სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია" - არჩილ თალაკვაძე
"ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია" - არჩილ თალაკვაძე

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კო­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­სუს­ტის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თგვა­რი ანო­მა­ლი­აა, როცა ოპო­ზი­ცი­ას არ უნდა იყოს ოპო­ზი­ცია.

"სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე ჩვენ ნი­კა­ნორ მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ - სხვა გან­ცხა­დე­ბებ­საც გან­ვი­ხი­ლავთ და რა თქმა უნდა, სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ," - გა­ნა­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა.

რო­გორც თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მან­და­ტე­ბის და­ტო­ვე­ბა იმ დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ, რომ­ლე­ბიც სხდო­მებ­ზე არ გვი­ნა­ხავს და ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ, პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბას ვერ შე­ა­ფერ­ხებს.

"პარ­ლა­მენ­ტში ის ოპო­ზი­ცია დარ­ჩე­ბა, ვი­საც მარ­თლა სურს ოპო­ნი­რე­ბა, პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პა­ტივს სცემს სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის ნე­ბას. რო­გორც კი მან­და­ტე­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტში შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­მო­ვა, ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლი ვართ გან­ვი­ხი­ლოთ. ნი­კა­ნორ მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბა და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ, სხვა გან­ცხა­დე­ბებ­საც გან­ვი­ხი­ლავთ და რა თქმა უნდა, სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს ანა წით­ლი­ძემ, ნონა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ. იგი­ვეს აპი­რებს ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე.

"ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს არ შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თარ ამომ­რჩევ­ლებს სი­მარ­თლე უთხრან, ამი­ტომ ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ არ­ჩევ­ნებ­ში წა­გე­ბა ისე­თი მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­და­ფა­რონ, რო­გო­რიც ბო­ი­კო­ტი გახ­ლავთ. სა­პარ­ლა­მენ­ტო ბო­ი­კოტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრში ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცია არ არის და ის პარ­ტი­ე­ბი, ვინც პარ­ლა­მენ­ტში რჩე­ბა, უფრო პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად იქ­ცე­ვი­ან. პო­ლი­ტი­კა პარ­ლა­მენ­ტი­დან გას­ვლა და სა­კუ­თარ როლ­ზე უა­რის თქმა არ არის“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამიდა
0

უი,საყვარელი,ეს გამოჩნდა...

ვაიმეე ვაიმეე
0

კობზონა აბობოქრდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია" - არჩილ თალაკვაძე

"ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია" - არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო ბოიკოტი პოლიტიკური სისუსტის გამოვლინებაა.

მისივე თქმით, ერთგვარი ანომალიაა, როცა ოპოზიციას არ უნდა იყოს ოპოზიცია.

"სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ჩვენ ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ - სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ," - განაცხადა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მანდატების დატოვება იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც სხდომებზე არ გვინახავს და ამ თვეების განმავლობაში საპარლამენტო საქმიანობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ, პარლამენტის მუშაობას ვერ შეაფერხებს.

"პარლამენტში ის ოპოზიცია დარჩება, ვისაც მართლა სურს ოპონირება, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და პატივს სცემს საკუთარი ამომრჩევლის ნებას. როგორც კი მანდატების დატოვების თაობაზე პარლამენტში შესაბამისი განცხადებები შემოვა, ჩვენ ვალდებული ვართ განვიხილოთ. ნიკანორ მელიას განცხადება დავაკმაყოფილეთ, სხვა განცხადებებსაც განვიხილავთ და რა თქმა უნდა, სამართლიან გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სადეპუტატო მანდატის დატოვების თაობაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ განცხადებები გააკეთეს ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და ლევან ვარშალომიძემ. მანამდე პარლამენტის დატოვების შესახებ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. იგივეს აპირებს ზურაბ ჯაფარიძე.

"ოპოზიციურ პარტიებს არ შეუძლიათ საკუთარ ამომრჩევლებს სიმართლე უთხრან, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ არჩევნებში წაგება ისეთი მოუმწიფებელი განცხადებებით გადაფარონ, როგორიც ბოიკოტი გახლავთ. საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი პოზიცია არ არის და ის პარტიები, ვინც პარლამენტში რჩება, უფრო პასუხისმგებლიანად იქცევიან. პოლიტიკა პარლამენტიდან გასვლა და საკუთარ როლზე უარის თქმა არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.