მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სროლა ქორწილში, მოკლულია სამი ადამიანი -  მორიგი ტრაგედია ავღანეთში მუსიკის გამო
სროლა ქორწილში, მოკლულია სამი ადამიანი -  მორიგი ტრაგედია ავღანეთში მუსიკის გამო

ავ­ღა­ნეთ­ში, ნან­გარ­ჰა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში, პა­რას­კევ ღა­მეს, ქორ­წილ­ში მუ­სი­კის ჩარ­თვის­თვის სამი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს და 10 - მდე დაჭ­რეს. თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ თა­ლი­ბა­ნის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

თა­ლი­ბე­ბის სპი­კე­რი ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰი­დი კვი­რას გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­რე­მო­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის ად­გილ­ზე სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­იჭ­რა და მუ­სი­კის გა­მორ­თვა მო­ი­თხო­ვა.

თა­ლი­ბე­ბის სპი­კერ­მა ისიც და­ა­მა­ტა, რომ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რა­დი კონ­ფლიქ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე ხომ არ მოხ­და.

მისი თქმით­ვე, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი თა­ლი­ბა­ნის წევ­რო­ბას ამ­ტკი­ცებ­დნენ, თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად არი­ან თუ არა თა­ლი­ბე­ბი - ჯერ უც­ნო­ბი­აო. მან ასე­ვე თქვა, რომ ინ­ცი­დენ­ტთან და­კა­ში­რე­ბუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნი უკვე და­ა­კა­ვეს, მე­სა­მე კი მი­მალ­ვა­შია.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ლი­ბე­ბი არ აღი­ა­რე­ბენ ქორ­წილ­ში ან სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მუ­სი­კის დაკ­ვრის ტრა­დი­ცი­ას, ჯერ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­კარ­გუ­ლე­ბა მუ­სი­კის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ არ გა­უ­ცი­ათ.

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თა­ლი­ბე­ბი იცი­ლე­ბენ მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და არ აღი­ა­რე­ბენ ინ­ცი­დენ­ტთან კავ­შირს, სა­პი­რის­პი­რო­ზე მი­უ­თი­თებს ზა­ფხულ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა. აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, ფოლკ­ლო­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ფა­ვად ან­და­რა­ბი თა­ლი­ბებ­მა სახ­ლი­დან ძა­ლით გა­მო­იყ­ვა­ნეს და მოკ­ლეს, სა­ვა­რა­უ­დოდ მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ისევ მუ­სი­კას­თა­ნაა კავ­შირ­ში, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მუ­სი­კო­სებს უკ­რძა­ლავს ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრას.

თა­ლი­ბე­ბის წინა მმარ­თვე­ლო­ბი­სას, 1996-2001 წლებ­ში, თა­ლი­ბან­მა მუ­სი­კის თით­ქმის ყვე­ლა ჟან­რი/ფორ­მა აკ­რძა­ლა, რად­გან ან­ტი­ის­ლა­მუ­რად მი­იჩ­ნია.

წყა­რო

თარ­გმნა ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბი
0

ველურები და ქვის ხანის ადამიანებიც კი ცეკვავდნენ რაღაც რიტმებზე, ესენი ვინ ოხრები არიან,

ვაი დედა
0

ქვის ხანაც აღარაა უკვე ამათთან, რაღაც უფრო უარესია. ათასი უღმერთობა ხდება ღმერთის სახელით. დავიჯეროთ რომ ღმერთს სწყინს როცა ადამიანი მუსიკას უსმენს? ღმერთს არ გაუჩენია ადამიანი ტანჯვისთვის. . .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სროლა ქორწილში, მოკლულია სამი ადამიანი -  მორიგი ტრაგედია ავღანეთში მუსიკის გამო

სროლა ქორწილში, მოკლულია სამი ადამიანი -  მორიგი ტრაგედია ავღანეთში მუსიკის გამო

ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში, პარასკევ ღამეს, ქორწილში მუსიკის ჩართვისთვის სამი ადამიანი მოკლეს და 10 - მდე დაჭრეს. თავდამსხმელები ირწმუნებოდნენ, რომ თალიბანის წევრები იყვნენ.

თალიბების სპიკერი ზაბიჰულა მუჯაჰიდი კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ცერემონიის ჩატარების ადგილზე სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მუსიკის გამორთვა მოითხოვა.

თალიბების სპიკერმა ისიც დაამატა, რომ გამოიძიებენ ეს ყველაფერი პირადი კონფლიქტის საფუძველზე ხომ არ მოხდა.

მისი თქმითვე, ეჭვმიტანილები თალიბანის წევრობას ამტკიცებდნენ, თუმცა, რეალურად არიან თუ არა თალიბები - ჯერ უცნობიაო. მან ასევე თქვა, რომ ინციდენტთან დაკაშირებული ორი ადამიანი უკვე დააკავეს, მესამე კი მიმალვაშია.

მიუხედავად იმისა, რომ თალიბები არ აღიარებენ ქორწილში ან სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებზე მუსიკის დაკვრის ტრადიციას, ჯერ ოფიციალური განკარგულება მუსიკის აკრძალვის შესახებ არ გაუციათ.

იმის მიუხედავად, რომ თალიბები იცილებენ მომხდარზე პასუხისმგებლობას და არ აღიარებენ ინციდენტთან კავშირს, საპირისპიროზე მიუთითებს ზაფხულში მომხდარი მკვლელობა. აგვისტოს ბოლოს, ფოლკლორული სიმღერების შემსრულებელი ფავად ანდარაბი თალიბებმა სახლიდან ძალით გამოიყვანეს და მოკლეს, სავარაუდოდ მკვლელობის მოტივი ისევ მუსიკასთანაა კავშირში, რადგან ხელისუფლება მთელი ქვეყნის მუსიკოსებს უკრძალავს ინსტრუმენტებზე დაკვრას.

თალიბების წინა მმართველობისას, 1996-2001 წლებში, თალიბანმა მუსიკის თითქმის ყველა ჟანრი/ფორმა აკრძალა, რადგან ანტიისლამურად მიიჩნია.

წყარო

თარგმნა ანა სიბოშვილმა