"ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა - სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ზეგ გრანდიოზული აქცია", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს "რეჟიმის სრულ იზოლაციას“.
"ჩვენ, ქართველთა უმრავლესობას, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, განურჩევლად პარტიულობისა, გათავხედებულმა პუტინის "ნამესტნიკმა“ ივანიშვილმა არაფერი დაგვიტოვა, გარდა მშვიდობიანი რევოლუციისა.
მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს ამ რეჟიმის სრულ იზოლაციას, ყველა მოქალაქემ ზურგი უნდა შეაქციოს ამ რეჟიმს. სასწრაფოდ, ხვალ თუ არა ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები. ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავგანწირვით და თავდადებით, რომელიც არავის ეგონა. ამ კაცმა ყველას გვანახა როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. მან რაც შეეძლო ამ შიმშილობით გააკეთა. ჩემო ძმაო, ჩემო მიშა, ჩვენ გვჭირდები ცოცხალი. პუტინს და ივანიშვილს უნდა რომ შენ მოკვდე, შენ მტრის ჯინაზე არ უნდა მოკვდე“, - აღნიშნავს ბარამიძემ "ტვ პირველის“ ეთერში.
ეს რევოლუციის დაანონსება სულაც არ არის არჩევნების წაგებით გამოწვეული, ეს გეგმიური რევოლუცია დაწყებულია ადრე, ოღონდ არა სახალხო, არამედ აი ამათი კლანის- სააკოვ ბარამიდზევ ბობოხიან ლისიჩკინ და ისა გამბიტიანი , ჩაკრულო და დოქსოპულო რიკტაფელოვი გოცირიძე უდუმოვით , ლობზიკოვიჩიც , ეს ფსევდონიმებია, მიხვდებით ვისიც , არა ?! ადგილობრივი ხელისუფლება ბუტაფორიულია, ის ფორმალურია, რომც გაემარჯვათ , მაინც რევოლუციას დაანონსებდნენ, მათ ეს ფორმალური ხელისუფლება რევოლუციურ ასარეკნ პლატფორმად სჭირდებოდათ, თორემ ის რომ არანაირ ხელისუფლებას არ წარმოადგენს , ჩვენზე უკეთ იციან-თავიანთი შექმნილია , დღეს ხომ მათი ჩარჩო კანონებით ვცხოვრობთ, ქოცებს ის არ შეუცვლიათ, აქა იქა შეალამაზეს, არსი არ შეუცვლიათ , იგივეა !
გააყალბეს არა ?! წინა "გაყალბებაზე" ხომ არ გახეხინეს, ახლა გახეხინებენ მიშას საკნის იატაკს-თვითონ არ ალაგებს, სუსტადაა ! რომელ კოალიციაზე ლაპარაკობთ, კოჰაბიტაცია შეგვარგეთ როო ?! რა ერთპარტიული მმართველობა აგიტეხავთ, ერთი პარტია არა ხართ ნაცქოცმოქკავშირი სატელიტებიანად ? ან მოქკავშირელი ხართ და ან მოქკავშირულ ოჯახში დაბადებული , აბა ვინა ხართ , საიდან მოდიხართ ? ხალხიდან ? სამოხელეო პარტოკრატიულ ბიუროკრატიული, ან კრიმინალური ოჯახიდან გამოსულები ხართ , აგური აგურზე არ დაგიდევთ და ხელი არ გაგინძრევიათ, ენას ატლიკინებთ, წერა კითხვა გიჭირთ , სხვის ნაწერს გაზუთხინებენ და ბოლომდე არ გესმით რას ბჟუტურობთ ! ხმამაღალს მოეშვით , ჩაიკმინდეთ და გიასუსეთ და გასუსკაცდით მიშიანცებო !