სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი მეუღლე ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველია. გვყავს ერთი ბიჭი - ნიკუშა" - სად არის და რას საქმიანობს მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე?
"ჩემი მეუღლე ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველია. გვყავს ერთი ბიჭი - ნიკუშა" - სად არის და რას საქმიანობს მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე?

მომ­ღე­რალ­მა გიგა კვე­ნე­ტა­ძემ სა­ქარ­თვე­ლო 2007 წელს და­ტო­ვა. ის ერთ-ერ­თია იმ მუ­სი­კო­სებს შო­რის, რომ­ლებ­მაც კა­რი­ე­რა რუ­სე­თის მე­გა­პო­ლის­ში გა­აგ­რძე­ლა. 2014 წელს მუ­სი­კოს­მა ოჯა­ხი შექ­მნა და ცო­ლად მა­რი­ა­ნა კა­რა­მო­ვა მო­იყ­ვა­ნა. წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი - ექ­ვსი წლის ნიკა ჰყავს. ambebi.ge-ს გიგა კვე­ნე­ტა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- გიგა, რა ხდე­ბა ახლა მოს­კოვ­ში, რა­საც ვკი­თხუ­ლობთ, ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა, შო­უ­ბიზ­ნე­სის ვარ­სკვლა­ვე­ბის ნა­წი­ლი ტო­ვებს ქვე­ყა­ნას და და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა­დას­ხვა კუ­რორ­ტებ­ზე მი­დის.

- მოს­კოვ­ში ხან გვკე­ტა­ვენ, ხან ხსნი­ან შე­ზღუდ­ვებს. ნო­ემ­ბრის თვე­ში რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტი გა­და­მე­დო, მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ვე­გუ­ეთ. ხვა­ლი­დან იხ­სნე­ბა რეს­ტორ­ნე­ბიც და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბიც. სამ­წუ­ხა­როდ, პან­დე­მი­აა და ვე­რა­ფერს იზამ. რო­გორც კი "ლოკ­და­უ­ნი“ გა­მო­ა­ცხა­დეს, გა­და­ჭე­დი­ლი იყო აე­რო­პორ­ტე­ბი, ყვე­ლა სა­დღაც მიფ­რი­ნავ­და. ეს ხალ­ხი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რომ ჩა­მო­ვა, რას ჩა­მო­ი­ტა­ნენ, კაც­მა არ იცის. ყვე­ლა და­სას­ვე­ნებ­ლად მირ­ბის, მათ შო­რის მეც, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში წა­ვე­დი, ოჯა­ხებ­თან ერ­თად იქ ვის­ვე­ნებ­დით.

- პან­დე­მი­ის დროს ჩვენ­თან ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დათ შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს. დიდი ნა­წი­ლი შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა. მანდ რა ხდე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­უ­ჭირ­და ყვე­ლას, კონ­ცერ­ტე­ბი არ არის, მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია და დიდი ხნით და­კე­ტი­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ჩემი აზ­რით, არას­წო­რი იყო სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ჩა­ე­კე­ტათ ყვე­ლა­ფე­რი. აქ ამ მხრივ სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცეს. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა ხდე­ბო­და, მაგ­რამ რეს­ტორ­ნე­ბი ღია იყო. დარ­ბა­ზე­ბი 50 პრო­ცენ­ტით ივ­სე­ბო­და. ჩვენ­თან უფრო მარ­ტი­ვად არის საქ­მე, შო­უ­ბიზ­ნე­სი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა.

- პი­რა­დად თქვენ რამ­დე­ნად შე­გე­ხოთ პან­დე­მია, თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­მა ან ახ­ლობ­ლებ­მა თუ გა­და­ი­ტა­ნეს ვირუ­სი?

- მე და ჩემ­მა ოჯახ­მა მე­ო­რედ გა­და­ვი­ტა­ნეთ კო­რო­ნა­ვირუ­სი, პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ვინ­ფი­ცირ­დით, მე­ო­რედ - ივ­ნის­ში. პირ­ვე­ლი ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე, 12 დღე მქონ­და სი­ცხე­ე­ბი. მე­ო­რედ მხო­ლოდ ერთი დღე მქონ­და სი­ცხე და ამით დას­რულ­და.

- ოჯა­ხი მოს­კოვ­ში შექ­მე­ნით, მე­უღ­ლე­ზე, შვილ­ზე, მოგ­ვი­ყე­ვით, მე­უღ­ლე მძი­მე სენს ებ­რძო­და, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მას ლე­ი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს, ახლა რო­გორ გრძნობს თავს?

- ჩემი მე­უღ­ლე ნა­ხევ­რად სო­მე­ხი და ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია. გვყავს ერთი ბიჭი - ნი­კუ­შა. მა­რი­ნა ჯერ­ჯე­რო­ბით დი­ა­სახ­ლი­სია, ეს თა­ვად სურს, მაგ­რამ დი­ზა­ი­ნე­რია და მოკ­ლე დრო­ში გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბას. ნი­კუ­შა­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ­ჯე­რო­ბით კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე არ ფიქ­რობ­და. ხში­რად არ გა­მომ­დის ოჯახ­თან ყოფ­ნა, მე­გა­პო­ლის­ში ყვე­ლას თა­ვი­სი და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი აქვს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია. ნი­კუ­შა მო­სამ­ზა­დე­ბელ კურ­სზე დაგ­ვყავს. აქ წი­ნას­წარ ერთი წლით ადრე ამ­ზა­დე­ბენ ბავ­შვებს, სკო­ლა­ში რომ მივა, წერა-კი­თხვა იცო­დეს. მე­უღ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ეს პრობ­ლე­მე­ბი გა­დავ­ლა­ხეთ და ღმერ­თის წყა­ლო­ბით მთე­ლი ოჯა­ხი კარ­გად ვართ. ჯან­მრთე­ლო­ბა როცა არის, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- დღეს რა გა­კავ­ში­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან, გარ­და ნა­თე­სა­ვე­ბი­სა, რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებთ ჩა­მოს­ვლას. ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან თუ თა­ნამ­შრომ­ლობთ?

- სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბევ­რი რამ მა­კავ­ში­რებს. ზა­ფხუ­ლო­ბით ვცდი­ლობ, რომ ერთი თვით ჩა­მო­ვი­დე. სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი არ მაძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ კონ­ცერ­ტებ­ზე ჩა­მო­ვი­დე, თუმ­ცა ბოლო დროს ძა­ლი­ან გა­ვაქ­ტი­ურ­დი და ქარ­თულ ენა­ზეც ვუშ­ვებ სიმ­ღე­რებს. ჩემი ბოლო სიმ­ღე­რა, "მე სიყ­ვა­რუ­ლი მწვავს“, ძა­ლი­ან გა­ჰიტ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, რამ­დე­ნი­მე კორ­პო­რა­ტი­ულ სა­ღა­მო­ზე მი­მიწ­ვი­ეს და გა­მი­ხარ­და, რომ ეს სიმ­ღე­რა ხალ­ხმა ზე­პი­რად იცო­და. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, მომ­ღერ­ლე­ბი მი­რე­კა­ვენ და მთხო­ვენ ჩემი ძვე­ლი სა­ავ­ტო­რო სიმ­ღე­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბას, რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვილმა ჩემი ძვე­ლი სიმ­ღე­რა "გულს“ გა­ნა­ახ­ლა და კლი­პიც კი გა­და­ი­ღო, ძა­ლი­ან კარ­გი ნა­მუ­შე­ვა­რია, ვუ­ლო­ცავ ნო­დარს. სამ­წუ­ხა­როდ, ახალ სიმ­ღე­რებს არა­ვინ მიკ­ვე­თავს, ალ­ბათ ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბა ეს მათ­თვის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რომ არა მოს­კო­ვი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა?

- 2007 წელს გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, ამე­რი­კა­ში ან რუ­სეთ­ში ვა­პი­რებ­დი წას­ვლას. გული მქონ­და აც­რუ­ე­ბუ­ლი იმა­ზე, რაც ხდე­ბო­და ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში, ანუ მა­შინ უკვე აღა­რა­ფე­რი ხდე­ბო­და, დღეს კი­დევ უა­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არ ვნა­ნობ, ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას. აქ ყვე­ლა მიც­ნობს, რო­გორც კარგ კომ­პო­ზი­ტორს და ბევ­რი ცნო­ბი­ლი რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მღე­რის ჩემ სიმ­ღე­რებს. თა­ვი­დან რთუ­ლი იყო იმ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მოს­ვლა, სა­დაც არა­ვინ მიც­ნობ­და და ვუყ­ვარ­დი. პირ­ვე­ლი ორი წელი სე­რი­ო­ზუ­ლი დეპ­რე­სია და ნოს­ტალ­გია მქონ­და. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დად­გეს დრო, რო­დე­საც ჩარ­თავ ტე­ლე­ვი­ზორს და კულ­ტუ­რა­ზე ისა­უბ­რე­ბენ. ისე­თი დამ­ძი­მე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია, რომ ხალ­ხი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კა­ზე ლა­პა­რა­კობს. ვინც ქვეყ­ნი­დან გავ­რბი­ვართ, ლტოლ­ვი­ლე­ბი ვართ და ისე გა­მო­დის, რომ ჩვენ რე­სურსს სხვა ქვე­ყა­ნას ვახ­მართ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ და­ად­გა საშ­ვე­ლი, რომ დე­მოკ­რა­ტია იყოს და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად გა­ყალ­ბე­ბა­ზე არ იყოს ლა­პა­რა­კი. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კო­სი აზ­რზე უნდა მო­ვი­დეს და იფიქ­რონ ქარ­თველ ხალ­ხზე, ბავ­შვებ­ზე, კულ­ტუ­რა­ზე და გა­ნათ­ლე­ბა­ზე.

- რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­ზი­რე­ბუ­ლია რუ­სეთ­ში შო­უ­ბიზ­ნე­სი, თქვენ თუ გიგ­რძვნი­ათ დის­კომ­ფორ­ტი ქარ­თვე­ლო­ბის გამო?

- რაც მე რუ­სეთ­ში ვარ, არა­სო­დეს მიგ­რძვნია, რომ ქარ­თვე­ლო­ბის გამო მჩაგ­რა­ვენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე­ობს აქ, ქეთა, სოსო, ვა­ლე­რი. აქ ძა­ლი­ან უყ­ვართ ქარ­თვე­ლე­ბი და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა. ჩემს კონ­ცერ­ტებ­ზე მოს­კოვ­ში, 80 პრო­ცენ­ტი ეროვ­ნე­ბით რუსი მსმე­ნე­ლი მყავს და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. მინ­და, ვუ­სურ­ვო სა­ქარ­თვე­ლოს, რომ იმ­დე­ნად არა­სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დეს მათ­თვის პო­ლი­ტი­კა, რომ და­ა­ვი­წყდეთ სა­ერ­თოდ. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, სხვა ქვეყ­ნი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემო­ცი­უ­რია იმის ყუ­რე­ბა, რაც დღეს ხდე­ბა ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოსს მო­ვუ­წო­დებ, ჩა­ი­ხე­დეთ ქარ­თვე­ლი კა­ცის გულ­ში, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­შია და იქი­დან უყუ­რებს თა­ვის ქვეყ­ნის გა­სა­ჭირს და ყვე­ლა­ფერს მიხ­ვდე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩომბე
0

არასდროს გვინახავს რფ-ს ტელევიზიებში,არასდროს,ნეტავ სად მღერის?

გია
13

სიმღერებს არა უშავს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიაზე რომ ლაპარაკობ, რუსეთში ხო ჰყვავის დემოკრატია და პიროვნების თავისუფლება. კაია ხო რესტორნებში ნაშოვნი რუბლები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ჩემი მეუღლე ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველია. გვყავს ერთი ბიჭი - ნიკუშა" - სად არის და რას საქმიანობს მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე?

"ჩემი მეუღლე ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველია. გვყავს ერთი ბიჭი - ნიკუშა" - სად არის და რას საქმიანობს მომღერალი და კომპოზიტორი გიგა კვენეტაძე?

მომღერალმა გიგა კვენეტაძემ საქართველო 2007 წელს დატოვა. ის ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებმაც კარიერა რუსეთის მეგაპოლისში გააგრძელა. 2014 წელს მუსიკოსმა ოჯახი შექმნა და ცოლად მარიანა კარამოვა მოიყვანა. წყვილს საერთო შვილი - ექვსი წლის ნიკა ჰყავს. ambebi.ge-ს გიგა კვენეტაძე ესაუბრება.

- გიგა, რა ხდება ახლა მოსკოვში, რასაც ვკითხულობთ, ძალიან მძიმე სიტუაციაა, შოუბიზნესის ვარსკვლავების ნაწილი ტოვებს ქვეყანას და დასასვენებლად სხვადასხვა კურორტებზე მიდის.

- მოსკოვში ხან გვკეტავენ, ხან ხსნიან შეზღუდვებს. ნოემბრის თვეში რამდენიმე კონცერტი გადამედო, მაგრამ რაღაცნაირად შევეგუეთ. ხვალიდან იხსნება რესტორნებიც და საკონცერტო დარბაზებიც. სამწუხაროდ, პანდემიაა და ვერაფერს იზამ. როგორც კი "ლოკდაუნი“ გამოაცხადეს, გადაჭედილი იყო აეროპორტები, ყველა სადღაც მიფრინავდა. ეს ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან რომ ჩამოვა, რას ჩამოიტანენ, კაცმა არ იცის. ყველა დასასვენებლად მირბის, მათ შორის მეც, მეგობრებთან ერთად მოსკოვის გარეუბანში წავედი, ოჯახებთან ერთად იქ ვისვენებდით.

- პანდემიის დროს ჩვენთან ძალიან გაუჭირდათ შოუბიზნესის წარმომადგენლებს. დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. მანდ რა ხდება ამ თვალსაზრისით?

- საქართველოში განსაკუთრებულად გაუჭირდა ყველას, კონცერტები არ არის, მკაცრი რეგულაციებია და დიდი ხნით დაკეტილი იყო ყველაფერი. ჩემი აზრით, არასწორი იყო სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ჩაეკეტათ ყველაფერი. აქ ამ მხრივ საშუალება მოგვცეს. რეგულაციების დაცვა ხდებოდა, მაგრამ რესტორნები ღია იყო. დარბაზები 50 პროცენტით ივსებოდა. ჩვენთან უფრო მარტივად არის საქმე, შოუბიზნესი არ გაჩერებულა.

- პირადად თქვენ რამდენად შეგეხოთ პანდემია, თქვენი ოჯახის წევრებმა ან ახლობლებმა თუ გადაიტანეს ვირუსი?

- მე და ჩემმა ოჯახმა მეორედ გადავიტანეთ კორონავირუსი, პირველად გასული წლის ნოემბერში დავინფიცირდით, მეორედ - ივნისში. პირველი ძალიან რთულად გადავიტანე, 12 დღე მქონდა სიცხეები. მეორედ მხოლოდ ერთი დღე მქონდა სიცხე და ამით დასრულდა.

- ოჯახი მოსკოვში შექმენით, მეუღლეზე, შვილზე, მოგვიყევით, მეუღლე მძიმე სენს ებრძოდა, რამდენიმე წლის წინ, მას ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ახლა როგორ გრძნობს თავს?

- ჩემი მეუღლე ნახევრად სომეხი და ნახევრად ქართველია. გვყავს ერთი ბიჭი - ნიკუშა. მარინა ჯერჯერობით დიასახლისია, ეს თავად სურს, მაგრამ დიზაინერია და მოკლე დროში გააგრძელებს თავის საქმიანობას. ნიკუშადან გამომდინარე, ჯერჯერობით კარიერის გაგრძელებაზე არ ფიქრობდა. ხშირად არ გამომდის ოჯახთან ყოფნა, მეგაპოლისში ყველას თავისი დაძაბული გრაფიკი აქვს და ეს ყველაფერი ძალიან დამღლელია. ნიკუშა მოსამზადებელ კურსზე დაგვყავს. აქ წინასწარ ერთი წლით ადრე ამზადებენ ბავშვებს, სკოლაში რომ მივა, წერა-კითხვა იცოდეს. მეუღლის ჯანმრთელობას რაც შეეხება, ეს პრობლემები გადავლახეთ და ღმერთის წყალობით მთელი ოჯახი კარგად ვართ. ჯანმრთელობა როცა არის, ყველაფერი კარგად იქნება.

- დღეს რა გაკავშირებთ საქართველოსთან, გარდა ნათესავებისა, რამდენად ხშირად ახერხებთ ჩამოსვლას. ქართველ კოლეგებთან თუ თანამშრომლობთ?

- საქართველოსთან ბევრი რამ მაკავშირებს. ზაფხულობით ვცდილობ, რომ ერთი თვით ჩამოვიდე. სამწუხაროდ, ქართული შოუბიზნესი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ კონცერტებზე ჩამოვიდე, თუმცა ბოლო დროს ძალიან გავაქტიურდი და ქართულ ენაზეც ვუშვებ სიმღერებს. ჩემი ბოლო სიმღერა, "მე სიყვარული მწვავს“, ძალიან გაჰიტდა და საქართველოში რომ ჩამოვედი, რამდენიმე კორპორატიულ საღამოზე მიმიწვიეს და გამიხარდა, რომ ეს სიმღერა ხალხმა ზეპირად იცოდა. რაც შეეხება თანამშრომლობას, მომღერლები მირეკავენ და მთხოვენ ჩემი ძველი საავტორო სიმღერების განახლებას, რამდენიმე თვის წინ ნოდიკო ტატიშვილმა ჩემი ძველი სიმღერა "გულს“ განაახლა და კლიპიც კი გადაიღო, ძალიან კარგი ნამუშევარია, ვულოცავ ნოდარს. სამწუხაროდ, ახალ სიმღერებს არავინ მიკვეთავს, ალბათ ძალიან ძვირი ჯდება ეს მათთვის.

- როგორ ფიქრობთ, რომ არა მოსკოვი, როგორ განვითარდებოდა თქვენი ცხოვრება?

- 2007 წელს გადავწყვიტე, რომ საქართველოდან წამოვსულიყავი, ამერიკაში ან რუსეთში ვაპირებდი წასვლას. გული მქონდა აცრუებული იმაზე, რაც ხდებოდა ქართულ შოუბიზნესში, ანუ მაშინ უკვე აღარაფერი ხდებოდა, დღეს კიდევ უარესი მდგომარეობაა. არ ვნანობ, ამ ნაბიჯის გადადგმას. აქ ყველა მიცნობს, როგორც კარგ კომპოზიტორს და ბევრი ცნობილი რუსული შოუბიზნესის წარმომადგენელი მღერის ჩემ სიმღერებს. თავიდან რთული იყო იმ ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც არავინ მიცნობდა და ვუყვარდი. პირველი ორი წელი სერიოზული დეპრესია და ნოსტალგია მქონდა. ძალიან მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში დადგეს დრო, როდესაც ჩართავ ტელევიზორს და კულტურაზე ისაუბრებენ. ისეთი დამძიმებულია სიტუაცია, რომ ხალხი მხოლოდ პოლიტიკაზე ლაპარაკობს. ვინც ქვეყნიდან გავრბივართ, ლტოლვილები ვართ და ისე გამოდის, რომ ჩვენ რესურსს სხვა ქვეყანას ვახმართ. საქართველოში ვერ დაადგა საშველი, რომ დემოკრატია იყოს და არჩევნების შემდეგ მუდმივად გაყალბებაზე არ იყოს ლაპარაკი. ყველა პოლიტიკოსი აზრზე უნდა მოვიდეს და იფიქრონ ქართველ ხალხზე, ბავშვებზე, კულტურაზე და განათლებაზე.

- რამდენად პოლიტიზირებულია რუსეთში შოუბიზნესი, თქვენ თუ გიგრძვნიათ დისკომფორტი ქართველობის გამო?

- რაც მე რუსეთში ვარ, არასოდეს მიგრძვნია, რომ ქართველობის გამო მჩაგრავენ. ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწეობს აქ, ქეთა, სოსო, ვალერი. აქ ძალიან უყვართ ქართველები და ქართული მუსიკა. ჩემს კონცერტებზე მოსკოვში, 80 პროცენტი ეროვნებით რუსი მსმენელი მყავს და ეს ძალიან მახარებს. მინდა, ვუსურვო საქართველოს, რომ იმდენად არასაინტერესო გახდეს მათთვის პოლიტიკა, რომ დაავიწყდეთ საერთოდ. ძალიან ვნერვიულობ, სხვა ქვეყნიდან განსაკუთრებულად ემოციურია იმის ყურება, რაც დღეს ხდება ჩვენ საქართველოში. ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ, ჩაიხედეთ ქართველი კაცის გულში, რომელიც სხვა ქვეყანაშია და იქიდან უყურებს თავის ქვეყნის გასაჭირს და ყველაფერს მიხვდებით.