საზოგადოება
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან არ ვაპირებ დანებებას" - ელენე ხოშტარია
"თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან არ ვაპირებ დანებებას" - ელენე ხოშტარია

"თუ ჩემი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მი მე­ტყვის, რომ არის უკვე სიკ­ვდი­ლის ზღვა­რი, იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებ წამ­ლებს, რად­გან მე არ ვა­პი­რებ და­ნე­ბე­ბას, არ ვა­პი­რებ სიკ­ვდილს, არც ბრძო­ლის შე­წყვე­ტას, მე ვა­პი­რებ გა­მარ­ჯვე­ბას ამ ბრძო­ლის გზით," - ამის შე­სა­ხებ "დრო­ას" ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უკვე მე -7 დღეა შიმ­ში­ლობს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის მი­ი­ღებს მხო­ლოდ მე­დი­კა­მენ­ტებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მისი სი­ცო­ცხლის პა­რა­მეტ­რებს საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას, ამას არ გა­ნი­ხი­ლავს.

"მე თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ ვი­შიმ­ში­ლებ, სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის საფრ­თხე არ მო­იხ­სნე­ბა. დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და უსაფრ­თხო­ე­ბის პრობ­ლე­მა კი­დევ უფრო დი­დია, ვიდ­რე მა­ნამ­დე, ამი­ტომ მე არც კი გან­ვი­ხი­ლავ შიმ­ში­ლო­ბის შე­წყვე­ტას, ვაგ­რძე­ლებ შიმ­ში­ლო­ბას, ერ­თა­დერ­თი, რად­გან პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი შე­იც­ვა­ლა, თუ ჩემი სი­ცო­ცხლის პა­რა­მეტ­რებს შე­ექ­მნე­ბა საფრ­თხე, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებ გარ­კვე­ულ მე­დი­კა­მენ­ტებს, ახლა მე მათ არ ვი­ღებ. თუ მე ჩემი ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მი მე­ტყვის, რომ ეს არის უკვე სიკ­ვდი­ლის ზღვა­რი, იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ვი­ღებ წამ­ლებს, რად­გან მე არ ვა­პი­რებ და­ნე­ბე­ბას, არ ვა­პი­რებ სიკ­ვდილს, არც ბრძო­ლის შე­წყვე­ტას, მე ვა­პი­რებ გა­მარ­ჯვე­ბას ამ ბრძო­ლის გზით. ჩვენ თუ ამ ბრძო­ლა­ში სრუ­ლი ენერ­გია არ ჩავ­დეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე არის უსას­ტი­კე­სი რე­ჟი­მის საფრ­თხის ქვეშ. მე ამას არ და­ვუშ­ვებ და ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ,"- გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ წყალს სვამს.

"მე შიმ­ში­ლო­ბის მწვა­ვე ფორ­მა იმ დღეს­ვე ავირ­ჩიე და მა­გა­ლი­თად მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი და ბორ­ჯო­მი მა­შინ­ვე ამო­ვი­ღე, რო­გორც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეს რე­აქ­ცია იყო, უბ­რა­ლოდ, ამა­ზე არ გა­მი­კე­თე­ბია გან­ცხა­დე­ბა. ამი­ტომ ეს გამ­წვა­ვე­ბუ­ლი არის. ყვე­ლა შიმ­ში­ლო­ბას აქვს თა­ვის სტრა­ტე­გია, შიმ­ში­ლო­ბა არ არის თვით­მკვლე­ლო­ბა, დღეს სიკ­ვდი­ლი იქ­ნე­ბო­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის სა­ჩუ­ქა­რი,"- გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მერი
0

ელენე შეყვარებული ხარ მიშაზე

dato
17

ეგ და ბოკერია(ნეოკომკავშირლები) ზიზღის, ძალადობის და უკეთურობის ეტალონები არიან! ეგ თუ მოკვდება, ხომ ჩამოგვენგრა ქვეყანა, აი! ტიპიური ქუჩის შპანა და ქეციანი სახეწაშლილები

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან არ ვაპირებ დანებებას" - ელენე ხოშტარია

"თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან არ ვაპირებ დანებებას" - ელენე ხოშტარია

"თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით," - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომელიც პარლამენტში უკვე მე -7 დღეა შიმშილობს.

როგორც მან აღნიშნა, ის მიიღებს მხოლოდ მედიკამენტებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სიცოცხლის პარამეტრებს საფრთხე შეექმნება. რაც შეეხება შიმშილობის შეწყვეტას, ამას არ განიხილავს.

"მე თავიდანვე ვთქვი, რომ ვიშიმშილებ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე, ამიტომ მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, ვაგრძელებ შიმშილობას, ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს, ახლა მე მათ არ ვიღებ. თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის უკვე სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს, რადგან მე არ ვაპირებ დანებებას, არ ვაპირებ სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით. ჩვენ თუ ამ ბრძოლაში სრული ენერგია არ ჩავდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე არის უსასტიკესი რეჟიმის საფრთხის ქვეშ. მე ამას არ დავუშვებ და ბოლომდე ვიბრძოლებ,"- განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ წყალს სვამს.

"მე შიმშილობის მწვავე ფორმა იმ დღესვე ავირჩიე და მაგალითად მინერალური წყლები და ბორჯომი მაშინვე ამოვიღე, როგორც კი ხელისუფლების ეს რეაქცია იყო, უბრალოდ, ამაზე არ გამიკეთებია განცხადება. ამიტომ ეს გამწვავებული არის. ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია, შიმშილობა არ არის თვითმკვლელობა, დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი,"- განაცხადა ხოშტარიამ.