მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შესაძლოა,  იარაღში,  რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა,  ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს" - გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები
"შესაძლოა,  იარაღში,  რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა,  ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს" - გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ია­რაღ­ში, რომ­ლი­თაც ალეკ ბოლ­დუ­ინ­მა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­ის­რო­ლა, ნამ­დვი­ლი ტყვია მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ჩა­დეს", - ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტი ჯე­ი­სონ ბო­ულ­სი სა­უბ­რობს. ბო­ულ­სი იმ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს იცავს, რო­მელ­საც ფილმ Rust-ის გა­და­ღე­ბი­სას ია­რა­ღის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ევა­ლე­ბო­და და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი.

ად­ვო­კა­ტი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის­მა კლი­ენ­ტმა, ჰანა გუ­ტი­ე­რეს­მა ვაზ­ნე­ბი იმ ყუ­თი­დან ამო­ი­ღო, სა­დაც მხო­ლოდ ფუჭი ტყვი­ე­ბი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გან­თავ­სე­ბუ­ლი.

"ვში­შობთ, რომ შე­საძ­ლოა, ეს ვინ­მეს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დი­ვერ­სი­ის მო­წყო­ბის მიზ­ნით ჩა­ე­დი­ნა. არ ვამ­ბობთ, რომ ვინ­მეს გან­ზრა­ხუ­ლი ჰქონ­და მკვლე­ლო­ბა მომ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ მათ სურ­დათ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის გა­მოწ­ვე­ვა. ჰა­ნას არ უფიქ­რია, რომ ფუჭი ტყვი­ე­ბის ყუთ­ში ნამ­დვი­ლი ტყვი­ე­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და,“- აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, 21 ოქ­ტომ­ბერს ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­მა ალეკ ბოლ­დუ­ინ­მა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა, რის შე­დე­გა­დაც ოპე­რა­ტო­რი ქალი გარ­და­იც­ვა­ლა, ფილ­მის რე­ჟი­სო­რი კი - და­იჭ­რა.

მსა­ხი­ობ­მა გა­ის­რო­ლა ია­რა­ღი­დან, რო­მელ­შიც ნამ­დვი­ლი ვაზ­ნე­ბი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ინ­ცი­დენ­ტი ნიუ-მექ­სი­კოს შტატ­ში ვეს­ტერ­ნის ჟან­რის ფილ­მის, Rust-ის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მოხ­და. ალეკ ბოლ­დუ­ინს ია­რა­ღი რე­ჟი­სო­რის ასის­ტენ­ტმა მი­ა­წო­და და უთხრა, რომ უსაფრ­თხო იყო.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის­თვის წა­უ­ყე­ნე­ბი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"შესაძლოა,  იარაღში,  რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა,  ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს" - გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"შესაძლოა,  იარაღში,  რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა,  ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს" - გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

"არ არის გამორიცხული, რომ იარაღში, რომლითაც ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე გაისროლა, ნამდვილი ტყვია მიზანმიმართულად ჩადეს", - ამის შესახებ ადვოკატი ჯეისონ ბოულსი საუბრობს. ბოულსი იმ ადამიანის უფლებებს იცავს, რომელსაც ფილმ Rust-ის გადაღებისას იარაღის გაკონტროლება ევალებოდა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ადვოკატი ირწმუნება, რომ მისმა კლიენტმა, ჰანა გუტიერესმა ვაზნები იმ ყუთიდან ამოიღო, სადაც მხოლოდ ფუჭი ტყვიები უნდა ყოფილიყო განთავსებული.

"ვშიშობთ, რომ შესაძლოა, ეს ვინმეს გადასაღებ მოედანზე დივერსიის მოწყობის მიზნით ჩაედინა. არ ვამბობთ, რომ ვინმეს განზრახული ჰქონდა მკვლელობა მომხდარიყო, მაგრამ მათ სურდათ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტის გამოწვევა. ჰანას არ უფიქრია, რომ ფუჭი ტყვიების ყუთში ნამდვილი ტყვიები აღმოჩნდებოდა,“- აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.

მსახიობმა გაისროლა იარაღიდან, რომელშიც ნამდვილი ვაზნები არ უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადასაღებ მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.