­და? - უთხრა კაც­მა გვერ­დზე მჯდომს, ლუდი მოყ­ლურ­წა და დიდი მუ­ცე­ლი მო­ი­ქა­ვა. გვერ­დზე მჯდომ­მა მხრე­ბი აი­ჩე­ჩა, უნ­დო­და და­თან­ხმე­ბო­და, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვა და სა­სა­უბ­რო თემა ტა­ტა­მის ფერ­ზე გა­და­უ­ტა­ნა.

ქალ­მა აშ­კა­რად გა­ი­გო კა­ცე­ბის დი­ა­ლო­გი და ჩა­ე­ცი­ნა. ახლა მის მზე­რა­ში სი­ა­მა­ყე უფრო იკ­ვე­თე­ბო­და, ვიდ­რე გა­ურ­კვევ­ლო­ბა...

  • გზის და­სა­წყი­სი

კუ­ა­და­ლუ­რი რეგ­რე­სი­ის სინ­დრო­მი - სა­ში­ში გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის ხერ­ხემ­ლის ქვე­და ნა­წი­ლი ანო­მა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა, რაც კი­დუ­რე­ბის დე­ფორ­მა­ცი­ას იწ­ვევს. მეც­ნი­ე­რებს არ შე­უძ­ლი­ათ ახ­სნან, რა­ტომ ხდე­ბა ასე, თუმ­ცა ამ და­ა­ვა­დე­ბით მა­ინც იბა­დე­ბი­ან ბავ­შვე­ბი. ერთ-ერთი ასე­თი კი ზა­ი­ონ კლარ­კია. ბი­ჭუ­ნას, რო­მე­ლიც ფე­ხე­ბის გა­რე­შე იზ­რდე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­და, რო­გორ შე­იც­ვლე­ბო­და მისი ცხოვ­რე­ბა მო­მა­ვალ­ში.

დე­დას ზა­ი­ო­ნის გაშ­ვი­ლე­ბა მტკი­ცედ ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი და ასეც მო­იქ­ცა... წლე­ბი გა­დი­ო­და და ის ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფა­რის კედ­ლებს ვერ ტო­ვებ­და - მას­ზე უარი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა წყვილ­მა თქვა.

სა­ნამ ზა­ი­ონ­ზე უარს ამ­ბობ­დნენ, ცინ­ცი­ნა­ტე­ლი კიმ­ბერ­ლი ვა­ჟის ყო­ლა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მას სულ გო­გო­ე­ბი ჰყავ­და და ბი­ჭის აღ­ზრდაც სურ­და. რამ­დენ­ჯერ­მე ახ­ლოს იყო ბავ­შვის აყ­ვა­ნას­თან, თუმ­ცა საქ­მე-საქ­მე­ზე როცა მიდ­გე­ბო­და, სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო, არ ხერ­ხდე­ბო­და.

"ერთხელ ჩემი შვი­ლის სკო­ლა­ში მი­ვე­დი და სა­შო­ბაო კან­ტან­ტას შე­ვეს­წა­რი. მა­შინ და­ვი­ნა­ხე ზა­ი­ო­ნი, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბო­და ხე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. მან ვერ შემ­ნიშ­ნა, თუმ­ცა მე ვი­ცო­დი, რომ ის ჩემი შვი­ლი გახ­დე­ბო­და. ეს იქამ­დე ვი­ცო­დი, ვიდ­რე თვი­თონ და­მი­ნა­ხავ­და“, - იხ­სე­ნებს კიმ­ბერ­ლი.

დე­დას­თან ერ­თად

კლარ­კე­ბის ოჯახ­ში ზა­ი­ონს გა­უ­მარ­თლა. მშობ­ლებ­მა პა­ტა­რას ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა შე­უქ­მნეს, რომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო და ცხოვ­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი გზა მო­ე­ნა­ხა. 7 წლის ასაკ­ში ის ჭი­და­ო­ბა­ზე შე­იყ­ვა­ნეს. სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე ვარ­ჯი­ში დას­ჭირ­და ბი­ჭუ­ნას, რომ მიხ­ვედ­რი­ლი­ყო - ეს სპორ­ტი მისი ბე­დია.

თუმ­ცა, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლად და­ი­წყო მისი და ჭი­და­ო­ბის "თა­ნა­ცხოვ­რე­ბა", გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კლარ­კმა პა­რას­პორ­ტულ ჭი­და­ო­ბას, სპორ­ტუ­ლი ჭი­და­ო­ბა არ­ჩია და სრულ­ფა­სო­ვა­ნი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ბი­ჭებს ეპა­ექ­რე­ბო­და, ას­პა­რე­ზო­ბის პირ­ველ ორ სე­ზონ­ში ზა­ი­ონ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა შეხ­ვედ­რა წა­ა­გო.

  • "გა­აგ­რძე­ლე ბრძო­ლა! არა­ნა­ი­რი თა­ვის მარ­თლე­ბა!“

ზა­ი­ო­ნის პირ­ვე­ლი მწვრთნე­ლი გილ დნო­ა­ჰიო მიხ­ვდა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ჭი­და­ვის­თვის ვარ­ჯი­შე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­თო­დის შე­მუ­შა­ვე­ბა იყო სა­ჭი­რო.

"რო­გორ ვა­ვარ­ჯი­შო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არ აქვს ფე­ხე­ბი? ჩვენ ვა­ტა­რებ­დით უამ­რავ ექ­სპე­რი­მენტს და ბო­ლოს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ილე­თე­ბი და მოძ­რა­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შეგ­ვეძ­ლო სრულ­ყო­ფი­ლამ­დე დაგ­ვეხ­ვე­წა. ასე­ვე მივ­ხვდით, რა მოძ­რა­ო­ბე­ბი არ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა“, - იხ­სე­ნებს მწვრთნე­ლი.

"ჩემი ხე­ლე­ბი ჩემ­თვის ხე­ლე­ბიც არის და ფე­ხე­ბიც, ასე რომ, სა­ჭი­რო იყო ჩემი მოძ­რა­ო­ბე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა. უნდა დავ­ყრდნო­ბი­ლი­ყა­ვი ერთ ხელ­ზე და შემ­დეგ შე­ბოჭ­ვა მე­ცა­და, ან ისე ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან, რომ ვერ შე­ვე­ჩე­რე­ბი­ნე“, - ამ­ბობს კლარ­კი.

ახალ სე­ზონ­ში მე­ტო­ქე­ებ­მა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ზა­ი­ო­ნი იხი­ლეს, რომ­ლის არ­და­ფა­სე­ბა, გარ­და­უ­ვალ წა­გე­ბას ნიშ­ნავ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კლარ­კი 45 კგ-ია, ის 57 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში ას­პა­რე­ზობს და მისი ყო­ვე­ლი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მას­ზე მძი­მეა, თუმ­ცა ამ უპი­რა­ტე­სო­ბის ჩათ­ვლი­თაც, ტა­ტამ­ზე ის ღირ­სე­უ­ლი ოპო­ნენ­ტია.

მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად

ერთხელ სკო­ლის ჩემ­პი­ო­ნა­ტის დროს, კლარ­კი მას­ზე გა­ცი­ლე­ბით მძი­მე და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ერ მოს­წავ­ლეს შეხ­ვდა. ჭი­და­ო­ბის დროს მან შემ­თხვე­ვით დარ­ტყმა გა­უშ­ვა. და­იბ­ნა და ცოტა შე­ე­შინ­და, ეჭ­ვიც კი გა­უჩ­ნდა, უღირ­და თუ არა სა­ერ­თოდ ბრძო­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. დაბ­ნე­უ­ლო­ბის მო­მენ­ტში მწვრთნელ­მა და­უყ­ვი­რა: "ეი, ზა­ი­ონ, შენ ამის გამო არ შე­ტო­პე ასე შორს. გა­აგ­რძე­ლე ბრძო­ლა! არა­ნა­ი­რი თა­ვის მარ­თლე­ბა!“

ამ სი­ტყვებ­მა იმ­დე­ნად იმოქ­მე­და, რომ ზურ­გზე ტა­ტუც გა­ი­კე­თა - არა­ნა­ი­რი თა­ვის მარ­თლე­ბა. და მარ­თლაც, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ის მიზ­ნის­კენ ჯი­უ­ტად წინ მი­ი­წევს, ყო­ველ­გვა­რი თა­ვის შე­ცო­დე­ბი­სა და მსხვერ­პლად წარ­მოდ­გე­ნის გა­რე­შე.

ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი და ამ­ბი­ცი­უ­რი სპორ­ტსმე­ნი მხო­ლოდ ჭი­და­ო­ბით რო­დის შე­მო­ი­ფარ­გლა. მან მის­თვის ახალ სპორ­ტს - ხე­ლე­ბით სირ­ბილს და­ად­გა თვა­ლი. სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ 20 მეტრს 5 წამ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში გა­ირ­ბენ­და. ერთი შე­ხედ­ვით ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩან­და, თუმ­ცა ზა­ი­ო­ნი და "შე­უძ­ლე­ბე­ლი“ ან­ტო­ნი­მე­ბია. სპორ­ტსმენ­მა 20 მეტ­რი 4.78 წამ­ში და­ფა­რა და გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ა­მა­ყა­რა.

თქვენ გგო­ნი­ათ ამით დას­რულ­და 24 წლის ათ­ლე­ტის მიზ­ნე­ბი? არა, ყვე­ლა­ფე­რი ახლა იწყე­ბა. ის 2024 წლის პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა და ორ დის­ციპ­ლი­ნა­ში - ჭი­და­ო­ბა­სა და ეტ­ლით რბო­ლა­ში ოქ­როს მედ­ლის­თვის ბრძო­ლას აპი­რებს.

კლარ­კი - ღრმად მორ­წმუ­ნე ადა­მი­ა­ნია და სჯე­რა, რომ ღმერ­თმა ამ და­ა­ვა­დე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ავ­ლი­ნა სამ­ყა­როს, რათა მის­ცეს შან­სი სა­კუ­თა­რი თავი უკეთ გა­მო­ავ­ლი­ნოს. ასე­ვე, ბიჭს სჯე­რა, რომ მისი მი­სი­აა, სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე და­ეხ­მა­როს ფი­ზი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ, ვინც სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და­კარ­გეს.

  • ეპი­ლო­გის მა­გი­ერ

მას­სილ­ლო­ნის (ოჰა­ი­ოს შტა­ტი) სპორ­ტულ კომ­პლექსში, სა­დაც ჭი­და­ო­ბის ტურ­ნი­რი იმარ­თე­ბო­და, ტრი­ბუ­ნა­ზე მოქ­ნი­ლად ავი­და ქალი და თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, და­ძა­ბუ­ლი ჩან­და, თვა­ლებს აქეთ-იქით აცე­ცებ­და და თა­ვის­თვის რა­ღა­ცას ბუტ­ბუ­ტებ­და.

- ეს ზა­ი­ო­ნი ვი­ღაა, ცალი თვა­ლით მა­ინც შე­მა­ხე­და. ტიპს ფე­ხე­ბი არ აქვს და რა ჭი­და­ო­ბა მო­უნ­და? - უთხრა კაც­მა გვერ­დზე მჯდომს, ლუდი მოყ­ლურ­წა და თა­ვის დიდი მუ­ცე­ლი მო­ი­ქა­ვა. გვერ­დზე მჯდომ­მა მხრე­ბი აი­ჩე­ჩა, უნ­დო­და და­თან­ხმე­ბო­და, მაგ­რამ თავი შე­ი­კა­ვა და სა­სა­უბ­რო თემა ტა­ტა­მის ფერ­ზე გა­და­უ­ტა­ნა.

ქალ­მა აშ­კა­რად გა­ი­გო კა­ცე­ბის დი­ა­ლო­გი და ჩა­ე­ცი­ნა. ახლა მის მზე­რა­ში სი­ა­მა­ყე უფრო იკი­თხე­ბო­და, ვიდ­რე გა­ურ­კვევ­ლო­ბა, კა­ცებს გა­ხე­და და უთხრა: - ჰოდა, ახლა ნა­ხავთ, რაც უნდა ჭი­და­ო­ბა­ში.

იმ დღეს ზა­ი­ონ­მა ტურ­ნი­რი მო­ი­გო, გა­მარ­ჯვე­ბა კი დე­დას მი­უ­ძღვნა...

არა­ნა­ი­რი თა­ვის მარ­თლე­ბა!

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გია
5

მოაგებინეს..ალალია

ინკვიზიტორი
3

ჭიდაობა რომ დაიწყეს, ტიპს ფეხში შესვლა უნდოდა და მთელი 6 წუთი სანამ ფეხებს ეძებდა, ის ამ დროს ქულებს უღებდა და გაიმარჯვა ქულებით.

ავტორი:

"ეს ზაიონი ვიღაა... ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა?" - იმ დღეს ზაიონმა ტურნირი მოიგო, გამარჯვება კი დედას მიუძღვნა

"ეს ზაიონი ვიღაა... ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა?" - იმ დღეს ზაიონმა ტურნირი მოიგო, გამარჯვება კი დედას მიუძღვნა
  • პროლოგი

მასსილლონის (ოჰაიოს შტატი) სპორტულ კომპლექსში, სადაც ჭიდაობის ტურნირი იმართებოდა, ტრიბუნაზე მოქნილად ავიდა ქალი და თავისი ადგილი დაიკავა. დაძაბული ჩანდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.

- ეს ზაიონი ვიღაა, ცალი თვალით მაინც შემახედა. ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა? - უთხრა კაცმა გვერდზე მჯდომს, ლუდი მოყლურწა და დიდი მუცელი მოიქავა. გვერდზე მჯდომმა მხრები აიჩეჩა, უნდოდა დათანხმებოდა, მაგრამ თავი შეიკავა და სასაუბრო თემა ტატამის ფერზე გადაუტანა.

ქალმა აშკარად გაიგო კაცების დიალოგი და ჩაეცინა. ახლა მის მზერაში სიამაყე უფრო იკვეთებოდა, ვიდრე გაურკვევლობა...

  • გზის დასაწყისი

კუადალური რეგრესიის სინდრომი - საშიში გენეტიკური დაავადებაა, რომლის ხერხემლის ქვედა ნაწილი ანომალურად ვითარდება, რაც კიდურების დეფორმაციას იწვევს. მეცნიერებს არ შეუძლიათ ახსნან, რატომ ხდება ასე, თუმცა ამ დაავადებით მაინც იბადებიან ბავშვები. ერთ-ერთი ასეთი კი ზაიონ კლარკია. ბიჭუნას, რომელიც ფეხების გარეშე იზრდებოდა, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება მომავალში.

დედას ზაიონის გაშვილება მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და ასეც მოიქცა... წლები გადიოდა და ის ბავშვთა თავშესაფარის კედლებს ვერ ტოვებდა - მასზე უარი აბსოლუტურად ყველა წყვილმა თქვა.

სანამ ზაიონზე უარს ამბობდნენ, ცინცინატელი კიმბერლი ვაჟის ყოლაზე ოცნებობდა. მას სულ გოგოები ჰყავდა და ბიჭის აღზრდაც სურდა. რამდენჯერმე ახლოს იყო ბავშვის აყვანასთან, თუმცა საქმე-საქმეზე როცა მიდგებოდა, სხვადასხვა გარემოებების გამო, არ ხერხდებოდა.

"ერთხელ ჩემი შვილის სკოლაში მივედი და საშობაო კანტანტას შევესწარი. მაშინ დავინახე ზაიონი, როგორ გადაადგილდებოდა ხელების დახმარებით. მან ვერ შემნიშნა, თუმცა მე ვიცოდი, რომ ის ჩემი შვილი გახდებოდა. ეს იქამდე ვიცოდი, ვიდრე თვითონ დამინახავდა“, - იხსენებს კიმბერლი.

დედასთან ერთად

კლარკების ოჯახში ზაიონს გაუმართლა. მშობლებმა პატარას ყველანაირი პირობა შეუქმნეს, რომ განვითარებულიყო და ცხოვრებაში საკუთარი გზა მოენახა. 7 წლის ასაკში ის ჭიდაობაზე შეიყვანეს. სულ რაღაც რამდენიმე ვარჯიში დასჭირდა ბიჭუნას, რომ მიხვედრილიყო - ეს სპორტი მისი ბედია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ რთულად დაიწყო მისი და ჭიდაობის "თანაცხოვრება", გამომდინარე იქიდან, რომ კლარკმა პარასპორტულ ჭიდაობას, სპორტული ჭიდაობა არჩია და სრულფასოვანი ფიზიკური მონაცემების ბიჭებს ეპაექრებოდა, ასპარეზობის პირველ ორ სეზონში ზაიონმა აბსოლუტურად ყველა შეხვედრა წააგო.

  • "გააგრძელე ბრძოლა! არანაირი თავის მართლება!“

ზაიონის პირველი მწვრთნელი გილ დნოაჰიო მიხვდა, რომ არაჩვეულებრივი მოჭიდავისთვის ვარჯიშების განსაკუთრებული მეთოდის შემუშავება იყო საჭირო.

"როგორ ვავარჯიშო ადამიანი, რომელსაც არ აქვს ფეხები? ჩვენ ვატარებდით უამრავ ექსპერიმენტს და ბოლოს აღმოვაჩინეთ ილეთები და მოძრაობები, რომლებიც შეგვეძლო სრულყოფილამდე დაგვეხვეწა. ასევე მივხვდით, რა მოძრაობები არ უნდა გაგვეკეთებინა“, - იხსენებს მწვრთნელი.

"ჩემი ხელები ჩემთვის ხელებიც არის და ფეხებიც, ასე რომ, საჭირო იყო ჩემი მოძრაობების კოორდინირება. უნდა დავყრდნობილიყავი ერთ ხელზე და შემდეგ შებოჭვა მეცადა, ან ისე ახლოს მივსულიყავი მოწინააღმდეგესთან, რომ ვერ შევეჩერებინე“, - ამბობს კლარკი.

ახალ სეზონში მეტოქეებმა განახლებული ზაიონი იხილეს, რომლის არდაფასება, გარდაუვალ წაგებას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ კლარკი 45 კგ-ია, ის 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და მისი ყოველი მოწინააღმდეგე მასზე მძიმეა, თუმცა ამ უპირატესობის ჩათვლითაც, ტატამზე ის ღირსეული ოპონენტია.

მეგობარ გოგონასთან ერთად

ერთხელ სკოლის ჩემპიონატის დროს, კლარკი მასზე გაცილებით მძიმე და ფიზიკურად ძლიერ მოსწავლეს შეხვდა. ჭიდაობის დროს მან შემთხვევით დარტყმა გაუშვა. დაიბნა და ცოტა შეეშინდა, ეჭვიც კი გაუჩნდა, უღირდა თუ არა საერთოდ ბრძოლის გაგრძელება. დაბნეულობის მომენტში მწვრთნელმა დაუყვირა: "ეი, ზაიონ, შენ ამის გამო არ შეტოპე ასე შორს. გააგრძელე ბრძოლა! არანაირი თავის მართლება!“

ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა, რომ ზურგზე ტატუც გაიკეთა - არანაირი თავის მართლება. და მართლაც, მთელი ცხოვრება ის მიზნისკენ ჯიუტად წინ მიიწევს, ყოველგვარი თავის შეცოდებისა და მსხვერპლად წარმოდგენის გარეშე.

ფენომენალური და ამბიციური სპორტსმენი მხოლოდ ჭიდაობით როდის შემოიფარგლა. მან მისთვის ახალ სპორტს - ხელებით სირბილს დაადგა თვალი. საჯაროდ განაცხადა, რომ 20 მეტრს 5 წამზე ნაკლებ დროში გაირბენდა. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ზაიონი და "შეუძლებელი“ ანტონიმებია. სპორტსმენმა 20 მეტრი 4.78 წამში დაფარა და გინესის მსოფლიო რეკორდი დაამაყარა.

თქვენ გგონიათ ამით დასრულდა 24 წლის ათლეტის მიზნები? არა, ყველაფერი ახლა იწყება. ის 2024 წლის პარაოლიმპიადისთვის ემზადება და ორ დისციპლინაში - ჭიდაობასა და ეტლით რბოლაში ოქროს მედლისთვის ბრძოლას აპირებს.

კლარკი - ღრმად მორწმუნე ადამიანია და სჯერა, რომ ღმერთმა ამ დაავადებით სპეციალურად მოავლინა სამყაროს, რათა მისცეს შანსი საკუთარი თავი უკეთ გამოავლინოს. ასევე, ბიჭს სჯერა, რომ მისი მისიაა, საკუთარ მაგალითზე დაეხმაროს ფიზიკურად განსხვავებულ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს.

  • ეპილოგის მაგიერ

მასსილლონის (ოჰაიოს შტატი) სპორტულ კომპლექსში, სადაც ჭიდაობის ტურნირი იმართებოდა, ტრიბუნაზე მოქნილად ავიდა ქალი და თავისი ადგილი დაიკავა, დაძაბული ჩანდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა.

- ეს ზაიონი ვიღაა, ცალი თვალით მაინც შემახედა. ტიპს ფეხები არ აქვს და რა ჭიდაობა მოუნდა? - უთხრა კაცმა გვერდზე მჯდომს, ლუდი მოყლურწა და თავის დიდი მუცელი მოიქავა. გვერდზე მჯდომმა მხრები აიჩეჩა, უნდოდა დათანხმებოდა, მაგრამ თავი შეიკავა და სასაუბრო თემა ტატამის ფერზე გადაუტანა.

ქალმა აშკარად გაიგო კაცების დიალოგი და ჩაეცინა. ახლა მის მზერაში სიამაყე უფრო იკითხებოდა, ვიდრე გაურკვევლობა, კაცებს გახედა და უთხრა: - ჰოდა, ახლა ნახავთ, რაც უნდა ჭიდაობაში.

იმ დღეს ზაიონმა ტურნირი მოიგო, გამარჯვება კი დედას მიუძღვნა...

არანაირი თავის მართლება!