მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგის ქარდავამ ჩვენება არ მოგვცა... მოტივად დაასახელა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა" - პროკურორი
"მეგის ქარდავამ ჩვენება არ მოგვცა... მოტივად დაასახელა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა" - პროკურორი

სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, მსჯავ­რდე­ბულ­მა მე­გის ქარ­და­ვამ მის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი ახა­ლი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რორ­მა ლაშა კოტ­რი­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, მე­გის ქარ­და­ვას წი­ნა­აღ­მდეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ, თუმ­ცა, ბრა­ლის წარ­სად­გე­ნად უკ­რა­ი­ნის თან­ხმო­ბაა სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან, სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნი­დან მოხ­და ქარ­და­ვას ექ­სტრა­დი­რე­ბა.

"მე­გის ქარ­და­ვამ გა­მო­კი­თხვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნე­ბა არ მოგ­ვცა და ამის მო­ტი­ვად და­ა­სა­ხე­ლა ის, რომ ქარ­თულ გა­მო­ძი­ე­ბას არ ენ­დო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მის პო­ზი­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის მი­მართ, ამის თა­ო­ბა­ზე იგი­ვე არ­გუ­მენ­ტა­ცია გა­აჩ­ნია, თქვა, რომ ქარ­თულ გა­მო­ძი­ე­ბას არ ენ­დო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, უარს აცხა­დებს, უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­დოს მის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბა­ზე. უკ­რა­ი­ნას გა­ვუგ­ზავ­ნით იმ პო­ზი­ცი­ას, რაც მან და­ა­ფიქ­სი­რა, ზუს­ტად ეს არის კონ­ვენ­ცი­ის არსი, რომ ჩვენ მე­გის ქარ­და­ვას პო­ზი­ცი­ის შე­სა­ხებ ვაც­ნო­ბოთ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს. ბრა­ლის წარ­სად­გე­ნად უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის თან­ხმო­ბა გვჭირ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და კოტ­რი­კა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს იმ­ჟა­მინ­დე­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მი­მარ­თაც. რო­გორც პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნავს, გა­მო­ძი­ე­ბა ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 2013-2014 წლებ­ში სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით იყო და­წყე­ბუ­ლი, თუმ­ცა, შემ­დეგ ბრალ­დე­ბა და­ზუს­ტდა.

ცნო­ბის­თვის, მე­გის ქარ­და­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის 11 საქ­მე­ზეა ექ­სტრა­დი­რე­ბუ­ლი, მათ­გან ნა­წილ­ზე ის მსჯავ­რდე­ბუ­ლია, ნა­წილ­ზე კი - ბრალ­დე­ბუ­ლი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­გის ქარ­და­ვას მი­მართ კი­დევ ერთი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც 2011 წლის მარ­ტში, სა­მეგ­რე­ლო­ში მომ­ხდარ ფაქტს შე­ე­ხე­ბა,როცა ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან ერთ-ერ­თის წა­მე­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბი­თი ქმე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Გიორგი
0

Ჩვენი ქურდები და ჯიბგირები ამ შემთხვევათა კავშირში არ არიან. Უკრაინის ტერიტორიაზე იჭერენ და ასამართლებენ, ხოლო ქარდავა ექსტრადირებულიყო. 

კანონდებილობა!
1

" ბრა­ლის წარ­სად­გე­ნად უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რის თან­ხმო­ბა გვჭირ­დე­ბა" - ეს რა საინტერესო კანონმდებლობა გვქონია!.. დაიცათ და, უკრაინაში რომ პანტაპუნტით იჭერენ ჩვენს ქურდებს და ყაჩაღებს, ისინიც მხოლოდ ჩვენი ნებართვით უყენებენ ბრალს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"მეგის ქარდავამ ჩვენება არ მოგვცა... მოტივად დაასახელა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა" - პროკურორი

"მეგის ქარდავამ ჩვენება არ მოგვცა... მოტივად დაასახელა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა" - პროკურორი

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მსჯავრდებულმა მეგის ქარდავამ მის წინააღმდეგ დაწყებული ახალი საქმის გამოძიების ფარგლებში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა, მეგის ქარდავას წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვთ, თუმცა, ბრალის წარსადგენად უკრაინის თანხმობაა საჭირო, ვინაიდან, სწორედ აღნიშნული ქვეყნიდან მოხდა ქარდავას ექსტრადირება.

"მეგის ქარდავამ გამოკითხვაზე უარი განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენება არ მოგვცა და ამის მოტივად დაასახელა ის, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა. რაც შეეხება მის პოზიციას უკრაინული მხარის მიმართ, ამის თაობაზე იგივე არგუმენტაცია გააჩნია, თქვა, რომ ქართულ გამოძიებას არ ენდობა, შესაბამისად, უარს აცხადებს, უკრაინულმა მხარემ თანხმობა განაცხადოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე. უკრაინას გავუგზავნით იმ პოზიციას, რაც მან დააფიქსირა, ზუსტად ეს არის კონვენციის არსი, რომ ჩვენ მეგის ქარდავას პოზიციის შესახებ ვაცნობოთ უკრაინულ მხარეს. ბრალის წარსადგენად უკრაინული მხარის თანხმობა გვჭირდება",- განაცხადა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, გამოძიება მიმდინარეობს იმჟამინდელი მაღალი თანამდებობის სამართალდამცავების მიმართაც. როგორც პროკურორი აღნიშნავს, გამოძიება ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, 2013-2014 წლებში სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით იყო დაწყებული, თუმცა, შემდეგ ბრალდება დაზუსტდა.

ცნობისთვის, მეგის ქარდავა საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზეა ექსტრადირებული, მათგან ნაწილზე ის მსჯავრდებულია, ნაწილზე კი - ბრალდებული. პროკურატურამ მეგის ქარდავას მიმართ კიდევ ერთი საქმის გამოძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის მარტში, სამეგრელოში მომხდარ ფაქტს შეეხება,როცა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირებიდან ერთ-ერთის წამება და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განხორციელდა.