სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს 24 წლის ბიჭი, რომელიც "ჯოკერის" ფორმაში გამოეწყო და ტოკიოში ადამიანებს თავს დაესხა - "ბევრის დახოცვა მინდოდა, მათ სიკვდილით დასჯას ვაპირებდი“
რას ამბობს 24 წლის ბიჭი, რომელიც "ჯოკერის" ფორმაში გამოეწყო და ტოკიოში ადამიანებს თავს დაესხა - "ბევრის დახოცვა მინდოდა, მათ სიკვდილით დასჯას ვაპირებდი“

ჰე­ლო­უ­ი­ნის სა­ღა­მოს, როცა ტო­კი­ოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­დი­ოდ­ნენ, 24 წლის კი­ო­ტა ჰა­ტო­რი მა­ტა­რებ­ლის მგზავ­რებს ჯო­კე­რის ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი და­ეს­ხა თავს.

მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვა და ის გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. კი­ო­ტა და­ნით იყო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი. მან მა­ტა­რე­ბელ­ში ცე­ცხლიც გა­ა­ჩი­ნა.

კი­ო­ტამ 17 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რა, მათ შო­რი­საა 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ციც, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. და­ნარ­ჩე­ნებს მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვთ და ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე მე­ტად, კვამ­ლის ჩაყ­ლაპ­ვის გამო იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

რო­გორც ირ­კვე­ვა, კი­ო­ტა ჰა­ტო­რი ფილმ "ბეტ­მე­ნის“ პერ­სო­ნაჟ ჯო­კე­რის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლია და თავ­დას­ხმას თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე გეგ­მავ­და.

ჯო­კე­რის ფორ­მა­ში გა­დაც­მუ­ლი 24 წლის კი­ო­ტა ჰა­ტო­რი შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე მა­ტა­რებ­ლის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა, რო­გორ ზის ვა­გონ­ში მშვი­დად.

ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე­ვე და­ა­პა­ტიმ­რა პო­ლი­ცი­ამ. და­კი­თხვა­ზე თქვა, რომ მგზავ­რებს და­სას­ჯე­ლად და­ეს­ხა თავს : "ბევ­რის და­ხოც­ვა მინ­დო­და, მათ სიკ­ვდი­ლით დას­ჯას ვა­პი­რებ­დი“.

ის მო­ტივ­ზეც ალა­პა­რაკ­და და თქვა, რომ ამ­გვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი პი­რა­დუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გახ­და - "სამ­სა­ხურ­ში და მე­გობ­რებ­თან პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და“.

კი­ო­ტა ჰა­ტო­რიმ ივ­ნის­ში და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი და ფუ­კუ­ო­კას სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე ქა­ლა­ქი­დან აღ­მო­ავ­ლე­თით გა­ემ­გზავ­რა.

ჰა­ტო­რიმ ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­უ­ლის დღე თავ­დას­ხმის მო­სა­წყო­ბად იმი­ტომ აირ­ჩია, რომ იცო­და, ამ დღეს ტო­კი­ოს ტრან­სპორ­ტი ხალ­ხით იქ­ნე­ბო­და გა­დატ­ვირ­თუ­ლი. კი­ო­ტამ სას­ტუმ­რო შუ­ა­დღეს და­ტო­ვა და მა­ტა­რებ­ლით ში­ბუ­იას უბ­ნის­კენ და­იძ­რა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდებ­ში ჰე­ლო­უ­ი­ნის წვე­უ­ლე­ბე­ბი­თაა გან­თქმუ­ლი.

ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ია­პო­ნი­ის ტრან­სპორ­ტის მი­ნის­ტრმა ტე­ცუო სა­ი­ტომ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მეტი სი­ფხიზ­ლეა სა­ჭი­რო შემ­დგო­მი თავ­დას­ხმე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად.

წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
14

ჯოკერებისა და კლოუნ -ფანფარონების თაყვანისმცემლები ჩვენშიც ბლომადაა, მაგრამ რად გინდა - სულაც ზუგდიდი -წალენჯიხის საერთაშორისო ექსპრესი რომ აწიონ ჰაერში (ჯვარი გვწერია ჩვენც და იმათაც, განსაკუთრებით წალენჯიხელებს), მაინც პოლიტპატიმრის სტატუსით გამოძვრებიან.... აი, იაპონელები კი მაგას არ ჭამენ, იმიტომაც მიყვარს ეგ ხალხი, მგონი, იმათაც ვუყვარვართ - კახურ მრავალჟამიერს უბერავენ და შქმერული ხომ საკუთარ სუშს ურჩევნიათ.... მხოლოდ ერთი ნაკლი აქვთ, რაღაც ნაყოფიერების დღესასწაული ჰქონიათ, - გაიდებენ მხარზე გამოჩორკნილ (ნუ ქალები რომ საოხრე-ს ეძახიან) და დიდიან-პატარიანა ასე დაიარებიან ქუჩებში.... მაგრამ ისევ ჩვენს ბედკრულ სამშობლოს რომ შევადაროთ, სულ არ გინდა დღესასწაული - აგერ პოზიციამ და ოპოზიციამ ლამის დაჭამეს ერთმანეთი - არა, მე უფრო მეტი ეგეთი ჩემი ღირსებით აღფრთოვანებული მომხრე მყავს და არა, მეო. მგონი, პოზიციამ გაიმარჯვა მძღოლების ხარჯზე, არადა, მძღოლები რა შუაში იყვნენ?!... მოკლედ მიყვარს იაპონია....

???
8

იქ თუ პრობლემები გქონდა, შე ღორო, ეს ხალხი რა შუაში იყო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რას ამბობს 24 წლის ბიჭი, რომელიც "ჯოკერის" ფორმაში გამოეწყო და ტოკიოში ადამიანებს თავს დაესხა - "ბევრის დახოცვა მინდოდა, მათ სიკვდილით დასჯას ვაპირებდი“

რას ამბობს 24 წლის ბიჭი, რომელიც "ჯოკერის" ფორმაში გამოეწყო და ტოკიოში ადამიანებს თავს დაესხა - "ბევრის დახოცვა მინდოდა, მათ სიკვდილით დასჯას ვაპირებდი“

ჰელოუინის საღამოს, როცა ტოკიოს მაცხოვრებლები წვეულებაზე მიდიოდნენ, 24 წლის კიოტა ჰატორი მატარებლის მგზავრებს ჯოკერის ფორმაში გადაცმული დაესხა თავს.

მამაკაცი პოლიციამ ადგილზევე დააკავა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. კიოტა დანით იყო შეიარაღებული. მან მატარებელში ცეცხლიც გააჩინა.

კიოტამ 17 ადამიანი დაჭრა, მათ შორისაა 70 წელს გადაცილებული მამაკაციც, რომლის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენებს მძიმე დაზიანებები არ აქვთ და ფიზიკურ დაზიანებებზე მეტად, კვამლის ჩაყლაპვის გამო იმყოფებოდნენ საავადმყოფოში.

როგორც ირკვევა, კიოტა ჰატორი ფილმ "ბეტმენის“ პერსონაჟ ჯოკერის თაყვანისმცემელია და თავდასხმას თვეების მანძილზე გეგმავდა.

ჯოკერის ფორმაში გადაცმული 24 წლის კიოტა ჰატორი შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მატარებლის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ ზის ვაგონში მშვიდად.

ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე დააპატიმრა პოლიციამ. დაკითხვაზე თქვა, რომ მგზავრებს დასასჯელად დაესხა თავს : "ბევრის დახოცვა მინდოდა, მათ სიკვდილით დასჯას ვაპირებდი“.

ის მოტივზეც ალაპარაკდა და თქვა, რომ ამგვარი გადაწყვეტილების მამოტივირებელი პირადული პრობლემები გახდა - "სამსახურში და მეგობრებთან პრობლემები მქონდა“.

კიოტა ჰატორიმ ივნისში დატოვა სამსახური და ფუკუოკას სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქიდან აღმოავლეთით გაემგზავრა.

ჰატორიმ ჰელოუინის დღესასწაულის დღე თავდასხმის მოსაწყობად იმიტომ აირჩია, რომ იცოდა, ამ დღეს ტოკიოს ტრანსპორტი ხალხით იქნებოდა გადატვირთული. კიოტამ სასტუმრო შუადღეს დატოვა და მატარებლით შიბუიას უბნისკენ დაიძრა, რომელიც ახალგაზრდებში ჰელოუინის წვეულებებითაა განთქმული.

ინციდენტის შემდეგ, იაპონიის ტრანსპორტის მინისტრმა ტეცუო საიტომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტი სიფხიზლეა საჭირო შემდგომი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა