სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა დავბრუნდი, ზურა ცივად შემხვდა... მითხრა, რომ ქეთა უყვარდა" - რას ყვება ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ისტორიაზე?
"როცა დავბრუნდი, ზურა ცივად შემხვდა... მითხრა, რომ ქეთა უყვარდა" - რას ყვება ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ისტორიაზე?

"რუს­თა­ვი 2" -ს გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერ­ტში“, ია ფა­რუ­ლა­ვას ამ­ჯე­რად ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია ჰყავ­და სტუმ­რად. მძი­მე სე­ნის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ, ხა­თუ­ნა ხში­რად სტუმ­რობს სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს და გან­ვლილ ორ წე­ლი­წად­ზე სა­უბ­რობს, რო­დე­საც მკურ­ნა­ლო­ბის საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზა გა­ი­ა­რა. ამ­ჯე­რად ჟორ­და­ნი­ამ ტრა­დი­ცია და­არ­ღვია და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ზურა ხა­ჩი­ძი­სა და ქეთა თო­ფუ­რი­ას გახ­მა­უ­რე­ბულ რო­მან­ზე ისა­უბ­რა და ყვე­ლა იმ კი­თხვას გას­ცა პა­სუ­ხი, რაც აქამ­დე მხო­ლოდ ჭო­რად გა­ე­გო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია:

"რო­დე­საც ზუ­რას­თან და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, რა­ტომ­ღაც ამ ურ­თი­ერ­თო­ბას ცოტა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებ­დი. გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი, ვხვდე­ბო­დით, მაგ­რამ ის რომ ჩვენ შო­რის ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი იყო, ეს ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და... ეს შე­იძ­ლე­ბა დღეს დი­დად არა­ფერს ნიშ­ნავს, მაგ­რამ მა­შინ ნიშ­ნავ­და...

ვფიქ­რობ­დი, გვეყ­ვა­რე­ბა ერ­თმა­ნე­თი სა­ნამ გვეყ­ვა­რე­ბა და მერე და­ვიშ­ლე­ბით-მეთ­ქი. შვე­ი­ცა­რი­ა­ში წა­ვე­დი სამი თვით და იქი­დან რომ დავ­ბრუნ­დი ზურა რა­ღაც­ნა­ი­რად ცი­ვად შემ­ხვდა, გული გა­ცი­ე­ბუ­ლი ჰქონ­და. და­მიჯ­და და მი­თხრა, რომ ბევ­რი იფიქ­რა ჩემს არ­ყოფ­ნა­ში, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი არ არის და მი­თხრა, რომ ქეთა თო­ფუ­რია უყ­ვარ­და. ქეთა ამ დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და.

წა­მო­ვე­დი და მახ­სოვს ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. უცებ მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან დამ­წყდა გული ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. იმ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც შვე­ი­ცა­რი­ა­ში ვი­ყა­ვი, ჩვენ არ გვქო­ნია კონ­ტაქ­ტი.

ვფიქ­რობ, იმი­ტომ დამ­თავ­რდა მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რომ თვი­თონ ქე­თამ გა­და­წყვი­ტა ზუ­რას­გან წას­ვლა. არ მგო­ნია ამ სა­უ­ბარ­ზე ზურა გაბ­რაზ­დეს, ჩემს გარ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ იყო დიდი სიყ­ვა­რუ­ლი.

ქეთა მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, ეს მისი ბავ­შვუ­რი გა­ტა­ცე­ბა იყო და მალე ისიც გა­მოჩ­ნდა, რაც გა­მოჩ­ნდა (მომ­ღე­რა­ლი ქეთა თო­ფუ­რია მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ჯგუფ "ა სტუ­დი­ოს“ სო­ლის­ტად მი­იწ­ვი­ეს - ავტ.). ქალი ვარ და ბევ­რი ქალი მომ­წონს ამ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ ისე რო­გორც ქეთა თო­ფუ­რია მომ­წონს, არა­ვინ. ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, რომ თა­ვი­სი შრო­მით ამ­დენს მი­აღ­წია. მერე რა, რომ ზუ­რას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. ძა­ლი­ან ხში­რად სწო­რედ ქეთა მომ­ყავს ჩემ შვი­ლებ­თან მა­გა­ლი­თად, თუ რას ნიშ­ნავს შრო­მა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა...

ეს სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლად იყო ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა მგო­ნია, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­თავ­რე­ბა ჩემს გამო არ მოხ­და, ეს ქე­თამ გა­და­წყვი­ტა.

არ მგო­ნია, რომ ქე­თას ეწყი­ნოს ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვამ­ხი­ლე. იყო ეს ნამ­დვი­ლად და მას შემ­დეგ უამ­რავ­მა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო ზუ­რას ცხოვ­რე­ბა­ში. ამას ვერც გა­ვექ­ცე­ვი. ჩე­მამ­დე რა ჰქონ­და ზუ­რას, არ ვიცი, მაგ­რამ ქეთა იმი­ტო­მაც ვიცი, რომ ასე­თი მა­გა­რი გო­გოა დღეს...“ - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

ქეთა თო­ფუ­რია 15 წლის იყო, რო­დე­საც ზურა ხა­ჩი­ძე შე­უყ­ვარ­და. წლე­ბის წინ ზურა ხა­ჩი­ძე ქეთა თო­ფუ­რი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მე­დი­ა­ში ასე იხ­სე­ნებ­და:

"მე და ხა­თუ­ნა ურ­თი­ერ­თო­ბის დროს ბევ­რჯერ დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს, არა­ერ­თხელ ვი­ჩხუ­ბეთ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ მიყ­ვარ­და ქეთა თო­ფუ­რია, მაგ­რამ რომ შევ­რიგ­დით, მა­ლე­ვე დავ­ქორ­წინ­დით. მას მერე მოვ­დი­ვართ ასე ლა­მა­ზად, ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლით...“

წყვი­ლი და­შო­რე­ბის შემ­დეგ მე­გობ­რო­ბას აგ­რძე­ლებს. 2016 წელს, რო­დე­საც ზურა ხა­ჩი­ძე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი იყო ბორ­ჯომ­სა და ას­პინ­ძა­ში, მის მხარ­და­სა­ჭე­რად ქე­თამ სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რა, სა­დაც რუ­სუ­ლად ამ­ბობ­და, რომ მისი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რის­თვის მხა­რი და­ე­ჭი­რათ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Y
0

ქეთას არ უნდოდა გამოაკელით 2500 ლარი))))))

v
0

აუ ქეთა თოფურია მეც მიყვარს და მომეცით რა 5000 ლარი))))

ავტორი:

"როცა დავბრუნდი, ზურა ცივად შემხვდა... მითხრა, რომ ქეთა უყვარდა" - რას ყვება ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ისტორიაზე?

"როცა დავბრუნდი, ზურა ცივად შემხვდა... მითხრა, რომ ქეთა უყვარდა" - რას ყვება ხათუნა ჟორდანია ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას სასიყვარულო ისტორიაზე?

"რუსთავი 2" -ს გადაცემა "ფარულ კონვერტში“, ია ფარულავას ამჯერად ხათუნა ჟორდანია ჰყავდა სტუმრად. მძიმე სენის დამარცხების შემდეგ, ხათუნა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებს და განვლილ ორ წელიწადზე საუბრობს, როდესაც მკურნალობის საკმაოდ რთული გზა გაიარა. ამჯერად ჟორდანიამ ტრადიცია დაარღვია და ცხოვრებაში პირველად ზურა ხაჩიძისა და ქეთა თოფურიას გახმაურებულ რომანზე ისაუბრა და ყველა იმ კითხვას გასცა პასუხი, რაც აქამდე მხოლოდ ჭორად გაეგო საზოგადოებას.

ხათუნა ჟორდანია:

"როდესაც ზურასთან დავიწყე სიარული, რატომღაც ამ ურთიერთობას ცოტა არასერიოზულად ვუყურებდი. გვიყვარდა ერთმანეთი, ვხვდებოდით, მაგრამ ის რომ ჩვენ შორის ასაკობრივი ზღვარი იყო, ეს ძალიან მოქმედებდა... ეს შეიძლება დღეს დიდად არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაშინ ნიშნავდა...

ვფიქრობდი, გვეყვარება ერთმანეთი სანამ გვეყვარება და მერე დავიშლებით-მეთქი. შვეიცარიაში წავედი სამი თვით და იქიდან რომ დავბრუნდი ზურა რაღაცნაირად ცივად შემხვდა, გული გაციებული ჰქონდა. დამიჯდა და მითხრა, რომ ბევრი იფიქრა ჩემს არყოფნაში, რომ ეს ურთიერთობა სერიოზული არ არის და მითხრა, რომ ქეთა თოფურია უყვარდა. ქეთა ამ დროს საქართველოში ცხოვრობდა.

წამოვედი და მახსოვს ძალიან ბევრი ვიტირე. უცებ მივხვდი, რომ ძალიან დამწყდა გული ჩვენს ურთიერთობაზე. იმ სამი თვის განმავლობაში, როდესაც შვეიცარიაში ვიყავი, ჩვენ არ გვქონია კონტაქტი.

ვფიქრობ, იმიტომ დამთავრდა მათი სიყვარულის ისტორია, რომ თვითონ ქეთამ გადაწყვიტა ზურასგან წასვლა. არ მგონია ამ საუბარზე ზურა გაბრაზდეს, ჩემს გარდა მის ცხოვრებაში კიდევ იყო დიდი სიყვარული.

ქეთა მაშინ ძალიან პატარა იყო, ეს მისი ბავშვური გატაცება იყო და მალე ისიც გამოჩნდა, რაც გამოჩნდა (მომღერალი ქეთა თოფურია მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯგუფ "ა სტუდიოს“ სოლისტად მიიწვიეს - ავტ.). ქალი ვარ და ბევრი ქალი მომწონს ამ ქვეყანაზე, მაგრამ ისე როგორც ქეთა თოფურია მომწონს, არავინ. ძალიან ვაფასებ, რომ თავისი შრომით ამდენს მიაღწია. მერე რა, რომ ზურას შეყვარებული იყო. ძალიან ხშირად სწორედ ქეთა მომყავს ჩემ შვილებთან მაგალითად, თუ რას ნიშნავს შრომა და მიზანდასახულობა...

ეს სიყვარული ნამდვილად იყო ზურას ცხოვრებაში, თუმცა მგონია, რომ მათი ურთიერთობის დამთავრება ჩემს გამო არ მოხდა, ეს ქეთამ გადაწყვიტა.

არ მგონია, რომ ქეთას ეწყინოს ეს ამბავი რომ გავამხილე. იყო ეს ნამდვილად და მას შემდეგ უამრავმა წყალმა ჩაიარა. მე რამდენადაც ვიცი, ეს სიყვარული იყო ძალიან ლამაზი და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ზურას ცხოვრებაში. ამას ვერც გავექცევი. ჩემამდე რა ჰქონდა ზურას, არ ვიცი, მაგრამ ქეთა იმიტომაც ვიცი, რომ ასეთი მაგარი გოგოა დღეს...“ - განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.

ქეთა თოფურია 15 წლის იყო, როდესაც ზურა ხაჩიძე შეუყვარდა. წლების წინ ზურა ხაჩიძე ქეთა თოფურიასთან ურთიერთობას მედიაში ასე იხსენებდა:

"მე და ხათუნა ურთიერთობის დროს ბევრჯერ დავშორდით ერთმანეთს, არაერთხელ ვიჩხუბეთ. დაშორების შემდეგ მიყვარდა ქეთა თოფურია, მაგრამ რომ შევრიგდით, მალევე დავქორწინდით. მას მერე მოვდივართ ასე ლამაზად, ერთმანეთის სიყვარულით...“

წყვილი დაშორების შემდეგ მეგობრობას აგრძელებს. 2016 წელს, როდესაც ზურა ხაჩიძე საპარლამენტო არჩევნებზე "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ბორჯომსა და ასპინძაში, მის მხარდასაჭერად ქეთამ სპეციალური ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც რუსულად ამბობდა, რომ მისი ბავშვობის მეგობრისთვის მხარი დაეჭირათ.