მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს სასამართლო ამ წუთებში განიხილავს
"იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს სასამართლო ამ წუთებში განიხილავს

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის საქ­მეს ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლო ამ წუ­თებ­ში გა­ნი­ხი­ლავს.

გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ბრალ­დე­ბის მხა­რის მოწ­მე­ებს და­კი­თხა­ვენ. კერ­ძოდ, ჩვე­ნე­ბას გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი და კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი მის­ცე­მენ.

რო­გორც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მისი შე­ფა­სე­ბით, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი უნდა გა­მო­ი­ტა­ნოს.

"ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ნა­ფი­ცი მსა­ჯუ­ლე­ბი სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ. მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამას ვე­ლო­დე­ბი. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი არის და ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­მარ­თლი­ან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს გა­მო­ი­ტა­ნენ", - გა­ნა­ცხა­და კო­ბი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2020 წლის 16 თე­ბერ­ვალს, გუ­და­ურ­ში ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს, ერთი კი დაჭ­რეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. კო­ბი­აშ­ვილს ბრა­ლი მკვლე­ლო­ბის, მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის­თვის აქვს წარ­დგე­ნი­ლი.

ამას­თან, პრო­კუ­რა­ტუ­რამ მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლის მი­მართ ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე ბრა­ლი 6 პირს წა­რუდ­გი­ნა და მათი საქ­მე ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო.

კო­ბი­აშ­ვი­ლი გო­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შეა და­ტო­ვე­ბუ­ლი.

ავტორი:

"იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს სასამართლო ამ წუთებში განიხილავს

"იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ" - გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეს სასამართლო ამ წუთებში განიხილავს

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამ წუთებში განიხილავს.

გორის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ. კერძოდ, ჩვენებას გარდაცვლილის მეგობრები და კონფლიქტში მონაწილე პირები მისცემენ.

როგორც მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი შეფასებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი უნდა გამოიტანოს.

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფიცი მსაჯულები სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. მხოლოდ და მხოლოდ ამას ველოდები. მტკიცებულებები, ვიდეოჩანაწერები არის და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი იმედი მაქვს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას და გამამართლებელ ვერდიქტს გამოიტანენ", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.