მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქ­ცია "ლელო- პარტნი­ო­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" პარ­ლა­მენ­ტის ბო­ი­კო­ტის მი­უ­ხე­და­ვად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხარს და­უ­ჭერს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფრაქ­ცი­ის წევ­რმა სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გარ­და, ფრაქ­ცი­ის სხვა წევ­რე­ბი მან­და­ტის და­ტო­ვე­ბას არ აპი­რე­ბენ.

"ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც უნდა გა­და­იჭ­რას სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მათ შო­რის, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ვე­ლო­დე­ბით სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, რო­მე­ლიც არის ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ ქვეყ­ნის მო­მავ­ლის­თვის და ჩვენ ცხა­დია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი სა­პარ­ლა­მენ­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ამ პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად. შე­სა­ბა­მი­სად, თქვენ იცით მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და დღეს ფრაქ­ცი­ის არც ერთი სხვა წევ­რი პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ იღებს. ჩვენ დღეს მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ბო­ი­კო­ტის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც აქვს კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­მა­დაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ლა­მენ­ტმა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით 7 სექ­ტემ­ბრის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის მომ­დევ­ნო ორი არ­ჩევ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, პარ­ლა­მენ­ტის წევრთა მან­და­ტე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­ზე გა­ნა­წილ­დე­ბა, რო­მე­ლიც ხმე­ბის 2%-ს მი­ი­ღებს. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო ე.წ. გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბი უდი­დე­სი ნაშ­თის მქო­ნე პარ­ტი­ებს დარ­ჩე­ბა.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, მიმ­დი­ნა­რე და მომ­დევ­ნო ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში ფრაქ­ცი­ის წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა ოთხზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა იყოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mosula
0

ვინც გავა პარლამენტიდან იმის შემდგომი პროპორციული საარჩევნო სიის მონდევნო წევრებით შეივსება პარლამენტი ,ეს არის კანონოთ დადგენილი ასე რომ ნუ გვაბოლებთ და გვაშანტაჟებთ,თუ არ გინდათ იყავით ჩუმად 

დგ
0

ამათ ჩიჩიაც უნდათ და ბაბაიაც

ავტორი:

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს

ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის ბოიკოტის მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის გარდა, ფრაქციის სხვა წევრები მანდატის დატოვებას არ აპირებენ.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ არსებობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, უახლოეს მომავალში ველოდებით საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ ცხადია, გამოვიყენოთ ჩვენი საპარლამენტო უფლებამოსილება ამ პოლიტიკური ცვლილებების მხარდასაჭერად. შესაბამისად, თქვენ იცით მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება და დღეს ფრაქციის არც ერთი სხვა წევრი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება მოტივირებული პოლიტიკური ბოიკოტის შესახებ, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზანი და დანიშნულება", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო.

პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება.

ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.