საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა - რა დაადგინა გამოძიებამ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ
მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა - რა დაადგინა გამოძიებამ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ

პა­რას­კევს გა­მარ­თულ Astroworld-ის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მსოფ­ლიო შეძ­რა. კონ­ცერ­ტზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან 8 გარ­და­იც­ვა­ლა და მრა­ვა­ლი და­შავ­და. აუ­დი­ტო­რი­ის დიდი ნა­წი­ლი ალ­კოჰო­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და, ამას ერ­თვო­და ზო­გა­დი ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა, რაც პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­პე­რის, ტრე­ვის სკო­ტის გა­მო­ჩე­ნას მოჰ­ყვა.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სცე­ნის ჯე­ბი­რებ­თან მდგო­მი ფა­ნე­ბის ნა­წი­ლი სა­ვა­ლა­ლო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა.

გა­მო­ძი­ე­ბას ბევ­რი კი­თხვა აქვს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­თან. რო­გორც BBC სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ამ­ხე­ლა მსხვერ­პლი ფეს­ტი­ვა­ლის არას­წო­რად და­გეგ­მვას მოჰ­ყვა.

  • სა­ი­მონ ანკლი­ფი, რო­მე­ლიც მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ამ­ბობს, რომ დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­ვინ აკონ­ტრო­ლებ­და. სცე­ნის ბა­რი­ე­რე­ბი არ იყო სწო­რად დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი და დაც­ვა­მაც არ შე­ას­რუ­ლა და­კის­რე­ბუ­ლი ფუნ­ქცია. "როცა ტრა­გე­დია ხდე­ბა, უმე­ტე­სად ეს 1 ცუდი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­გორც წესი, რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის შე­დე­გად ხდე­ბა კა­ტას­ტრო­ფა. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­კეთ­და არას­წო­რად“, - ამ­ბობს ანკლი­ფი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "როცა უდი­ტო­რი­ა­ში ხარ, გი­ჭირს შენს გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის მო­შო­რე­ბით და­ი­ნა­ხო, ან გა­ი­გო რა ხდე­ბა, ამი­ტომ ძა­ლი­ან ცუ­დია ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მის ხა­რის­ხი ხალ­ხში. თუ ბრბო გაწ­ვე­ბა, ისი­ნი ვერ ხე­და­ვენ, რა ხდე­ბა მათ წინ. თუ და­ე­ცი და ვინ­მე არ და­გეხ­მა­რა, ძა­ლი­ან ძნე­ლია ფეხ­ზე წა­მოდ­გო­მა,. თუ შენს და­სახ­მა­რებ­ლად ვინ­მე და­ი­ხა­რა, დიდი შან­სია,რომ ისიც ად­ვი­ლად წა­იქ­ცეს“.

ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბა და კონ­ტრო­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ევა­ლე­ბათ. მათ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ შემ­სრუ­ლე­ბელს უნდა შე­ა­ტყო­ბი­ნონ, მან კი უნდა შე­წყვი­ტოს შოუ და მა­ყუ­რებ­ლის დამ­შვი­დე­ბას შე­ე­ცა­დოს.

"ას­ტრო­ვორლ­დის" ფეს­ტი­ვალ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ნაც­ვლად, იქ შეკ­რე­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს დაც­ვას პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვეს.

რე­პერ ტრე­ვის სკო­ტის კონ­ცერ­ტებ­ზე ბევ­რჯერ შექ­მნი­ლა უკონ­ტრო­ლო სი­ტუ­ა­ცია და მას სა­სა­მარ­თლო­შიც კი ჰქო­ნია პრობ­ლე­მე­ბი ამის გამო. 2015 წელს მას წეს­რი­გის და­უც­ვე­ლო­ბის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლეს, რად­გან ჩი­კა­გო­ში ფა­ნებს უბიძ­გა დაც­ვის­თვის ყური არ და­ეგ­დოთ და სცე­ნის­კენ გაქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ.

ორი წლის შემ­დეგ, ის მე­ო­რე სარ­თულ­ზე მდგომ ფანს არ­წმუ­ნებ­და, აივ­ნი­დან გად­მომხტა­რი­ყო. ამა­ვე კონ­ცერ­ტზე, 27 წლის ფანი მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­აგ­დო მსმე­ნელ­თა ბრბომ და ის პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დარ­ჩა.

2019 წლის Astroworld-ის ფეს­ტი­ვალ­ზე 3 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და და პო­ლი­ცი­ამ "ტვი­ტერ­ზე" და­წე­რა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მვა­ში შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვეს.

  • "რო­დე­საც ასე­თი ტი­პის შემ­სრუ­ლებ­ლის კონ­ცერ­ტია და ამ­გვარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ტარ­დე­ბა ის, დამ­სწრე აუ­დი­ტო­რი­ას უკონ­ტრო­ლო ქცე­ვის­კენ უბიძ­გებს“ - ასე აფა­სებს პრო­ფე­სო­რი კით სტი­ლი 2021 წლის Astroworld-ზე მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას.

სცე­ნის წინ ბა­რი­ერს მსმე­ნე­ლი ტრე­ვის სკო­ტის სცე­ნა­ზე ას­ვლის დროს მი­ა­წყდა. ფეს­ტი­ვალ­ზე მყო­ფი თი­ნე­ი­ჯე­რი გო­გო­ნა სი­ტუ­ა­ცი­ას ასე აღ­წერს: "როცა ტრე­ვის სკო­ტი გა­მოჩ­ნდა, ვფიქ­რობ­დი, რომ ამ მო­მენ­ტის­თვის უნდა შევმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი და უბ­რა­ლოდ მე­სუნ­თქა, მაგ­რამ იმ­დე­ნად გა­ვი­ჭყლი­ტე ყვე­ლა მხრი­დან, რომ ამო­სუნ­თქვა­საც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი“.

თა­ვად რე­პე­რი მომ­ხდარს გა­ნიც­დის და "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ატ­ვირ­თულ ვი­დე­ო­ში კონ­ცერ­ტის ღა­მე­ზე სა­უბ­რობს - "რამ­დენ­ჯე­რაც შე­ვა­ტყვე, რომ სი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და, შოუ შევ­წყვი­ტე და ვე­ცა­დე, ფა­ნებს დავ­ხმა­რე­ბო­დი. ვერც კი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ასე­თი მძი­მე სი­ტუ­ა­ცია იყო.“

ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ფან­მა კონ­ცერ­ტზე გა­და­ი­ღო ჩანს, რომ ტრე­ვის სკო­ტი ნამ­დვი­ლად წყვეტს წარ­მოდ­გე­ნას, როცა ხე­დავს გო­ნე­ბა­და­კარ­გულ ფანს და ცდი­ლობს დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს.

თუმ­ცა, მე­ო­რე ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში ის პი­რი­ქით, მუ­სი­კის ჩარ­თვას და შოუს გაგ­რძე­ლე­ბას ითხოვს.

ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა, Astroworld-ი გახ­და ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­საც დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ლიკო
0

ვერაა ეს ხალხი. ზოგს კორონა კლავს, ზოგი კონცერტზე იჭყლიტება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა - რა დაადგინა გამოძიებამ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ

მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა - რა დაადგინა გამოძიებამ უმძიმესი ტრაგედიის შესახებ

პარასკევს გამართულ Astroworld-ის მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა. კონცერტზე მყოფი ადამიანებიდან 8 გარდაიცვალა და მრავალი დაშავდა. აუდიტორიის დიდი ნაწილი ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ამას ერთვოდა ზოგადი ამაღლებული განწყობა, რაც პოპულარული რეპერის, ტრევის სკოტის გამოჩენას მოჰყვა.

საბოლოო ჯამში, სცენის ჯებირებთან მდგომი ფანების ნაწილი სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდა.

გამოძიებას ბევრი კითხვა აქვს ფესტივალის ორგანიზატორებთან. როგორც BBC სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, ამხელა მსხვერპლი ფესტივალის არასწორად დაგეგმვას მოჰყვა.

  • საიმონ ანკლიფი, რომელიც მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვის სპეციალისტია, ამბობს, რომ დამსწრე საზოგადოებას არავინ აკონტროლებდა. სცენის ბარიერები არ იყო სწორად დაპროექტებული და დაცვამაც არ შეასრულა დაკისრებული ფუნქცია. "როცა ტრაგედია ხდება, უმეტესად ეს 1 ცუდი გადაწყვეტილებით არაა გამოწვეული, როგორც წესი, რამდენიმე პატარა შეცდომის დაშვების შედეგად ხდება კატასტროფა. ამ შემთხვევაში კი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა არასწორად“, - ამბობს ანკლიფი.

მისივე განმარტებით, "როცა უდიტორიაში ხარ, გიჭირს შენს გარშემო რამდენიმე ადამიანის მოშორებით დაინახო, ან გაიგო რა ხდება, ამიტომ ძალიან ცუდია ინფორმაციის გადაცემის ხარისხი ხალხში. თუ ბრბო გაწვება, ისინი ვერ ხედავენ, რა ხდება მათ წინ. თუ დაეცი და ვინმე არ დაგეხმარა, ძალიან ძნელია ფეხზე წამოდგომა,. თუ შენს დასახმარებლად ვინმე დაიხარა, დიდი შანსია,რომ ისიც ადვილად წაიქცეს“.

ამგვარი სიტუაციის მოგვარება და კონტროლი ორგანიზატორებს ევალებათ. მათ არსებული პრობლემის შესახებ შემსრულებელს უნდა შეატყობინონ, მან კი უნდა შეწყვიტოს შოუ და მაყურებლის დამშვიდებას შეეცადოს.

"ასტროვორლდის" ფესტივალზე ორგანიზატორების ნაცვლად, იქ შეკრებილმა ადამიანებმა შეატყობინეს დაცვას პრობლემის შესახებ და დახმარება ითხოვეს.

რეპერ ტრევის სკოტის კონცერტებზე ბევრჯერ შექმნილა უკონტროლო სიტუაცია და მას სასამართლოშიც კი ჰქონია პრობლემები ამის გამო. 2015 წელს მას წესრიგის დაუცველობისთვის სასამართლოში უჩივლეს, რადგან ჩიკაგოში ფანებს უბიძგა დაცვისთვის ყური არ დაეგდოთ და სცენისკენ გაქცეულიყვნენ.

ორი წლის შემდეგ, ის მეორე სართულზე მდგომ ფანს არწმუნებდა, აივნიდან გადმომხტარიყო. ამავე კონცერტზე, 27 წლის ფანი მესამე სართულიდან გადმოაგდო მსმენელთა ბრბომ და ის პარალიზებული დარჩა.

2019 წლის Astroworld-ის ფესტივალზე 3 ადამიანი დაშავდა და პოლიციამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ორგანიზატორებმა ღონისძიების დაგეგმვაში შეცდომები დაუშვეს.

  • "როდესაც ასეთი ტიპის შემსრულებლის კონცერტია და ამგვარ სიტუაციაში ტარდება ის, დამსწრე აუდიტორიას უკონტროლო ქცევისკენ უბიძგებს“ - ასე აფასებს პროფესორი კით სტილი 2021 წლის Astroworld-ზე მომხდარ ტრაგედიას.

სცენის წინ ბარიერს მსმენელი ტრევის სკოტის სცენაზე ასვლის დროს მიაწყდა. ფესტივალზე მყოფი თინეიჯერი გოგონა სიტუაციას ასე აღწერს: "როცა ტრევის სკოტი გამოჩნდა, ვფიქრობდი, რომ ამ მომენტისთვის უნდა შევმზადებულიყავი და უბრალოდ მესუნთქა, მაგრამ იმდენად გავიჭყლიტე ყველა მხრიდან, რომ ამოსუნთქვასაც ვერ ვახერხებდი“.

თავად რეპერი მომხდარს განიცდის და "ინსტაგრამზე“ ატვირთულ ვიდეოში კონცერტის ღამეზე საუბრობს - "რამდენჯერაც შევატყვე, რომ სიტუაცია გართულდა, შოუ შევწყვიტე და ვეცადე, ფანებს დავხმარებოდი. ვერც კი წარმოვიდგინე, რომ ასეთი მძიმე სიტუაცია იყო.“

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ფანმა კონცერტზე გადაიღო ჩანს, რომ ტრევის სკოტი ნამდვილად წყვეტს წარმოდგენას, როცა ხედავს გონებადაკარგულ ფანს და ცდილობს დახმარება აღმოუჩინოს.

თუმცა, მეორე ვიდეოჩანაწერში ის პირიქით, მუსიკის ჩართვას და შოუს გაგრძელებას ითხოვს.

ფაქტი ფაქტად რჩება, Astroworld-ი გახდა ფესტივალი, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა