საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, საიდანაც 9 საავადმყოფოში ხვდება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ?
"კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, საიდანაც 9 საავადმყოფოში ხვდება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ?

"1-ელი ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 100 პი­რი­დან 15 ბავ­შვია, რაც არ არის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი," - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კუ­რო მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა ივა­ნე ჩხა­ი­ძემ იმუ­ნი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ამას­თან, ივა­ნე ჩხა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბავ­შვებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია.

"1-ელი ოქ­ტომ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 90 000 ბავ­შვი იყო ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით და თუ პრო­ცენ­ტუ­ლად გავ­თვლით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შო­რის 15 %-არის ბავ­შვი ანუ 100 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 15 არის ბავ­შვი და არ მგო­ნია, რომ ეს იყოს და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, პი­რი­ქით, კო­რო­ნა­ვირუ­სის "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტის შემ­დეგ მო­ი­მა­ტა ბავ­შვებ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა. თუ და­სა­წყის­ში იყო 7 %, შემ­დეგ "ალფა“ შემ­თხვე­ვა­ში 10%, ახლა არის 15%, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავ­შვებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მსუ­ბუ­ქად, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ან­გა­რი­შით, ბავ­შვე­ბის 8.3%-ს სჭირ­დე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია ანუ 100 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი­დან 9 ხვდე­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ბავ­შვთა გარ­დაც­ვა­ლე­ბის 8 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

ბავ­შვებ­ში ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გაზ­რდი­ლია 2020 წელ­თან შე­და­რე­ბით და ესეც სე­რი­ო­ზუ­ლი გან­სხვა­ვე­ბაა. ეს არის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას ბავ­შვთა ასაკ­ში, ასე რომ ჩვენ 12-15 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ვი­წყებთ. დღეს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ვე­ლო­დე­ბით, რომ ხვა­ლი­დან და­ი­წყე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი“, - გა­ნა­ცხა­და ჩხა­ი­ძემ.

ამას­თან, ჩხა­ი­ძის თქმით, გრი­პი­სა და კო­რო­ნა­ვირუ­სის ჩა­ტა­რე­ბა ბავ­შვებ­შიც ერთი და იგი­ვე დღეს არის შე­საძ­ლე­ბე­ლი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

შეეშვით ბავშვებს თქვე უსვინდისოება

ავტორი:

"კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, საიდანაც 9 საავადმყოფოში ხვდება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ?

"კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, საიდანაც 9 საავადმყოფოში ხვდება" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ?

"1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირებული 100 პირიდან 15 ბავშვია, რაც არ არის დაბალი მაჩვენებელი," - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურო მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით გაზრდილია.

"1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 90 000 ბავშვი იყო ინფიცირებული კორონავირუსით და თუ პროცენტულად გავთვლით, ინფიცირებულთა შორის 15 %-არის ბავშვი ანუ 100 ინფიცირებულიდან 15 არის ბავშვი და არ მგონია, რომ ეს იყოს დაბალი მაჩვენებელი, პირიქით, კორონავირუსის "დელტა“ ვარიანტის შემდეგ მოიმატა ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ დასაწყისში იყო 7 %, შემდეგ "ალფა“ შემთხვევაში 10%, ახლა არის 15%, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

ჩვენ არ ვთვლით, რომ ბავშვებში კორონავირუსი მიმდინარეობს მსუბუქად, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშით, ბავშვების 8.3%-ს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია ანუ 100 ინფიცირებული ბავშვიდან 9 ხვდება საავადმყოფოში. დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ბავშვთა გარდაცვალების 8 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაზრდილია 2020 წელთან შედარებით და ესეც სერიოზული განსხვავებაა. ეს არის არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს კორონავირუსის ვაქცინაციის მნიშვნელობას ბავშვთა ასაკში, ასე რომ ჩვენ 12-15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციას ვიწყებთ. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ველოდებით, რომ ხვალიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ამასთან, ჩხაიძის თქმით, გრიპისა და კორონავირუსის ჩატარება ბავშვებშიც ერთი და იგივე დღეს არის შესაძლებელი