საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვქორწინდებით,  ნამდვილად ვიზამთ ამას" - კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე დაინიშნა
"ჩვენ ვქორწინდებით,  ნამდვილად ვიზამთ ამას" - კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე დაინიშნა

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი, კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი ორ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ პარტნი­ორ გო­გო­ნა­ზე, დი­ლან მე­ი­ერ­ზე დაი­ნიშ­ნა.

სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი 31 წლის მსა­ხი­ობ­მა სამ­შა­ბათს The Howard Stern Show-ში გა­ამ­ჟღავ­ნა.

"ჩვენ ვქორ­წინ­დე­ბით, ნამ­დვი­ლად ვი­ზამთ ამას... მინ­დო­და მას ეთხოვ­ნა ჩემ­თვის ხელი და მარ­თლაც, მან ყვე­ლა­ფე­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მო­ა­წყო. ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი იყო“, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

მი­სი­ვე თქმით, სურს, წყნა­რი და ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი ჰქონ­დეთ - "ლოს ან­ჯე­ლე­სის სახ­ლში ვიქ­ნე­ბით და ად­ვი­ლად შე­ეძ­ლე­ბა ყვე­ლას მოს­ვლა. ჩვენ უბ­რა­ლოდ დავ­დგე­ბით და სა­ქორ­წი­ნო ფიცს დავ­დებთ", - ამ­ბობს კრის­ტე­ნი.

მისი პარტნი­ო­რი დი­ლან მე­ი­ე­რი მწე­რა­ლი და მსა­ხი­ო­ბია და "ნე­ტფ­ლიქ­სის" რამ­დე­ნი­მე ფილმზე აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი.

კრის­ტენ სტი­უ­არ­ტმა 2017 წელს ისა­უბ­რა თა­ვი­სი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ და თქვა, რომ ბი­სექ­სუ­ა­ლია. მას შემ­დეგ სტი­უ­არტს რამ­დე­ნი­მე მდედ­რო­ბი­თი სქე­სის პარტნი­ო­რი ჰყავ­და.

ამ­ჟა­მად, კრის­ტე­ნის ცხოვ­რე­ბა­ში კა­რი­ე­რის კუ­თხი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. ის ფილმ Spencer-ში პრინ­ცე­სა და­ი­ა­ნას როლს ას­რუ­ლებს და კი­ნოკ­რი­ტი­კოს­თა დიდი ნა­წი­ლის აზ­რით, მსა­ხი­ო­ბი ოს­კარ­საც კი იმ­სა­ხუ­რებს.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა 5 ნო­ემ­ბერ­საა და­გეგ­მი­ლი.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!
8

ვისაც ეგ მოგწონთ, ასეთები არ დაგლეოდეთ საახლობლოში.

ერიჰაა
4

უუფ ძლივს ერთი არანეგატიური ინფორმაცია გამოჩნდა,თორე ისე სუ მიშას გაიძახის მთელი ოცნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ჩვენ ვქორწინდებით,  ნამდვილად ვიზამთ ამას" - კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე დაინიშნა

"ჩვენ ვქორწინდებით,  ნამდვილად ვიზამთ ამას" - კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონაზე დაინიშნა

ამერიკელი მსახიობი, კრისტენ სტიუარტი ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ პარტნიორ გოგონაზე, დილან მეიერზე დაინიშნა.

სასიხარულო ამბავი 31 წლის მსახიობმა სამშაბათს The Howard Stern Show-ში გაამჟღავნა.

"ჩვენ ვქორწინდებით, ნამდვილად ვიზამთ ამას... მინდოდა მას ეთხოვნა ჩემთვის ხელი და მართლაც, მან ყველაფერი არაჩვეულებრივად მოაწყო. ძალიან საყვარელი იყო“, - ამბობს მსახიობი.

მისივე თქმით, სურს, წყნარი და ლამაზი ქორწილი ჰქონდეთ - "ლოს ანჯელესის სახლში ვიქნებით და ადვილად შეეძლება ყველას მოსვლა. ჩვენ უბრალოდ დავდგებით და საქორწინო ფიცს დავდებთ", - ამბობს კრისტენი.

მისი პარტნიორი დილან მეიერი მწერალი და მსახიობია და "ნეტფლიქსის" რამდენიმე ფილმზე აქვს ნამუშევარი.

კრისტენ სტიუარტმა 2017 წელს ისაუბრა თავისი ორიენტაციის შესახებ და თქვა, რომ ბისექსუალია. მას შემდეგ სტიუარტს რამდენიმე მდედრობითი სქესის პარტნიორი ჰყავდა.

ამჟამად, კრისტენის ცხოვრებაში კარიერის კუთხითაც მნიშვნელოვანი მომენტია. ის ფილმ Spencer-ში პრინცესა დაიანას როლს ასრულებს და კინოკრიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით, მსახიობი ოსკარსაც კი იმსახურებს.

ფილმის პრემიერა 5 ნოემბერსაა დაგეგმილი.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა