დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, მოქალაქეებმა ე.წ. მწვანე პასპორტის გამოყენებისას რა ინდიკატორები უნდა დააკმაყოფილონ.
ამასთან, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პანდემიის მართვის მოდელი შეიცვალა და ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები და ტრანსპორტის შეჩერება არ განიხილება.
"ე.წ. მწვანე პასპორტში შედის 4 ინდიკატორი: ორჯერადი აცრა და გაკეთებიდან 14 დღე რომ იყოს გასული; ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს თუ არა პირს გადატანილი ინფექცია; ბოლო 72 საათში ნეგატიური გაქვს თუ არა პისიარის ტესტის პასუხი და 24 საათში გაქვს თუ არა ანტიგენის ტესტი ნეგატიური. აქედან ერთ-ერთს უნდა აკმაყოფილებდე, რომ შენს პასპორტს ერქვას "მწვანე“ პასპორტი.
რაც შეეხება შეზღუდვებს, შეზღუდვებზე არ არის საუბარი, იმიტომ, რომ პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მთელ მსოფლიოში შეცვლილია. მათ შორის ჩვენთანაც - ნაკლები შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას, ე.წ. ლოკდაუნები, ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება, არ განიხილება. განიხილება არაპირდაპირი ე.წ. დისკომფორტის, "მწვანე პასპორტის“ შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ. ესენია: ყველას ეკეთოს პირადე, ყველამ დაიცვას დისტანცია, აარიდოს თავი ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებას და ხშირად დავიბანოთ ხელები, წავიდეთ და ავიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის საკითხსაც შეეხო.
მისი თქმით, ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რა მოლოდინიც არსებობდა.
"მოგახსენებთ, რომ ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით. დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ კიდევ ერთხელ გაიცა დავალებები, რომ მეტი პრომოცია და ადვოკატირება იყოს ლატარიასთან მიმართებაში. გთხოვთ, გააშუქოთ ვინ მოიგო. არ შუქდება იმ ინტენსივობით, როგორც სხვა საკითხი.
ასევე, ბევრ სხვადასხვა წამახალისებელ საკითხზეა საუბარი. სხვადასხვა ტიპის ვაუჩერზე, ბენეფიტებზე. რა არის, ამას კონკრეტულად ვერ გეტყვით",- აღნიშნა გამყრელიძემ.
რო დავიბადე ამცრეს რო დავიბადე დაბადების მოწმობაც მომცეს და როცა გავიზარდე პირადობაც ავიღე მეტი არაფერი აღარ მჭირდება და როცა მოვკვდები მაშინაც მეყოფა ის გარდაცვალების საბუთი
შენ და შენი თანაგუნდელები ღირსება აყრილები, რომ არ იყოთ მაშინ ხმას არარ ამოიღებდით. ეს 1917 წლის რევოლუცია არ არის, როც წერა-კითხვის უცოდინრები დაარწმუნეს, რომ უკეთესად იცხოვრებდნენ, ზალიან ბევრი ადამიანიაზროვნებს და იცის საით მიაქანებთ საქართველოს. ადრე ბავშვებს ეუბნებოდნენ გუდიანი კაცი მოდისო, ეხლა ეუბნებიან გაჩერდი თორემ გამყრელიძე მოდის თავის ბანდასთან ერთად. მადლობელი ვარ ყურადღებისათვის