სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება... თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის" - რას ამბობს არსებულ ეპიდსიტუაციაზე ექსპერტი?
"მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება... თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის" - რას ამბობს არსებულ ეპიდსიტუაციაზე ექსპერტი?

"დღეს მო­სახ­ლე­ო­ბას კო­რო­ნის­გან კო­რო­ნა-გე­ნო­ცი­დი ემუქ­რე­ბა," - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტმა, პრო­ფე­სორ­მა დევი ტა­ბი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი შე­ფა­სე­ბით, ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი მას­შტა­ბი ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა და თუ არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცია ასე გაგ­რძელ­და, შე­საძ­ლოა, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა დღი­ურ­მა მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 7 ათას­საც გა­და­ა­ჭარ­ბოს.

"მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ციფ­რებ­მა უნდა და­ა­ნა­ხოს, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ ვირუს­თან "თა­მა­ში“ და "ხუმ­რო­ბა“ ნამ­დვი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა. ყო­ველ­მხრივ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი ვირუ­სია, რო­მე­ლიც რო­მელ ახალ შტამს წა­მო­ი­ღებს კი­დევ, ეს არა­ვინ იცის. გარ­და ამი­სა, არ­სე­ბობს დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა, რა­საც სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სე­ბი ჰქვია და უკვე მოხ­და მათი გა­დაკ­ვე­თა. სწო­რედ ამი­ტომ, კი­დევ მო­ი­მა­ტებს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ჩემი აზ­რით, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­და და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად არ ვიქ­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩვენ მი­ნი­მუმ 7 ათასს ინ­ფი­ცი­რე­ბულ­საც გა­დავ­ცდეთ. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე მო­ცე­მუ­ლო­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა. ჩვენ ვწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დით და ვამ­ბობ­დით, რომ რა­ო­დე­ნო­ბა გას­ცდე­ბო­და 4-5 ათასს, ახლა გა­ი­ზარ­და და კი­დევ გა­იზ­რდე­ბა“,-გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ მე­დი­ა­ცენ­ტრ "მთა­ვარ­ში“ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი შე­ფა­სე­ბით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის არ­დაც­ვი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­ბა­ლი ტემ­პის ფონ­ზე, მას­შტა­ბურ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას გარ­კვე­ულ­წი­ლად ხელი შე­უ­წყო. "რე­ა­ლუ­რად, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სწრა­ფად მძიმ­დე­ბა. სა­წო­ლე­ბიც ბევ­რია და საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის პრობ­ლე­მა დგე­ბა იმი­ტომ, რომ კლი­ნი­კა­ში შე­მო­სუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი უფრო მე­ტად მძი­მე სტა­ტუ­სით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან“,- გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ.

მისი შე­ფა­სე­ბით, მედ­პერ­სო­ნა­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი ამო­უ­წუ­რა­ვი არ არის და ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­დე­ბა.

"თუ ასე გაგ­რძელ­და, სა­ვე­ლე ჰოს­პიტ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. ამ მო­მენ­ტის­თვის სა­ჭი­რო არ არის, მაგ­რამ თუ ეს ციფ­რე­ბი კი­დევ მო­ი­მა­ტებს, ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ. მისი გან­მარ­ტე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია."ის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლი­თაც ვაქ­ცი­ნა­ცია ტარ­დე­ბა, არა­ვი­თარ შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს. ეს სრულ აც­დე­ნა­შია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის იმ გეგ­მას­თან, რო­მე­ლიც სა­კო­ორ­დი­ნა­ციო და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საბ­ჭომ დადო. ამას ყვე­ლა ადას­ტუ­რებს, მე მარ­ტო ერთი არ ვარ", - გა­ნა­ცხა­და ტა­ბი­ძემ. მისი თქმით, უნდა შედ­გეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იმ სამ­სა­ხუ­რე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლებ­საც უფრო მე­ტად უწევთ ადა­მი­ა­ნე­ბის უფრო დიდ რა­ო­დე­ნო­ბას­თან კონ­ტაქ­ტი.

დევი ტა­ბი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, აიც­რას.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
საქო
0

ისედაც შიშში მყოფს,შენ მაინც ნუღარ გვაშინებ.შე მართლა დევო შენა.

ვაჟა ზაზაევიჩი
1

მერე ეწყინებათ, ხალხი რატო გვაგინებსო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება... თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის" - რას ამბობს არსებულ ეპიდსიტუაციაზე ექსპერტი?

"მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება... თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის" - რას ამბობს არსებულ ეპიდსიტუაციაზე ექსპერტი?

"დღეს მოსახლეობას კორონისგან კორონა-გენოციდი ემუქრება," - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ვირუსით ინფიცირების დღევანდელი მასშტაბი ნამდვილად ძალიან საგანგაშოა და თუ არსებული ეპიდსიტუაცია ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა 7 ათასსაც გადააჭარბოს.

"მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან "თამაში“ და "ხუმრობა“ ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი მოცემულობა, რასაც სეზონური გრიპის ვირუსები ჰქვია და უკვე მოხდა მათი გადაკვეთა. სწორედ ამიტომ, კიდევ მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ორგანიზებულად არ ვიქნებით, შესაძლებელია, ჩვენ მინიმუმ 7 ათასს ინფიცირებულსაც გადავცდეთ. ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, მაგრამ რეალობა. ჩვენ ვწინასწარმეტყველებდით და ვამბობდით, რომ რაოდენობა გასცდებოდა 4-5 ათასს, ახლა გაიზარდა და კიდევ გაიზრდება“,-განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ "მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი შეფასებით, რეგულაციების არდაცვისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე, მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას გარკვეულწილად ხელი შეუწყო. "რეალურად, პაციენტების მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. საწოლებიც ბევრია და საკმარისია, მაგრამ რეანიმაციული ღონისძიებების გატარების პრობლემა დგება იმიტომ, რომ კლინიკაში შემოსული პაციენტები უფრო მეტად მძიმე სტატუსით ხასიათდებიან“,- განაცხადა ტაბიძემ.

მისი შეფასებით, მედპერსონალის ადამიანური რესურსი ამოუწურავი არ არის და ამის გათვალისწინებით, მდგომარეობა გართულდება.

"თუ ასე გაგრძელდა, საველე ჰოსპიტლების საჭიროება გამორიცხული არ არის. ამ მომენტისთვის საჭირო არ არის, მაგრამ თუ ეს ციფრები კიდევ მოიმატებს, ნამდვილად იქნება“, - განაცხადა ტაბიძემ. მისი განმარტებით, ვაქცინაციაზე მომართვიანობა ძალიან დაბალია."ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ეს სრულ აცდენაშია ვაქცინაციის იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო და ვაქცინაციის საბჭომ დადო. ამას ყველა ადასტურებს, მე მარტო ერთი არ ვარ", - განაცხადა ტაბიძემ. მისი თქმით, უნდა შედგეს ჩამონათვალი იმ სამსახურების და ადამიანების, რომლებსაც უფრო მეტად უწევთ ადამიანების უფრო დიდ რაოდენობასთან კონტაქტი.

დევი ტაბიძე მიიჩნევს, რომ სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, აიცრას.