პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყო ეს, გადაწყვეტილებას არ შევცვლი... არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ" - ელენე ხოშტარია
"ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყო ეს, გადაწყვეტილებას არ შევცვლი... არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ" - ელენე ხოშტარია

ბოლო მო­მენ­ტამ­დე, რაც არ უნდა ხან­გრძლი­ვი იყოს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლას არ ვა­პი­რებ. არ ვთა­მა­შობ, არ ვხუმ­რობ, - ამის შე­სა­ხებ „დრო­ას“ ლი­დერ­მა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ის შიმ­ში­ლობს მო­თხოვ­ნით, გა­და­არ­ჩი­ნოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე.

"ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნამ­დვი­ლად რა­დი­კა­ლუ­რია, ოღონდ რა­დი­კა­ლუ­რია სი­ტუ­ა­ცია და მისი ადეკ­ვა­ტუ­რია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, თო­რემ არა­ფე­რი სა­სურ­ვე­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო შიმ­ში­ლო­ბა­ში არ არის.

ამ პარ­ლა­მენტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ერ­თა­დერ­თი ფუნ­ქცია, ეს არის პრო­ტეს­ტი და­ნარ­ჩე­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ფუნ­ქცი­ამ ჩემი აზ­რით და­კარ­გუ­ლი აქვს. ჩემი ამო­ცა­ნა არ არის დე­ბო­შის მო­წყო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, ჩემი ამო­ცა­ნა არც ვინ­მეს თვა­ლებ­ში ყუ­რე­ბაა, ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად ხე­და­ვენ, რომ ადა­მი­ა­ნი შიმ­ში­ლობს უმი­ნი­მა­ლუ­რე­სი მო­თხოვ­ნით, ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის­გან გა­დარ­ჩე­ნის გამო. ის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რაც მეს­მის, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ადა­მი­ა­ნურ სა­ხეს აკარ­გვი­ნებს მათ.

ეს არის პრო­ტეს­ტის ის ფორ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მის და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს იმან, ვინც იღებს ზო­გა­დად ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მან უნდა იცო­დეს, რომ ძა­ლი­ან დიდი ფასი მოჰ­ყვე­ბა მსგავს საქ­ცი­ელს. აქვს სი­ცო­ცხლეს ფასი თუ არ აქვს? ეს იქ­ნე­ბა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მე ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ვიცი, რომ ბოლო მო­მენ­ტამ­დე, რაც არ უნდა ხან­გრძლი­ვი იყო ეს, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლას არ ვა­პი­რებ, მე არ ვთა­მა­შობ, არ ვხუმ­რობ“, - გა­ნა­ცხა­და ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლიანცო
0

მივესალმები თქვენს ადამიანურ საქციელს, მაგრამ ცოტა დაგვიანებული ხომარ არის. სააკაშვილის ხელისუფლების დროს, უამრავი უბედურება რომ ხდებოდა, მაშინ უნდა დაგეწყო შიმშილობა მოთხოვნით - შეწყდეს საშინელი რეჟიმის თავაშვებულობა, ციხეში და სამოქალაქო საზოგადოებაში, ამით სააკაშვილსაც გადაარჩენდით და უამრავ გარდაცვლილ თუ ნაწამებ ადამიანებს.

ედიკა
0

ვფიქრობ, მიშა უფრო მაგრა ქაჩავს; აი ნახავთ. ეს შეიძლება 7-8 -დღეში, გულწასული წაიყვანონ, სააააავადმყოფოში!!მიშა კი კვლავ, ცივი უარის რეჟიმში იქნება, ჭამაზეეე.........ასე რომ ქალ-ელენე, გადაწყვეტილება, შიმშილობისა, შ ე ც ვ ა ლ ე.

ავტორი:

"ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყო ეს, გადაწყვეტილებას არ შევცვლი... არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ" - ელენე ხოშტარია

"ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყო ეს, გადაწყვეტილებას არ შევცვლი... არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ" - ელენე ხოშტარია

ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს, გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ის შიმშილობს მოთხოვნით, გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.

"ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად რადიკალურია, ოღონდ რადიკალურია სიტუაცია და მისი ადეკვატურია გადაწყვეტილებაც, თორემ არაფერი სასურველი და სასიამოვნო შიმშილობაში არ არის.

ამ პარლამენტს შეიძლება ჰქონდეს ერთადერთი ფუნქცია, ეს არის პროტესტი დანარჩენი ინსტიტუციური ფუნქციამ ჩემი აზრით დაკარგული აქვს. ჩემი ამოცანა არ არის დებოშის მოწყობა პარლამენტში, ჩემი ამოცანა არც ვინმეს თვალებში ყურებაა, ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ ადამიანი შიმშილობს უმინიმალურესი მოთხოვნით, ადამიანის სიკვდილისგან გადარჩენის გამო. ის განცხადებები, რაც მესმის, ძალიან სამწუხაროა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანურ სახეს აკარგვინებს მათ.

ეს არის პროტესტის ის ფორმა, რომელიც ყველას ძალიან კარგად ესმის და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს იმან, ვინც იღებს ზოგადად ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას და მან უნდა იცოდეს, რომ ძალიან დიდი ფასი მოჰყვება მსგავს საქციელს. აქვს სიცოცხლეს ფასი თუ არ აქვს? ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა. მე ყოველ შემთხვევაში ვიცი, რომ ბოლო მომენტამდე, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყო ეს, ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ, მე არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.