საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურა ამ თვეში შვილს ელოდება... რაც შეეხება მის მდგომარეობას, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას ციხეში გადის" - რას ამბობს კახაბრიშვილი ზვიადაურზე?
"ზურა ამ თვეში შვილს ელოდება... რაც შეეხება მის მდგომარეობას, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას ციხეში გადის" - რას ამბობს კახაბრიშვილი ზვიადაურზე?

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონ ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს რამ­დე­ნი­მე დღის წინ ხერ­ხე­მალ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კეთ­და. კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე მისი ად­ვო­კა­ტი ამ­ბობ­და, რომ ზვი­ა­და­ურს ხერ­ხე­მალ­ზე აქვს პრობ­ლე­მა და და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე სამი ოპე­რა­ცია აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

რო­გორც AMBEBI.GE-სთვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს ოპე­რა­ცია კლი­ნი­კა "ინო­ვა­ში" ნე­ი­რო­ქი­რურ­გმა გოგა ჩუტ­კე­რაშ­ვილ­მა გა­უ­კე­თა, ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა, სპორ­ტსმე­ნი ამ­ჟა­მად ისევ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლაც ცი­ხის პი­რო­ბებ­ში მო­უ­წევს. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის ექიმს ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილს, რო­მელ­მაც ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი ახ­ლა­ხან მო­ი­ნა­ხუ­ლა.

"ზურა მო­ვი­ნა­ხუ­ლე, უკე­თე­სა­დაა, ოპე­რა­ცი­ამ კარ­გად ჩა­ი­ა­რა და 5 დღე­ში ისევ ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას პრობ­ლე­მა ჰქონ­და ხერ­ხე­მალ­ზე ძვე­ლი ტრავ­მე­ბი­სა და თი­აქ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ახლა ზუ­რას რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სჭირ­დე­ბა. ამ­ხე­ლა ოპე­რა­ცი­ას რომ გა­ი­კე­თებ, მერე კუნ­თებს აღ­დგე­ნა სჭირ­დე­ბა და ცი­ხის პი­რო­ბებ­ში, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია.

ვნა­ხოთ, თვი­თო­ნაც გა­ა­კე­თებს პა­ტარ-პა­ტა­რა ვარ­ჯი­შებს და იმე­დია, კუნ­თე­ბი აღ­დგე­ბა. ზურა ნო­ემ­ბერ­ში ელო­დე­ბა შვილს. რაც შე­ე­ხე­ბა მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ და სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბას, ზურა მომ­ხდარს ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ძმა რომ მო­გიკ­ვდე­ბა ადა­მი­ანს და შენც რომ ამ ტრა­გე­დი­ის მო­ნა­წი­ლე ხდე­ბი, რო­გორ იქ­ნე­ბი... ვნა­ხოთ, ახლა სა­სა­მარ­თლო რას გა­და­წყვეტს. მე იმ ოჯახ­საც მი­ვუ­სამ­ძიმ­რე. მოხ­და თუ არა მკვლე­ლო­ბა აფექ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ეს გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს" - ამ­ბობს ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ონს ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურს 27 წლის ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნან­დლის ტყე­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვი­სას, სა­დაც სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, მათ შო­რის ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი, ყო­ფილ­მა სპორ­ტსმენ­მა სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, 16 აგ­ვის­ტოს, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ წი­ნან­დალ­ში, ე.წ. მუ­ხი­ა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რამ­დე­ნი­მე პირს შო­რის და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც ორ­მხრი­ვი სრო­ლა მოჰ­ყვა. ვა­სილ ცო­ცხა­ლაშ­ვილ­მა ჯაბა ჯან­გი­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ნიკა კენ­ჭოშ­ვი­ლის მხრი­დან სა­პა­სუ­ხო სრო­ლის შე­დე­გად ცო­ცხა­ლაშ­ვი­ლი და ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის ძმა, ზვი­ად ზვი­ა­და­უ­რი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ, ხოლო ზ.მ. და­იჭ­რა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე ზუ­რაბ ზვი­ა­და­ურ­მა ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა კენ­ჭოშ­ვი­ლი. ზვი­ა­და­უ­რი და ჯან­გი­რაშ­ვი­ლი 17 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. ზვი­ა­და­ურს 8-15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა, ხოლო ჯან­გი­რაშ­ვი­ლის - 3 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა. ად­ვო­კა­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ზვი­ა­და­უ­რი გან­ზრახ არ მოქ­მე­დებ­და და მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მო­ტი­ვით ის­რო­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nina
16

ჩვენ რომ ძალიან შორს ვართ განვითარებული საზოგადოებისგან, დღევანდელი მდგომარეობაა დასტური. ვშიმშილობთ, ქუჩაში ვკოტრიალობთ, მიშას გარეშე სიცოცხლე არ გვინდა. რადგან ზურაბიშვილმა სასტიკი უარი გამოაცხადა შეწყალებაზე, რა ლანძღვაში გახვიეს და ზვიადაურზე ხმაგაკმენდილები ვართ , აი ამიტომ აღარც ღმერთია ჩვენსკენ და აღარც ბედი.

კახელი პაპა
24

კომბლეს და კომლესნაირებს:თქვენ როგორ მოიქცეოდით ზურას ადგილზე? თუ გულახდილად არ მიპასუხებთ, მოვიკითხავ თქვენ კეთილებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ზურა ამ თვეში შვილს ელოდება... რაც შეეხება მის მდგომარეობას, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას ციხეში გადის" - რას ამბობს კახაბრიშვილი ზვიადაურზე?

"ზურა ამ თვეში შვილს ელოდება... რაც შეეხება მის მდგომარეობას, ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას ციხეში გადის" - რას ამბობს კახაბრიშვილი ზვიადაურზე?

მკვლელობაში ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს რამდენიმე დღის წინ ხერხემალზე ოპერაცია გაუკეთდა. კლინიკაში გადაყვანამდე მისი ადვოკატი ამბობდა, რომ ზვიადაურს ხერხემალზე აქვს პრობლემა და დაპატიმრებამდე სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

როგორც AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, ოლიმპიურ ჩემპიონს ოპერაცია კლინიკა "ინოვაში" ნეიროქირურგმა გოგა ჩუტკერაშვილმა გაუკეთა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, სპორტსმენი ამჟამად ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და რეაბილიტაციის კურსის გავლაც ციხის პირობებში მოუწევს. ჩვენ დავუკავშირდით ოლიმპიური ნაკრების ექიმს ზურაბ კახაბრიშვილს, რომელმაც ზურაბ ზვიადაური ახლახან მოინახულა.

"ზურა მოვინახულე, უკეთესადაა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და 5 დღეში ისევ ციხეში გადაიყვანეს. მას პრობლემა ჰქონდა ხერხემალზე ძველი ტრავმებისა და თიაქრებიდან გამომდინარე. ახლა ზურას რეაბილიტაცია სჭირდება. ამხელა ოპერაციას რომ გაიკეთებ, მერე კუნთებს აღდგენა სჭირდება და ციხის პირობებში, ეს შეუძლებელია.

ვნახოთ, თვითონაც გააკეთებს პატარ-პატარა ვარჯიშებს და იმედია, კუნთები აღდგება. ზურა ნოემბერში ელოდება შვილს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ და სულიერ მდგომარეობას, ზურა მომხდარს ძალიან განიცდის. ძმა რომ მოგიკვდება ადამიანს და შენც რომ ამ ტრაგედიის მონაწილე ხდები, როგორ იქნები... ვნახოთ, ახლა სასამართლო რას გადაწყვეტს. მე იმ ოჯახსაც მივუსამძიმრე. მოხდა თუ არა მკვლელობა აფექტის ნიადაგზე, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს" - ამბობს ზურაბ კახაბრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

გამოძიების ვერსიით, 16 აგვისტოს, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ე.წ. მუხიანის ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა. ვასილ ცოცხალაშვილმა ჯაბა ჯანგირაშვილის კუთვნილი იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც დაპირისპირებაში მონაწილე ნიკა კენჭოშვილის მხრიდან საპასუხო სროლის შედეგად ცოცხალაშვილი და ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ. დაიჭრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ასევე კონფლიქტში მონაწილე ზურაბ ზვიადაურმა იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა კენჭოშვილი. ზვიადაური და ჯანგირაშვილი 17 აგვისტოს დააკავეს. ზვიადაურს 8-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ხოლო ჯანგირაშვილის - 3 წლამდე პატიმრობა. ადვოკატები აცხადებენ, რომ ზვიადაური განზრახ არ მოქმედებდა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების მოტივით ისროდა.