სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი... არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის მორიგი გზავნილში?
"ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი... არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის  მორიგი გზავნილში?

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მის მო­რიგ გზავ­ნილ­ში არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აფა­სებს.

"მე ვარ ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი - ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩვენ მო­ვი­გეთ და ბან­დი­ტე­ბის ჯგუფ­მა, რო­მელ­მაც მი­ით­ვი­სა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ხე­ლი­დან გა­მოგ­ვგლი­ჯა ეს გა­მარ­ჯვე­ბა, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მი­მარ­თვა­ში.

რო­გორც გზავ­ნილ­ში წე­რია, „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა წა­არ­თვან და კა­ნო­ნის წი­ნა­შე პა­სუ­ხი აგე­ბი­ნონ.

„მე ვარ ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი და ყვე­ლა თავ­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი უნდა ვი­ყოთ გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლე­ბი. არ­ჩევ­ნე­ბი ცხვირ­წინ აგ­ვწაპ­ნეს ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში, ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩვენ მო­ვი­გეთ და ბან­დი­ტე­ბის ჯგუფ­მა, რო­მელ­მაც მი­ით­ვი­სა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხე­ლი­დან გა­მოგ­ვგლი­ჯა ეს გა­მარ­ჯვე­ბა. გაგ­ვძარ­ცვა და წაგ­ვარ­თვა ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი უფ­ლე­ბა, ვი­ყოთ ჩვენ ქვეყ­ნის ბა­ტონ-პატ­რო­ნი.

რა უნდა ვქნათ?! მხო­ლოდ ერთი, ვა­ზღვე­ვი­ნოთ ის ფასი, რო­მელ­საც ახ­დე­ვი­ნე­ბენ თავ­მოყ­ვა­რე ერე­ბი გამ­ყალ­ბე­ბელ ხე­ლი­სუ­ფალთ - წა­ვარ­თვათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვა­გე­ბი­ნოთ პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე. ასე მო­იქ­ცა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სომ­ხე­თი, იქ პა­ში­ნი­ა­ნი ოთხი ივა­ნიშ­ვი­ლის კა­ლიბ­რის ოლი­გარ­ქს ებ­რძო­და, რო­მელ­თა უკან იდგა რუ­სე­თი და გა­უ­ყალ­ბეს მა­საც არ­ჩევ­ნე­ბი, მაგ­რამ სო­მეხ­მა ხალ­ხმა მა­ინც გა­ი­მარ­ჯვა, ბევ­რი და კი­დევ უფრო მეტი გა­მო­ვი­და ქუ­ჩებ­ში, სა­ნამ ბან­დი­ტუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ გა­ტყდა და არ წა­ვი­და და არ და­ნიშ­ნა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. ზუს­ტად იგი­ვე უნდა გა­კეთ­დეს ჩვენ­თა­ნაც. გამ­ყალ­ბე­ბე­ლი ბან­დი­ტე­ბი უნდა წა­ვიდ­ნენ და და­ი­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

იგი­ვე უქ­ნეს უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ია­ნუ­კო­ვიჩს, როცა ის ბო­ლომ­დე რუ­სებს მი­ემ­ხრო, არა­და ია­ნუ­კო­ვი­ჩი მრა­ვალ­გზის უფრო თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი და მდი­და­რი იყო, ვიდ­რე ივა­ნიშ­ვი­ლი.

ბო­ლოს და ბო­ლოს, ასე­თი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის იდეა შვა სა­ქარ­თვე­ლომ ჩვე­ნი თა­ო­ბის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევ­ძლებთ იმას რა­შიც ადრე სხვე­ბი გვბა­ძავ­დნენ და გა­მო­უ­ვი­დათ კი­დეც. ჩვენ არ გვაქვს ბევ­რი დრო, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ ბევ­რგან და ბევ­რმა. უნდა მო­ვის­მი­ნოთ ლი­დე­რე­ბის აზ­რიც და სა­კუ­თარ ხელ­შიც უნდა ავი­ღოთ ინი­ცი­ა­ტი­ვა ად­გი­ლებ­ზე. რა თქმა უნდა, პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა ვა­სა­ჩივ­როთ ყვე­ლა­ფე­რი, ვი­ნა­ი­დან ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო დას­კვნე­ბი არ ყო­ფი­ლა არც სომ­ხეთ­ში, არც ყირ­გი­ზეთ­ში, არც ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს.

მაგ­რამ ახლა ჩვენ გვაქვს სრუ­ლი ლე­გი­ტი­მა­ცია ქუ­ჩის პრო­ტეს­ტის და ძა­ლა­დო­ბი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის“,- წე­რია სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&
0

ეს კაცი ვირტუალურ რეალობაში განაგრძობს ცხოვრებას. ვერ გაუგია რომ 2003 წლის შემდეგ უკვე 18 წელია გასული, აღარც საქართველოა ისეთი როგორიც მაშინ იყო და აღარც სააკაშვილია ის სააკაშვილი რომელსაც მაშინ დაუჯერა ხალხმა. 

თორნიკე
0

ვერაა ეს კარგად. მესმის რომ ძალაუფლება გინდა უკან დაიბრუნო, მაგრამ სკამს ნუ გვანაცვალე ქართველი ერი. ფულიც გაქ და კავშირებიც გაქ, მოიხადე სასჯელი და წადი იყავი შენთვის კარგად უცხოეთში და ბიზნესში. დააცადე ქვეყანას განვითარება. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი... არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის მორიგი გზავნილში?

"ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი... არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი მის  მორიგი გზავნილში?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მის მორიგ გზავნილში არჩევნების შედეგებს აფასებს.

"მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი - ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება, ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება, - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის მიმართვაში.

როგორც გზავნილში წერია, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება უნდა წაართვან და კანონის წინაშე პასუხი აგებინონ.

„მე ვარ ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილი და ყველა თავმოყვარე ქართველი უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და შეურაცხყოფილები. არჩევნები ცხვირწინ აგვწაპნეს ყველა დიდ ქალაქში, ეს არჩევნები ჩვენ მოვიგეთ და ბანდიტების ჯგუფმა, რომელმაც მიითვისა საქართველოს ხელისუფლება ხელიდან გამოგვგლიჯა ეს გამარჯვება. გაგვძარცვა და წაგვართვა ჩვენი უმთავრესი უფლება, ვიყოთ ჩვენ ქვეყნის ბატონ-პატრონი.

რა უნდა ვქნათ?! მხოლოდ ერთი, ვაზღვევინოთ ის ფასი, რომელსაც ახდევინებენ თავმოყვარე ერები გამყალბებელ ხელისუფალთ - წავართვათ ხელისუფლება და ვაგებინოთ პასუხი კანონის წინაშე. ასე მოიქცა ჩვენი მეზობელი სომხეთი, იქ პაშინიანი ოთხი ივანიშვილის კალიბრის ოლიგარქს ებრძოდა, რომელთა უკან იდგა რუსეთი და გაუყალბეს მასაც არჩევნები, მაგრამ სომეხმა ხალხმა მაინც გაიმარჯვა, ბევრი და კიდევ უფრო მეტი გამოვიდა ქუჩებში, სანამ ბანდიტური ხელისუფლება არ გატყდა და არ წავიდა და არ დანიშნა რიგგარეშე არჩევნები. ზუსტად იგივე უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. გამყალბებელი ბანდიტები უნდა წავიდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები.

იგივე უქნეს უკრაინელებმა იანუკოვიჩს, როცა ის ბოლომდე რუსებს მიემხრო, არადა იანუკოვიჩი მრავალგზის უფრო თავზეხელაღებული და მდიდარი იყო, ვიდრე ივანიშვილი.

ბოლოს და ბოლოს, ასეთი რევოლუციების იდეა შვა საქართველომ ჩვენი თაობის დროს და ნუთუ ჩვენ ვერ შევძლებთ იმას რაშიც ადრე სხვები გვბაძავდნენ და გამოუვიდათ კიდეც. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო, უნდა ვიმოქმედოთ ბევრგან და ბევრმა. უნდა მოვისმინოთ ლიდერების აზრიც და საკუთარ ხელშიც უნდა ავიღოთ ინიციატივა ადგილებზე. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა ვასაჩივროთ ყველაფერი, ვინაიდან ასეთი კატასტროფული სადამკვირვებლო დასკვნები არ ყოფილა არც სომხეთში, არც ყირგიზეთში, არც ვარდების რევოლუციის დროს.

მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმაცია ქუჩის პროტესტის და ძალადობისადმი წინააღმდეგობის“,- წერია სააკაშვილის მიმართვაში.